გაკვეთილის  გეგმის ფორმა  N 5

მასწავლებლის სახელი , გვარი  :   მედეა ბორჩაშვილი

პირადი ნომერი :  08001005815

საგანი :  ქართული ენა და ლიტერატურა

სწავლებლის საფეხური /კლასი :  საბაზო/VIII

მოსწავლეთა (მათ შორის, სსსმ მოსწავლეთა)  რაოდენობა[1] : 21 მოსწავლე, მათ შორის 1 სსსმ მოსწავლე

გაკვეთილის თემა : კონსტანტინე გამსახურდიას „ დიდი იოსები“ VII-თავი

გაკვეთილის მიზანი :

 მოსწავლეები შეძლებენ ტექსტის გააზრებულ კითხვას,

 განუვითარდებათ დიალოგური და მონოლოგური მეტყველების უნარები;

შეძლებენ  ნაწარმოების ნაწილებად დაყოფას და შემდეგ გამთლიანებას;

ჩამოუყალიბდებათ სინთეზური და ანალიტიკური აზროვნების უნარი

მოდიფიცირებული მიზანი სსსმ მოსწავლისთვის

შეძლოს მისთვის განკუთვნილი ტექსტის გააზრება,  უპასუხოს მასწავლებლის მიერ დასმულ მარტივ კითხვებს, შეადგინოს მოკლე ამბავი და წარმოადგინოს ამ ამბის ილუსტრაცია

გაკვეთილის  თემისა  და  მიზნის  შესაბამისობა  ეროვნული  სასწავლო  გეგმის  მოთხოვნებთან :

გაკვეთილის თემა მიჰყვება ქართული ენა ლიტერატურის მე-8 კლასის სახელმძღვანელოში წარმოდგენილი თემატიკას, თემატურ გრგმას და შინაარსობრივად შეესაბამება პერიოდს. ტექსტი წაკითხვისას აღძრავს მკითხველში ემოციას, განცდას, რაც მოსწავლეებისთვისაც გადამდებია ისინი იქნებიან მოტივირებულნი და ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში. კონსტანტინე გამსახურდიას დიდი იოსების შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის, რადგან მასში გასული საუკუნის მოვლენებია აღწერილი, საბჭოეთის ეპოქა, საქართველოს ანექსია, რაც დაეხმარება მოსწავლეებს უკეთესად გაიაზრონ მოცემული ეპოქა, ნასწავლი აქვთ ამ ნაწარმოების ექვსი თავი და შესაბამისად მოცემული თემა საკითხის გაგრძელებაა.

გაკვეთილი დავგეგმე ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებიდან გამომდინარე და სასწავლო მიზანიც ეროვნულ სასწავლო გეგმას შევუსაბამე.

ქართ. VIII. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი გამოსვლის მოსამზადებლად სტრატეგიების არჩევა და გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

ქართ. VIII. 5. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს, გააანალიზოს და შეაფასოს ტექსტები (მხატვრული და არამხატვრული), რომლებიც შეიცავს გარკვეულ თვალსაზრისს ან მსჯელობას კონკრეტულ საკითხზე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

        

ქართ. VIII. 13. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ეფექტური ორგანიზებისათვის. 

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

N

აქტივობის მიზანი და აღწერა

გამოყენებული მეთოდი / მეთოდები

კლასის ორგანიზების ფორმა / ფორმები

სასწავლო რესურსები

დრო (წთ)

1

აქტივობა :1

საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, თემის,  მიზნის და შეფასების რუბრიკების გაცნობა.

აქტივობის მიზანი:

მოტივაციიის ამაგლება მომზადება საგაკვეთილო პროცესისთვის, ყურადგების კონცენტრაცია, პოზიტიური გარემოს შექმნა.

აღწერა:

მასწავლებელი მოსწავლეებს წარუდგენს გაკვეთილის თემას და მიზანს, ასევე აცნობს შეფასების რუბრიკებს, რომელიც კლასში თვალსაჩინო ადგილასაა გამოკრული და იცნობენ მოსწავლეები.

ვერბალური ახსნა ვიზუალური მასალის გამოყენებით

მთელ კლასთან მუსაობა

ფორმატზე დაწერილი გაკვეთილის თემა და მიზანი, შეფასების რუბრიკები

მოცემული რესურსი დაეხმარება მოსწავლეებს მოტივაციის აღძვრაში, აღძრავს ინტერესს გაკვეთილის მიმართ, ეცოდინებათ როგორ შეფასდებიან გაკვეთილის ბოლოს.

2 წთ

2

აქტივობა : 2

ბრეინსტორმინგი

ასოციაციური რუკა

აქტივობის მიზანი:

წინარე ცოდნის გააქტიურება.

აღწერა:

მასწავლებელი წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით,

სვამს კითხვებს წინა გაკვეთილზე შესწავლილი მასალიდან

როგორ შეიცვალა ქალაქის ცხოვრება 1921 წლის 25 თებერვლის შემდეგ?

რა გავლენა იქონია ამ ისტორიულმა მოვლენამ დიდ იოსებზე?

რას გაიხსენებდით ავტორზე, ეპოქაზე, ნაწარმოებზე?

მოდიფიცირებული აქტივობა სსსმ მოსწავლისთვის:

სსსმ მოსწავლე კლასთან ერთად ერთვება საგაკვეთილო პროცესში და პასუხობს მარტივ კითხვებს.

მასწავლებლის უკუკავშირი:

მასწვლებელი შეფასებისთვის იყენებს პოზიტიურ კომენტარებს, განმავითარებელ შეფასებას.

ბრეინსტორმინგი,

ასოციაციური რუკა

მთელ კლასთან მუშაობა

ფორმატი, მარკერი, კოგნიტური სქემა ასოციაციური რუკა

მოცემული რესურსი დაეხმარება მოსწავლეებს პროვოცირებაში და თემაზე უკვე ნასწავლი ინფორმაციის გახსენებაში.

5 წთ

3

აქტივობა :3

ვიცი, გავიგე, მინდა ვიცოდე აქტივობის მიზანი:

ნასწავლის გახსენება, გაანალიზება და დაფიქრება მოსალოდნელ შედეგებზე.

აღწერა:

მასწავლებელი აკრავს დაფაზე წინასწარ მომზადებულ კოგნიტურ სქემას ვიცი. გავიგე. მინდა ვიცოდე და სთხოვს გაკვეთილის დასაწყისში შეავსონ პირველი გრაფა  რა იციან თემის შესახებ, გაკვეთილის გააზრების ფაზაზე, რა გაიგეს და გაკვეთილის ბოლოს რის გაგება სურთ.

მოდიფიცირებული აქტივობა სსსმ მოსწავლისთვის სსსმ მოსწავლე კლასთან ერთად ერთვება აღნიშნულ აქტივობაში.

მასწავლებლის უკუკავშირი:

მასწავლებელი იყენებს განმავითარებელ კომენტარებს მოსწავლეთა ჩართულობის შესაფასებლად.

ვიცი, გავიგე მინდა ვიცოდე

მუშაობა მთელ კლასთან

ფორმატი, მარკერი კოგნიტური სქემა ვიცი, გავიგე, მინდა ვიცოდე

მოცემული რესურსი დაეხმარება მოსწავლეებს ნასწავლის გახსენებაში, ტექსტის გაგება-გააზრებაში და დაფიქრდებიან  იმაზე თუ რისი გაგება სურთ

3 წთ

4

აქტივობა:4

მინი ლექცია

აქტივობის მიზანი:

დამატებითი ინფორმაციის მიწოდება შესასწავლ თემასთან დაკავშირებით

აღწერა:

 მასწავლებელი სლაიდების საშუალებით აწვდის დამატებით ინფორმაციას შესასწავლ საკითხზე

მინი ლექცია

საერთო საკლასო

კომპიუტერი, პროექტორი

საპრეზენტაციო პროგრამა PoverPoint-ი

მოცემული რესურსი დაეხმარება მოსწავლეებს თმის უკეთ გააზრებაში, ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას.

5 წთ

5

აქტივობა :5

ჯგუფური მუშაობა

სეგმენტური მეთოდი

 აქტივობის მიზანი:

ტექსტის გააზრება და მთავარი სათქმელის გამოტანა, ინფორმაციის დახარისხება, დაშლა და გამთლიანება.

აღწერა:

მასწავლებელი კლასს ყოფს ჯგუფებად,

თვითოეულ ჯგუფს  ურიგებს ჯგუფური სამუშაოსთვის საჭირო რესურსს.

ფორმატი იყოფა სეგმენტებად ერთი ცენტრალური და რამდენიმე გარე სეგმენტად. გარე სეგმენტების რაოდენობა დამოკიდებულია ჯგუფის წევრთა რაოდენობაზე.

თითოეული გარე სეგმენტი ეკუთვნის ჯგუფის თითო წევრს,

ხოლო ცენტრალური მთლიან ჯგუფს. მოსწავლეეები მათთვის განკუთვნილ სეგმენტში წერს თავის დავალებას

და ხელს აწერს. მას შემდეგ რაც დასრულდება ინდივიდუალურად სეგმენტების შევსება ჯგუფი ერთიანდება,  ეცნობიან ერთმანეთის აზრს და შეჯერდებიან  ყველასთვის მისაღებ იდეაზე და ავსებენ  ცენტრალურ სეგმენტს.

ბოლო ეტაპზე ჯგუფები წარმოადგენენ  შესრულებული დავალებების პრეზენტაციას.

მოდიფიცირებული აქტივობა  სსსმ მოსწავლისთვის

სსსმ მოსწავლე ადგენს მარტივ ტექსტს მასწავლებლის მიერ მიცემული სიტყვებისგან და წარმოადგენს შედგენილი ტექსტის ილუსტრაციას.

მასწავლებლის უკუკავშირი:

მასწავლებელი ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკაზე დაყრდნობით აფასებს ჯგუფებს.

სეგმენტური მეთოდი

ჯგუფური

ქართული ენა ლიტერატურის სახელმძღვანელო, ფორმატი, მარკერი, თაბახის ფურცლები

მოცემული რესურსი დაეხმარება მოსწავლეებს აღქმის უნარის განვითარებას და თვალსაჩინოს გახდის მასში დატანილ ინფორმაციას, დაეხმარება  ტექსტიდან მთავარი ინფორმაციის ამოღებაში ტექსტის დაშლასა და გამთლიანებაში, ხელს შეუწყობს ყველა მოსწავლის ჩართვას საგაკვეთილო პროცესში.

15 წთ

6

აქტივობა :6

პრეზენტაცია

აქტივობის მიზანი:

მოსწავლემ შეძლოს ჯგუფის ნააზრევის აუდიტორიის წინაშე წარდგენა.

აღწერა:

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ჯგუფის ნააზრევი წარმოადგინონ კლასის წინაშე.

მოდიფიცირებული აქტივობა სსსმ მოსწავლისთვის

სსსმ მოსწავლე კითხულობს მის მიერ შედგენილ მარტივ  ტექსტსდა წარმოსდგენს მის მიერ შესრულებულ ილუსტრაციას.

აქვე მასწავლებელი სვამს კითხვას რა გაიგეს ტექსტის წაკითხვის შემდეგ და სთხოვს მოსწავლეებს შეავსონ კოგნიტური სქემის მეორე გრაფა გავიგე.

მასწავლებლის უკუკავშირი:

მასწავლებელი პრეზენტაციის შეფასების რუბრიკაზე დაყრდნობით აფასებს პრეზენტატორებს, ასევე ეყრდნობა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის შეფასების რუბრიკას.

პრეზენტაცია

ინდივიდუალური

ფორმატი, მარკერი

მოცემული რესურსი დაეხმარება მოსწავლეებს ჯგუფის ნააზრევის კლასის წინაშე წარდგენაში, უფრო თვალსაჩინოს გახდის ჯგუფის მიერ შექმნილ პროდუქტს.

8 წთ

7

აქტივობა :7

გაკვეთილის შეჯამება

აქტივობის მიზანი:

მოსწავლემ შეძლოს გაკვეთილზე მიღებული ინფორმაციის შეჯამება.

აღწერა:

მასწავლებელი გაკვეთილის შესაჯამებლად  იყენებს წინასწარ ფორმატზე დახატულ შეჯამების ვარსკვლავს  და სთხოვს მოსწავლეებს

უპასუხონ შემდეგ კითხვებს:

რა იფიქრე?

რა იგრძენი?

რა გაიგე?

რას მიხვდი?

მოსწავლეები ინდივიდუალურად პასუხობენ კითხვებს

მასწავლებელი ავსებს შეჯამების ვარსკვლავს.

მოდიფიცირებული სასწავლო მიზანი სსსმ მოსწავლისთვის:

სსსმ მოსწავლე პასუხობს მასწავლებლის მიერ დასმულ მარტივ კითხვებს:

რომელი ეპიზოდი მოგეწონა ყველაზე მეტად?

რას შეცვლიდი ტექსტში?

აქვე მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს შეავსონ კოგნიტური სქემის მესამე გრაფა  მინდა ვიცოდე, რის შემდეგაც ყურადგებას გაამახვილებს  მომდევნო გაკვეთილისთვის ასახსნელ მასალას.

მასწავლებლის უკუკავშირი:

მასწავლებელი საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის შეფასების რუბრიკაზე დაყრდნობით აფასებს კლასს, აქვე ეყრდნობა სენდვიჩის მეთოდით შეფასებას, გაეცი პოზიტივი.

იხ. დანართი

„შეჯამების ვარსკვლავი“

ინდივიდუალური

ფორმატზე დახატული შეჯამების ვარსკვლავი

მოცემული რესურსი მოსწავლეებს დაეხმარება გაკვეთილზე მიღებული ცოდნის შეჯამებაში და საბოლოო დასკვნების გამოტანაში.

3 წთ

8

აქტივობა ;8

შეფასება

განმავითარებელი/განმსაზღვრელი

თვითშეფასება/ურთიერთშეფასება

აქტივობის მიზანი:

მოსწავლემ შეძლოს საკუთარი ცოდნის შეფასება და ერთმანეთის აზროვნების პროცესზე დაკვირვება.

მასწავლებელი მთელი გაკვეთილის განმავლობაში აძლევს მოსწავლეებს განმავითარებელ კომენტარებს და შესაბამის  უკუკავშირს. ხოლო გაკვეთილის ბოლოს, კიდევ ერთხელ აფასებს მოსწავლეებს რუბრიკებზე დაყრდნობით. მოსწავლეები, მასწავლებლის კომენტარიდან გამომდინარე ავსებენ თვითშეფასების ბარათებს , მასწავლებელი თვითონაც ავსებს თვითშეფასების რუბრიკას.

განმსაზღვრელი შეფასებით აფასებს 3 მოსწავლეს და დაკეცილს აძლევს ანონიმურობისთვის შეახსენებს, რომ გაკვეთილის შემდეგ შეუძლია გასაუბრება განმსაზღვრელ შეფასებასთან დაკავშირებით.

შეფასება, თვითშეფასება, ურთიერთშეფასება

ინდივიდუალური

შეფასების რუბრიკები

მოცემული რესურსი დაეხმარება მოსწავლეებს საკუთარი პროგრესის შეფასებაში და ერთმანეთის აზროვნების პროცესზე დაკვირვებაში

2 წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები :

შედეგი თვალსაჩინოა თუ

სსსმ მოსწავლე:

შეფასება :

გაკვეთილის მიზნის მიღწევის დონეს ვამოწმებ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებებით, ყოველი აქტივობის შემდეგ მივაწვდი მოსწავლეებს პოზიტიურ უკუკავშირს, გამოვიყენებ ანალიტიკურ რუბრიკებს განმავითარებელი და განმსაზღვრელი  შეფასებებისთვის, ასევე თვითშეფასების რუბრიკებს, როგორც მასწავლებლისთვის, ისე მოსწავლეებისთვის.

ხელმოწერა :

თარიღი :

ურთიერთშეფასება:

გაეცი პოზიტივი!

დღეს ყველაზე მეტად მომეწონა––––––––––––––––––––––(სახელი, გვარი) რადგან––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (აქტიურობდა, ჩართული იყო, კარგ იდეებს გვაწვდიდა, მსჯელობდა, ამტკიცებდა...)

მასწავლებლის  თვითშეფასების სქემა

                                  კრიტერიუმი

                    შეფასება(1,2,3)/კომენტარი

1

 მოსწავლეები იყვნენ ჩართულები საგაკვეთილო პროცესში;

2

გაკვეთილზე მოსწავლეები ყურადღებით მისმენდნენ;

3

მივეცი საშუალება მოსწავლეებს გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები.

4

საკმარისი მასალა მქონდა მოგროვილი ახალი მასალის ასახსნელად;

5

სწორად გადავანაწილე დრო გაკვეთილის მსვლელობისას 

6

სწორად მქონდა შერჩეული აქტივობები და მეთოდები საგაკვეთილო პროცესში;

                       

                                             საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის შეფასების რუბრიკა (მაქსიმალური ქულა  -10)

#

კრიტერიუმები

დონე

1

ქულა

1

მოსმენა

ყოველთვის უსმენს და თვალყურს ადევნებს ორატორს

2

საუბარი

მკაფიოდ მეტყველებს და უყურებს მსმენელებს

3

არავერბალური კომუნიკაცია

შეუძლია ეფექტურად აღიქვას და გამოიყენოს არავერბალური კომუნიკაციის ფორმები (თვალით, ჟესტებით, გამომეტყველებით, ხმით)

4

მონაწილეობა

იჩენს ინტერესს თემისადმი  საჭირო კომენტარებითა

და აზრის გამოთქმით

5

კოოპერაცია

თანამშრომლობს  თანაკლასელებთან, აცლის სხვებს აზრის გამოთქმას და იცავს წესებს

6

მოსაზრების არგუმენტირება

არგუმენტები გამყარებულია ცოდნით,იყენებს ტერმინებს და არის ლოგიკური კავშირი განსახილველ საკითხებთან

7

ცოდნის ტრანსფერი

განვლილ მასალას აკავშირებს ახალ ცნებებთან, აკეთებს შესაბამის დასკვნებს

8

დროის ლიმიტი

იცავს დროის მოცემულ ლიმიტს,ანაწილებს და გეგმავს დავალების  შესაბამისად

9

რესურსების გამოყენება

შუძლია ინფორმაციის წაკითხვა და ორგანიზება სქემების,თვალსაჩინოებების საშუალებით

10

ინფორმაციის  წარმოდგენა სხვადასხვა გამომსახველობითი ხერხების საშუალებით

შეუძლია ერთი და იგივე ინფორმაცია წარმოადგინოს სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალებებით

პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები

კარგი

საშუალო

გასაუმჯობესებელი

ძალიან კარგი

დავალების პირობის ადეკვატური გაგება

აუდიტორიის ფლობა (იყენებს ჟესტიკულაციას, მიმიკას, ინტონაციას)

გამართული საუბარი შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენება.

არგუმენტირებული მსჯელობის უნარი

დროის ლიმიტი

ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები

კარგი

საშუალო

გასაუმჯობესებელი

ძალიან კარგი

ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია

ჯგუფის წევრები უსმენენ ერთმანეთს

ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ. აზრის გამოხატვის თანაბარი პირობებია.

ჯგუფი პრეზენტაციისას წარმოადგენს მთავარ იდეას, აკეთებს დასკვნას.

ჯგუფი პასუხობს შეკითხვებს.

ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს.

სსსმ მოსწავლის შეფასების რუბრიკა

ასრულებს მასწავლებლის მარტივ,ზეპირ ინსტრუქციას;

პასუხობს მარტივ კითხვებს;

ადგენს მარტივ წინადადებებს მასწავლებლის მიერ მიცემული სიტყვების გამოყენებით

გამოთქვამს საკუთარ ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსთან დაკავშირებით

აფასებს საკუთარ პროგრესს

                   

ხელმოწერა :

თარიღი :


[1]