კომპლექსური დავალების რეფლექსია
მასწავლებლის სახელი, გვარი
მარიამ ქადაგიძე
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/ კლასი: დაწყებითი საფეხური/ II4 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 28 (სსსმ მოსწავლე - 1)
თემა:ასო-ბგერები/ სახალისო ამბები ი და ა
კომპლექსური დავალება: ჩემი ილუსტრირებული ანბანი - ი, ა
2021 წლის 25 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით განვახორციელე კომპლექსური დავალება, რომელსაც ესწრებოდნენ შეფასების ჯგუფის წევრები.
კომპლექსური დავალება დავგეგმე ე.ს.გ. მიზნების, შედეგების, ცნებეისა და მკვიდრი წარმოდგენების გათვალისწინებით, აქტივობათა შერჩევისას გავითვალისწინე მოსწავლეთა ინტერესები და ინდივიდუალური შესაძლებლობები, შევარჩიე სათანადო საკლასო ორგანიზების ფორმები, რესურსები, უზრუნველვყავი კლასში პოზიტიური და კეთილგანწყობილი გარემოს ჩამოყალიბება.
რადგან კლასში ირიცხება სსსმ მოსწავლე, იგი არ საჭიროებს ინდივიდულურ გეგმას ქართულ ენასა და ლიტერატურაში.
კომპლექსური დავალება წარიმართა გეგმის შესაბამისად, მოდიფიცირების საჭიროება არ ყოფილა.
მინდა გამოვყო რამდენიმე ძლიერი მხარე ჩემი კომპლექსური დავალების შესრულებისას: საგაკვეთილო პროცესში აქტიურობდნენ მოსწავლეები, მაღალი იყო მათი ჩართულობის დონე, ეფექტურად იმუშავა თავისუფალი არჩევანის უფლებამ , რესურსად გამოეყენებინათ ის, რაც მათი სურვილი იქნებოდა, რომელმაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა წინარე ცოდნის გააქტიურებას , გაზარდა მათი მოტივაცია და გააადვილა გაკვეთილის მომდევნო , სიღრმისეული წვდომის ფაზაზე გადასვლა.
რეფლექსიის ფაზაზე მოსწავლეებმა გაასიტყვეს მათი ნამუშევრები ,რომელიც დაფაზე თვალსაჩინოდ იყო განთავსებული . ეს მეთოდი დაეხმარა მოსწავლეებს კომპლექსურ დავალებაში შესრულებული და მოცემული ინფორმაციის კონკრეტული ნიშნით დაჯგუფებასა და შესწავლილი მასალის შეჯამებაში. თავადვე, თავიანთ ,,ენაზე „ ახსნეს ის რაც გაუგებარი იყო ზოგიერთი მოსწავლისათვის, ჩამოუყალიბდათ / გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება დავალების შესრულებისას.
მოსწავლეთა შეფასება ინდივიდუალური და კონკრეტული . ვფიქრობ, რომ სამომავლოდ კომპლექსური დავალება, დავგეგმო ოდნავ მოგვიანებით, რათა ჯერ მოსწავლეთა ადაპტაცია მოვახდინო უკეთ ახალ გარემოში.
საერთო ჯამში, ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული, კომპლექსური დავალების შესრულების პროცესში და თავიანთი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალური შედეგები აჩვენეს. შერჩეული აქტივობების განხორციელებით მოსწავლეებმა ნაბიჯ–ნაბიჯ ააგეს ცოდნა და გაკვეთილის ბოლოს შეძლეს ტექსტში მოცემული ინფორმაციის დაჯგუფება კონკრეტული ნიშნების მიხედვით, უპასუხებს შეკითხვებს, მოისმინეს და ადეკვატურად აღიქვეს ტექსტში მოცემული ინფორმაცია, გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება თავისუფლად. ჩემი მიზანიც ეს იყო.