გაკვეთილის  გეგმა  

     N 3

გაკვეთილის გეგმა N 3   კითხვა  და წერა   

მასწავლებლის სახელი,გვარი:   ირმა გახარია

პირადი ნომერი: 48001001946

საგანი:    ინგლისური ენა და ლიტერატურა.

სწავლების საფეხური/კლასი:   III კლასი,დაწყებითი

მოსწავლეთა რაოდენობა – 12  (   განაყოფი--არ  მყავს  სსსმ  მოსწავლე).

გაკვეთილის თემა: A  BUSY WEEK.

გაკვეთილის მიზანი:  მოსწავლემ შეძლოს  სიტყვების, წინადადებების გაშიფვრა და გაგება, ნაცნობი სიტყვებისაგან შემდგარი მოკლე წინადადებების ხმამაღლა კითხვა, ზოგადი შინაარსის გაგება და კალიგრაფიული ნორმების დაცვა.  

 

მიმართულება 2. წერითი მეტყველება (კითხვა და წერა)

Iუცხ. დაწყ. (I). 5. მოსწავლემ უნდა შეძლოს  სიტყვების , წინადადებების გაშიფვრა; სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის  ტექსტების გაშიფვრა და გაგება.  

შიფრავს და ხმამაღლა კითხულობს ნაცნობ სიტყვებსა და  ნაცნობი სიტყვებისაგან შემდგარ მოკლე წინადადებებს;

●იგებს ზოგად შინაარს.

 Iუცხ. დაწყ. (I). 6. მოსწავლემ უნდა შეძლოს კალიგრაფიული  ნორმების დაცვა; მოდელის მიხედვით სხვადასხვა ტიპის  მარტივი ტექსტების შედგენა.

●გამოწერს  ანბანის ყველა მთავრულ და არამთავრულ ასოს;

●გამოწერს სიტყვებს, წინადადებებს;

●   შეარჩევს  სათანადო ლექსიკას, შესიტყვებებსა  და გამოთქმებს;

●ადგენს ნაწერებს ილუსტრაციებისათვის.              

გაკვეთილის  თემისა  და  მიზნის  შესაბამისობა  ეროვნული  სასწავლო  გეგმის  მოთხოვნებთან :

  გაკვეთილის გეგმა გამომდინარეობს ინგლისური ენის III კლასის საგნობრივი პროგრამიდან. აღნიშნული გაკვეთილი  დაგეგმილია სახელმძღვანელოში ( New Building Blocks  3. ავტორი : თამარ ჯაფარიძე.  )  მოცემული მასალის  მიხედვით (Unit 5.2), მისაღწევი შედეგები გამომდინარეობს გაკვეთილის მიზნიდან. გაკვეთილის სასწავლო მიზანი შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი პროგრამის შედეგებს და ინდიკატორებს.   თემა სრულიად შეესაბამება კალენდარულ გეგმას.

__

N

აქტივობის მიზანი და აღწერა

გამოყენებული მეთოდი / მე

თოდები

კლასის ორგანიზების ფორმა / ფორმები

სასწავლო რესურსები

(დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილება სასწავლო მიზანთან მიმართებით)

დრო (წთ)

1

მისალმება და საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, ქცევის წესების შეხსენება.  საგაკვეთილო განწყობის შექმნა.  

ვერბალური.

მთელი კლასი.

ფლიფჩარტზე გამოსახული ქცევის წესები.

3

2

 წინარე ცოდნის გააქტიურება.  გაკვეთილის მიზნისა და შეფასების პრინციპების გაცნობა.

მასწავლებელს დაფაზე გაკრული აქვს ფლიფჩარტის ქაღალდი სადაც მოცემულია წინა გაკვეთილზე მოსწავლეთა მიერ შესრულებული ნამუშევარი–დიაგრამაზე ჩამოწერილი   კვირის დღეები. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლებს გაიხსენონ  კვირის დღეები.  შემდეგ კი მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის  თემას -A BUSY WEEK( გვ-11/55)და იქვე აცნობს გაკვეთლის მიზანს და შეფასების რუბრიკებს.   

 

კითხვა–პასუხი.

 

 

მთელი კლასი.

ფლიფჩარტზე გამოსახული გაკვეთილის თემა,  შეფასების რუბრიკები.

(რესურსები ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ჩართულობას, აამაღლებს მათ მოტივაციას)

2

3

მოტივაციის ამაღლება . ახლი მასალის მიწოდება.

მასწავლებელი  სთხოვს მოსწავლეებს  მოუსმინონ ჩანაწერს  (TRACK—38) ,  გააყოლონ თვალი ტექსტს . შემდეგ მასწავლებელი სთხოვს  მოსწავლეებს წაიკითხონ ახალი ტექსტი და მონიშნონ გაუგებარი  სიტყვები,რომელსაც განუმარტავს მასწავლებელი

ტექსტის წაკითხვის შემდეგ.  მასწავლებელს ასევე მომზადებული აქვს   თვალსაჩინოებისთვის 5-6  სლაიდი POWER POINT ---ში  აწყობილი, რომელსაც მოსწავლეები ჩვენების შემთხვევაში გამოიცნობენ და დაასახელებენ, რაც  ვიზუალური  მეხსიერების მქონე  მოსწავლეებში ხელს შეუწყობს  სიტყვების უკეთ დამახსოვრებას და გააზრებას.  

 

 მასწავლებლის შეფასება–კომენტარი.

 

ტექსტის კითხვა.

ვერბალური ახსნა ვიზუალური თვალსაჩინოების გამოყენებით.

მთელი კლასი

სახელმძღვანელო და კომპიუტერი

15

4

ახალი მასალის განმტკიცება  აქტივობების   დახმარებით  წიგნიდან.

  მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გადაშალონ სახელმძღვანელო გვერდი 10/54  სავარჯიშო–N-1 და გაიაზრონ მოცემული დავალება ჯგუფებში. მოსწავლეებს ევალებათ  ფლიპჩარტზე ჩამოწერილ

კვირის დღეებს მიუწერონ წიგნში მოცემული კვირის დღეების აქტივობები და  კიდევ ერთხელ გააკეთონ მისი პრეზენტაცია.  

ამის შემდეგ ისინი აკეთებენ  თაბახის ფურცელზე მოცემულ დავალებას( რომელიც დაურიგდებათ) , სადაც შეასრულებენ წინადადებების  შესაბამისობას  სურათის მიხედვით.

 

მასწავლებლის შეფასება–კომენტარი.

 

მინი პრეზენტაცია.

ჯგუფური.

სახელმძღვანელო(New Building Bridges 3. Students book )

5

5

 ახსნილი მასალის განმტკიცება.

მასწავლებელი აწვდის მოსწავლეებს  ვექბუქიდან ამოღებულ აქტივობას(გვ--10/58)  და  სთხოვს მათ იმუშაონ წყვილებში,  თითოეულ წყვილს  ურიგებს თაბახის  ფურცელზე დაბეჭდილ ამ აქტივობას , სადაც  კვირის დღეების გამოყენებით უნდა დაასრულონ წინადადებები.

 

მასწავლებლის შეფასება–კომენტარი.

ვერბალური

წყვილებში მუშაობა.

ფორმატის ფურცელზე დაწერილი წინადადებები.

(რესურსი ხელს შეუწყობს მოსწავლეებს ნასწავლი მასალის გააზრებაში).

5

6

შემოქმედებითი წერა.

მასწავლებელი მოსწავლეებს  სთხოვს დაწერონ ჩემი კვირა( MY WEEK) HAVE GOT--ზმნის გამოყენებით, რათა მოახდინონ  გაკვეთილის საბოლოოო შეჯამება,  ისწავლონ წინადადების სწორად აგება , რომლის დასრულების შემდეგ წაიკითხავენ თავიანთ ნამუშევრებს.  

 

 მასწავლებლის შეფასება–კომენტარი.

წერილობით ტექსტის შექმნა და

პრეზენტაცია.

ჯგუფური.

ფორმატის ფურცლები, საწერკალამი.

10

მოსწავლეებმა განიმტკიცონ სკოლაში მიღებული ცოდნა.

მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს საშინაო დავალებას სამუშაო რვეულიდან გვ . 12/60

ინსტრუქტაჟი.

მთელი კლასი

სამუშაო რვეული გვ.

2 წთ.

მოსწავლის წინსვლისა და განვითარების ხელშწწყობა.

გაკვეთილის შეჯამება.

მოსწავლეთა შეფასება.

განმავითარებელი კომენტარი.

მთელი კლასი

3 წთ.

                                                               კლასი  მე-3  

                                            კითხვის შეფასების  სქემა--- განმავითარებელი შეფასება

                           

კრიტერიუმები

ყოველთვის  

ზოგჯერ

არასოდეს

მოსწავლე ტექსტში ცნობს ნასწავლ სიტყვებს

კითხულობს  

ტექსტს    გამართულად და მხატვრულად

იცავს ინტონაციას

                                                 

საკლასო   მუშაობის  შეფასების სქემა  -განმავითარებელი.

კრიტერიუმები

ყოველთვის

ხანდახან

არასოდეს

გაკვეთილზე მოდის მომზადებული

მონაწილეობს ჯგუფურ აქტივობებში

ეხმარება  თანატოლებს

იცავს დროის ლიმიტს

გაკვეთილის  ბოლოს  მისაღწევი  შედეგი:    მოსწავლეს შეუძლია ტექსტის წაკითხვა,  კვირის დღეების დასახელება და საათის ცნობა ინგლისურად.

შეუძლია -HAVE  GOT--ზმნით  წინადადებების შედგენა აქტივობების დასახელებით.

ხელმოწერა :

 

თარიღი :    19/02/2020წელი