სასვენი ნიშნების გამოყენების  პრობლემები და გადაჭრის გზები  მეშვიდე  კლასში

                         (  კვლევის ანგარიში )

                         

                          2017-2018 სასწ.წელი

სსიპ ჭიათურის ზოდის საჯარო სკოლის

ქართული ენისა და  ლიტერატურის მასწავლებელი  ირმა ბოჭორიშვილი 2017-2018 სასწ,წელი

                                   სარჩევი

შესავალი------------------------------------------------------------------------------------------1

ლიტერატურის მიმოხილვა-----------------------------------------------------------------1-2

კვლევის მიზანი და ძირითადი კითხვბი--------------------------------------------------------2

კვლევის მეთოდები და მონცემთა ანალიზი------------------------------------------------2-6

ინტერვეციები---------------------------------------------------------------------------------7-8

მეორეულ  მონაცემთა ანალიზი---------------------------------------------------------------9-10

რეკომენდაციები--------------------------------------------------------------------------------10

დასკვნა-------------------------------------------------------------------------------------------11

ბიბლიპოგრაფია--------------------------------------------------------------------------------11

    დანართი-------------------------------------------------------------------------------------12-14

კვლევის ვადები-------------------------------------------------------------------------------------15

         ჩავარატარე კვლევა აღნიშნულ თემაზე მეშვიდე კლასში,მუშაობის პროცესში გამოჩნდა,რომ საკითხი, მართლაც, პრობლემურია, რაზედაც მეტყველებს მოსწავლეთა ნამუშევრები და მონაცემთა ანალიზი. დასახულმა ინტერვეციებმა ნამდვილად გამოიღო შედეგი, გაუმჯობესდა მათი მიღწევები,ასე, რომ კვლევა ნამდვილად შედეგიანია,წარმოგიდგენთ ჩემს მიერ ჩატარებული კვლების ანგარიშს:

      დღესდღეობით თანამედროვე სალიტერატურო ენის დახვეწა,გამდიდრება და წერის  ნორმების დაცვა აუცილებელ და ერთ-ერთ  მნიშვნელოვან საქმედ იქცა.    ამიტომ სკოლაც განსაკუთრებული ამოცანის წინაშე დგას. არა მარტო ქართული ენის მასწავლებელი, არამედ მთელი პედაგოგიური კოლექტივი ვალდებულია ხელი შეუწყოს    მოსწავლეთა წერითი და ზეპირი მეტყველების დახვეწასა და განვითარებას.  არადა ამ მხრივ  პრობლემას წარმოადგენს ის,  რომ    მოსწავლეებმა არ იციან სასვენი ნიშნების გამოყენება, ყურადღებას არ აქცევენ წესებს, ზოგჯერ საერთოდ არ ხმარობენ.

                     მოსწავლეები დაწყებით საფეხურზე  ეცნობიან  სასვენი ნიშნების გამოყენების ძირითად წესებს, ხოლო შემდგომ კლასებში ეს ცოდნა უფრო  უნდა გაიღრმავონ პრაქტიკაში მათი გამოყენებით. მეხუთე-მეექვსე კლასებში მათ თითქმის ყველა სასვენი ნიშნის გამოყენების წესი იციან,მაგრამ წერის დროს უმეტესობა არ იყენებს, ამ მხრივ მდგომარეობა  სავალალოა,   არა მარტო ქართულის,არამედ ყველა საგნის მასწავლებელი,ხშირად გამოხატავს გულისტკივილს იმის გამო,რომ მასწავლეებმა არ იციან სასვენი ნიშნების გამოყენება, ამიტომ  ადრეულ  საფეხურზე ამ პრობლემაზე ყურადრების გამახვილება და სათანადო ზომების გატარება ,ვფიქრობთ,რამდენადმე ეფექტურია მის აღმოსაფხვრელად,    ვიდრე ბოლოკლასებში. ამის გამო ავირჩიეთ მეშვიდე კლასები კვლევის ობიექტად.

           შეიძლება  ვინმე შემედავოს და მითხრას,ბავშვს ამ ეტაპზე ნასწავლი არ აქვს სინტაქსი,რაც სასვენი ნიშნების სწორად დასმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია,მაგრამ მათ შემიძლია ვუთხრა,რომ აქ საქმე სხვაგვარადაა, მე ვიკვლევ :

რაც იციან იმას რატომ არ იყენებენ?

                   ვფიქრობ,რომ ჩემ მიერ წარმართული კვლევა სარგებელს მოუტანს სკოლას,რადგან კვლევის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები დაეხმარება პედაგოგებს სწორი გზით წარმართონ საკუთარი მუშაობა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, მიაღწიონ სასურველ შედეგს, მოსწავლეებს კი დაეხმარება წერითი კულტურის ჩამოყალიბებაში,რაც საფუძველი იქნება მათი ნააზრევის საზოგადოებისათვის სწორად მიწოდებისა და საკუთარი თავის რეალიზებაში.

                   ე ს გ - ს მიხედვით, საბაზო კლასებში პუნქტუაციის საკითხთა სწავლება ძირითადად VII კლასშია გათვალისწინებული: „პუნქტუაცია და აზრი, პუნქტუაცია და ინტონაცია, პუნქტუაციის ნიშნების სტილისტური შესაძლებლობები“ (ე ს გ, 2011 , გვ. 68).     შემდეგ კლასებში  ეს საკითხი ცალკე აღარ არის გამოყოფილი,მასზე  ყურადღება , როგორც წერის საერთო სტრატეგიების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილზე მახვილდება,ხოლო  VII-IX კლასების „საგნობრივი სტანდარტების“ მიხედვით, საბაზო სკოლის დასრულების შემდეგ ამ კუთხით მოსწავლე უნდა ფლობდეს შემდეგ ჩვევებს:  

                                                             -1-

ა) შეეძლოს სხვადასხვა სირთულისა და სხვადასხვა სახის ტექსტების გამართულად წერა და კორექტირება;

ბ) სასვენი ნიშნების მართებულად გამოყენება ტექსტის ასაგებად და დასახვეწად;  

                      ამდენად საკითხი მეტად აქტუალურია სწავლების ამ საფეხურზე.

                     თავის დროზე ამ საკითხზე სათანადო კვლევები  წარმართეს ქართველ მეცნიერ-მეთოდისტებმა: ლ. კვაჭაძემ, ნ. ბასილაიამ, მ. თალაკვაძემ, ვ. რამიშვილმა, რ. შამელაშვილმა, ნ. უსტიაშვილმა, ლ. წულაძემ, ვ. კვირიკაშვილმა.  აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით თავის დროზე პირველი სიტყვა ცნობილმა ენათმეცნიერმა არნ. ჩიქობავამ თქვა (არნ. ჩიქობავა: გვ. 12).  

                   სასვენი ნიშნების გამოყენება პრობლემას წრმოადგენდა ყოველთვის,ცნობილი კლასიკოსებიც კი გამოთქვამდნენ აზრს ამის შესახებ. კონსატანტინე გამსახურდია წერდა;  ,,მე მგონია:სასვენი ნიშნები უნდა გავაძევოთ. ეს დიდ დროს გვართმევს.ძველებს ხომ ჩვენებური სასვენი ნიშნები არ ჰქონიათ, მაინც კარგად წერდნენ. პირადად მე არა მგონია ასეთ რამეს რომ მოვესწრო).  ‘’მაგრამ დღეს ყველა თანხმდება ,რომ სასვენი ნიშნების გამოყენება,  სწორი წერისა და მეტყველების ერთ-ერთი წინა პირობაა.

ამოტომ   ჩემი  კვლევის მიზანია: 

შესაბამისად კვლევის ძირითადი კითხვები ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს

  -

ამისთვის ჩემი  მიზანი იყო, პრაქტიკული მასალის საფუძველზე გამეშუქებინა, თუ რა უნარ-ჩვევებს ფლობენ მოსწავლეები პუნქტუაციის ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით; კერძოდ, გამეანალიზებინა:

                                        -2-

                                               

კვლევის მეთოდები:                                         

 კვლევის პირვლ ეტაპზე მოსწავლეებს ყოველგვარი წინასწარი მითითების გარეშე ვაწერინე  ესე გარკვეულ თემაზე,ხოლო  შემდეგში წერის დაწყებამდე გავაფრთხილე: ყურადღება გაემახვილებინათ სასვენ ნიშნებზე. მეორე შემთხვევაში მოსწავლეებმა მეტად გამოიყენეს სასვენი ნიშნები,ვიდრე პირველ შემთხვევაში, თუმცა  გამოიკვეთა შემდეგი სურათი:

      პირველ  ეტაპზე  დავიწყე  უბრალოდ   დაკვირვება,   კითხვა -პასუხის  საშუალებით   გავარკვიე,  ახსოვთ  თუ  არა  თეორიული  მასალა  სასვენ  ნიშნებზე,  იციან  თუ  არა  სად,    რა  შემთხვევაში,   რომელი  უნდა   გამოიყენონ.    პასუხებმა  მიმანიშნა,  რომ  მოსწავლეებმა  პუნქტუაციის  წესები    არ  იციან.

     მათ  შევთავაზე  ტექსტის  რედაქტირება.

 ნაწერების  შესწავლის  შემდეგ  მართლაც  აღმოჩნდა,  რომ  თეორიულად  მყარად  არ  იციან,  როგორ  გამოიყენონ  სასვენი  ნიშნები.   მონაცემები ცხრილისა  და  დიაგრამის    სახით  ასე  გამოიყურება.

ცოდნა

მძიმე

ტირე

წერტილი

იცის  სასვენინიშნები  თეორიულად

2

2

8

ნაწილობრივ  იცის  სასვენი  ნიშნები

2

7

3

არ  იცის  სასვენი ნიშნები

8

3

1

             

                                                                                -3-  

  მონაცემთა  ანალიზის    შემდეგ  ინტერესთა  სფერო  დავიწროვდა,  მივხვდი,  რომ  განსაკუთრებული  ყურადღება    მძიმეებისთვის  უნდა  მიმექცია.  

                                                 

დავიწყე კიტხვარების  მომზადება კიტხვარები მოვამზადეროგორც

ინტერვიუსათვის,ისე ანკეტირებისათვის,  გამოვიყენე როგორც ღია ,ისე  დახურული ანკეტებ.

 ინტერვიუ მოვამზადეროგორც მასწავლებლებთან   ისე მოსწვლეებთან,მასწავლებლებიდან ამ მხრივ ინტერვიუ ავიღე,როგორც ქართულის,ისე სხვა საგნისმასწავლებლებთან.

    ინტერვიუების საფუძველზე აღმოჩნდა სასვენი ნიშნები ყველას პრობლემაა,მასწავლებლები ამ მხრივ წინაღმდეგობებს აწყდებიან

               მოოსწავლეებთან ინტერვიუს შედეგად გამოიკვეთა ის აზრი,რომ მოსწავლეებს ესმით,რომ საჭიროა წერისა სავენი ნიშნების გამოყენება,მაგრამ იმდენად არიან ირიენტირებულები ტექსტის აგებასა და სათქმელის გადმოცემაზე,   სათანადო ყურადღებას ვეღარ უთმობენ მას,ხანდახან   არც იციან მათი სათანადო გამოყენება.

  გამოირკვა, რომ მოსწავლეთა  უმრავლესობა ანუ(53%) წერისას ყველაზე ხშირად იყენებს მძიმეს, წერტილს, კითხვის ნიშანს, ძახილის ნიშანს; შედარებით მცირე ნაწილი (27%) აღნიშნავს, რომ წერისას იყენებს აგრეთვე ორწერტილს; კიდევ უფრო მცირე ნაწილმა ( - 13%) აღნიშნა, რომ იყენებენ ტირეს , გამოკითხულთა უფრო მცირე ნაწილი ( - 7%) საერთოდ არ იყენებს ისეთ სასვენ ნიშნებს, როგორიცაა:

                                                                            -4-

ბრჭყალები, ფრჩხილები, წერტილ-მძიმე,  

წერტილის, კითხვისა და ძახილის ნიშნების, წინადადების ბოლოს  გამოყენების ჩვევა  მოსწავლეებს შედარებით უკვე აქვთ.    

შემდეგ ეტაპზე ჩავატარე ანკეტირება,რის საფუძველზე გამოჩნდა ,რომ

გამოკითხულთა  ( - 70%) უმრავლესობამ იცის, რომ სასვენი ნიშნები საჭიროა იმისთვის, რომ აზრი გასაგები იყოს, მაგრამ ყოველთვის ვერ ახერხებს მათ მართებულად გამოყენებას; თანაც წერის დროს  უფრო მეტ ყურადღებას სათქმელის გადმოცემას ანიჭებენ,სავენი ნიშნების დაწერა კი იმდენად მნიშვნელოვნად არ მიაცნიატ,არ აქვთ გამომუშავებული ამის უნარ-ჩვევები.  

მონაცემთა  ანალიზის  შედეგად  გამოიკვეთა  მიზეზები:

ა)ვერ  ახერხებს  მძიმეების    გამოყენებას  იმიტომ,  რომ  არ  აქვს  სათანადო  ცოდნა.

ბ)აქვს  ცოდნა,  მაგრამ  არ  აქვს  მათი  პრაქტიკულად  გამოყენების  უნარი

- 5  -

ხოლო მოსწავლეთა უმრავლესობა მიიჩნევს,რომ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად სასურველია მასწავლებლებმა ხშირად მიაწოდონ მოსწავლეებს  სავარჯიშოები,სათანადო კომენტარებით,რათა მოსწავლეებს გამოუმუშვდეთ ამ მხრივ სათანადო უნარ-ჩვევები.

 კვლევის პროცესში განხორციელებულ  აქტივობებზე  დაკვირვებით გამოვლინდა ის ხარვეზები და სიძნელეები,

რომლებიც ხელისშემშლელი ფაქტორია  სასვენი ნიშნების გამოყენებისა და სათანადო პრაქტიკული ჩვევის გამომუშავებას აფერხებს.ჩემს მიერ ჩატარებულმა  მუშაობამ ცხადყო, რომ

        წესის ცოდნას არსებითი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მართლწერის ჩვევის  ფორმირებისათვის ეს საკმარისი არაა. ხშირად მოსწავლე სწორად ამბობს წესს, ასახელებს კონკრეტულ მაგალითებსაც, მოცემულ სიტუაციაში მართებულად ასრულებს     დავალებასაც, მაგრამ უჭირს ამ წესის გამოყენება წერის პროცესში, როცა ყურადღების     ცენტრში დგას არა ამა თუ იმ სიტყვის მართლწერა, არამედ ტექსტის შინაარსი. წესის     ყოველმხრივი გააზრება და ჩვევის ავტომატიზაცია უნდა მოხდეს სათანადო წერითი  სავარჯიშოების შესრულების გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში თავიდან ვერ  ავიცილებთ არსებულ შეცდომებს.

         კვლევის ამ მეთოდების სათანადო ანალიზის საფუძველზე   საჭირო ჩავთვალე შემემუშავებინა სათანადო  ინტერვეციები  კვლევის შედეგების არმოსაფხვრელად,კერძოდ:

ჩვევათა გამომუშავების მიზნით  სასვენი ნიშნების  სხვადასხვა საკითხის შესწავლა დავიწყე

   ცნობილია, რომ მოსწავლე უკეთ სწავლობს, თუ მას მიეცემა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციისა და განვითარების საშუალება. ამისათვის ვეცადე:

                მოსწავლეებისათვის საკუთარი ძალების რწმენა ჩამენერგა და გამომემუშავებინა მათთვის დადებითი დამოკიდებულება სასვენი ნიშნების გამოყენების მიმართ. ამ მიზნით   მათ წერის დაწყებამდე ვაფრთხილებდი მოსალოდნელი შეცდომების შესახებდა გზადაგზა ვამეორებინებდი  ამა თუ იმ წესს,კონკრეტულშემთხვევებს,რომლებსაცისინი წინა   კლასებიდან უკვე იცნობდნენ;

 ვცდილობდი, ჩამომეყალიბებინა მათთვის კონსტრუქციული

დამოკიდებულება საკუთარი შეცდომების მიმართ; დავხმარებოდი იმის    გაცნობიერებაში, რომ შეცდომა არ არის საშიში, იგი სწავლის  პროცესის  განუყოფელი ნაწილია; მთავარია, შეგვეძლოს მათი გამოვლენა და გაანალიზება;

       წერის დაწყებამდე კლასს მკაფიოდ განვუსაზღვრავდი, თუ რას ველოდით კონკრეტულ შემთხვევაში მათგან (წერისას საჭირო წესის მართებულად გამოყენება და ნაწერის კორექტირება წერის დასრულების შემდეგ);  მაქსიმალურად ვცდილობდი შემექმნა ურთიერთთანამშრომლობისა და ნდობის ატმოსფერო. ამ მიზნით ხშირად ვეხმარებოდით ბავშვებს სათანადო  წესების გახსენებაში...

 წინა პლანზე წამოვწიე შინაგანი ფაქტორები, როგორიცაა:

• წახალისება – გზადაგზა ვახალისებდი  მოსწავლის წარმატებას, მაგრამ დეტალურად ვუხსნიდით თითოეული შეცდომის მიზეზს.ამასთანავე, ვაძლევდი საშუალებას,ამ მხრივ გაესწორებინათ  თანაკლასალების ნამუშევრები და მიეცათ მათთვის  სათანადო განმავითარებელი კომენტარები.

• აღმოჩენით მიღებული კმაყოფილება – მოსწავლე ჩემი დახმარებით თავად პოულობდა

შეცდომას და თავადვე ასწორებდა მას;

• აზრის გამოთქმა საკუთარი შეცდომების შესახებ – მოსწავლეები აკვირდებოდნენ

თავიანთ ნაწერებსა , გამოთქვამდნენვარაუდებებს და მსჯელობის გზით თავად მიდიოდნენ სწორ პასუხამდე.                  -              7             -

       მოსწავლეებთან სამუშაოდ გამოვიყენე სხადასხავა ფორმის სავარჯიშოები: ,,გზააბნეული სასვენი ნიშნები“ეს აქტივობა მოსწავლეებს სასვენი ნიშნების დანიშნულებისამებრ გამოყენებას აჩვევს. მასწავლებელი დაფაზე წერს წინასწარ მომზადებულ ტექსტს, რომელშიც სასვენი ნიშნები არასწორადაა დასმული. მოსწავლეებმა შეცდომები უნდა აღმოაჩინონ და ჩაასწორონ.ეს სამუშაო ტარდება,როგორც ჯგუფებში, ისე ინდივიდუალურად.

 ასევე   ,,სასვნი ნიშნების ბორბალი’’ მოტივაციის ასამაღლებლად და შესწავლილი მასალის გასამტკიცებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ. ამ მხრივ ძალიან ეფექტურია ,,დეფორმირებული ტექსტები’’

       მართლწერისა და მართლმეტყველების სწავლებაში დიდია თვალსაჩინო მასალის

გამოყენების ეფექტი.

თვალსაჩინოების შერჩევისას ვეცადე, რომ

გამეთვალისწინებინა მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურება,ამისათვის PoverPoint_ში  მოვამზადე  შესაბამისი სლაიდ-შოუ.

    განსაკუთრებულად  მეტი მუშაობა დამჭირდა განკერძოებულ სიტყვებსა და გამოთქმებზე(მოსწავლეებს უჭირდათ განკერძოებების  გამოყოფა წინადადებისაგან),ამისათვის მოსწვლეებს მივაწოდე სხვადასხვა სახის სავარჯიშოები.

     ამ გზით მივაღწიე იმას,რომ მოსწავლეებს შეეძლოთ შესაბამისი სავრჯიშოების შესრულება, ამ მხრივ  ცოდნის განმტკიცებისა  და უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით დავიწყე მოსწავლეთა  გამოცდა პრაქტიკაში. სისტემატურად ვთავაზობდი მათ სხადასხვა ტიპის სამუშაობებს: წაკითხულის გააზრება,  წერილი მეგობარს, წაკითხული წიგნის შთაბეჭდილება,სადაც  ჩემი დაკვირვების ობიექტი ისევ სავენი ნიშნები იყო.  თითოეული ნამუშევრის შეფასებისას არ ვიშურებდი საფუძვლიან წერილობით კომენტარებს,რამაც შედეგი ნამდვილად გამოიღო.

        გაწეული სამუშაოების შემდეგ მოსწავლეტა ნამუშევრების მეორადი ანალიზი ცხადყოფს.

                                                 -8  -

მოსწავლეთა  უმრავლესობა ანუ(83%) წერისას ყველაზე ხშირად იყენებს მძიმეს, წერტილს, კითხვის ნიშანს, ძახილის ნიშანს;  რომ წერისას იყენებს კითხვის და ძახილისნიშანს75%;  ბრჭყალებს, ფრჩხილების, წერტილ-მძიმეს  64%,ისეთი

მოსწავლე,რომ არიყენებდეს საერთოდ სასვენ ნიშნებს არ  ამყავს.

   

                                             --9    --

  წლის ბოლოს  მივაღწიე იმას,რომ მოსწავლეები რეგულარულად იყენებენ სასვენ ნიშნებს,მართალია,მათი ნამუშევრები ამ მხრივ სრულყოფილი არ არის (  გვხვდება სხვადასხვა ტიპის შეცდომები),მაგრამ რა შედარებაა,  მათ ნაწერებში საგრძნობლად იგრძნობა მცდელობა სასვენი ნიშნების გამოყენებისა.

      ვფიქრობ, განმავითარებელი  კომენტარების ხშირი მიცემა მოსწავლეებს საშუალებას მისცემს აღმოფხვრან არსებული ნაკლოვანებები. ხოლო, ამ საკითხებზე ყურადღების შესუსტება,ისევ იმ მდგომარეობაში დაგვაბრუნებს,ამიტომ კვვლევის  საფუძველზე შევიმუშავე   რეკომენდაციები სწავლების ადრეულ საფეხურზე სასვენი ნიშნების გამოყენებასთან არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად:

ა) საჭიროა სასვენი ნიშნების გამოყენების ფონური ცოდნა და მისი ხშირი შეხსენება.

ბ)სასვენი ნიშნების გამოყენებაზე ორიენტირებული სავარჯიშოების სისტემატური გამოყენება.

გ) ხშირი და საფუძვლიანი განმავითარებელი კომენტარის მიცემა მოსწვლეებისათვის.

                                                             -10-

  დასკვნა

ჩემს მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე  შემიძლია დავასკვნა,რომ მეშვიდე კლასში სასვენი ნიშნის გამოყენებასთან დაკავშრებული პრობლემების მიზეზია:

      სასვენი ნიშნების გამოყენების  წესების არასაკმარისი ცოდნა.(დაწყებით კლასში ნასწავლი,საჭიროებს ხშირ გამეორებას).

        სასვენი ნიშნების გამოყენებაზე ორიენტირებული სავარჯიშოების   არასაკმარისი გამოყენება.

      წერილობითი კომენტარების  გამოყენების  დაბალი  სიხშირე და კომენტარების  არაფექტურება.

          აღნიშნული პრობლემების აღმოსაფეხვრელად   გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები.

გატარებული ინტერვენციების შეფასებისას გამოვლინდა, რომ მათი უმრავლესობა  

შედეგიანი იყო.

გამოყენებული ლიტერატურა

1.        მ.ინასარიძე, მ.ნაჭყებია, ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების თანამედროვე მეთოდები, თბილისი, 2009 წ.

 2        არნ. ჩიქობავა, ტიპიურ შეცდომათა ანალიზი საშუალო სკოლის მოსწავლეთა წერით ნამუშევრებში, ჟურნ. ,,კომუნისტური აღზრდისთვის’’, #11-12, 1934, გვ. 5-12.

      3          ეროვნული სასწავლო გეგმა, 2011-2016 წწ.,

       4.        მასწავლებლის საქმიანობის დაწყების,პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი“ ნაწილი II

--11 --

დანართი   1

ანკეტა

1.თქვენი აზრით, არის თუ არა აუცილებელი სასვენი ნიშნების გამოყენების ცოდნა და რატომ?

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

2 თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა, რომ მოსწავლემ სწორად გამოიყენოს სასვენი ნიშნები?

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

3.თუ შეგიძლიათ მოგვეცით რჩევა, როგორ ვისწავლოთ სასვენი ნიშნების გამოყენება, ანუ რა მეთოდი გამოვიყენოთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

დანართი2

კითხვარი:

1.იყენებთ თუ არა წერის დროს სასვენ ნიშნებს? ---------------- -------------------

 2..თქვენი აზრით, იყენებთ თუ არა სასვენ ნიშნებს სწორად?-- --------------------------

3.ჩამოთვალეთ რომელ სასვენ ნიშნებს იცნობთ.----------------- ----------------

4.რომელ სასვენ ნიშანს იყენებ ყველაზე ხშირად?--------------- ----------------------------

5.რომელი სასვენი ნიშანი იწერება თხრობოთი წინადადების ბოლოს?--------------

6.რომელი სასვენი ნიშანი იწერება წინადადებაში გამოტოვებული სიტყვის ადგილას?---

----------------------------------------------------------------------------------------------------

7.რომელი სასვენი ნიშანი იწერება ერთგვარ წევრებთან?

---------------------------------------------------------------------------------------------------

8. .რომელი სასვენი ნიშანი იწერება  ჩართულთან?---------------------------------------

9.რთულ წინადადებაში,რომელიც შედგება რამდენიმე წინადადებისაგან,  წინადადებებს სორის რომელი სასვენი ნიშანი დაისმის?

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

დასვით სასვენი ნიშნები:

 ა)დღეს ცხადია ყველა დაესწრება მეცადინეობას

ბ)რომელ საათზეა  შეკრება?

 გ)ნოდარ დაფასთან გამოდი

ვ)გუშინ ვიცოდი რას ვაკეთებდი დღეს არა

დ)თოხნა თესვა მკა ყველაფერი კარგად იცოდა პატარა აკაკიმ

დანართი   3

გახაზე პასუხი,რომელსაც ეთანხმები

1.როდის წერ სასვენ ნიშნებს, წერის პროცესში, თუ წერის დსრულების შემდეგ?

წერის დროს

წერის დასრულების შემდეგ

2. რა დრო გჭირდება სასვენი ნიშნების დასაწერად?

მცირე დროში ვწერ

დიდხანს ვფიქრობ

3. დარწმუნებული ხარ შენ მიერ დაწერილი სასვენი ნიშნების სისწორეში, თუ გეეჭვება?

დარწმუნებული ვარ

მეეჭვება

4. უბრუნდები თუ არა უკვე დასმულ სასვენ ნიშნებს და სჭირდება თუ არა მას რედაქტირება?

აღარ ვუბრუნდები, ვიცი არ სჭირდება რედაქტირება.

ვუბრუნდები იმიტომ, რომ სჭირდება რედაქტირება.

5. შენი აზრით, რა არის შენი შეცდომების მიზეზი?

არ ვიცი სასვენი ნიშნების დასმის წესები.

ვიცი, მაგრამ ვერ ვიყენებ.

6. როგორ ფიქრობ, გჭირდება თუ არა დახმარება მუშაობის დროს?

მჭირდება დახმარება

არ   მჭირდება

7. თუ გჭირდება, რა სახის დახმარებას ისურვებდი?

წესების შეხსენებას

წესების ახსნას, რადგან არ ვიცი ისინი

--14 --

კვლევის ვადების დაცვა

აქტივობები

ოქტომ

ბერი

ნოემ

ბერი

დეკემ

ბერი

იან

ვარი

თებე

რვალი

მარ

ტი

აპრ

ილი

მაი

სი

ივნი

სი

პრობლემის იდენტიფიცირება

კვლევის გეგმის

შემუშავება

ინტერვიუები

მოსწავლეთა ნამუშევრებზე

დაკვირვება

მოსწავლეთა გამოკითხვა

ანკეტირება

მიღებული შედეგების

 ანალიზი

ინტერვეციების

განხორციელება

ინტერვეციების

შედეგების ანალიზი

პრეზენტაცია

 კათედრაზე

--15--