ინტელის® სასწავლო პროგრამა
ძირითადი კურსი
სოციალური პროექტის ავტორი | |||
სახელი, გვარი | თეა გაგუა-იაკობაშვილი | ||
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი | ქ. სამტრედია | ||
სკოლა | #2 საჯარო სკოლა | ||
პროექტის მონახაზი | |||
პროექტის დასახელება | |||
დარგე ხე მუზეუმში ,დატოვე შენი კვალი | |||
პროექტის შინაარსი | |||
პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ნიკო ნიკოლაძის შესახებ . Pover Point, პროგრამის საშუალებით მოამზადებენ პრეზენტაციას. შეიძენენ ნარგავებს. | |||
საგანი/საგნები | |||
ქართული- ისტი-გეოგრაფია | |||
საფეხური/კლასი | |||
მე-7 კლასი/ საბაზო | |||
პროექტის განხორციელების დრო | |||
2 კვირა 20.04.2023. -3.05.2023 | |||
პროექტის საფუძვლები | |||
საგნობრივი სტანდარტები | |||
ქართული ქართ.საბ.8. სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების შედგენა-გაზიარება საკომუნიკაციო სიტუაციის გათვალისწინებით (ზეპირი ან/და წერითი მეტყველების დროს); ქართ.საბ.11.ზეპირმეტყველების, კითხვის, წერის სტრატეგიების მიზნის შესაბამისად შერჩევა და ადეკვატურად გამოყენება; ქართ.საბ.12.სწავლის პროცესში გამოყენებული სტრატეგიების გაცნობიერება, გაანალიზება და შეფასება მიზანშეწონილობისა და ეფექტურობის თვალსაზრისით; ისტ.ტექნ.დაწყ.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში. გეო. საბ. 10. გარემოსადმი მზრუნველი დამოკიდებულების გამოვლენა; გეო. საბ. 11. მდგრადი განვითარების გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური მნიშვნელობის გააზრება მოსახლეობის კეთილდღეობისთვის. 21-ე საუკუნის უნარები
● ● ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად;
● დავალებების განსაზღვრა, პრიორიტეტების მინიჭება და შესრულება პირდაპირი ზედამხედველობის გარეშე. | |||
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები | |||
„ კაცმან უნდა თავის საქმე ყველა ღვთითა მოივარგოს, ამ სოფელსა ხელი ჰყაროს, იქაც ბარგი დაიბარგოს, მოყვარეთ და ამხანაგთა თავის რიგით რამე არგოს, სახელის ხე საჩრდილებლად წყლისა პირსა სამე დარგოს“. ]პროექტის მიზანია სკოლის მოსწავლეებმა დარგონ თითო ნარგავი ნიკო ნიკოლაძის სახლ- მუზეუმში .დასარგავი ხე-მცენარეების ჩამონათვალი ასეთია: აზალია , ნეკერჩხალი ,ტუია. მუზეუმის თანამშრომლები დაეხმარებიან მათ დარგვის ორგანიზებაში და მისცემენ პროფესიონალურ რჩევებს ნარგავების შემდგომი მოვლის შესახებ. პროექტის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია მშობელთა მხარდაჭერა. მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად და დავავალე მოეძებნათ ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია. Pover point პროგრამით პრეზენტაციის მომზადება. შემდეგ კი ესტუმრებიან ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმს, დარგავენ ნერგებს. სკოლის მშობლებმა გამოთქვეს მხარდაჭერა და მოსწავლეებს შეუძინეს ნერგები მუზეუმისთვის. ∙ პროექტის განხორციელების შემდეგ : ა) ბავშვებს კიდევ უფრო გაუჩნდებათ სიკეთის კეთების სურვილი და მიხვდებიან , რომ ამ ჟესტით მათ მოიხადეს მოქალაქეობრივი ვალი, კიდევ ერთხელ გააცნობიერებენ იმას , რომ უნდა გაუფრთხილდნენ ბუნებას; ბ) განუვითარდებათ საკომუნიკაციო უნარები; გ) გან ივითარებენ საკუთარი აზრის ლოგიკური თანამიმდევრობით გამოთქმისა და სხვადასხვა დანიშნულების ტექსტის შექმნის უნარს . | |||
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები | |||
ზოგადი კითხვა |
სად, როგორ უნდა დარგო ხე?
| ||
თემატური კითხვები |
| ||
შინაარსობრივი კითხვები |
| ||
შეფასების გეგმა | |||
შეფასების დროის ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები) | |||
პროექტის მსვლელობის ეტაპები | შეფასების მეთოდ(ებ)ი | შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი | |
პროექტის დასაწყისში |
| თვალსაჩინოდ დაწერილი საკითხი დაფაზე და თაბახის ფურცელზე (ზოგადი კითხვა) ინდივიდუალურად ამობეჭდილი თაბახის ფურცელზე შექმნილი სქემა შეკითხვით (საიდან ვიღებთ ინფორმაციას?) | |
პროექტის მსვლელობისას |
| ფორმები, სადაც გაწერილია სამოქმედო გეგმა, მოსწავლის თვითრეგულაციისათვის მოსწავლეებს დავაკვირდები მუშაობის პროცესში და მოვახდენ ჩანიშვნებს. წინასწარ განსაზღვრული სქემის მიხედვით. თვალსაჩინოდ დაწერილი საკითხი დაფაზე თანატოლთა უკუკავშირის ფორმა ჯგუფზე დაკვირვების შეფასების ჩეკლისტი ჯგუფური მუშაობის შეფასების ჩეკლისტი პრეზენტაციის ჩეკლისტი | |
პროექტის დასრულების შემდეგ |
| •ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა •პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა •განახლებადი ბუნებრივი რესურსების რუბრიკა | |
შეფასების მოკლე მონახაზი | |||
მოსწავლეებში წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით ვსვამ შეკითხვას -რატომ უნდა დარგოს ადამიანმა ხე? მოსწავლეები ჩამოწერენ სავარაუდო იდეებს და იდეების გენერირებით მივალთ აღმოჩენამდე, რომ
სწავლისა და თანამშრომლობის უნარის შესაფასებლად -იმის გასარკვევად, როგორ ახერხებენ მოსწავლეები დამოუკიდებლად მუშაობას, გამოხატავს თუ არა ინტრაპერსონალურ უნარებს, მოსწავლეებთან ერთად შევქმნი ფორმებს, რომელსაც შეავსებენ თვითმონიტორინგისთვის. პროექტის დაგეგმვა ეხმარება მოსწავლეებს, რომ შეაფასონ თავიანთი სწავლის პროცესი. ისახავენ მიზნებს, აყალიბებენ სტრატეგიებს მათ მისაღწევად, დროში ანაწილებენ შესასრულებელ სამუშაოს, განსაზღვრავენ კრიტერიუმებს შეფასებისათვის. პროგრესის მონიტორინგისათვის - მოსწავლეებისათვის დროული დახმარების აღმოსაჩენად, არასწორი შეხედულების და პრობლემების აღმოფხვრის მიზნით გამოვიყენებ ჩანიშვნებს. გამოვიყენებ „თანატოლთა უკუკავშირს“, მოსწავლეებს დავურიგებ ფორმებს, რომელსაც გამოიყენებენ. მოსწავლეები ჯგუფური მუშაობის შეფასების ჩეკლისტის მეშვეობით შეაფასებენ საკუთარ ჯგუფურ უნარებს. პრაქტიკული მუშაობის და მიღებული შედეგის თვითშეფასების მიზნით, პრეზენტაციების დაგეგმვის პროცესში გამოიყენებენ პრეზენტაციის ჩეკლისტს, პრეზენტაცია მოსწავლეების მიერ ჩატარებული მუშაობის შემაჯამებელ აქტივობას წარმოადგენს. პრეზენტაციის წარდგენის დროს გამოიკვეთება არა მარტო მოსწავლეების მიერ შეძენილი ცოდნა, არამედ ის უნარები, რაც გამოავლინეს მუშაობის პროცესში, კერძოდ, რამდენად შეუძლიათ ინტერნეტ-სივრცის გამოყენება, ინფორმაციის ჩამოტვირთვა, კვლევის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება, ურთიერთთანამშრომლობა და სხვ. მოსწავლეების ცოდნას და უნარებს შევაფასებ შეფასების რუბრიკით. | |||
სხვა საკითხები | |||
წინარე ცოდნა გამართული, გააზრებული კითხვა, საკუთარი დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხის მიმართ და აზრის გადმოცემა. აზრობრივად გამართული ტექსტის წერა. ხატვა, - გამოჭრა ჩაწებება ,ერთიანი კომპოზიციის შექმნა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ვიდეოს გადაღება და შენახვა. | |||
| |||
სასწავლო პროცედურები | |||
სესია # 1 – 2 ვესაუბრე ბავშვებს და -გავაცანი პროექტის არსი და მიზანი . განვიხილე თუ რა უნარების განვითარებას ს უწყობს ხელს აღნიშნული პროექტი , ვისაუბრე მისი დადებითი მხარის შესახებ. სესია#3-4-5 ბავშვები გადანაწილდებიან ჯგუფებად და გაინაწილებენ დავალებებს შესაძლებლობების გათვალისწინებით : I-ლი ჯგუფი pover point პროგრამის გამოყენებით მუშაობს ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მასალების მოძიებაზე ; II - ჯგუფი მუშაობს ინფორმაციის მოძიებაზე რატომ უნდა დავრგოთ ხე; III -ჯგუფი მუშაობს კედლის გაზეთის შექმნაზე. სესია #-6 პრეზენტაცია სესია N7 ვიზიტი ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში მოსწავლეებს ვუსვამ თემისათვის განკუთვნილ ზოგად კითხვას მოსწავლეები მაწვდიან თავიანთ პასუხებს და მე ვწერ დაფაზე. შემდეგი კითხვებია:
ვაძლევ დავალებას - თითოეულმა ჯგუფმა გაიხსენოს, მოიფიქროს და გააანალიზოს შემდეგი საკითხები:
კლასს ვყოფ 3 ჯგუფებად და ვაწვდი ფლიფჩარტებს, რათა დააფიქსირონ საკუთარი აზრი და გააკეთებენ პრეზენტაციას.
| |||
დიფერენცირებული სწავლება | |||
სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები | • ჩავრთოთ მოსწავლე შედარებით მაღალი დონის კითხვის უნარ-ჩვევის მქონე მოსწავლეების ჯგუფში; • მივცეთ უფლება შეიტანოს ჩანაწერები სამუშაო დღიურში, ან უპასუხოს ტესტებს კარნახით; • შევამცირეთ დავალებების მოცულობა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებამდე; • ისარგებლოს დამხმარე პერსონალის მხარდაჭერით; | ||
არაქართულენოვანი მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური) | • მივაწოდოთ ვიზუალური მოდელები შეძლებისდაგვარად; • ითხოვონ დახმარება შედარებით მაღალი ენობრივი უნარ-ჩვევების მქონე ბილინგვური მოსწავლეებისგან; • დამხმარე პერსონალს სთხოვეთ შექმნას ტერმინების ორენოვანი სარჩევი მოსწავლეების ლექსიკური მარაგის გამდიდრების მიზნით; • მივცეთ უფლება, მოსწავლემ წერითი სამუშაო მშობლიურ ენაზე შეასრულოს და შემდგომ თარგმნოს. | ||
ნიჭიერი მოსწავლეები | • უზრუნველვყოფ შედარებით რთული დავალებების შესრულების შესაძლებლობებს როგორიცაა: წაკითხული მხატვრული ტექსტის შეფასება და ანალიზი, რომელიც ასაკოვან ადამიანთან ურთიერთობის კარგი მაგალითია და თემატურად დაკავშირებულია პროექტის განხორციელებასთან. | ||
სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები | |||
აპარატურული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ) | |||
კომპიუტერ(ებ)ი | მეხსიერების ბარათი/ჩიპი | მობილური ტელეფონი | |
ფოტო/ვიდეო კამერა | პრინტერი | ინტერნეტკავშირი | |
პროექტორი | სკანერი | ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა | |
ლაზერული დისკი /ჩიპი | ტელევიზორი | სხვა ---------- | |
პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ) | |||
ტექსტური რედაქტორი | ელ. ფოსტა | ვებედიტორი | |
ელ. ცხრილები | ვიდეო/აუდიო რედაქტორი | ტესტირების პროგრამა | |
გრაფიკული რედაქტორი | საგამომცემლო პროგრამა | ბლოგი | |
საპრეზენტაციო პროგრამა | ელ. ენციკლოპედია | სხვა ---------- | |
ვებბრაუზერი | ელ. კითხვარი | ||
ბეჭდური მასალები | ბროშურები, დოკუმენტები, ენციკლოპედიები და ა.შ. | ||
ინვენტარი/მასალები | მარკერები ,ფლიფჩარტები, კომპიუტერი, ტელეფონი, და სხვადასხვა საჭირო მასალები. | ||
ინტერნეტრესურსები | ბმულები | ||
სხვა რესურსები | კონსულტაციები თემის ირგვლივ | ||
ყველა უფლება დაცულია © ინტელის კორპორაცია, 2011 წელი.
საავტორო უფლებები ვრცელდება ინტელზე, ინტელის ლოგოზე, ინტელის საგანმანათლებლო ინიციატივაზე, ინტელის სასწავლო პროგრამაზე ა.შ.შ.-ში და სხვა ქვეყნებში.
* სხვა სახელსა და ბრენდზე შეიძლება გავრცელდეს სხვა კომპანიის საკუთრების უფლება