Published using Google Docs
მე-9 კლ. ფუძეები.docx
Updated automatically every 5 minutes

სამიზნე ცნება:  ფუძე                  

შედეგი: საბაზო საფეხური:ქიმ. VIII   .3.   ქიმ. IX  .3.

    საშუალო საფეხური:ქიმ. X.   3.

საკითხი  -ფუძეები.მათი როლი ბუნებაში.

კომპლექსური დავალების პირობა

გაეცანით ნაცარტუტის გამოყენების სფეროებს და გარემოზე მათი გარდაქმნის პროდუქტების შესაძლო  ზემოქმედებას. მოამზადეთ პრეზენტაცია:,, ნაცარტუტის გამოყენებაზე ძველ საქართველოში -სასარგებლო და მავნე თვისებები”და წარუდგინეთ კლასს.

ნაშრომის პრეზენტაციისას წარმოაჩინეთ:

1.გავრცელებული ფუძეები.

2.სხვადასხვა ინდიკატორის მიხედვით,როგორ ფერს ღებულობს  ტუტე.

3. რაში მდგომარეობს მსგავსება-განსხვავება  სხვადასხვა ფუძეს შორის?

4..რა ნიშნით ხდება ფუძიანობის განსაზღვრა ჰიდროქსიდებში?

5.როგორ განისაზღვრება მეტალის ვალენტობა ფუძეში?

პრეზენტაციისას წარმოაჩინეთ: 

  1. რა მნიშვნელობა აქვს ადამიანში მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დაცვას?’
  2. რა ეტაპები გაიარეთ დავალებაზე მუშაობისას?
  3. რა აღმოჩენები გააკეთეთ და რა მოგეწონათ ყველაზე მეტად მუშაობის პროცესში?

პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

   სკოლის სახელმძღვანელოები:თემები-არაორგანულ ნაერთთა კლასები,წარმოდგენა ფუძეებზე,ინდიკატორებზე.

ჰიპერლინკი ფუძეები

წყალი, შეერთების რეაქცია

------------------------------------------------------------------------------------------------

ეტპები:

შეადგინეთ ორი ფუძის და ორი ტუტის სტრუქტურული ფორმულა და განსაზღვრეთ  თითოეული მათგანის მოლეკულური მასა.

5.რა  მსგავსება-განსხვავებაა ფუძეს და ოქსიდებს შორის?(გამოიყენეთ ვენის დიაგრამა)

6.მოცემულია ნატრიუმის წყალში გახსნის გაუთანაბრებელი რეაქცია.

                                      Na +H2O=NaOH+H2+Q

გაათანაბრეთ რეაქცია და გამოთვალეთ,რა მოცულობის წყალბადი გამოიყოფა 23 გრამი ნატრიუმის წყალში გახსნისას.

7.ნატრიუმის ტუტის და სპილენძ (II)-ის ფუძის მაგალითზე,შეასრულეთ ამ ნივთიერებების მოქმედება გოგირდმჟავასთან.