Published using Google Docs
axali analizi 8klasi1
Updated automatically every 5 minutes

N1 შემაჯამებელი დავალების ანალიზი

კლასი:   XI გ-კლასი

საგანი:  ბიოლოგია  

პედაგოგი: რუსუდან შაუთიძე

შემაჯამებელი დავალების ჩატარების თარიღი: 14.11 2018წელი    

შემაჯამებელი სამუშაოს  შესრულების ფორმა:  ტესტური( ღია და დახურული კითხვებით, შესაბამისობის დადგენა).    

შემაჯამებელი დავალების პირობა და ესგ-ს შედეგები

N

შემაჯამებელი დავალების ნომერი

შემაჯამებელი დავალების პირობა

საგნის სტანდარტის ის შედეგი/შედეგები, რომლის შეფასებასაც ემსახურება  კონკრეტული შემაჯამებელი დავალება

1

დავალება №1

დავალება N2

1.დნმ-ის მოლეკულის გაორმაგების პროცესს ეწოდება:ა)რეგენერაცია;ბ) რეპლიკაცია;გ)რეორგანიზაცია;დ)რეგენერაცია.

2.უჯრედის სასიცოცხლო ციკლის დროს:ა)უჯრედი მრავლდება; ბ) უჯრედი ახორციელებს ნივთიერებათა ცვლას; გ)უჯრედი იღუპება.

ბიოლ.XI.5.

მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს  ორგანიზმთა  გამრავლების და ინდივიდუალური განვითარების ფორმები.

2

დავალება N3

დავალება N4

 3.მიტოზი ახასიათებს:ა) არაუჯრედულ ფორმებს; ბ)პროკარიოტებს; გ) ეუკარიოტებს.

4.ინტერფაზის S ფაზას უწოდებენ პერიოდს, როცა სინთეზირდება: ა)ცილები; ბ) ცხიმები; გ) ნახშირწყლები; დ) ნუკლეინის მჟავები.

ბიოლ.XI.5

მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს  ორგანიზმთა  გამრავლების და ინდივიდუალური განვითარების ფორმები.

3

დავალება N5

დავალება N6

5.უჯრედის სასიცოცხლო ციკლს რომელ ფაზაში წარმოიქმნება ატფ? ა)G; ბ)S; გ)G2; დ)M.                                                                                                                    

6.თუ დნმ-ის მოლეკულა შეიცავს32% თიმინს, მაშინ ციტოზინის შემცველობა იქნება: ა)18%; ბ)32%; გ)36%; დ)64%.    

ბიოლ.XI . 5. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს  ორგანიზმთა  გამრავლების და ინდივიდუალური განვითარების ფორმები.

. ბიოლ.XI . 5. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს  ორგანიზმთა  გამრავლების და ინდივიდუალური განვითარების ფორმები.

4

დავალება N7

დავალება N8

7.ნუკლეოტიდები ერთმანეთისგან განსხვავდება: ა) აზოტოვანი ფუძით; ბ)ნახშირწულით;გ) ფოსფატის ჯგუფით.

8.დნმ-ის ერთ-ერთი ჯაჭვი შეიცავს 200 ნუკლეოტიდ  ადენინს, 300 ნუკლეოტიდ ციტოზინს,150 ნუკლეოტიდ თიმინს და 100 ნუკლეოტიდ გუანინს. დნმ-ის მოლეკულის ამ უბნით კოდირებულ ცილაში ამინომჟავათა  რაოდენობა იქნება: ა)150; ბ) 200; გ)250; დ) 300.

ბიოლ.XI . 5. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს  ორგანიზმთა  გამრავლების და ინდივიდუალური განვითარების ფორმები.

. ბიოლ.XI . 5. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს  ორგანიზმთა  გამრავლების და ინდივიდუალური განვითარების ფორმები.

5

დავალება N9

დავალება N10

9.ბაქტერიებს ახასიათებს: ა) სპორებით გამრავლება; ბ) თესლით გამრავლება; გ) გამრავ;ლება უჯრედის შუაზე გაყოფით, დ) დაკვირტვით.

10.ჩამოთვლილი ორგანიზმებიდან რომელს ახასიათებს სრული მეტაბოლიზმი? ა)კოღო; ბ) კალია; გ) მდინარის კიბო; დ) ობობა.

ბიოლXI.5. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს  ორგანიზმთა გამრავლების და ინდივიდუალური განვითარების ფორმები.

6

დავალება N11

დავალება N12

11.პირველად სასქესო უჯრედში 24 ქრომოსომაა. რამდენი ქრომოსომა და ქრომატიდი იქნება I მეიოზური გაყოფის შედეგად მიღებულ შვილეულ უჯრედში?ა)24 ქრომოსომა, ბ)12 ქრომოსომა,გ)24 ქრომატიდი, დ)12 ქრომატიდი.

12.ცილის ბიოსინთეზის დროს: ა) ტრანსლაცია მიმდინარეობს რიბოსომებზე, ბ) ტრანსკრიპციის დროს მატრიცა ი-რნმ-ის მოლეკულაა.გ)რ-რნმ აგებს რიბოსომის სტრუქტურას,დ) ტრანსლაციის პროდუქტი ტ- რნმ ის მოლეკულაა.

ბიოლ.XI.5.

მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ორგანიზმთა გამრავლების და ინდივიდუალური განვითარების ფორმები.

7

დავალებაN 13

დავალება N14

13.ჩამოთვლილი სიმბოლოები G1; S; G2;M;დაუკავშირე უჯრედული ციკლის პროცესებს.ცხრილში ჩასვი შესაბამისი ასო:

14.დნმ-ის შემადგენლობაში არ შედის: ა) ადენინი; ბ) ურაცილი; გ) გუანინი; დ)ციტოზინი; ე) რიბოზა; ვ) თიმინი; ზ) დეზოქსირიბოზა; თ)ფოსფორმჟავას ნაშთი.

ბიოლXI.5

მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ორგანიზმთა გამრავლების და ინდივიდუალური განვითარების ფორმები.

8

9.

დავალება N15

დავალება          N16.

15.დააკვირდი ილუსტრაციას, ამოიცანი და ჩასვი სტრუქტურების სახელწოდებები ცხრილის შესაბამის უჯრაში:ა)ანტიკოდონი; ბ) ამინომჟავას უბანი; გ) ამინომჟავა.

16.რა არის აღნიშნული ილუსტრაციაზე 1,2,3 ციფრებით: ა) ბლასტრულა; ბ) ექტოდერმა; გ) ენტოდერმა.

ბიოლ.XI.5

მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ორგანიზმთა გამრავლების და ინდივიდუალური განვითარების ფორმები.

10.

დავალება

 N 17

დავალება         N18.

17.ჩამოთვლილ ორგანოებს შეუსაბამე მათი წარმომქმნელი ჩანასახოვანი შრე და  ჩასვი სახელწოდებები ცხრილის შესაბამის უჯრაში: ა)თავის ტვინი;ბ)კუნთები; ღვიძლი.

18.ამოიცანი მიტოზის თითოეული ფაზა და ცხრილში დაალაგე თანმიმდევრობით :ა)პროფაზა; ბ)მეტაფაზა; გ)ანაფაზა; დ)ტელოფაზა.

ბიოლ.XI.5

მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ორგანიზმთა გამრავლების და ინდივიდუალური განვითარების ფორმები.

10

დავალება N19.

დავალება N20

19უშუალოდ მეიოზს არ უკავშირდება: ა)ერთი უჯრედიდან საბოლოოდ ორი შვილეული უჯრედის წარმოქმნა; ბ) ერთი უჯრედიდან ოთხი შვილეული უჯრედის წარმოქმნა; გ) დიპლოიდურ ქრომოსომათა კომპლექტის მქონე უჯრედების წარმოქმნა; დ)ჰაპლოიდურ ქრომოსომათა კომპლექტის მქონე უჯრედების წარმოქმნა; ე)დნმ-ის რეპლიკაცია, ვ) კონიუგაცია, ვ) კროსინგოვერი; ზ) ქრომატიდების დაცილება.

20.მოცემულ განმარტებებს მიუწერე შესაბამისი ტერმინები: ა) სასქესო უჯრედები------------ ბ) განვითარების პროცესი, რომელსაც ინდივიდი გადის ზიგოტის წარმოქმნის მომენტიდან სიკვდილამდე----------გ)სპერმატოზოიდების წარმოწქმნის პროცესი----------დ)ჩანასახის განვითარების პერიოდი გამოჩეკვამდე ან დაბადებამდე------------ე)ნიმუში,რომლის მიხედვითაც ხდება მოლეკულური ასლის გადაღება--------ვ)სპერმატოზოიდის ნაწილი, რომელიც ჰიდროლიზურ ფერმენტებს შეიცავს.

ბიოლ.XI.5.

მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ორგანიზმთა გამრავლების და ინდივიდუალური განვითარების ფორმები.

შემაჯამებელი დავალების კრიტერიუმები

ქულა

N1 დავალების შეფასების კრიტერიუმები

N2 დავალების შეფასების კრიტერიუმები

N3 დავალების შეფასების კრიტერიუმები

N4 დავალების შეფასების კრიტერიუმები

N5 დავალების შეფასების კრიტერიუმები

მიღებული ცოდნის გაგება.

1-10 დავალება: ოთხი სავარაუდო პასუხიდან ერთი სწორი პასუხის არჩევა., თითოეული ფასდება 1 ქულით,

სულ 10 ქულა.

 მე-11 დავალება არის შესაბამისობის დადგენა, რომელი მცდარია რომელი ჭეშმარიტი. თითოეული პასუხი ფასდება 0,5 ქულით,

 სული 2 ქულა

მე-12 დავალება დაალაგე აზრობრივად სწორი თანმიმდევრობით ცნებები, თითოეული სწორი თანამიმდევრობა ფადება 0,5 ქულით.

 სულ 2 ქულა

 მე-13 და მე-14 დავალება არის ილუსტრაციის მიხედვით ცხრილის შევსება, თითოეული  პასუხი ფასდება 0,5 ქულით,

 სულ 4 ქულა

 მე-15 დავალებაში აირჩიე სამი სწორი პასუხი და ჩაწერე ცხრილის უჯრაში, თითო სწორი ჩასმა ფასდება 1 ქულით. სულ 3 ქულა

N6 დავალების შეფასების კრიტერიუმები

N7 დავალების შეფასების კრიტერიუმები

N8 დავალების შეფასების კრიტერიუმები

ჩასვი გამოტოვებული სიტყვები, თითო  ჩასმული სიტყვა ფასდება 1ქულით.

სულ 3 ქულა

მე-17 დავალებაში ივსება სქემა ილუსრტაციის მიხედვით, თითო პასუხი ფასდება 1ქულით, სულ 3 ქულა.

მე-18 დავალებაში დიაგრამის მიხედვით პასუხების გაცემა ფასდება, თითო  პასუხი ფასდება1 ქულით, არასრულყოფილი  პასუხი ფასდება 0,5 ქულით.

 სულ 3 ქულით.

მე-19დავალებაში  განსაზღვრე ჭეშმარიტი და მცდარი განსაზღვრება და ჩაწერე შესაბამის უჯრაში”X”თითო პასუხი ფასდება1ქულით

სულ 4 ქულა.

მე-20  დავალებაში
მოცემულ განმარტებებს მიუწერე შესაბამისი ტერმინები.თითო პასუხი ფასდება1ქულით.         სულ 6ქულა.

მიღებული შედეგების ანალიზი

მიღებული ქულა

0-2

3

4

5

6

7

8

9

10

მოსწავლეთა რაოდენობა

0

1

1

1

2

2

0

9

3

შემაჯამებელი სამუშაოს შედეგების ანალიზი

მოსწავლეებმა შემაჯამებელი  წერით  აჩვენეს  საშუალო შედეგი, დახურულ კითხვებში იყო  მცირე ხარვეზები.პირველი 10 დავალება იყო უმეტესობისათვის უფრო გასაგები იყო,.დანარჩენი დავალებები უფრო გაუჭირდათ განსაკუთრებით  N 19 დავალებაში ზოგიერთმა მოსწავლემ არასწორად შეუსაბამა  ჭეშმარიტი და მცდარი ცნებები. N18დავალებაში მოცემულ  სქემაში  არსებულ მიტოზის ფაზების არათანამიმდევრულ განლაგებას კონკრეტულად  ვერ შეუსაბამა ფაზების თანამიმდევრობა.    

დასკვნა: X Iკლასში ჩატარებულმა შემაჯამებელმა წერამ აჩვენა რომ, ყველაზე მეტი ხარვეზი დაფიქსირდა დავალების შესრულებისას,რომელიც ეხებოდა მიტოზის ფაზებს, მეიოზისა და მიტოზის პროცესების ჭეშმარიტ და მცდარცნებებს.

რეკომენდაცია

- რა არის გასაუმჯობესებელი?  მოსწავლეებმა დამატებით უნდა იმუშაონ სქემებთან და განსაკუთრებით კი იმ სქემებზე,რომლებიც საფუძველს წარმოადგენს ორგანიზმების გამრავლება.

- გაუმჯობესების გზები. კიდევ უფრო მეტი მუშაობა სქემებზე და მეტი ყურადღება მათ შინაარსს.სქემებზე მუშაობის დროს „აღწერონ“ და“შეადარონ“ მიტოზისა და მეიოზის ფაზები, დაინახონ მათ შორის საერთო და განსხვავებული პროცესები.

        შეფასების სქემა:

ქულა

1-4

5-8

9-12

13-16

17-20

21-24

25-28

29-32

33-36

37-40

ნიშანი

1

2

3

4

5

6

7

8

9

10