Published using Google Docs
კვება.კომპ.დავ.N2 6კლ..docx
Updated automatically every 5 minutes

სამიზნე ცნება: კვლევა,დაავადება და ჯანმრთელობა.

  შედეგები:  ბუნ..VI.1. ბუნ.VI.3.

საკითხი: ჯანსაღი კვება

კომპლექსური დავალების პირობა:

ჯანსაღი კვებისთვის მნიშვნელოვანია საკვების სწორად შენახვა.არასწორად

შენახულ საკვებში მიკროორგანიზმეი მრავლდებიან. მიკროორგანიზმების

ცხოველქმედების შედეგად საკვები თანდათან იცვლის ფერს,გემოსდასუნს.გარდა

ამისა საკვებში ბევრი ტოქსიკური ნივთიერება წარმოიქმნება.საკვების შენახვის

სხვადასხვა საშუალება არსებობს. სხვადასხვა საკვები პროდუქტი განსხვავებული

შემადგენლობისაა,ამიტომაც სხვადასხვა საკვებ პროდუქტს შესანახადგანსხვავებული

პირობები სჭირდება.აქედან გამომდინარე აუცილებელია იმის ცოდნა როგორ

გავარჩიოთ საკვები პროდუქტების ვარგისიანობა და რა წესები უნდა დავიცვათ

პროდუქტების შენახვისას. კვლევის მიზანია შეძლოთ საკვებ   პროდუქტში

ვარგისიანობის  შესწავლა.

ამისათვის თქვენ უნდა :

 ჩაატაროთ კვლევა (   )  და შეავსოთ  ცხრილი ().

მოამზადოთ პრეზენტაცია პრეზენტაციის მომზადებისას წარმოაჩინეთ:

რა მნიშვნელობა აქვს წინასწარ ვიცოდეთ საკვების ვარგისიანობა?

რა წესები უნდა დავიცვათ საკვები პროდუქტების შესწავლისას?

არგუმენტირებული მსჯელობის საფუძველზე ჩამოაყალიბე კვლევის ანალიზი

და დასკვნა.

რამნიშვნელობა აქვს თქვენ მიერ გაკეთებულ დასკვნას?

როგორ გამოიყენებთ მიღებულ გამოცდილებას მომავალში?

პრაქტიკულირჩევებიკომპლექსურდავალებაზემუშაობისთვის

   კვლევის მიმდინარეობა:
უახლოეს  სუპერმარკეტში   ან    სახლში        არსებული

პროდუქტებიდან  შემთხვევითად შეარჩიეთ და     შეისწავლეთ

პროდუქტის  ვარგისიანობის    ვადები:

შეარჩიეთ თითო პროდუქტი დასახელებიდან

რძის ნაწარმი

ბურღულეული

შოკოლადის  ფილა (ნებისმიერი შედგენილობის: რძიანი ან შავი ან თხილიანი)

თევზის კონსერვი

გადაუღეთ სურათი ეტიკეტს ან ჩაინიშნეთ ვარგისიანობის   ვადები

შეავსეთ ცხრილი

დაალაგეთ პროდუქტები ვადის ზრდის მიხედვით

უპასუხეთ  კითხვებს

გამოიტანეთ  დასკვნები

საკვები პროდუქტი

ვადა

მალფუჭებადია   დიახ/არა

რძის ნაწარმი

ბურღულეული

შოკოლადის ფილა

თევზის კონსერვი

კითხვები და დავალებები.

 კითხვები ჩატარებული კვლევიდან:

კითხვა1.რომელი პროდუქტია მალფუჭებადი?  

კითხვა2.ჩამოთვალე პროდუქტები ვადის ზრდის მიხედვით.

 კითხვა3.თქვენ მიერ შესწავლილ პროდუქტებში რომელ პროდუქტს აქვს ყველაზე მეტი  ვადა?   ახსენი მიზეზი.

კითხვა4.რა განსხვავება ყველაზე მალფუჭებად და ყველაზე  ხანგრძლივი შენახვის ვადის მქონე პროდუქტის შემადგენლობაში?  მოიძიე ინფორმაცია

კითხვა5.შენი აზრით, რომელ საკვებპროდუქტებს აქვს შენახვის  მოკლევადა? რატომფიქრობასე?

კითხვა6.როგორფიქრობ, რატომაა პროდუქტები მალფუჭებადი? რას შეიცავს         დიდირაოდენობით ყველაზე მალფუჭებადი საკვები ნივთიერება?

კითხვა7.რატომ უნდა ვიცოდეთ პროდუქტის შენახვის   ვადები და პირობები? დაასაბუთე არგუმენტირებულად.

კითხვა8.დაფიქრდი, რა უშლის ხელს მიკრობების გამრავლებას გამშრალ ხილში ანუ  ჩირში?

უკუკავშირისთვის

კითხვა9.როგორ გამოიყენებ მიღებულ გამოცდილებას მომავალში? კითხვა10.თავიდან,რომ ატარებდე კვლევას რას გააკეთებდი განსხვავებულად

და რატომ?

რეკომენდაციები შეფასებაზე  

1-3კითხვა:მოსწავლეს ჩაეთვლება შესრულებულად თუ ჩატარებული კვლევიდან მონაცემების წორადა ქვს  განსაზღვრული. 4-  8 კითხვა:  მოსწავლე  უნდა გაეცნოს კვლევაში მითითებულ ინფორმაციას, იმსჯელოს და უპასუხოს შესაბამისად.

9-10კითხვა:მოსწავლემ უკუკავშირის კითხვებს უნდა უპასუხოს საკუთარი გამოცდილების, შესრულებული კვლევის მიხედვით.

ეს უნდა ვიცოდეთ: საკვები აუცილებელია  ადამიანის ორგანიზმისათვის. აუცილებელია ყურადღებით შევარჩიოთ პროდუქტი. შეძენისას ყურადღება უნდა  მივაქციოთ, რომ ის არ იყოს გაფუჭებული ან ვადაგასული. ასეთი საკვები შეიძლება გახდეს ძლიერი მოწამვლის მიზეზი.  

შეფუთულ პროდუქტს თან ახლავს ეტიკეტი.ეტიკეტზე   აღნიშნულია გამოშვების თარიღი    და შენახვის ვადა. ვადა გასული პროდუქტის საკვებად გამოყენება საშიშია ადამიანისჯანმრთელობისთვის.  

 შეუფუთავ საკვებ პროდუქტებს,   მიეკუთვნება ბოსტნეული,ხილი და ა..მათ არ უნდა ჰქონდეს უსიამოვნო ფერი და სუნი.                                    

 გაითვალისწინეთ:რძის ნაწარმი,თევზი,ხორცი სითბოზე სწრაფად

ფუჭდება.ამიტომ  მაღაზიაში მაცივარში უნდა ინახებოდეს და სახლშიც  უნდა მოვათავსოთ მაცივარში ,რადგან  მიკრობების გამრავლებას ხელს უშლის დაბალი

ტემპერატურა, ამიტომაც მაცივარში ან გრილ ადგილას ისინი დიდხანს

ინახება. პროდუქტის შენახვის ერთ-ერთი გზა მისი დაკონსერვებაა. ამ შემთხვევაში პროდუქტს ჯერ მაღალ ტემპერატურაზე ამუშავებენ, რათა გაანადგურონ მიკრობები და შემდეგ მინის ან ლითონის ჭურჭელში ათავსებენ და თავს მჭიდროდ დახურავენ. დაკონსერვებული პროდუქტი გაცილებით უფრო დიდხანს ინახება, ვიდრე მაცივარში მოთავსებული. მიუხედავად ამისა, საფრთხე მაინც არსებობს და ამიტომ, ექიმები გვირჩევენ, დაკონსერვებული პროდუქტი მოხმარების წინ წამოვადუღოთ.  მიკრობების გამრავლებას ხელს უშლის შაქრის, მარილის ან ძმრის დიდი რაოდენობა. ამ მიზეზის გამო პროდუქტის შენახვა შესაძლებელია მურაბის, დამარილებული ან დამარინადებული სახით.