გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი: მარიამ ქადაგიძე
საგანი : მათემატიკა
სწავლების საფეხური/ კლასი: დაწყებითი საფეხური/ I4 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 28
გაკვეთილის თემა: გეომეტრიული ფიგურა ,,ოთხკუთხედი“
გაკვეთილის მიზანი:
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მათ. I.6. მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი გეომეტრიული ფიგურის ამოცნობა და აღწერა.
მათ. I.7. მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების გამოსახვა და ობიექტთა ურთიერთმდებარეობის ამოცნობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
# | აქტივობის აღწერა | გამოყენებული მეთოდი/მეთოდები | კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები | სასწავლო რესურსები | დრო (წთ) |
1 | სორგანიზაციო საკითხების მოგვარება მასწავლებელი ესალმება კლასს. სიის ამოკითხვა | მთელი კლასი | საკლასო ჟურნალი | 1 წთ | |
2 | მასწავლებელი აცნობს გაკვეთილის თემას და მიზნებს | ვერბალური ახსნა | მთელი კლასი | გაკვეთილის მიზნები და შეფასების რუბრიკა გაკრულია კედელზე | 1 წთ |
3 | აქტივობა 1 წინარე ცოდნის გახსენება აქტივობის აღწერა- პლაკატების საშუალებით მასწავლებელი წარუდგენს მოსწავლეებს მათთვის უკვე ნაცნობ ფიგურებს და სთხოვს *დაასახელონ შესწავლილი ფიგურები. შემდეგ აჩვენებს სხვადასხვა ფორმის ,ზომისა და ფერის სამკუთხედებს და სვამს კითხვებს. * რით განსხვავდებიან სამკუთხედები ერთმანეთისაგან? *რით ჰგავს ეს ფიგურები ერთმანეთს? *რატომ ვუწოდებთ მას სამკუთხედს? ასევე აჩვენებს წრეს და სთხოვს შეადარონ ერთმანეთს წრე და სამკუთხედი, იპოვონ განსხვავება მათ შორის. | დემონსტრირება | მთელი კლასი | პლაკატი | 5 წთ |
4 | აქტივობა 2 პლაკატის დახმარებით მასწავლებელი მოსწავლეს სთავაზობს სურათს, სადაც შესწავლილი ფიგურების გარდა მოცემულია გეომეტრიული ფიგურა ოთხკუთხედი. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს დააკვირდნენ ფიგურებს და ამოიცნონ ოთხკუთხდი და უპასუხონ თუ რატომ უწოდებენ მათ ოთხკუთხედებს. ამის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეს დაუსვამს კიდევ რამდენიმე შეკითხვას. *რა აქვთ საერთო ამ ოთხკუთხედებს? *რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისაგან? შემდეგ აჩვენებს მართკუთხედს და კვადრატს და სთხოვს შეადარონ ერთმანეთს და ასევე სხვა ოთხკუთხედებსაც. მოსწავლეები ადარებენ და პასუხობენ მასწავლებლის შეკითხვებს. *რამდენი ტოლი გვერდი აქვს მართკუთხედს? კვადრატს? მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეები დაადგენენ რომ მართკუთხედს მოპირდაპირე გვერდები აქვს ტოლი, ხოლო კვადრატის ყველა გვერდი ტოლია. ამის შემდეგ მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს რომ მართკუთხედი .და კვადრატი ოთხკუთხედის ტიპებია, არსებობს ოთხკუთხედის სხვა ტიპებიც, რომლებსაც მოგვიანებით შევისწავლით. ამის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს ეუბნება დააკვირდნენ საკლასო ოთახში მდებარე სა გნებს და სასწავლო ნივთებს და მათ შორის ამოიცნონ მართკუთხედები და კვადრატები. (მაგ.დაფა, ფანჯარა, წიგნები, რვეულები და ა.შ. | ვერბალური ახსნა | მთელი კლასი | პლაკატი ,,გეომეტრიული ფიგურები“ დანართი #1 | 5 წთ |
5 | წუთშესვენება | ვარჯიში | მთელი კლასი | უკვე შესწავლილი ლექსი | 1 წთ |
6 | აქტივობა 3 სახელმძღვანელოზე მუშაობა. ახალი მასალის გააზრება. აქტივობის აღწერა * მოსწავლეები აკვირდებიან სახელმძღვანელოში მოც. სავარჯიშო N1-სადაც მოცემული ფიგურებიდან უნდა ამოიცნონ ოთხკუთხედი. მოსწავლეები პასუხობენ დასმულ შეკითხვებს *რომელ რიგშია გამოსახული მართხკუთხედი? *მარჯვნიდან რომელ ადგილზეა? მარცხნიდან? *არის თუ არა კვადრატი წრის მარჯვნივ? მარჯვნიდან რომელ ადგილზეა კვდრატი? მარცხნიდან? რომელ ფიგურებს შორისაა მწვანე ოთხკუთხედი? *ყვითელი კვადრატი? ამის შემდეგ მოსწავლეები აკვირდებიან N3 სავარჯიშოს. პასუხობენ კითხვებს: *რამდენი ალამია? *რამდენია სამკუთხედის ფორმის ალამი? *რამდენია მართკუთხედის ფორმის ალამი? *რომელია მეტი, სამკუთხედის ფორმის თუ მართკუთხედის ფორმის ალამი? *სულ რამდენია? | კითხვებზე პასუხი ვერბალურად | მთელი კლასი, ინდივიდუალური | მოსწავლის წიგნი (ავტ: გ.გოგიშვილი, თ.ვეფხვაძე, ი.მებონია, ლ.ქუჩიშვილი)
| 8 წთ |
7 | აქტივობა 4 ოთხკუთხედების ამოცნობა სლაიდებზე. აქტივობის მიზანი: ახსნილი მასალის შემოწმება, გაანალიზება. აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს პლაკატის საშუალებით უჩვენებს სურათებს, სადაც გამოსახულია მონეტა, ბურთი, კომპიუტერი, სახლი, მაგიდა. მასწავლებელი მიმდევრობით აჩვენებს ცალკეულ სლაიდს და ყოველი სლაიდის ჩვენებისას მიმართავს მოსწავლეებს კითხვებით. რამდენი ოთხკუთხედია გამოყენებული? რამდენია მართკუთხედი?რამდენია კვადრატი? რომელი ფანჯარა უფრო დიდი ლურჯი თუ ყვითელი? | დემონსტრირება | ინდივიდუალური | პლაკატი დანართი 2 | 5 წთ |
8 | აქტივობა 5 დამოუკიდებელი სამუშაო. აქტივობის მიზანი-შესწავლილი მასალის განმტკიცება. აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს დავალებას: საკლასო რვეულებში დახატონ ორი სხვადასხვა ზომის კვადრატი და ორი სხვადასხვა ზომის მართკუთხედი. მართკუთხედი გააფერადონ წითლად ,ხოლო კვადრატი ყვითლად. მოსწავლეები ასრულებენ სამუშაოს, მასწავლებელი ამოწმებს მათ დავალებებს და აფასებს განმავითარებელი კომენტარით რამდენიმე ნამუშევარს | ვერბალური | ინდივიდუალური | სამუშაო რვეული, ფერადი ფანქრები, | 6 წთ |
9 | აქტივობა 6
შეჯამება/შეფასება მიზანი: შესწავლილი აქტივობების შეხსენება და ნასწავლი მასალის გამთლიანება. აქტივობის აღწერა:მასწავლებელი მიდის იმ დაფასთან სადაც მისაღწევი მიზნებია ჩამოწერილი და კითხვების საშუალებით ბავშვებთან ერთად ამოწმებს, რომელ შედეგს მიაღწიეს კარგად და რომელია გასაუმჯობესებელი, რა აქტივობებით მიაღწიეს მიზანს. | განმავითარებელი | მთელი კლასი | შეფასების რუბრიკა დანართი 3 | 3წთ |
ხელმოწერა:
თარიღი:
დანართი #1
დანართი 2
დანართი #3
შეფასების რუბრიკა
# | შედეგები | დაბალი | საშუალო | მაღალი |
1 | მოსწავლეს შეუძლია ოთხკუთხედების ამოცნობა და გამოსახვა. | მოსწავლეს უჭირს ოთხკუთხედების ამოცნობა და გამოსახვა. | მოსწავლეს ცდილობს ოთხკუთხედების ამოცნობა და გამოსახვას. | მოსწავლეს კარგად შეუძლია ოთხკუთხედების ამოცნობა და გამოსახვა. |
2 | მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურებისაგან შედგენილ მოდელში ამოიცნობს და დააჯგუფოს ოთხკუთხედები (ამოიცნობს კვადრატს და მართკუთხედს) | მოსწავლეს უჭირს სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურებისაგან შედგენილ მოდელში ამოიცნობს და დააჯგუფოს ოთხკუთხედები (ამოიცნობს კვადრატს და მართკუთხედს) | მოსწავლე ცდილობს სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურებისაგან შედგენილ მოდელში ამოიცნოს და დააჯგუფოს ოთხკუთხედები (ამოიცნობს კვადრატს და მართკუთხედს) | მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა გეომეტრიულ ფიგურებისაგან შედგენილ მოდელში ამოიცნობს და დააჯგუფოს ოთხკუთხედები (ამოიცნობს კვადრატს და მართკუთხედს) |