Published using Google Docs
შემაჯამებელი წერა 3.docx
Updated automatically every 5 minutes

/ვ.როდონაია/                                                              IX კლასი

                            ქართული ენა და ლიტერატურა      

               III შემაჯამებელი მოიცავს შემდეგ ტექსტებს :

ივანე ზურაბიშვილი ,,გაბრიელ ეპისკოპოსი’’ ;

რეზო თაბუკაშვილი ,,საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი’’;

ნიკო ლორთქიფანიძე ,,გული’’

                     ,,საშობაო მინიატურები’’

                     ,,ლიტერატურული საღამო’’ ;

                     აკაკი წერეთელი ,,განთიადი’’ .

                                                   ვ.როდონაია

                                                     

                                                   თარიღი------------------------------------    

                                IX  კლასი        სახელი გვარი-----------------------------

                            შემაჯამებელი წერა  III

                                 ვარიანტი  I

                        ინსტრუქცია

ტესტური დავალების პირველი ოთხი სავარჯიშო (1-ლი , მე-2 , მე-3 , მე-4) მოიცავს დახურულ კითხვებს (ოთხი სავარაუდო პასუხიდან უნდა შეარჩიოთ ერთი სწორი პასუხი)

შემდეგი ხუთი სავარჯიშო( მე-5, მე-6, მე-7, მე-8 , მე-9 ) , მოითხოვს ტექსტიდან სათანადო  მასალის  ფლობას (პასუხი უნდა დააფიქსიროთ შესაბამის ხაზებზე) ; მომდევნო ორი სავარჯიშო (მე-10 , მე-11) ამოწმებს ლიტერატურის თეორიისა და გრამატიკული საკითხების ცოდნას, ბოლო  დავალება (მე-12) მოცემულია საკითხის გააზრების, მსჯელობისა და წერითი უნარების გამოსავლენად.

 1(1) რომელი საუკუნის ამბებია აღწერილი ივანე ზურაბიშვილის ტექსტში ,,გაბრიელ  

     ეპისკოპოსი’’ (შემოხაზეთ სწორი პასუხი):

       ა) მე-19 საუკუნის ;             ბ) მე-20 საუკუნის ;

       გ) მე-18 საუკუნის ;             დ) 21-ე საუკუნის .

 2(1) რომელი მხატვრული ხერხია გამოყენებული მოცემულ ორტაეპედში

      ,,მთაწმინდა ჩაფიქრებულა ,

       შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა’’ (შემოხაზეთ სწორი პასუხი) :        

       ა) მეტაფორა ;       ბ)გაპიროვნება ;      გ) ჰიპერბოლა ;   დ) ეპითეტი .

 3(1). ვის მიუძღვნა ლექსი  ,,განთიადი’’ აკაკი წერეთელმა ?

      ა) დავით სარაჯიშვილს ;             ბ) დიმიტრი ყიფიანს ;

      გ) ვაჟა-ფშაველას ;                    დ) ილია ჭავჭავაძეს .

         

 4(1). რომელი საეკლესიო დღესასწაულის შესახებ საუბრობს ტექსტის დასაწყისში ივანე

      ზურაბიშვილი (,,გაბრიელ ეპისკოპოსი’’) :

      ა) ნათლისღების ;       ბ) მარიამობის ;        გ) შობის ;      დ) აღდგომის  .

 5(2). აკაკი წერეთლის ,,განთიადში’’ ვკითხულობთ:

          ,,მთაწმინდა გულში იხუტებს

           საშვილიშვილო სამარეს ,

           მამადავითსა ავედრებს ,

           აბარებს ქვეყნის მოყვარეს...’’

     ა) რა არის მოხმობილი სტროფის მიზანი ?

     -----------------------------------------------------------------------------------------------------    

     ბ) ვინ შეიძლება მოიაზრებოდეს ქვეყნის მოყვარეში ?

     -----------------------------------------------------------------------------------------------------

 6(1). რა სთხოვეს გამოფენის (ამერიკელმა) ორგანიზატორებმა საქართველოს  

      ემიგრანტულ მთავრობას (რეზო თაბუკაშვილი ,,საქართველოს

      მეჭურჭლეთუხუცესი’’)?

      ---------------------------------------------------------------------------------------------

 7(1). რა სიმბოლური დატვირთვა აქვს კედლის პატარა რუკას (ნიკო ლორთქიფანიძე

     ,,გული’’) ?

     ----------------------------------------------------------------------------------------------

 8(1). რატომ მიიჩნევს ცოლ-შვილის წინაშე თავს დამნაშავედ თერძი ლევანა (ნიკო

      ლორთქიფანიძე ,,ბრმა თერძი’’) ?    

     -------------------------------------------------------------------------------------------------

 9(1). ლექსში ,,ცისკრის ვარსკვლავის’’ სახის შემოტანით პოეტი რაზე მიგვანიშნებს    

      (აკაკი წერეთელი ,,განთიადი’’) ?

      ------------------------------------------------------------------------------------------------

       

 10(1). დასვით შესაბამისი სასვენი ნიშნები :

       საზოგადოება გულახდილად რომ ვთქვათ სასტიკი და დაუნდობელი იყო  

 11(1). განმარტეთ რა არის ბიოგრაფიული ტექსტი ?

      --------------------------------------------------------------------------------------------------

      --------------------------------------------------------------------------------------------------

 12(4). არსებობს ასეთი გამონათქვამი : ,,აქ ჩვენ გამოვიცდებით დროში  

      მარადისობისათვის’’- იმსჯელეთ როგორ აისახება ეს სიტყვები ექვთიმე  

      თაყაიშვილის ცხოვრებისეულ ღვაწლზე .

      ------------------------------------------------------------------------------------------------

      ------------------------------------------------------------------------------------------------

      ------------------------------------------------------------------------------------------------

      ------------------------------------------------------------------------------------------------

      ------------------------------------------------------------------------------------------------

                                                         ტესტის მაქსიმალური ქულა-16.

                                                   ვ.როდონაია

                                                     

                                                   თარიღი------------------------------------    

                                IX  კლასი        სახელი გვარი-----------------------------

                            შემაჯამებელი წერა  III

                                 ვარიანტი  II

                        ინსტრუქცია

ტესტური დავალების პირველი ოთხი სავარჯიშო (1-ლი , მე-2 , მე-3 , მე-4) მოიცავს დახურულ კითხვებს (ოთხი სავარაუდო პასუხიდან უნდა შეარჩიოთ ერთი სწორი პასუხი)

შემდეგი ხუთი სავარჯიშო( მე-5, მე-6, მე-7, მე-8 , მე-9 ) , მოითხოვს ტექსტიდან სათანადო  მასალის  ფლობას (პასუხი უნდა დააფიქსიროთ შესაბამის ხაზებზე) ; მომდევნო ორი სავარჯიშო (მე-10 , მე-11) ამოწმებს ლიტერატურის თეორიისა და გრამატიკული საკითხების ცოდნას, ბოლო  დავალება (მე-12) მოცემულია საკითხის გააზრების, მსჯელობისა და წერითი უნარების გამოსავლენად.

 

 1(1). სად არის დაკრძალული გაბრიელ ეპისკოპოსი (შემოხაზეთ სწორი პასუხი) ?

       ა) სვეტიცხოველის ტაძარში ;           ბ) მოწამეთას ტაძარში ;

       გ) ბაგრატის ტაძარში ;                  დ) გელათის ტაძარში .

 2(1) რომელი მხატვრული ხერხია გამოყენებული მოცემულ ორტაეპედში

       ,,მდინარე ნანას უმღერის

        რაინდსა ურჩსა მტრისასა...’’ (შემოხაზეთ სწორი პასუხი) :        

       ა) მეტაფორა ;       ბ)გაპიროვნება ;      გ) ჰიპერბოლა ;   დ) ეპითეტი .

 3(1). სად წარმოთქვა ლექსი ,,განთიადი’’ აკაკი წერეთელმა ?

      ა) დიმიტრი ყიფიანის დაკრძალვაზე ;      ბ) საკუთარ საღამოზე;

      გ) ვაჟა-ფშაველას საღამოზე ;                დ) ილია ჭავჭავაძის დაკრძალვაზე .

         

 4(1). რომელ ქვეყანაში ჩავიდა ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოს საგანძურით    

      (ექვთიმე თაყაიშვილი ,,საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი’’) :

      ა) გერმანიაში ;       ბ) ამერიკაში ;        გ) საფრანგეთში ;      დ) რუსეთში  .

 

5(2). აკაკი წერეთლის ,,განთიადში’’ ვკითხულობთ:

          ,,მთაწმინდა ჩაფიქრებულა ,

           შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა ,

           მნათობი სხივებს მაღლით ჰფენს

           თავდადებულის საფლავსა.’’

     ა) რა არის მოხმობილი სტროფის მიზანი ?

     -----------------------------------------------------------------------------------------------------    

     ბ) ვინ მოიაზრება თავდადებულში ?

     -----------------------------------------------------------------------------------------------------

 6(1). რას სთხოვდა ლუვრი საქართველოს ემიგრანტულ მთავრობას (ექვთიმე

      თაყაიშვილი ,,საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი’’) ?

      ---------------------------------------------------------------------------------------------

 7(1). ვისი სურათი გახმაურდა მაგიდაზე (ნიკო ლორთქიფანიძე  ,,გული’’) ?

     ----------------------------------------------------------------------------------------------

 8(1). რა განსაცდელის წინაშე იდგა დედა (ნიკო ლორთქიფანიძე ,,სარეცელზე’’) ?    

     -------------------------------------------------------------------------------------------------

 9(1). რას ითხოვს მამულიშვილი ერთადერთ ჯილდოდ თავგანწირვისა და

      სიყვარულისათვის (აკაკი წერეთელი ,,განთიადი’’) ?

      ------------------------------------------------------------------------------------------------

       

 10(1). დასვით შესაბამისი სასვენი ნიშნები :

       ბიჭებმა ცოტა ხნის წინ თოვლის ბაბუა გააკეთეს

 

 11(1). განმარტეთ რა არის ავტობიოგრაფიული ტექსტი ?

      --------------------------------------------------------------------------------------------------

      --------------------------------------------------------------------------------------------------

 12(4). არსებობს ასეთი გამონათქვამი : ,,რჩეულთა შორის გამორჩეული’’- იმსჯელეთ

       როგორ აისახება ეს სიტყვები გაბრიელ ეპისკოპოსის ცხოვრებისეულ ღვაწლზე .

      ------------------------------------------------------------------------------------------------

      ------------------------------------------------------------------------------------------------

      ------------------------------------------------------------------------------------------------

      ------------------------------------------------------------------------------------------------

      ------------------------------------------------------------------------------------------------

      ------------------------------------------------------------------------------------------------

                                                           

 ტესტის მაქსიმალური ქულა-16.

                                              ქართული ენა და ლიტერატურა

                                                         IX  კლასი

                                                     სტანდარტი

                      III შემაჯამებელი გაკვეთილის სტანდარტთან შესაბამისობა

IX . 6 . მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი ტექსტების გაგება-გაანალიზება ;

გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას შესწავლილ ტექსტში წარმოდგენილ განსხვავებულ თვალსაზრისებზე ;

ამოცნობს და შეაფასებს პერსონაჟის / პერსონაჟების დამოკიდებულებას კონკრეტული გმირის , აღწერილი მოვლენების მიმართ ;

შეაფასებს მხატვრულ ნაწარმოებში წარმოდგენილ კონფლიქტს/მოვლენას ;

IX  . 7. შეფასებს მხატვრულ გამომსახველობითი ხერხების ეფექტიანობას ტექსტში ;

IX  . 8. განმარტავს უცნობი სიტყვების მნიშვნელობას ;

IX  . 9. საკუთარი შეხედულებების/მოსაზრებების დასასაბუთებლად მოჰყავს სათანადო არგუმენტები , გამოკვეთს მხატვრული ტექსტის ძირითად იდეას , ცალკეული ეპიზოდების , მხატვრული დეტალების , პერსონაჟთა ქმედების , მოტივაციის , მათი ხასიათის , გრძნობებისა და მსოფლმხედველობის გათვალისწინებით ;

გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ტექსტში ასახული პრობლემების მიმართ მითითებული  ფორმით ;

IX  . 12. მკაფიოდ აყალიბებს აზრს , იყენებს დაკავშირებისა და თანმიმდევრულობის შესაბამის ხერხებს ;

შემაჯამებელი ტესტური დავალების შეფასების რუბრიკა ქართულ ენაში

შედეგები

1-2 ქულა

დაბალი

3-4 ქულა

საშუალოზე დაბალი

5-6 ქულა

საშუალო

7-8 ქულა

საშუალოზე დაბალი

9-10 ქულა

მაღალი

ინფორმაციის

გახსენებაზე ორიენტირებული

დავალებები

(დახურული კითხვები)

ვერ ფლობს მასალას , შესაბამისად , საერთოდ ვერ პასუხობს უმარტივეს კითხვებს

აფიქსირებს ინფორმაციის ფლობის დაბალ მაჩვენებელს, შესაბამისად, ძნელად პასუხობს უმარტივეს კითხვებს

ფლობს ინფორმაციას, მაგრამ არამყარად

ფლობს ინფორმაციას, მაგრამ ფიქსირდება მცირე უზუსტობები

სრულყოფილად ფლობს ინფორმაციას

ცოდნის სიღრმეზე

ორიენტირებული

დავალებები

(ღია კითხვები)

ვერ პასუხობს

პაუხობს, მაგრამ უშვებს მნიშვნელოვან შეცდომებს

პასუხობს,მაგრამ ვერ ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას

აფიქსირებს საკუთარ მოსაზრებებს,მაგრამ დასაბუთება არამყარია

თითოეული საკითხის მიმართ გააჩნია საკუთარი დასაბუთებული მოსაზრება

წერით სამუშაოებში ცოდნისა და უნარ-ჩვევების

გამომჟღავნების უნარი

ვერ ასრულებს დამოუკიდებლად წერით სამუშაოს

უჭირს დამოუკიდებლად წერით სამუშაოში გამოავლინოს შესაბამისი უნარ-ჩვევა

წერით სამუშაოში გარკვეულ დონეზე აფიქსირებს  დასაბუთებული მსჯელობის ხარისხს

იყენებს წერით უნარ-ჩვევებს , თუმცა არასრულყოფილად ავლენს  მსჯელობისა და არგუმენტირების მაჩვენებელს

მაღალ დონეზე წარმოაჩენს მსჯელობისა და არგუმენტირების უნარს