გაკვეთილის გეგმა

   პირადი ჰიგიენა (ხელის დაბანა და მოვლა)

მნიშვნელობა /აქტუალობა.

საზოგადოებაში გამოიყურებოდნენ სუფთად .

მიზნები და შედეგები

პირადი ჰიგიენის დაცვა

თემატური ელემენტები

ხელების დაბანა.

გამშრალება.

ხელის საცხის გამოყენება.

რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ

იცოდნენ ხელების მოვლა

შეფასების საგანი და პროცედურები

საყ. ორიენ.V.1.ხელების დაბანის პროცესი (სტანდარტი აღნიშნულ საგანში შედგენილია სკოლის მიერ)

რა სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსებია საჭირო

საპონი, თბილი წყალი, ხელსახოცი, ხელების კრემი.

გაკვეთილის მსვლელობა

გაკვეთილი იწყება ორგანიზებულობით, ვამოწმებ ბავშვებს რამდენად არიან მზად  გაკვეთილისათვის (2 წუთი)

აქტივობა 1.  ვასახელებ გაკვეთილის თემას, იქვე ვსვამ კითხვას, როგორ გესმით სიტყვა ჰიგიენა. თემის უფრო დასაკონკრეტებლად მოსწავლეებს მივმართავ კითხვით: როგორ უვლით ხელებს? მოსწავლეთა პასუხები ფიქსირდება დაფაზე. (5 წუთი)

აქტივობა 2. ვსვავ კითხვას თუ როდის ვიბანთ ხელებს, რატომ არის აუცილებელი ხელების მოვლა, საცხის წასმა. მოსწავლეთა ნააზრევს ვაფიქსირებ დაფაზე ან საგანგებოდ დამაგრებულ ფორმატზე. (5 წუთი)

აქტივობა 3. მოსწავლეებს ვთხოვ დამისახელონ ის ნივთები რომლებიც შედის ჰიგიენის საშუალებებში. დემონსტრაციისათვის ვუჩვენებ თხევად და ჩვეულებრივ საპონს. ვეკითხები თუ სად შეიძლება ჰიგიენის საშუალებების შეძენა. მოსწავლეთა პასუხები ფიქსირდება დაფაზე. (10 წუთი)

აქტივობა 4. მოსწავლეებს ვთხოვ გახსნან კომპიუტერის ეკრანზე გამოტანილი პრეზენტაცია „ხელების დაბანა“.  მოსწავლეებს, რომლებსაც უჭირთ კომპიუტერთან მუშაობა, ვეხმარები. (3 წუთი).

აქტივობა 5. მოსწავლეები აკვირდებიან პრეზენტაციაში მოცემულ ხელიების დაბანის ამსახველ სურათებს. ეცნობიან სურათების ქვეშ გაკეთებულ შენიშვნებს. ვთხოვ პრეზენტაციაში მოცემული ინფორმაცია (თუ როდისაა ხელების დაბანა სავალდებულო) შეადარონ საკუთარ მოსაზრებებს.  (10 წუთი)

აქტივობა 6.  მოსწავლეებს ვთხოვ გამოთქვან საკუთარი აზრი თუ რატომაა დაუშვებელი ცხვირის ხელით მოწმენდა, ცხვირში თითების შეყოფა, პირში თითების ჩადება, თვალების ხელით მოწმენდა (5 წუთი)

აქტივიობა 7.  დემონსტრაციისთვის გამომყავს რამდენიმე მოსწავლე და  ვთხოვ საკლასო ოთახში საგანგებოდ მოწყობილ ადგილას დაიბანონ  ხელები, დაბანის შემდეგ წაისვან  ხელის საცხი. (5 წუთი)

დიფერინცირებული სწავლება

_ მოსწავლეები რომლებსაც არ შეუძლიათ კომპიუტერთან მუშაობა მითითებებს ასრულებენ მასწავლებლის დახმარებით;

_  ხელის დაბანის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში, ხდება მასწავლებლის დახმარება.

კრიტერიუმი

საშუალო

საშუალოზე მაღალი

მაქსიმალური

*****

*******

**********

ჩართულობა

ნაკლებად ერთვება საგაკვეთილო პროცესში

შეძლებისდაგვარად ერთვება საგაკვეთილო პროცესში

მთლიანად ერთვება საგაკვეთილო პროცესში

ორგანიზებულობა

უჭირს მობილიზება გაკვეთილზე

შეძლებისდაგვარად არის გაკვეთილზე მობილიზებული

მთლიანად ერთვება საგაკვეთილო პროცესში

შემაჯამებელი დავალებები

უჭირს დავალების შესრულება

თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე ასრულებს დავალებას

ყველა დავალებას  მაქსიმალურად ასრულებს