Published using Google Docs
integrirebuli.docx
Updated automatically every 5 minutes

ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა

მასწავლებელი: რუსუდან მიროტაძე

საგანი: ინგლისური ენა

გაკვეთილის თემა :  DIFFERENT WORLD

კლასი: V

კლასის პროფილი:  26 მოსწავლე, სსსმ მოსწავლე არა.

გაკვეთილის ტიპი: ინტეგრირებული(ბუნება /ინგლისური)

გაკვეთილის მიზანი:

1.მოსწავლემ  გაიაზროს  ეკოსისტემის  ცნება, შეძლოს  ამოიცნოს  გარემოს სხვადასხვა  ბუნებრივი  და  ხელოვნური  ეკოსისტემა

2.მოსწავლემ  შეძლოს  ახალი  ლექსიკური  ერთეულების   საშუალებით  მოცემულ   თემატიკაზე  აგებული  ტექსტის აუდიოჩანაწერის    მოსმენა   და  გაგება

3.მოსწავლემ   შეძლოს   მარტივ  ინტერაქციაში   მონაწილეობა

გაკვეთილის  ბოლოს   მისაღწევი   შედეგი:

1)გაკვეთილის  ბოლოს  მოსწავლეები შეძლებენ  სხვადასხვა  ეკოსისტემების  ამოცნობას

2)ისინი  შეძლებენ  აუდიო  ჩანაწერის  მოსმენას  და  გაგებას

3)მონაწილეობას   მიიღებენ  მარტივ  ინტერაქციაში  

შესაბამისობა სტანდარტთან :


  უცხ..V.2. მოსწავლეს  შეუძლია   მოსმენილი   თხრობითი  ხასიათის   ილუსტრირებული   ტექსტის   გაგება

  უცხ..V.15. მოსწავლემ უნდა შეძლოს მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა

  ბუნ.V.3      მოსწავლემ  უნდა  შეძლოს   ტიპობრივი  ეკოსისტემების  დახასიათება   და   ბიომრავალფეროვნების  შენარჩუნების         მნიშვნელობაზე   მსჯელობა

საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:

აქტივობა

მეთოდი

კლასის ორგანიზების ფორმა

სასწავლო

რესურსი

თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი

დრო

აქტივობა  1

მასწავლებელი ესალმება მოსწავლეებს, აცნობს გაკვეთილის თემას, მიზანს და შეფასების კრიტერიუმებს.

ვერბალური ახსნა

მთელი კლასი

კომპიუტერი, პროექტორი

მოსწავლეები გაეცნობიან გაკვეთილის მიზანს და შეფასების კრიტერიუმებს

3წუთი

აქტივობა  2

 მასწავლებელი მოსწავლეებს თემასთან  დაკავშირებით უსვამს რამდენიმე კითხვას

კითხვა-პასუხი

მთელი კლასი

მოსწავლეები ჩაერთვებიან საგაკვეთილო თემაში და მობილიზებას მოახდენენ თემაზე  და  გაიაქტიურებენ  წინარე  ცოდნას

3წუთი

აქტივობა   3

 მასწავლებელი აკეთებს  პრეზენტაციას   ახალ მასალაზე

მინი ლექცია

მთელი კლასი

კომპიუტერი

პროექტორი

მოსწავლეებისთვის  ახალი  მასალის  ახსნა

5

წთ

აქტივობა   4

1)მოსწავლეები   ითამაშებენ  Guess  game  და  მიცემული აღწერილობებით  გამოიცნობენ   ცხოველებს სხვადასხვა ეკო სისტემებიდან

2)შეასრულებენ   სავარჯიშო  F(p,90) და  დააჯგუფებენ  სიტყვებს  ეკოსისტემების  მიხედვით

მთელი კლასი

კომპიუტერი

  პროექტორი

მოსწავლეებისათვის  თემასთან  დაკავშირებული        ლექსიკური  მარაგის  გააქტიურება   მოსასმენი  მასალის  გაადვილების მიზნით

5წთ

აქტივობა   5

აუდიოჩანაწერის მოსმენა  და   სავარჯიშოების  გაკეთება

Filling gaps  სავარჯიშო    გამოტოვებული    სიტყვების    ჩასმა

       

მოსმენილი ტექსტის  ანალიზი

წყვილებში მუშაობა

 უცხო  სიტყვებისა  და  დამატებითი  ინფორმაციის   ბარათები

მოსმენილი  ტექსტის  გააზრების   შემოწმება  სავარჯიშოების   საშუალებით

10 წთ

აქტივობა  6

True/ false    

მოსმენილი ტექსტის  ანალიზი

წყვილებში მუშაობა

 უცხო  სიტყვებისა  და  დამატებითი  ინფორმაციის   ბარათები

მოსმენილი  ტექსტის  გააზრების   შემოწმება  სავარჯიშოების   საშუალებით

5წთ.

აქტივობა    7

მასწავლებელი  დაყოფს  კლასს  ჯგუფებად  და  მოსწავლეები  მოიფიქრებენ  და  დაუსვამენ  შეკითხვებს  ერთმანეთს  მოცემული  თემის  გარშემო

კითხვა-პასუხი

ჯგუფებში მუშაობა

ფურცლები  მარკერები

ნასწავლი  თემატური  ლექსიკის  პრაქტიკაში  გამოყენება

10წუთი

აქტივობა  8

მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს

შეფასების რუბრიკა

მოსწავლეები შეფასების რუბრიკის დახმარებით მიიღებენ  და განმსაზღვრელ შეფასებას

2

წუთი

აქტივობა 9

მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს საშინაო დავალებას .WB

ინსტრუქცია

მთელი კლასი

2წთ

                 


       შეფასების  ანალიტიკური   სქემა

 

მიმართულება

1-2

3-4

5-6

7-8

9-10

მოსმენა

ვერ ამოიცნობს  მთავარ თემას და ფაქტობრივ ინფორმაციას

ცდილობს  ამოიცნოს თემა და ფაქტობრივი ინფორმაცია

ნაწილობრივ

ამოიცნობს

ამოიცნობს  ფაქტობრივი მასალის უმეტეს ნაწილს

სრულად  ამოიცნობს  და იგებს ფაქტობრივ ინფორმაციას

ლაპარაკი

ვერ ახერხებს  ნასწავლი  ლექსიკისა  და გრამატიკული მასალის  გამოყენებას

საუბრის დროს

ცდილობს ნასწავლი  ლექსიკისა  და გრამატიკული მასალის  გამოყენებას

ნაწილობრივ ახერხებს

უმეტესად ახერხებს  ნასწავლი  ლექსიკისა  და გრამატიკული მასალის  გამოყენებას საუბრის  დროს

  სრულად  და  თავისუფლად  ახერხებს ნასწავლი  ლექსიკისა  და გრამატიკული მასალის  გამოყენებას