სასწავლო წელი -  2021-2022        

კათედრა - დაწყებითი    

საგანი -ბუნებისმეტყველება

კლასიI/1, I/2, I/3, I/4, I/5, I/6

თვე

მიმართულება/თემა

საკითხი/ საკითხები

კომპლექსური დავალება

სექტემბერი

ოქტომბერი

ნოემბერი

დეკემბერი

იანვარი

თებერვალი

მარტი

აპრილი

მაისი

ივნისი

ცოცხალი სამყარო

 

საკითხი:  მე და ჩემი სხეული

ქვესაკითხი: მე და ბუნება, სხეულის ნაწილები

დედამიწა და გარე სამყარო

სხეულები და მოვლენები

 

საკითხი:  ჩემი სკოლა

ქვესაკითხი:  მოგზაურობა სკოლაში, მოგზაურობა სკოლის გარეთ, გზა სახლიდან  სკოლამდე.

„ბებიის დატოვებული განძი“  

დანართი 1

საკითხი: ტრანსპორტი და საგზაო ნიშნები

 ქვესაკითხი: საგზაო მოძრაობის წესები, საგზაო ნისნები და ტრანსპორტი, რომელი ტრანსპორტიტ ვიმგზავროთ,

სხეულები და მოვლენები

 

საკითხი:  ჩვენს ირგვლივ

 ქვესაკითხი:  ბუნებრივი და ხელოვნური, ცოცხალი  და არაცოცხალი, ჩვენ ირგვლივ, ბუნების სადარაჯოზე, საცხოვრებელი გარემო, რა რისგან  მზადდება, სად ცხოვრობს ოჯახი, ავეჯი და პირადი ნიშნები.

დედამიწა და გარე სამყარო

 

საკითხი:  შემოდგომა

 ქვესაკითხი:  შემოდგომა, შემოდგომის ფერები, რთველი, ჩვენ გვიყვარს ხილი

ცოცხალი სამყარო

საკითხი: საკვები

 ქვესაკითხი:  ხილია თუ ბოსტნეული, ბოსტნეული სასარგებლო საკვებია, საკვები პროდუქტები, სასმელი.

დედამიწა და გარე სამყარო

საკითხი:  ზამთარი

 ქვესაკითხი:  რას ვიცვამთ, ზამთარი, ახალი წელიც მოსულა, სახიფათო ნივთები

ცოცხალი სამყარო

საკითხი:   შეგრძნების ორგანოები

 ქვესაკითხი:  როგორ ამოვიცნობთ საგნებს, ყნოსვა, შეგრძნების ორგანოები

ბაჭიას თავგადასავალი

დანართი 2

საკითხი:  ჯანმრთელობის სადარაჯოზე 

 ქვესაკითხი:  ექიმი და წამლები, გინდა ჯანმრთელი იყო, ვივარჯიშოთ ყველამ ერთად 

დედამიწა და გარე სამყარო

 

საკითხი:  გაზაფხული

 ქვესაკითხი:  გაზაფხულის მობრძანება, დღე და ღამე, გაზაფხული ჩვენს ეზოში

ცოცხალი სამყარო

 საკითხი:  მცენარეები

 ქვესაკითხი:  მცენარეთა სამყარო, რა ამშვენებს მინდორს, ოთახის მცენარეები, ჩვენი ტყე, ტყის ბინადარნი

საკითხი:  ცხოველთა სამყარო 

 ქვესაკითხი:   ჩვენი ოთხფეხა „მეგობრები“, შინაური ფრინველები, ძოგი დადის ზოგი დახოხავს,  წყლის ბინადრები, ფრინველთა ხმები, პატარა ექვსფეხა ცხოველები,  ზოოპარკში

დედამიწა და გარე სამყარო

საკითხი:  კოსმოსი

 ქვესაკითხი:   ტელესკოპი, ციური სხეულები, მოგზაურობა კოსმოსში, რა მოხდება მზე  რომ ჩაქრეს.

საკითხი: ზაფხული 

 ქვესაკითხი:   ზაფხული მოვიდა, ჩვენი სოფელი, ექსკურსია კლასის ტყეში, ბუნებაში  ქცევის წესები, ჩემი სამშობლო

        


დანართი 1

გრძელვადიანი მიზანი

სამიზნე ცნება და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები

საკითხი/ქვესაკითხები

  • ჩემი სკოლა
  • გზა სახლიდან სკოლამდე.

ქვეცნებები: მოძრაობა, მდებარეობა, მიმართულება.

საკვანძო შეკითხვა / შეკითხვები

  • ნახატით, როგორ გადმოვცეთ, თუ სად მდებარეობს განძი?

შუალედური სასწავლო მიზანი

მოძრაობა და ძალა
ბუნ.I.5  

1) სხეულთა მოძრაობა შეიძლება განსხვავდებოდეს ტრაექტორიის ფორმით და/ან სიჩქარით. მოძრაობა შეიძლება აღვწეროთ ფორმულებით, ცხრილებით, სქემატურად  და სხვა მეთოდებით.

2) ურთიერთქმედების სხვადასხვა სახე არსებობს, იგი ყოველთვის ორმხრივია და  შეიძლება განხორციელდეს სხეულების შეხებით, ან შეხების გარეშე. სხეულზე ძალის მოქმედება იწვევს მისი ფორმის ან/და სიჩქარის ცვლილებას.

კომპლექსური დავალების დამუშავების ეტაპზები (რესურსები, აქტივობები):

I ეტაპი: კომპლექსური დავალების ფორმა

ნაბიჯი 1. როგორ უნდა წარმოვაჩინო საკუთარი ცოდნა შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით?

რესურსი/აქტივობა:

მულტფილმი განძის შესახებ (მოტივაციისთვის)  (https://www.youtube.com/watch?v=Mk4Ezrr5JaU)

https://www.youtube.com/watch?v=eiqwz4EzO-k

იაკობ გოგებაშვილი- დამალული განძი. https://www.aura.ge/103-saskolo/9269-iakob-gogebashvili--damaluli-gandzi.html

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები

ქვეცნება -მოძრაობა, მდებარეობა, მიმართულება.

  • გინახავთ თუ არა ნახატი?
  • დაგიხატავთ თუ არა რაიმე?
  • დაგიხატავთ თუ არა რაიმე ადგილამდე მისასვლელი გზა?
  • რაზე დახატავ შენს ნახატს?
  • რითი დახატავ ნახატს?

II ეტაპი: კომპლექსური დავალების შინაარსი

ნაბიჯი 1. როგორ ავუხსნათ სხვას, სად მდებარეობს სხეული? კარგად იყო თუ არა ახსნილი განძის მდებარეობა ანანოს ნაპოვნ წერილში? (მოძრაობა და ძალა 1)

რესურსი/აქტივობა:

რესურსი: საკითხები სახელმძღვანელოდან: მოგზაურობა სკოლაში. მოგზაურობა სკოლის გარეთ. გზა სახლიდან სკოლამდე.

აქტივობა: თამაში - რომელი მეკობრე მივა განძამდე?

გაჰყევით გზას და დაასახელეთ, რომელი მეკობრე მივა განძამდე?

აქტივობა: მასწავლებელი მოსწავლეებს მიუთითებს ორ  ნახატზე (შესაძლებელია დაფაზე დახატვა). პირველზე  გამოსახულია ბავშვი და სხვა ნივთები, მეორეზე - ბავშვი ტრიალ მინდორში.  მასწავლებელი ეკითხება ბავშვებს, რომელ სურათზეა შესაძლებელი, რომ ბავშვმა აღწეროს თავისი მდებარეობა.

აქტივობა 2: მასწავლებელი დამალავს რაიმე საგანს და მინიშნებებით მოსწავლეებს აუღწერს საგნის მდებარეობას. იმავეს აკეთებენ მოსწავლეები.

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები

ქვეცნება -მოძრაობა, მდებარეობა, მიმართულება.

  • როგორ მივანიშნოთ პირველ ნახატზე ბავშვის მდებარეობა?
  • შეძლებ თუ არა მეორე ნახატზე ბავშვის მდებარეობის დასახელებას?
  • წარმოიდგინე, რომ შუაგულ ზღვაში ხარ. შეძლებ თუ არა  მეგობარს აუხსნა შენი ზუსტი მდებარეობა?
  • რომ გავიგოთ, სად მდებარეობს სხეული, რა უნდა მივუთოთოთ აუცილებლად?
  • როგორ აუხსენი მეგობარს/დედას/მამას, სად დამალე ნივთი?
  • როგორ აპირებ შენს მიერ დამალული ნივთის მდებარეობის აღნიშვნას ნახატზე?

ნაბიჯი 2.  მნიშვნელოვანი იყო თუ არა წერილში ნახსენები კაკლის ხე? იპოვიდა თუ არა ანანო განძს, კაკლის ხის მითითების გარეშე? (მოძრაობა და ძალა 1)

რესურსი/აქტივობა:

 თამაშები სურათების გამოყენებით (მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს ციფრული რესურსი „ვსწავლობთ თამაშით“):

სურათების მიხედვით გაჰყევით გზას და იპოვეთ განძი. ჩაინიშნეთ გზაზე რა შეგხვდებათ და რა მიმართულებით.

აქტივობა 1:  სკოლის ეზოში მოძებნეთ ხე, სთხოვეთ თქვენს მეგობარს, ხიდან გადადგას 10 ნაბიჯი და მონიშნოს ცარცით. შემდეგ მეორე მეგობარმა თავისი სურვილისამებრ ნებისმიერი მიმართულებით გადადგას ხიდან 10 ნაბიჯი და მონიშნოს სხვა ფერის ცარცით.

აქტივობა 2. მასწავლებელი დაუხატავს/დაახატინებს  სურათს სადაც ტრიალ მინდორში არის ერთი ხე და მასთან ახლოს ბავშვი (სასურველია გამოვიყენოთ ციფრული რესურსი).

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები

ქვეცნება -მოძრაობა, მდებარეობა, მიმართულება.

  • აუცილებლად დაემთხვევა თუ არა მონიშნული ადგილები ერთმანეთს (აქტივობა 1)?
  • ვინმეს რომ უთხრათ, რომ ხიდან 10 ნაბიჯზე დგახართ, ზუსტად მიხვდება, სად ხართ (აქტივობა 1)?
  • გამოიყენებ თუ არა ხეს, რომ შენს მეგობარს მიახვედრო სად ხარ (აქტივობა 2)?
  • როგორ გამოსახავ კაკლის ხეს შენს ნახატზე?

ნაბიჯი 3. ყოველთვის ერთ მხარეს ჩადის თუ არა მზე? მნიშვნელოვანი იყო თუ არა წერილში ნახსენები მზის ჩასვლა? (კვლევა 2, 4, მოძრაობა და ძალა 1)

რესურსი/აქტივობა:

თამაშები სურათების გამოყენებით.

სურათების მიხედვით გაჰყევით გზას და იპოვეთ განძი. ჩაინიშნეთ გზაზე რა შეგხვდებათ და რა მიმართულებით.

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები

ქვეცნება -მოძრაობა, მდებარეობა, მიმართულება.

  • გინახავთ მზის ჩასვლა?
  • გაიხსენეთ, საით ჩადიოდა მზე?
  • საიდან ამოდიოდა?
  • მეორდებოდა თუ არა ყოველ დღე მზის ჩასვლა და ამოსვლა?
  • რამოდენიმე დღის განმავლობაში დააკვირდით, მზე საით ჩადის, ყოველთვის ერთი მიმართულებით თუ სხვადასხვა მიმართულებით?
  • როგორ გამოსახავთ თქვენს ნახატზე მზის  ჩასვლას?

ნაბიჯი 4. თუ რაიმე სხეული შენგან მარჯვნივაა, შეიძლება თუ არა, რომ სხვა ბავშვისგან  მარცხნივ მდებარეობდეს? (მოძრაობა და ძალა 1)

რესურსი/აქტივობა:

აქტივობა 1: https://www.youtube.com/watch?v=ri3p66aumJc

აქტივობა 2 თამაშები სურათების გამოყენებით.

სურათების მიხედვით გაჰყევით გზას და იპოვეთ განძი. ჩაინიშნეთ გზაზე რა შეგხვდებათ და რა მიმართულებით.

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები

ქვეცნება -მოძრაობა, მდებარეობა, მიმართულება.

  • რომელია მარჯვენა ხელი? მარცხენა?
  • რას ნიშნავს მარჯვნივ? მარცხნივ?
  • რას ნიშნავს პირდაპირ?
  • დადექი მერხიდან მარჯვნივ და თქვი, შენგან მერხი მარჯვნივ არის თუ მარცხნივ?
  • დადექი შენი მეგობრის პირისპირ და ორივემ აწიეთ მარჯვენა ხელი. ერთ მხარეს აწიეთ ხელები?
  • ამოუდექი მეგობარს ზურგსუკან  და ორივემ  აწიეთ მარჯვენა ხელი. ერთ მხარეს აწიეთ ხელები?

ნაბიჯი 5. სულ რამდენი ნაბიჯი გადადგა ანანომ? უფრო მეტი ან ნაკლები ნაბიჯი, რომ გადაედგა მიაგნებდა თუ არა განძს? (მოძრაობა და ძალა 1)

რესურსი/აქტივობა:

აქტივობა 1. მასწავლებელს სკოლის ეზოში გაჰყავს მოსწავლეები. ხესთან დააყენებს ორ ბავშვს.  ერთ-ერთს ეუბნება  გადადგას 10 ნაბიჯი და მონიშნოს ცარცით საბოლოო მდებარეობა.  შემდეგ მეორე მეგობარმა ზუსტად იმავე მიმარულებით გადადგას ხიდან 10 ნაბიჯი და მონიშნოს სხვა ფერის ცარცით, თავისი მდებარეობა.

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები

ქვეცნება -მოძრაობა, მდებარეობა, მიმართულება.

  • რომელი ბავშვი უფრო მოშორდა ხეს? რატომ?
  • რომელი ბავშვი უფრო დიდ ნაბიჯებს ადგამს?

  • აღწერე, როგორ წარიმართა დავალებაზე მუშაობის პროცესი;
  • აღწერე რა პროდუქტი შექმენი;
  • რა საკითხს შეეხება შენს მიერ მომზადებული დავალება?
  • რისთვის სჭირდება განძის მაძიებლებს ნახატი, სადაც დახატული იქნება განძამდე მისასვლელი გზა?
  • ვის აჩვენებდი შენს ნახატს?

კომპლექსური დავალების პირობა

ბებიის დატოვებული განძი

 

იცით, რომ ზოგჯერ განძს მიწაში ინახავენ, ქურდებმა რომ არ მიაგნონ? იმისათვის რომ შემდგომ ადვილად იპოვონ, წერენ სად მდებარეობს განძი და წერილს ინახავენ. ერთხელ, ანანომ ძველ სკივრში სწორედ ასეთი წერილი იპოვა. ეტყობა მისი დიდი ბებიის დაწერილი იყო. წერილში ეწერა: მზის ჩასვლისას დადექი  ჩვენს ეზოში რომ დიდი კაკლის ხეა და შეხედე მზეს. ახლა გადადგი 5 ნაბიჯი წინ, შემდეგ მოუხვიე მარჯვნივ და გაიარე კიდევ 7 ნაბიჯი, შემდეგ მარცხნივ 3 ნაბიჯი და სწორედ იქ არის დამარხული განძი. ასე იპოვა ანანომ დიდი ბებიის დატოვებული ულამაზესი ბეჭედი. იქვე წერილიც იდო: „ანანო, მე შენ ძალიან მიყვარხარ!“

ბებიის მიერ დატოვებული წერილის მიხედვით შექმენი ნახატი. გამოსახე მასზე კაკლის ხე, მზე, განძი და განძამდე მისასვლელი გზა.

ნაშრომში ხაზგასმით წარმოაჩინეთ

  • როგორ ავუხსნათ სხვას, სად მდებარეობს სხეული? კარგად იყო თუ არა ახსნილი განძის მდებარეობა ანანოს ნაპოვნ წერილში? (მოძრაობა და ძალა 1)
  • მნიშვნელოვანი იყო თუ არა წერილში ნახსენები კაკლის ხე? იპოვიდა თუ არა ანანო განძს, კაკლის ხის მითითების გარეშე? (მოძრაობა და ძალა 1)
  • ყოველთვის ერთ მხარეს ჩადის თუ არა მზე? მნიშვნელოვანი იყო თუ არა წერილში ნახსენები მზის ჩასვლა? (კვლევა 2, 4, მოძრაობა და ძალა 1)
  • თუ რაიმე სხეული შენგან მარჯვნივაა, შეიძლება თუ არა, რომ სხვა ბავშვისგან  მარცხნივ მდებარეობდეს? (მოძრაობა და ძალა 1)
  • სულ რამდენი ნაბიჯი გადადგა ანანომ? უფრო მეტი ან ნაკლები ნაბიჯი, რომ გადაედგა მიაგნებდა თუ არა განძს? (მოძრაობა და ძალა 1)

მაკროცნება და მასთან დაკავშირებული კრიტერიუმი:

        


დანართი 2

ორგანიზმი

1.ცოცხალი სხეული/ორგანიზმი შედგება ურთიერთდაკავშირებული ნაწილებისგან/ორგანოებისგან, რომელთაც თავისი  აგებულება და დანიშნულება გააჩნიათ.

2.ორგანიზმები იკვებებიან, იზრდებიან, ვითარდებიან, სუნთქავენ, მოძრაობენ, მრავლდებიან;

3.სასიცოცხლო ციკლის სხვადასხვა სტადიაზე ორგანიზმებს განსხვავებული აგებულება და სასიცოცხლო მოთხოვნილებები ახასიათებს.

4.ორგანიზმები იყოფიან ჯგუფებად, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან სასიცოცხლო თვისებებით (აგებულებით, კვებით, გამრავლების თავისებურებებით, საარსებო გარემოსთან შეგუებულობებით და ცხოვრების ნირით)

საბინადრო გარემო

  1. ყველა ორგანიზმს სჭირდება მისთვის შესაბამისი  უსაფრთხო საბინადრო გარემო.
  2. ყველა ორგანიზმი მისთვის საჭირო საკვებს, ჰაერს და წყალს იღებს საარსებო გარემოდან;
  3. ორგანიზმთა  დიდი ნაწილი ზრუნავს საკუთარი საბინადრო გარემოს მოწყობაზე, ზოგიერ მათგანს კი საბინადრო გარემოს ადამიანი უწყობს;
  4. ადამიანი მუდმივად  ზრუნავს  მისი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი სუფთა, ჯანსაღი და უსაფრთხო  გარემოს შენარჩუნებაზე;
  5. ადამიანის  ქმედებას შესაძლოა მოჰყვეს ცოცხალი ორგანიზმების საარსებო გარემოს დაზიანება.

კომპლექსური დავალების დამუშავების ეტაპები (რესურსები, აქტივობები):

I ეტაპი: კომპლექსური დავალების ფორმა

როგორ უნდა წარმოვაჩინო საკუთარი ცოდნა შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით?

რესურსი: 

1.მასწავლებლის პრეზენტაცია 

2.სხვადასხვა  საგნები, სხეულები;

3. ცხოველების სურათები

აქტივობა:

1.  სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი  კომიქსების გაცნობა;

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პროცედურული, პირობისეული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები.

  • რისი შექმნა გევალება ამ დავალებაში?
  • რა არის კომიქსი?
  • რითი განსხვავდება კომიქსი ნახატისგან?
  • როგორ შევქმნათ კომიქსი?
  • როგორ გადმოვცე კომიქსით ამბავი?

II ეტაპი: კომპლექსური დავალების შინაარსი

ნაბიჯი 1. რა მნიშვნელობა აქვს შეგრძნების ორგანოებს ადამიანისთვის  და ცხოველებისთვის?  (ორგანიზმი- მ.წ.1)

რესურსი:

  • სხვადასხვა  საგნის  სურათები
  • ბინგოს ცხრილი -- ფაზლის  ბარათები
  • სხვადასხვა სახის საგნების, ხილის, პროდუქტის სურათები, ფერადი მარკერები

აქტივობები:

1. თვალსაჩინოების და კითხვების  საშაუალებით წინარე ცოდნის გააქტიურება;

 2. ,,გამოიცანი’’-თვასაჩინოების, სლაიდების  საშაუალებით შეგრძნების ორგანოების შესწავლა

 3 . თამაში ,, ბინგო“ს გამოყენებით  ფაზლის აწყობა

4.  მასწავლებლის კითხვების მიხედვით სურათების გაფერადება-- (რომელია ტკბილი?   მრგვალი?   ფუნულა ?  სურნელოვანი?  გლუვი?)

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პროცედურული, პირობისეული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები.

ქვეცნება:

სხეულის ნაწილი

  • სხეულის რომელი ნაწილებით ამოვიცნობთ საგნებს ?
  • როგორ  შევიგრძნობთ  გარემოს ?
  •  რას  ვერ შევძლებ თვალების გარეშე ?
  • რომელი შეგრძნების ორგანოები მონაწილეობენ   გარემოს  აღქმაში?
  • რა დანიშნულება აქვს თვალს, ყურს, ცხვირს, ენას, კანს?
  • როგორ  შეუსაბამე შეგრძნების ორგანოები სხვადასხვა საგნებს?
  • როგორ  გეხმარებიან  შეგძნობის ორგანოები ყოველდღიურ ცხოვრებაში ?

ნაბიჯი 2.  როგორ აღიქვამს ცხოველი საბინადრო გარემოს ?   მოიყვანე მაგალითები, როდესაც შეგრძნების ორგანოები იცავენ ცხოველებსა და ადამიანებს საფრთხისაგან?  (ორგანიზმი- მ.კ.1)

რესურსები:

  •    თვალსაჩინებები

აქტივობა: 1  ილუსტრაციებით ან სალაიდებით ცხოველთა უსაფრთხო საარსებო გარემოს  გაცნობა;

აქტივობა 2. სიტუაციური სურათების საშუალებით დავეხმაროთ ცხოველებს საარსებო გარემოს აღქმაში

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პროცედურული, პირობისეული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები.

ქვეცნება:

გარემო, მხედველობა, სმენა, ყნოსვა, გემოვნება, შეხება.

  • როგორია  ცხოველთა საარსებო გარემო?
  • რას ნიშნავს უსაფრთხო გარემო?
  • რითი განსხვავდება ცხოველთა საარსებო გარემო ერთმანეთისაგან?
  • რომელი ორგანოთი ამოიცნობს ცხოველი საკვებს?
  • რომელი ორგანოთი ხვდება  ირემი ლომის  მოახლოებას?
  • რომელი ორგანოთი დააგემოვნებს დათვი თაფლს?  
  • როგორ ამოიცნობ საფრთხეს ილუსტრაციის დახმარებით?
  • როგორია შენთვის  უსაფრთხო გარემო?
  • რა მნიშვნელობა აქვს  შეგრძნების ორგანოებს საფრთხის თავიდან ასაცილებლად ?

მოსწავლეების მხრიდან კომპლექსური დავალების პრეზენტაციის პროეცესში მასწავლებლის მიერ დასმული შეკითხვები:

  • რა იყო შენთვის ყველაზე მეტად საინტერესო, რომელსაც აუცილებლად გამოიყენებ პრაქტიკაში?
  • რა დაბრკოლებებს წაააწყდი დავალებაზე მუშაობის პროცესში?
  • რას გააკეთებდი სხვაგვარად ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?
  • მსგავსი ფორმის, ან შინაარსის დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებია?
  • შენი აზრით, რით ჰგავს და რით განსხვავდება შენი დავალება შენი თანაკლასელების ნაშრომებისგან?

დავალების პირობა

  ბაჭია  ტყიდან მინდორში ხტუნვა-ხტურნვით გამოვიდა   და  გარემოს  თვალი მოავლო. იქვე  ნორჩი ბალახი  დაინახა, ცხვირიც  სასაცილოდ  აამოძრავა.  ახლად ამოსულ

ჯეჯილს  მაინც სხვა სუნი ჰქონდა

  და ფიქრობდა, რომ   კარგად ჩაიგემრიელებდა პირს.

   უცებ, მას  მგლის ხმა შემოესმა. ჭამას თავი დაანება და მთელი სისწრაფით გაიქცა ტყისკენ , ეკალიან ბუჩქს  გამოედო, ბეწვი და კანი დაიზიანა.  ცოტა შეჩერდა, ეკალს გვერდი აუარა და ტყეს შეაფარა თავი. შეშინებული იქვე  წყაროს დაეწაფა და  სული მოითქვა.

  დავალების გაცნობის შემდეგ შექმენი კომიქსი, თუ როგორ დაეხმარნენ ბაჭიას შეგრძნების ორგანოები

 ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინე:

  • რა მნიშვნელობა აქვს შეგრძნების ორგანოებს ცხოველებისა და ადამიანისათვის ?

(ორგანიზმი- მ.წ.1)

  • როგორ აღიქვამს ცხოველი საბინადრო გარემოს ?

(საბინადრო გარემო - მ.წ.1,2 )

  • მოიყვანე მაგალითები, როდესაც შეგრძნების ორგანოები იცავენ ცხოველებსა და ადამიანებს საფრთხისაგან?
  • (ორგანიზმი- მ.წ.1)

მაკროცნება და მასთან დაკავშირებული კრიტერიუმი: