Published using Google Docs
სადამრიგებლო-საათის-პროგრამა-III-კლასი.docx
Updated automatically every 5 minutes

სადამრიგებლო საათის პროგრამა

დამრიგებელი: ნინო სვანიძე

III/ბ  კლასი    2019-2020 სასწ.წელი

დამრიგებლის მუშაობის მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში, პიროვნული, ზნეობრივი, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში; დამრიგებელი ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უნდა უვითარებდეს მათ დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გააზრებაში.

3. დამრიგებლის მოვალეობებია:

ა) გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს (შემდგომში მშობელი) მათი უფლებები და მოვალეობები (სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვ.);

ბ) რეგულარულად ჩაატაროს სადამრიგებლო საათი. სადამრიგებლო საათის მიზანია მოსწავლის კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება. სადამრიგებლო საათის ფარგლებში დამრიგებელმა ასაკის შესაბამისად უნდა იმუშაოს შემდეგ მიმართულებებზე:

ბ.ა) პიროვნული და მორალური განვითარება;

ბ.ბ) გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება;

ბ.გ) მეწარმეობის უნარების განვითარება;

ბ.დ) ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია;

ბ.ე) უსაფრთხოება და ძალადობისგან თავისუფალი სკოლის პოპულარიზაცია;

ბ.ვ) მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერების ამაღლება;

ბ.ზ) თვალსაწიერის გაფართოება.

1) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიმართულებების ფარგლებში დაწყებით კლასებში (I-IV კლასები) ჩაატაროს კითხვის საათი, რომელიც ორიენტირებული იქნება წიგნიერების კომპეტენციის გაძლიერებაზე შემდეგი მეთოდებით:

1.ა) კითხვის ტექნიკის გაძლიერებით;

1.ბ) წაკითხულის განხილვა-გააზრებით;

1.გ) ანალიზის უნარის განვითარებით;

1.დ) მსჯელობის უნარის განვითარებით;

1.ე) პრეზენტაციის უნარის განვითარებით;

1.ვ) შემოქმედებითი უნარების განვითარებით და სხვ.

N

თემა

ჩატარების დრო

მიზანი

რესურსები

შენიშვნა

1

პიროვნული და მორალური განვითარება

1.რას ნისნავს, იყო მესამეკლასელი? ზაფხულის შთაბეჭდილებები, შეძენილი უნარ-ჩვევები, მესამეკლასელის ინტერესები, ჰობი. რომელი გაკვეთილი მოენატრა ყველაზე ძალიან? რა მოლოდეინები აქვს ახალ სასწავლო წელს? 

2. ოცნებები-რატომ ოცნებობენ ადამიანები? რაზე ოცნებობენ მესამეკლასელები? მშობლები? მასწავლებლები? ვინ გვეხმარება ოცნებების შესრულებაში? ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ავისრულოთ ოცნებები?

3.ფანტაზია-რაში ეხმარება ადამიანებს ფანტაზია? მესამეკლასელებს? მხატვრებს? მწერლებს? ფანტაზია და ტყუილი: განსხვავება მათ შორის; რა ცუდი შედეგი მოსდევს ტყუილებს? შედეგების გააზრების მნიშვნელობა. როდესაც ადამიანებს გვიჭირს სიმართლის თქმა.

4. მესამეკლასელის პასუხისმგებლობა; ვალდებულებები სწავლაში, სახლში, მეგობრებთან ურთიერთობაში.

5. მესამეკლასელის უფლებები.

6.რა გვეხმარება და რა გვიშლის ხელს ვალდებულებების შესრულებაში? რას ნიშნავს სიზარმაცე? როდის ჩნდება სიზარმაცე? სიზარმაცის დაძლევა.

7.ურთიერთობები უფროსებთან; მშობლებთან, თანაკლასელებთან, პატარა და-ძმებთან. მათ შორის განსხვავება; ფორმალური და არაფორმალური ურთიერთობები.

8.თვისებები, რომლებიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს მასწავლებელს, მშობელს, მოსწავლეს.

9.ისევ სირთულეები ურთიერთობის სფეროში. როგორ შეგვიძლია მათი დაძლევა?

10. ჯადოსნური სიტყვები: გმადლობთ, ბოდიში; მათი სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენების აუცილებლობა (სკოლაში, სტუმრად ყოფნისას, ტელეფონზე საუბრისას).

11. პატიების უნარის მნიშვნელობა ურთიერთობებში

12. შექება და კომპლიმენტები; როგორ ვიყენებთ მათ.

13. მეგობრობის კოდექსი“, მეგობრობის უნარი, მეგობრობის უნარის განვითარება.

14. სირთულეების დაძლევა მეგობრობის სფეროში; ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, არ შეიძლება ვინმეს დავცინოთ, გავრიყოთ.

15. კამათი და ჩხუბი; როდის ვკამათობთ? განსხვავება კამათსა და ჩხუბს შორის; კამათის კულტურა; საკუთარი უფლებების დაცვა; „არას“ თქმის უნარის განვითარება.

16.თანამშრომლობის მნიშვნელობა; მეგობრის გაგება, მოსმენა, მოლაპარაკება.

18.09.2019

25.09.2019

2/9.10.2019

16.10.2019

23.10.2019

30.10.2019

06.11.2019

13/20.11.2019

27/.11.2019

04/11.12.2019

18/25.12.2019

15/22.01.2020

29.01.2020

05/12.02.2020

19/26.02.2020

04/18.03.2020

მიმართულების მიზანია ბავშვებში პიროვნული უნიკალობის გრძნობის ჩამოყალიბება, სხვა პიროვნებისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულების ფორმირება (მათი მიღება ისეთებად როგორებიც არიან). საკუთარი პოზიციის გამოხატვის და სხვისი გავლენის გარეშე მისი დაცვისა და სხვისი ღირსების დაცვით ურთიერთობის დამყარების უნარის განვითარება                                                                                                

                                                

დამხმარე სახელმძღვანელო,  ფერადი ფურცლები, ფერადი ფანქრები, სახატავი რვეული, მაკრატელი

საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს კლასის საათის ჩატარების თარიღი და რესურსები

2

გარემოსდაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი

1.ჯანსაღი ცხოვრების წესი-სხეულის სისუფთავეზე ზრუნვა, ეპიდემიის, ჭრილობებისა და ტრამვებისაგან თავის დაცვა.

2. დღის რეჟიმი, პიზიკური კულტურა და სპორტი.

25.03.2020

01/08.04.2020

მიმართულების მიზანი არის ბავშვებში გარემოს, პირადი ჰიგიენის დაცვის მოთხოვნის განვითარება. სწორი კვების, დღის რეჟიმის დაცვის, სპორტის მნიშვნელობის გათვითცნობიერება, იმ აზრის დამკვიდრება, რომ გარემოს დაცვა, აქტიურობა, ჯანმრთელობა საკუთარი თავისადმი პატივისცემის ერთ-ერთი გამოხატულებაა

დამხმარე სახელმძღვანელო,  ფერადი ფურცლები, ფერადი ფანქრები, სახატავი რვეული, მაკრატელი

საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს კლასის საათის ჩატარების თარიღი და რესურსები

3

უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება

1.საგზაო უსაფრთხოება

2.ჩვენი ქალაქი, სოფელი, ქვეყანა, სახელმწიფო. ღირსშესანიშნაობანი და ისტორიული ძეგლები, მათი მნიშვნელობა, მოფრთხილების აუცილებლობა, ქალაქსა თუ სოფელში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებები, დღესასწაულები, მათი აღნიშვნის ტრადიციები, სახელმწიფო სიმბოლიკა.

15/22.04.2020

06/13.05.2020

მიმართულების მიზანი არის მოსწავლეებში საკუთარი ქვეყნისადმი პოზიტიური დამოკიდებულების, სამშობლოს სიყვარულის გრძნობის განვითარება. ინფორმაციის მიწოდება ისტორიული მოვლენების, ცნობილი პიროვნებების შესახებ; საკუთარი თავის, ეზოს, ქუჩის, ქალაქის, სოფლისადმი მზრუნველი დამოკიდებულების ჩამოყალიბება

დამხმარე სახელმძღვანელო,  ფერადი ფურცლები, ფერადი ფანქრები, სახატავი რვეული, მაკრატელი

საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს კლასის საათის ჩატარების თარიღი და რესურსები

4

თვალსაწიერის გაფართოება

1.წაკითხული წიგნები,კონცერტები, გამოფენები, სპორტული ღონისძიებები, რომლებსაც დაესწრნენ. 

20/27.05.2019

მიმართულების მიზანი არის მოსწავლეებში ხელოვნების, ლიტერატურის, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევებისადმი ინტერესის გაღვივება

დამხმარე სახელმძღვანელო,  ფერადი ფურცლები, ფერადი ფანქრები, სახატავი რვეული, მაკრატელი

საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს კლასის საათის ჩატარების თარიღი და რესურსები