Published using Google Docs
დანართი-N3.docx
Updated automatically every 5 minutes

მიმართულება/თემა-   რიცხვები

კლასი - მე-4

საათების სავარაუდო რაოდენობა - 3-4 კვირა

სამიზნე ცნებები/საკითხები მოქმედებები რიცხვებზე/მოქმედებები ნატ. რიცხვებზე

სამიზნე ცნებები და მათთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები

საკითხი და ქვესაკითხები

საკვანძო შეკითხვა / შეკითხვები

კომპლექსური დავალების პირობა / შეფასების კრიტერიუმები

საკითხი

მოქმედებები ნატურალურ რიცხვებზე

ქვესაკითხები

  • დიდი რიცხვების შეკრება /შეკრების წესი
  • დიდი რიცხვების გამოკლება/
  • ნატ. რიცხვების დამრგვალების წესი /ჯამისა და სხვაობის შეფასება დამრგვალებით
  • რიცხვითი გამოსახულება/რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობა
  • კანონზომიერებები რიცხვებში

  • როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რიცხვებზე მოქმედებები ყოფა-ცხოვრებაში?
  • როგორ გვეხმარება  არითმეტიკული მოქმედებათა თვისებების ცოდნა გამოთვლების წარმოებაში?  

მოქმედებები რიცხვებზე

სტანდარტის შედეგები:

მათ.დაწყ(I) .2,3 13

მკვიდრი წარმოდგენები:

  1. ზოგიერთ სიტუაციაში ზუსტი გამოთვლებია საჭირო, ზოგიერთში კი, მიახლოებითი გამოთვლაც საკმარისია;
  2. რიცხვების შეკრება/გამოკლებისა (და გამრავლება-გაყოფის) რამდენიმე სტრატეგია არსებობს; შედეგი არ არის დამოკიდებული სტრატეგიის არჩევაზე.
  3. არითმეტიკული მოქმედებები (მიმატება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა, ახარისხება) მჭიდრო ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან; არითმეტიკული მოქმედებების თვისებების ცოდნა ხელს უწყობს გამოთვლების შესრულებას; გამოთვლების შესრულებისას აუცილებელია მოქმედებათა თანმიმდევრობის დაცვა.

ეტაპები კომპლექსური დავალების განსახორციელებლად  

ეტაპი I. კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა :

 „ყვავილების ორანჟერეა“

ნიას და მის მეგობრებს ძალიან უყვართ მცენარეები. მათ  გადაწყვიტეს ერთად ააშენონ ორანჟერეა, სადაც გაამრავლებენ და მოუვლიან სხვადასხვა სახეობის მცენარეებს .

ორანჟერეა გაიყოფა ორ ნაწილად.

პირველ ნაწილში განათავსებენ სითბოს მოყვარულ ყვავილოვან მცენარეებს. ყვავილებისთვის დაამზადეს 5 თარო.  ყველაზე მცირე თაროზე თავსდება 248 ყვავილი, ხოლო ყოველ მომდევნო თაროზე 10-ით მეტი.

ორანჟერეის მეორე ნაწილში კი დეკორატიული მცენარეები უნდა  განათავსონ. ამისათვის დაამზადეს 7 თარო.  ყველაზე დიდ თაროზე შესაძლებელია 356 ყვავილის განთავსება, ხოლო ყოველ მომდევნო თაროზე კი 40 ყვავილით ნაკლები თავსდება.

შენი დავალებაა:

  • რამდენი ყვავილოვანი მცენარეა ნიას ორანჟერეაში თითოეულ თაროზე?
  • მიახლოებით რამდენი ყვავილოვანი მცენარეა ორანჟერეაში? რატომ?
  • გამოთვალე  ყვავილოვანი მცენარეების ზუსტი რაოდენობა ორანჟერეაში?
  • მიახლოებით რამდენი დეკორატიული მცენარეა ორანჟერეაში? რატომ?
  • გამოთვალე  დეკორატიული მცენარეების ზუსტი რაოდენობა ორანჟერეაში?
  • იმსჯელე ზუსტი და მიახლოებითი გამოთვლების შედეგებზე.
  • გამოთვალე რამდენი მცენარეა ნიას ორანჟერეაში სულ
  • ნიამ და მისმა მეგობრებმა ორანჟერეას დაამატეს  ორ-ორ თარო იგივე კანონზომიერებით. გამოთვალე რამდენი ყვავილია ორანჟერეაში სულ? რამდენით გაიზარდა ორანჟერეაში ყვავილების რაოდენობა?

ეტაპი II. წინარე ცოდნის გააქტიურება:

„დაჩის გაკვეთილები“

ფაქტობრივი კითხვები:

რა?

  • დაასახელე  სხვაობის შემადგენელი კომპონენტები
  • რა თანრიგებისაგან შედგება ორნიშნა რიცხვები?

კონცეპტუალური კითხვები:

როგორ? რატომ?

  • როგორი რიცხვებია ორნიშნა რიცხვები?
  • როგორ უნდა შევკრიბოთ ორნიშნა რიცხვები?
  • რატომ მჭირდება ორნიშნა  რიცხვების შეკრება
  • როგორ გამოვიყენო  შეკრების თვისებები ?
  • როგორ უნდა გამოვაკლოთ  ორნიშნა რიცხვები?

ეტაპი III. კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა

ქვესაკითხი 1: დიდი რიცხვების შეკრება /შეკრების თვისებები

ფაქტობრივი კითხვები:

რა?

  • რა თანრიგებისაგან შედგება 1000-ზე მეტი რიცხვები?
  • დიდი რიცხვების შეკრების რომელ ხერხებს იცნობ?
  • დაასახელე  შეკრების კომპონენტები?
  • ჩამოაყალიბე შეკრების გადანაცვლებადობის თვისება
  • რას უდრის ორი შესაკრების ჯამი, რომელთაგან ერთ-ერთი ნულის ტოლია? რატომ?

კონცეპტუალური კითხვები:

როგორ? რატომ?

  • როგორ უნდა შევკრიბოთ დიდი რიცხვები?

სადისკუსიო კითხვები

მაპროვოცირებელი კითხვები

  • რატომ ჭირდება და როგორ უნდა გამოიყენოს ნიამ   შეკრების თვისებები ორანჟერეის დაგეგმვისას?

რა უნდა გაიგოს მოსწავლემ საკითხის შესწავლისას:

  • რიცხვების შეკრება/გამოკლებისა (და გამრავლება-გაყოფის) რამდენიმე სტრატეგია არსებობს; შედეგი არ არის დამოკიდებული სტრატეგიის არჩევაზე.(მ.წ.2)
  • არითმეტიკული მოქმედებები (მიმატება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა, ახარისხება) მჭიდრო ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან; არითმეტიკული მოქმედებების თვისებების ცოდნა ხელს უწყობს გამოთვლების შესრულებას; გამოთვლების შესრულებისას აუცილებელია მოქმედებათა თანმიმდევრობის დაცვა.(მ.წ.3)

ქვესაკითხი 2: დიდი რიცხვების გამოკლება/გამოკლების თვისებები

ფაქტობრივი კითხვები:

რა?

  • როგორ უნდა გამოვაკლოთ  დიდი რიცხვები?
  • დაასახელე გამოკლების კომპონენტები

კონცეპტუალური კითხვები:

როგორ? რატომ?

  • რატომ მჭირდება და როგორ უნდა გამოვიყენო  გამოკლების თვისებები მილიონამდე რიცხვების გამოკლებისას??

სადისკუსიო მაპროვოცირებელი კითხვები

  • რატომ ჭირდება და როგორ უნდა გამოიყენოს ნიამ   გამოკლების  თვისებები ორანჟერეის დაგეგმვისას?

რა უნდა გაიგოს მოსწავლემ საკითხის შესწავლისას:

  • რიცხვების შეკრება/გამოკლებისა (და გამრავლება-გაყოფის) რამდენიმე სტრატეგია არსებობს; შედეგი არ არის დამოკიდებული სტრატეგიის არჩევაზე.(მ.წ.2)
  • არითმეტიკული მოქმედებები (მიმატება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა, ახარისხება) მჭიდრო ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან; არითმეტიკული მოქმედებების თვისებების ცოდნა ხელს უწყობს გამოთვლების შესრულებას; გამოთვლების შესრულებისას აუცილებელია მოქმედებათა თანმიმდევრობის დაცვა.(მ.წ.3)

ქვესაკითხი 3: ნატურალური რიცხვების დამრგვალების წესი /ჯამისა და სხვაობის შეფასება დამრგვალებით

ფაქტობრივი კითხვები:

რა?

  • როგორ უნდა დავამრგვალოთ ნატურალური რიცხვები?
  • რა შემთხვევაში ხდება რიცხვის დამრგვალება მეტობით? ნაკლებობით?
  • მეტია თუ ნაკლებია შეფასებით მიღებული  ჯამი ზუსტ მნიშვნელობაზე?  მოიყვანეთ მაგალითები.
  •  შეაფასეთ სხვაობა საკლებისა და მაკლების უმაღლეს თანრიგამდე დამრგვალებით. მოიყვანეთ მაგალითები

კონცეპტუალური კითხვები:

როგორ? რატომ?

  • რა გავლენას ახდენს შესაკრებების დამრგვალება ჯამზე?
  • ამოცანების ამოხსნისას ზუსტი გამოთვლებია საჭირო, თუ საკმარისია მიახლოებითი მნიშვნელობის დადგენა? რატომ? შეარჩიეთ ამოცანები ორივე შემთხვევისთვის.

სადისკუსიო კითხვები

მაპროვოცირებელი კითხვები

  • როგორ დაადგენს ნია გამოთვლების გარეშე მიახლოებით რამდენი ყვავილია ორანჟერეაში?

რა უნდა გაიგოს მოსწავლემ საკითხის შესწავლისას:

  • ზოგიერთ სიტუაციაში ზუსტი გამოთვლებია საჭირო, ზოგიერთში კი, მიახლოებითი გამოთვლაც საკმარისია; (მ.წ.1)

ქვესაკითხი 4: რიცხვითი გამოსახულება/რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობა

ფაქტობრივი კითხვები:

რა?

  • რა არის რიცხვითი გამოსახულება?
  • რას წარმოადგენს რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობა?
  • რიცხვებზე მოქმედებების შესრულებისას, რომელია პირველი რიგის ოპერაციები?

კონცეპტუალური კითხვები:

როგორ? რატომ?

  • როგორ ფიქრობ, რა მნიშვნელობა აქვს მოქმედებათა თანმიმდევრობის დაცვას რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობის გამოთვლისას?

სადისკუსიო კითხვები

მაპროვოცირებელი კითხვები

  • როგორ ფიქრობ, რა მოხდება თუკი არ დავიცავთ მოქმედებათა რიგს რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობის პოვნისას?

რა უნდა გაიგოს მოსწავლემ საკითხის შესწავლისას:

  • მოსწავლემ უნდა გაიგოს არითმეტიკული მოქმედებები (მიმატება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა, ახარისხება) მჭიდრო ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან; არითმეტიკული მოქმედებების თვისებების ცოდნა ხელს უწყობს გამოთვლების შესრულებას; გამოთვლების შესრულებისას აუცილებელია მოქმედებათა თანმიმდევრობის დაცვა.(მ.წ.3)

 

კანონზომიერებები რიცხვებში

შესთავაზეთ მოსწავლეებს კანონზომიერად დალაგებული რიცხვები და დაუსვით კითხვები:

  1. რა კანონზომიერებაა ამ რიცხვებს შორის?
  2. დაასახელეთ მოცემული  მიმდევრობის მომდევნო სამი რიცხვი

კომპლექსური დავალების წარდგენა

ეტაპი IV -  თუ მოსწავლემ ვერ დასძლია პროგრამა, განმავითარებელი შეფასების მიცემის შემდეგ სასურველია , შეასრულოს დავალება თავიდან.

მოსწავლეების მხრიდან კომპლექსური დავალების პრეზენტაციის პროცესში მასწავლებლის მიერ დასმული შეკითხვები:

სასურველია კითხვები დაისვას ისე, რომ მოსწავლემ გაიაზროს რას ნიშნავს პრობლემის/საკითხის გადაჭრა , ( გთავაზობთ კითხვები დასვათ პოლიას მეთოდით).

1: პრობლემის გააზრება 

  • როგორ გამოიყენე არითმეტიკული  მოქმედებების თვისებების ცოდნა ორანჟერეაში გამოთვლების წარმოებისთვის?
  • რისი ცოდნა არის საჭირო იმისთვის, რომ გამოთვალო ორანჟერეაში მცენარეების რაოდენობა?
  • ხომ არ გხვდება ტერმინები, რომლის მნიშვნელობაც არ გესმის?
  • რა გაქვს საძიებელი? რა კითხვებს უნდა უპასუხო?

2: გეგმის შემუშავება 

  • ეტაპების დაგეგმვა - მოიფიქრეთ, როგორ აპირებთ დავალების წარმოდგენას, შეადგინეთ დიაგრამა, ნახაზები;
  • შეარჩიე არითმეტიკული მოქმედებების შესრულებისთვის სტრატეგიები
  • დაგეგმე, როგორ უნდა გამოთვალო ორანჟერეაში მცენარეების რაოდენობები?

3: გეგმის მიხედვით მოქმედება

  • გეგმის მიხედვით მუშაობა
  • შეისწავლეთ არითმეტიკული მოქმედებების შესრულებისთვის შერჩეული სტრატეგიები
  • გააკეთეთ პრობლემის დანაწევრება, შეასრულეთ თითოეულზე მოქმედება
  • იპოვეთ ნაწილები და გააერთიანე
  • იფიქრეთ,  რას გააუმჯობესებდით?

4: შეფასება 

  • შეგეძლო თუ არა უკეთესი სტრატეგიის შერჩევა გამოთვლების წარმოებისთვის?

შენი დავალებაა:

დაეხმარო ნიას და მის მეგობრებს ყვავილების ორანჟერეის დაგეგმარებაში

ნაშრომში ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

  • რა ოპერაციები დაგჭირდა  საძიებელი სიდიდეების  გამოსაანგარიშებლად და ყვავილების რაოდენობის დასადგენად?
  •  შენი აზრით როდის და რატომ  არის საჭირო მიახლოებითი გამოთვლა?(მ.წ.1)
  • რომელი შედეგია უფრო სანდო - ზუსტი გამოთვლებით მიღებული თუ მიახლოებითი გამოთვლებით? რატომ?(მ.წ.1)

  • როგორ გვეხმარება  არითმეტიკული მოქმედებათა თვისებების ცოდნა გამოთვლების წარმოებაში? (მ.წ.2)
  • რა მნიშვნელობა აქვს მოქმედებათა თანმიმდევრობის დაცვას გამოთვლების წარმოებისათვის. ( რომელი მოქმედებაა უპირატესი)?(მ.წ.3)

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  • იმსჯელოს იმის შესახებ, თუ მოცემულ სიტუაციაში როგორი გამოთვლაა საკმარისი ზუსტი თუ მიახლოებითი;
  • კავშირების დადგენა არითმეტიკულ მოქმედებებს შორის;
  • შეკრება/გამოკლების (და გამრავლება/გაყოფის) სტრატეგიების შერჩევა და აანალიზებს, რომ შედეგი არ არის დამოკიდებული სტრატეგიის არჩევაზე.

შესაფასებლად გამოიყენეთ შეფასების ზოგადი რუბრიკა ,რომლის ადაპტირება და მორგება შესაძლებელია თითოეულ დავალებასა თუ სასწავლო თემაზე. ასევე შესაძლებელია მისი გამოყენება თვითშეფასებისთვის.

დანართი2

საგნები

მათემატიკა

ბუნებისმეტყველება

ტექნოლოგიები

ინჟინერია

ხელოვნება

სპორტი

ბიომრავალფეროვნება

ლიტერატურა

ინტეგრირება

   X

x

X

მიმართულება -რიცხვები

სასწავლო თემა: მოქმედებები ნატ. რიცხვებზე

სამიზნე ცნება:

მოქმედებები რიცხვებზე

მაკრო ცნება:

კლასი: მე-4

დრო :3-4 კვირა

საკითხები:

  • დიდი რიცხვების შეკრება /შეკრების წესი
  • დიდი რიცხვების გამოკლება/
  • ნატ. რიცხვების დამრგვალების წესი /ჯამისა და სხვაობის შეფასება დამრგვალებით
  • რიცხვითი გამოსახულება/რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობა
  • კანონზომიერებები რიცხვებში

საკვანძო კითხვა:

  • როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რიცხვებზე მოქმედებები ყოფა-ცხოვრებაში?
  • როგორ გვეხმარება  არითმეტიკული მოქმედებათა თვისებების ცოდნა გამოთვლების წარმოებაში?  

დავალების პირობა:

კომპლექსური დავალების პირობა:

„ყვავილების ორანჟერეა“

ნიას და მის მეგობრებს ძალიან უყვართ მცენარეები. მათ  გადაწყვიტეს ერთად ააშენონ ორანჟერეა, სადაც გაამრავლებენ და მოუვლიან სხვადასხვა სახეობის მცენარეებს .

ორანჟერეა გაიყოფა ორ ნაწილად.

პირველ ნაწილში განათავსებენ სითბოს მოყვარულ ყვავილოვან მცენარეებს. ყვავილებისთვის დაამზადეს 5 თარო.  ყველაზე მცირე თაროზე თავსდება 248 ყვავილი, ხოლო ყოველ მომდევნო თაროზე 10-ით მეტი.

ორანჟერეის მეორე ნაწილში კი დეკორატიული მცენარეები უნდა  განათავსონ. ამისათვის დაამზადეს 7 თარო.  ყველაზე დიდ თაროზე შესაძლებელია 356 ყვავილის განთავსება, ხოლო ყოველ მომდევნო თაროზე კი 40 ყვავილით ნაკლები თავსდება.

შენი დავალებაა:

  • რამდენი ყვავილოვანი მცენარეა ნიას ორანჟერეაში თითოეულ თაროზე?
  • მიახლოებით რამდენი ყვავილოვანი მცენარეა ორანჟერეაში? რატომ?
  • გამოთვალე  ყვავილოვანი მცენარეების ზუსტი რაოდენობა ორანჟერეაში?
  • მიახლოებით რამდენი დეკორატიული მცენარეა ორანჟერეაში? რატომ?
  • გამოთვალე  დეკორატიული მცენარეების ზუსტი რაოდენობა ორანჟერეაში?
  • იმსჯელე ზუსტი და მიახლოებითი გამოთვლების შედეგებზე.
  • გამოთვალე რამდენი მცენარეა ნიას ორანჟერეაში სულ

ნიამ და მისმა მეგობრებმა ორანჟერეას დაამატეს  ორ-ორ თარო იგივე კანონზომიერებით. გამოთვალე რამდენი ყვავილია ორანჟერეაში სულ? რამდენით გაიზარდა ორანჟერეაში ყვავილების რაოდენობა?

შეფასება:

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  • იმსჯელოს იმის შესახებ, თუ მოცემულ სიტუაციაში როგორი გამოთვლაა საკმარისი ზუსტი თუ მიახლოებითი;
  • კავშირების დადგენა არითმეტიკულ მოქმედებებს შორის;
  • შეკრება/გამოკლების (და გამრავლება/გაყოფის) სტრატეგიების შერჩევა და აანალიზებს, რომ შედეგი არ არის დამოკიდებული სტრატეგიის არჩევაზე.

რეკომენდაციები მოსწავლეს

იმისათვის, რომ გაგიმარტივდეს დავალების შესრულება შენ დაგეხმარება ლინკები:

№ 3-ზომა და ზომის ერთეულები