Published using Google Docs
703.docx
Updated automatically every 5 minutes

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა

შეფასების შედეგები

მოსწავლის საგნობრივი შეფასება სასწავლო წლის დასაწყისში

                    მოსწავლის   სახელი-გვარი:   703

აკადემიური უნარები

(აფასებსსაგნისმასწავლებელი)

ძლიერიმხარეები

სუსტიმხარეები

წერა

კალამი უჭირავს სწორად/მისთვის მოხერხეულად. შეუძლია გეომეტრიული ფიგურების დახაზვა. წერს საკუთარ სახელს და გვარს. ასოები თანაბარია, იცავს სიტყვებს შორის დისტანციას. შეუძლია დაფიდან ან რვეულიდან გადაწერა, ასევე კარნახით წერა.

კითხვა

ცნობს ანბანის ყველა ასოს.

შედარებით რთულ სიტყვებს კითხულობს მარცვალ-მარცვალ, შემდეგ აერთიანებს სიტყვას.

თხრობა

ნიას შეუძლია საკუთარი თავის შესახებ მოგვაწოდოს შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, ოჯახის წევრების ვინაობა, ასაკი, დაბადების თარიღი, სკოლა და კლასი. ნაცნობი მოთხრობის გადმოსაცემად შეუძლია კითხვებზე პასუხების გაცემა.

უჭირს წაკითხულის გაგება და გადმოცემა.

ანგარიში

საგანთა მწკრივში ასახელებს დიდ და პატარა ნივთს. ესმის ცნებები გრძელი, მოკლე, მაღალი, მძიმე, მსუბუქი. ცნობს და ასახელებს წრეს, სამკუთხედს, კვადრატს. შეუძლია მიმატება 300-ის ფარგლებში, თვალსაჩინოების გამოყენებით.

 არ იცის გამრავლების ტაბულა ბოლომდე. უჭირს 2-3 მოქმედებიანი ამოცანების ამოხსნა.

კოგნიტური (შემეცნებითი) უნარები

(აფასებს სპეცმასწავლებელი ან/და ფსიქოლოგი )

ძლიერიმხარეები

სუსტიმხარეები

აღქმა

  

ყურადღება

მეხსიერება

აზროვნება

მეტყველება

ქცევადაემოცია

კომუნიკაცია

მსხვილი მოტორული უნარები

ნატიფი მოტორული უნარები

ფუნქციური უნარ=ჩვევები (კვება, ჩაცმა-გახდა, ტუალეტი,  საკუთარი ნივთების მოწესრიგება...)

ინტერესები, განსაკუთრებული მიდრეკილებები

საგანმანათლებლო გარემოს  შეფასება

არსებული რესურსები :

საჭირო რესურსები :მარკერები, ბარათები,რვეული, კალამი, დაფა,ცარცი, მარტივი ლაბორატორიული ჭუუჭელი,  კომპიუტერი

   

         კლასი: VII

        საგანი: საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძველი

        მასწავლებლის სახელი-გვარი: თეონა  ჩიტაშვილი

                                          

                                მოსწავლის საგნობრივი შეფასება სასწავლო წლის დასაწყისში  

მოსწავლემ გასული სასწავლო წლის დასასრულს გამოავლინა შემდეგი სასწავლო შედეგი/ები

შედეგის მიღწევას ადასტურებს შემდეგი ინდიკატორი/ები

შედეგის მიღწევას არ ადასტურებს შემდეგი ინდიკატორი/ები

1. 1. ბუნებ. VI 1

მოსწავლეს შეუძლია ნაცნობ ბუნებრივ გარემოში აღწეროს მარტივი კვებითი კავშირები

1. მოსწავლემ შეძლო მარტივი კვებითი ჯაჭვის ცნების განმარტვა

2.ბუნებ. VI 3

მოსწავლეს შეუძლია სხეულის მოძრაობის ტრაექტორიის დახასიათება, მის სიჩქარეზე მსჯელობა.

  

2. მოსწავლემ შეძლო სხეულის მასის ცნების განმარტვა


3. ბუნებ.  VI 8

მოსწავლეს შეუძლია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი მავნე ფაქტორების ამოცნობა.

3. მოსწავლემ შეძლო წითელ ნუსხაში შეტანილი ცხოველების  დასახელება

1. მოსწავლეს გაუჭირდა ჰიგიენის წესების ჩამოთვლა. 

4. ბუნებ. VI 9

მოსწავლეს შეუძლია უსაფრთხო ქცევის წესების დაცვა როგორც ბუნებრივ, ისე ხელოვნურ გარემოში.

4. მოსწავლემ შეძლოს წითელ წიგნში შეტანილი მცენარეებისა და ცხოველების ნახარტების გაკეთება  

5. ბუნ.VI.7.

მოსწავლეს შეუძლია დედამიწაზე სითბოსა და სინათლის განაწილებაზე მსჯელობა.

მოსწავლეს  შედარებით გაუჭირდა გამორჩეული ფორმის პლანეტის დასახლება.


     მასწავლებლის დასკვნა ინდივიდუალური სასწავლო მიზნების საჭიროების თაობაზე

      წინა წლის ბოლოს  მიღწეული შედეგების საფუძველზე მოსწავლე საჭიროებს ახალ სასწავლო პროცესში  ჩაერთოს გამარტივებული პროგრამით, ..  ინდივიდუალური სასწავლო გეგმით.

      მასწავლებლის ხელმოწერა:                                      / თეონა ჩიტაშვილი /

      დირექტორის ხელმოწერა:                                         / ნინო ჯაბანიშვილი /


             ინდივიდუალური სასწავლო  გეგმა

            თარიღი: 20.09.2019

            მოსწავლის სახელი, გვარი:    703

     საგანი: საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლები

     მასწავლებლის სახელი, გვარი: თეონა ჩიტაშვილი

     

        

                მიმართულება :   ფიზიკური  მოვლენები

                გრძელვადიანი მიზანი (სემესტრული)

 ბუნ.VII.8. მოსწავლეს შეუძლია ნივთიერების ატომურ-მოლეკულური სტრუქტურის აღწერა.         

               მოკლევადიანი მიზანი 

1.

მოსწავლეს შეუძლია ისაუბროს ნივთიერების ატომურ-მოლეკულური  აგებულების  შესხებ.       (სექტემბერ- ოქტომბერი)

2.

შეუძლია განასხვაოს  მყარი, თხევადი და აირადი მდგომარეობები მათი თვისებების მიხედვით (მოცულობისა და ფორმის შენარჩუნება) და წარმოადგინოს მოდელის სახით;       (ნოემბერი)

3.

მოსწავლეს შეუძლია დააკვირდეს დიფუზიის მოვლენას  და ისაუბროს მისი როლის შესახებ ბუნებაში და ყოფა ცხოვრებაში, შეუძლია დაასახელოს მაგალითები.               (დეკემბერი)

     

                 სექტემბერ-ოქტომბერი

1

მასწავლებელი მოსწავლეს ესაუბრება ნივთიერების ატომურ- მოლეკულური აგებულების შესახებ და უჩვენებს შესაბამის თვალსაჩინოებას. მოსწავლეს ევალება სახელმძღვანელოში მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია.

სახელმძღვანელო, ილუსტრაცია

2

 მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეს სახელმძღვანელოში მოცემულ სურათზე იპოვოს შაქრის და წყლის მოლეკულები და დაითვალოს თითოეული ნივთიერება რამდენი სახის (ფერის მიხედვით) ატომისგან შედგება და გადმოსცეს ვერბალურად (შაქრის მოლეკულა ბევრი ატომისგან შედგება, წყლის მოლეკულა კი სამი ატომისგან).

სახელმძღვანელო, სურათი

3

მასწავლებელი მოსწავლესთან ერთად მოიძიებს ინფორმაციას კომპიუტერში  მოლეკულების და ატომების   შესახებ და აძლევს მითითებას, მიყვეს  ინსტრუქციას და დამოუკიდებლად გააგრძელოს საქმიანობა.

კომპიუტერი

4

მასწავლებელი მოსწავლეს აძლევს დავალებას ილუსტრაციას, რომელზეც  მოცემულია ნივთიერება, მოლეკულა და ატომი, მოსწავლემ უნდა გაარჩიოს ერთმანეთისგან (ზომის მიხედვით) რომელია ნივთიერება, რომელი მოლეკულა და რომელი ატომი.

ილუსტრაცია

5

მასწავლებლის დავალებით მოსწავლე ნივთიერებას, მოლეკულას და ატომს წარმოადგენს ნახატის სახით.

ფურცელი, ფანქრები

6

მასწავლებელი მოსწავლეს აკითხებს ტექსტს. სთხოვს ყურადღებით წაიკითხოს ტექსტი და რამოდენიმე წინადადებით საკუთარი ინტერპრეტაციით გადმოსცეს ვერბალურად საკითხის ძირითადი არსი. საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელი ეხმარება კითვების საშუალებით.

სახელმძღვანელო, ილუსტრაცია, ფოტო

         ნოემბერი

1

მოსწავლე განასხვავებს მყარ, თხევად და აირად მდგომარეობებს მათი თვისებების მიხედვით (მოცულობისა და ფორმის შენარჩუნება) და  წარმოადგენს მოდელის სახით.  

სახელმძღვანელო

2

მასწავლებელი მოსწავლეს აჩვენებს ფოტოს, სადაც ნაჩვენებია წყალი, ორთლი და ყინული და სთხოვს დაასახელოს თითოეულის აგრეგატული მდგომარეობა.

სახელმძღვანელო, მარტივი ლაბორატორიული ჭურჭელი,

3

 მოსწავლეს ევალება დახატოს ნივთიერება სამ  აგრეგატულ მდგომარეობაში  (წყალი, ორთქლი, ყინული)

სახელმძღვანელო

4

მასწავლებლის დავალებით მოსწავლე ჩამოთვლის მყარ, თხევად და აირად ნივთიერებებს  და განასხვავებს  მათ მოლეკულებს შორის მანძილს.

სახელმძღვანელო

     

 

              დეკემბერი

1

მასწავლებელი აკითხებს დიფუზიის შესახე ტექსტს მოსწავლეს წიგნში და სთხოვს გამოთქვას თავისი აზრი გამონაბოლქვის შესახებ, დიფუზია მხოლოდ სასარგებლოა თუ საზიანოცაა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

სახელმძღვანელო

2

მასწავლებლის დავალებით მოსწავლე აკვირდება დიფუზიის მოვლენას- ჩაის ფერის გავრცელება ცივ და თბილ წყალში (ტემპერატურის გავლენას დიფუზიის სიჩქარეზე)  და პედაგოგის დახმარებით გამოიტანს შესაბამის დასკვნებს: თბილ წყალში ჩაის ფერი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ცივ წყალში.

3

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეს დაააკვირდეს დიფუზიის მოვლენას და ისაუბროს მისი როლის შესახებ ბუნებაში და ყოფა-ცხოვრებაში, მაგალითად როგორ ვრცელდება სუნამოს სუნი ოთახში ან საჭმლის სამზარეულოში სადილის მომზადებისას.

ბარათები

4

მასწავლებელი  ატარებს ცდას და სთხოვს მოსწავლეს დააკვირდეს  დიფუზიის მოვლენას სითხეებში და მასთან ერთად გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები;  ასხამს ჭიქაში წყალს, ჩაუშვებს ჩაის პაკეტს, 1-2 წუთის შემდეგ წყალი პაკეტის ახლოს შეფერადდა, შემდეგ თანდათან ეს ფერი გავრცელდა მთელ ჭიქაში, ეს ცდა გვიჩვენებს დიფუზიის მოვლენას სითხეებში.

სახელმძღვანელო, რვეული, კალამი, ჩაის ფერი, ჭიქა, წყალი.

 

      

     

                              








                

ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მონიტორინგი

მოკლევადიანი მიზნები

თვე

1

თვე

2

თვე

3

1

   მოსწავლეს შეუძლია ისაუბროს ნივთიერების ატომურ-მოლეკულური  აგებულების  შესხებ.    (სექტემბერ- ოქტომბერი)

ძლიერი მხარე:                                                                     მოსწავლემ  შეძლო   საუბარი  ნივთიერების ატომურ-მოლეკულური  აგებულების შესახებ.  შეუძლია დასახელება აგრეგატული მდგომარეობების.  

სუსტი მხარე:  მოსწავლეს  უჭირს  დამოუკიდებლად მუშაობა. ვერ ანსხვავებს მყარ, თხევად და აირად მდგომარეობებს  მათი თვისებების მიხედვით (მოცულობისა და ფორმის შენარჩუნება).    საუბრობს დაბალი ხმით.

2

    შეუძლია განასხვაოს  მყარი, თხევადი და აირადი მდგომარეობები მათი თვისებების მიხედვით (მოცულობისა და ფორმის შენარჩუნება) და წარმოადგინოს მოდელის სახით;       (ნოემბერი)


ძლიერი მხარე:   მოსწავლემ შეძლო მყარი, თხევადი და აირადი მდგომარეობების განსხვავება.

სუსტი მხარე:  უჭირს აგრეგატული მდგომარეობების  განსხვავება მათი თვისებების მიხედვით (მოცულობისა და ფორმის შენარჩუნება) და  მოდელის  სახით  წარმოდგენა;

3

  მოსწავლეს შეუძლია დააკვირდეს დიფუზიის მოვლენას  და ისაუბროს მისი როლის შესახებ ბუნებაში და ყოფა ცხოვრებაში, შეუძლია დაასახელოს მაგალითები.      (დეკემბერი)

ძლიერი მხარე:   მოსწავლემ  მეტ-ნაკლებად შეძლო   დიფუზიის მოვლენაზე  საუბარი.

სუსტი მხარე:  თუმცა უჭირს  ისაუბროს მისი როლის შესახებ ბუნებაში და ყოფა- ცხოვრებაში, მასწავლებლის გარეშე უჭირს აგრეთვე  მაგალითების დასახელება.  

               მიმართულება: ქიმიური მოვლენები

               გრძელვადიანი მიზანი (სემესტრული)

                 

                 მიმართულება: ცოცხალი სამყარო              

                გრძელვადიანი მიზანი (სემესტრული)

ქიმ. VII.11.12.13 მოსწავლემ   შეძლოს მარტივ ცდებზე დაკვირვება, უსაფრთხოების წესების დაცვა, მარტივი მაგალითების მოყვანა  ფიზიკურ და ქიმიურ მოვლენებზე  ყოფა-ცხოვრებიდან. 

              

                   

ბუნ.VII. 6.7.  მოსწავლეს შეუძლია გაიგოს ცოცხალი სამყაროს მრავალფეროვნებისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის შესახებ.

    

                                მოკლევადიანი მიზანი 

1

მოსწავლემ შეძლოს ცდის პროცესში დააკვირდეს ფიზიკური და ქიმიური მოვლენების გარეგნულ ნიშნებს.   მოსწავლემ შეძლოს მარტივი ცდის ჩატარება და დააკვირდეს ქიმიური რეაქციის შედეგად ახალი ნივთიერების წარმოქმნას.  (იანვარ-თებერვალი)

2

მოსწავლემ შეუძლოს ყოფა-ცხოვრებაში გამოყენებული მჟავების და ტუტეების დასახელება, ყოფა-ცხოვრებაში მჟავების გამოყენების მარტივი მაგალითების დასახელება  ( ძმარი, ხილის წვენი, წამლები...) მოსწავლემ  შეუძლოს  ჩამოთვლა  წვისა და ჟანგვის მაგალითების ( მარტი)

3

 მოსწავლემ უნდა შეძლოს: ორგანიზმების (მცენარეებისა და ცხოველების) ამოცნობა და მათ  გარეგნულ ნიშან-თვისებებზე საუბარი. მოსწავლემ შეძლოს ამოიცნოს ცხოველები და მცენარეები და დაასახელოს მათი სიცოხლის ხანგრძლივობა.        (აპრილი)

4

მოსწავლემ შეძლოს ამოიცნოს ერთწლიანი(ხორბალი,მზესუმზირა, კარტოფილი) და მრავალწლიანი (ბუჩქები, მარწყვი, ჟოლო, მარადმწვანე მცენარეები...)  მცენარეები.  მოსწავლემ შეძლოს ამოიცნოს და ერთმანეთისგან განასხვაოს  ორგანიზმები   (სოკოები, წყალმცენარეები, ხავსები, გვიმრები, ყვავილოვანი მცენარეები)  მოსწავლემ შეძლოს გაიგოს, რომ შესაძლებელია საკვები პროდუქტების  გაფუჭება/ლპობა, წყლის დაბინძურება და გასუფთავება       (მაის-ივნისი)

     იანვარ-თებერვალი

                    მიზნის  შესაბამისი   აქტივობები 

რესურსი

1

  მოსწავლე მასწავლებლის მითითებით აკვირდება გაკვეთილის სათაურს (გაკვეთილი შეეხება ბუნებაში მომხდარ ცვლილებებს), მოსწავლეს ევალება ივარაუდოს რაზე შეიძლება იყოს საუბარი ტექსტში. იმ შემთხვევაში თუ მოსწავლეს უჭირს სათაურის გარშემო საუბარი მასწავლებელი აწვდის მას ვიზუალურ მასალას, რომელიც დაეხმარება პასუხის ჩამოყალიბებაში. მოსწავლე ილუსტრაციებზე დაყრდნობით ივარაუდებს რაზე შეიძლება იყოს ტექსტში საუბარი. ტექსტის შინაარსზე დაკვირება: მასწავლებელი მოსწავლეს ტექსტის შინაარსის ზუსტად წვდომისთის სახელმძღვანელოში ფერადი ფანქრით მოუნიშნავს  ძირითად ინფორმაციას, სთხოვს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს მას. ტექსტის წაკითხვის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეს აჩვენებს ფოტოებს, რომლებზეც გამოსახულია ქიმიური და ფიზიკური მოვლენები, მოსწავლეს ევალება განასხვაოს სიტყვიერად  რომელია  ფიზიკური და ქიმიური  მოვლენები.

სახელმძღვანელო,  ილუსტრაციები,  რვეული, კალამი, ფურცელი

2

მასწავლებელი მისწავლეს აძლევს ოთხ ცალ ბარათს და ეუბნება, რომ ერთ-ერთ ბარათზე ის მოვლენაა გამოსახული, რომელზეც გაკვეთილშია საუბარი, მოსწავლეს ევალება წაიკითხოს ტექსტი და მიუსადაგოს შესაბამისი ბარათი. მასწავლებელი მოსწავლეს აძლევს დავალებას თავად მოიფიქროს ფიზიკური მოვლენები და დახატოს, შემდეგ კი წარმოადგინოს კლასის წინაშე და რამდენიმე სიტყვით ისაუბროს ამ ფიზიკური მოვლენის შესახებ.

 სახელმძღვანელო,  ბარათები, კალამი,ფერადი ფანქრები, ფურცლები

 

3

მასწავლებელი მოსწავლეს აძლევს სახლში შესასრულებელ პრაქტიკულ დავალებს, დაწვას სანთელი და  დააკვირდეს წვის დროს მიმდინარე პროცესებს. მაგალითად: სითბოს გამოყოფა, სინათლის გამოყოფა..  მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეს ყურადღებით  მოუსმინოს  და ინფორმაციის გასამყარებლად მიიღოს მონაწილეობა მასწავლებლის მიერ ჩატარებულ ცდაში, აიღოს ასანთის ღერები, ერთი გადატეხოს შუაზე, ერთი დაწვას, მოსწავლე  ცდის პროცესში დააკვირდეს    ფიზიკური და ქიმიური მოვლენების გარეგნულ ნიშნებს, მონაცემები  წარმოადგინოს ცხრილის სახით.

სახელმძღვანელო, რვეული, კალამი,  მარტივი ლაბორატორიული ჭურჭელი

4

მასწავლებელი მოსწავლესთან ერთად ატარებს მარტივ ცდებს (სანთლის დაწვა, ასანთის წვა, შაქრის წვა) მოსწავლე  აკვირდება ცდის პროცესს და ცდილობს აღწეროს  ის ცვლილებები რაც ახლავს ცდის მიმდინარეობას.

სანთელი, ასანთი, შაქარი,  ცარცი, მარტივი ლაბორატორიული ჭურჭელი,

5

მასწავლებელი მოსწავლეს აძლევს ინსტრუქციას, მოიყვანოს ყოფითი ცხოვრებიდან  წვის და ჟანგვის მაგალითები. მაგ; შეშის წვა,რკინის ჟანგვა...  მასწავლებელი მოსწავლეს აძლევს ბარათებს, სადაც ნაჩვენებია წვის და ჟანგვის რეაქციები. მოსწავლეს ევალება ცალ-ცალკე დააწყოს ისინი.

6

მასწავლებელი მოსწავლეს ზეპირად ჩამოათვლევინებს იმ ცვლილებებს რომელიც მიმდინარეობს: ნამცხვრის ცხობისას, საჭმლის მომზადებისას, პურის ცხობისას.

ბარათები

    

                    

                    მარტი

მიზნის შესაბამისი აქტივობები  

რესურსი

1

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეს მოიფიქროს სადილის მოსამზადებლად საჭირო ნივთიერებები (ინგრედიენტები). იმ შემთხვევაში თუ მოპსწავლეს უჭირს საკითხის შესახებ საუბარი მასწავლებელი აწვდის მას ვიზუალურ ბარათებს, სადაც ნივთიერებებია გამოსახული.  მასწავლებელი მოსწავლე აძლევს ბარათებს, რომლებზეც გამოსახულია: სოდა, ძმარი, ლიმონმჟავა, მარილი, ცარცი, სანელი, რეზინი, შაქარი, საფუარი... მოსწავლეს ევალება გადახაზოს ის ნივთიერებები, რომლებიც არ გამოდგება საჭმლის დასამზადებლად.

ბარათები

2

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეს ჩამოთვალოს მისთვის ნაცნობი ხილი, როლებსაც მჟავე გემო აქვს;  დახმარებისთვის მასწავლებელი აწვდის ხილის  სათამაშო ნიმუშებს, მოსწავლეს ევალება გამოყოს ის ხილი, რომელსაც აქვს მჟავე გემო. მაგ.: ვაშლი, ლიმონი, ალუჩა, ფორთოხალი.....  მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეს გაიხსენოს და დაახასიათოს სოდა, ძმარი  და მარილი  გემოს მიხედვით. იმ შემთხვევაში თუ მოსწავლე ვერ ახერხებს პასუხის გაცემას მასწავლებელი ვიზუალურად აჩვენებს ამ ნივთიერებებს და კითხვების საშუალებით ეხმარება პასუხის გაცემაში.

სასკოლო ლაბორატორია, ხილის ნიმუშები

3

მასწავლებელი მოსწავლეს  აწვდის ინფორმაციას მარტივი სიტყვებით, ჟანგვის პროცესის შესახებ და აჩვენებს თვალსაჩინოებას დაჟანგული რკინის ფირფიტას.  მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეს მოიფიქროს სად შეხვედრია ყოფა- ცხოვრებაში ჟანგვის რეაქციები და დააასახელოს  რომელი საყოფაცხოვრებო ნივთები იჟანგება. მასწავლებელი მოსწავლეს უკითხავს ტექსტს წვის  შესახებ, მოსწავლემ უნდა მოიფიქროს მაგალითი სად შეხვედრია წვის პროცესი ყოფით ცხოვრებაში (გაზქურა, შეშა-კოცონი, სანთელი...)

სახელმძღვანელო, რკინის ფირფიტა, სახელმძღვანელო. საწერი კალამი.

4

მასწავლებელი აძლევს მოსწავლეს ბარათებს, რომელზეც  ნაჩვენებია გამაფრთხილებელი ნიშნები მოსწავლემ ზეპირად უნდა დაასახელოს თითოეული გამაფრთხილებელი ნიშანი. მაგ: მომწამლავი ნივთიერების, ადვილად აალებადი ნივთიერებების. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეს დაასახელოს რომელი უსაფრთხოების ნორმები უნდა დაიცვას:  სპირტის წვის დროს, ქარალდის წვის დროს, ყინულზე სიარულისას...  მასწავლებელი მოსწავლეს აძლევს ფურცელზე დაწერილ კითხვებს წვისა და ჟანგვის შესახებ. სადაც მოცემულია ორი სავარაუდო პასუხი, მოსწავლეს ევალება შემოხაზოს რომელი მათგანია სწორი.

ბარათები,  ფურცლები, კალამი

         

                აპრილი

მიზნის შესაბამისი აქტივობები

რესურსი

1

მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით  ჩამოთვლის  ფოთლოვან მცენარეებს და ამოარჩევს მათ საერთო სურათებიდან. მასწავლებელი მოსწავლეს აჩვენებს ილუსტრაციებს და მოსწავლემ უნდა ამოიცნოს მცენარეები და ცხოველები. მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით ჩამოთვლის ხმელეთის  და წყლის ცხოველებს.

სურათები, ილუსტრაციები, ბარათები

2

მასწავლებელი აძლევს მოსწავლეს ბარათებს, სადაც დასახელებულია ცხოველები. მოსწავლემ მასწავლებლის დახმარებით უნდა დაასახელოს ცხოველების  სუნთქვის ორგანოები. მოსწავლემ მასწავლებლის დახმარებით უნდა ჩამოთვალოს მარადმწვანე და ფოთოლცვენია მცენარეები. მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით  ჩამოთვლის მცენარეებისა   და ცხოველების   გარეგნულ ნიშან-თვისებებს;

ფურცელი, კალამი, ფურცლები

3

მასწავლებელი აძლევს მოსწავლეს დავალებას სახელმძღვანელოში მოიპოვოს ინფორმაცია სხვადასხვა ორგანიზმის სასიცოცხლო ციკლის ხანგრძლივობასა და ეტაპების შესახებ და შეადაროს ისინი ერთმანეთს  (მაგ., ერთწლოვანი და მრავალწლოვანი მცენარეები, მწერები, ამფიბიები),  მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით მოიძიებს ინფორმაციას  ზოგიერთი ინდივიდის სასიცოცხლო ციკლის გარემოსთან შეგუების შესახებ და პასუხობს კითხვებს რა განსხვავებაა  კვერცხისმდებელ და ”ცოცხალმშობიარე”  ქვეწარმავლებს შორის

სახელმძღვანელო, რველი, კალამი

4

მასწავლებელი მოსწავლეს აძლევს ფურცელზე დაწერილ კითხვებს, რომლებიც ეხება ცოცხალი სისტემის  ზოგად ნიშნებს- მაგ: რის დახმარებით სუნთქავს თევზი?     მოსწავლემ  წერილობით უნდა უპასუხოს   მოცემულ კითხვებსა და ჩამოწეროს მხოლოდ ცოცხალი სისტემის   ძირითადი კრიტერიუმები. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეს  სახელმძღვანელოში მოიძიოს ერთწლიანი და მრავალწლიანი მცენარეები და ჩამოწეროს ცალ-ცალკე.

სახელმძღვანელო, რველი, კალამი, კითხვების ფურცელი

           

        მაის-ივნისი

მიზნის შესაბამისი აქტივობები

რესურსი

1

მასწავლებელი უსახელებს მოსწავლეს ცოცხალ ორგანიზმებს და სთხოვს დაყოს ისინი  ჯგუფებად და ჩაწეროს წინასწარ გამზადებულ  ცხრილში. მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით მოიძიებს ინფორმაციას კომპიუტერში  სოკოებზე, წყალმცენარეებზე, ხავსებზე, გვიმრებზე, ყვავილოვან მცენარეებზე.   ამოიწერს მოკლე ინფორმაციას ერთ-ერთ მათგანზე და მოუყვება მის შესახებ თანაკლასელებს, საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელი ეხმარება კითხვების საშუალებით.

ფურცელი, ცხრილი, კალამიკომპიუტერი, კალამი, რვეული,

2

მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით ილუსტრაციაზე ამოიცნობს და ერთმანეთისგან განასხვავებს  ორგანიზმებებს (სოკოები, წყალმცენარეები, ხავსები, გვიმრები, ყვავილოვანი მცენარეები)  მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით პასუხობს კითხვას: რომელი ნიშნებია გადამწყვეტი მცენარეების სხვა ცოცხალი არსებებისგან გამოსარჩევად?

ილუსტრაციები

3

მასწავლებელი აძლევს მოსწავლეს ტექსტს ადამიანებისათვის მიკროორგანიზმების დადებით და უარყოფით მნიშვნელობაზე (მაგ., საკვები პროდუქტების წარმოება და მათი გაფუჭება/ლპობა, წყლის დაბინძურება- გასუფთავება) და სთხოვს წაიკითხოს  და ვერბალურად გასცეს პასუხები მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვებს

სახელმძღვანელო

4

მასწავლებელი სთხოვს  მოსწავლეს მოიძიოს ინფორმაცია ვაზის მავნებელ მწერ ფილოქსერაზე კომპიუტერის დახმარებით და წარმოადგინოს  მოძიებული ინფორმაცია პრეზენტაციის სახით. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეს მოიფიქროს მაგალითები ყოფა-ცხოვრებიდან   სადაც იყენებენ ბაქტერიებს (კვების პროდუქტებში) და ჩაწეროს რვეულში.

კომპიუტერი, რვეული, კალამი

5

 მასწავლებლის დავალებით მოსწავლე ისტ-ის გამოყენებით მოიძიებს ინფორმაციას წითელ წიგნში შეტანილ ცოცხალ  ორგანიზმებზე და საუბრობს მათ შესახებ კლასის წინაშე.

რვეული, კალამი,კომპიუტერი

6

მასწავლებელი მოსწავლეს აკითხებს ტექსტს წითელ წიგნში შეტანილ ცოცხალ ორგანიზმებზე და სთხოვს უპასუხოს კითხვას: რა არის ცოცხალი ორგანიზმების რაოდენობის შემცირების მიზეზი. მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით პასუხობს კითხვას: რაში გვეხმარებიან ჩვენ ორგანიზმში მცხოვრები ბაქტერიები.

სახელმძღვანელო

  

 

              ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მონიტორინგი

მოკლევადიანი მიზნები

თვე

1

თვე

2

თვე

3

თვე

4

1

მოსწავლემ შეძლოს ცდის პროცესში დააკვირდეს ფიზიკური და ქიმიური მოვლენების გარეგნულ ნიშნებს.   მოსწავლემ შეძლოს მარტივი ცდის ჩატარება და დააკვირდეს ქიმიური რეაქციის შედეგად ახალი ნივთიერების წარმოქმნას.  (იანვარ-თებერვალი)

ძლიერი მხარე:  მოსწავლეს ყოველთვის აქვს წიგნი და რვეული, მოსწავლემ  შეძლო   საუბარი ფიზიკურ და ქიმიურ მოვლენებზე 

სუსტი მხარე:  მოსწავლეს  უჭირს ფიზიკური და ქიმიური მოვლენების გარეგნული ნიშნების განსხვავება  დამოუკიდებლად.  არ იჩენს ინიციატივას გაკვეთილზე, არ აქტიურობს.

2

მოსწავლემ შეუძლოს ყოფა-ცხოვრებაში გამოყენებული მჟავების და ტუტეების დასახელება, ყოფა-ცხოვრებაში მჟავების გამოყენების მარტივი მაგალითების დასახელება  ( ძმარი, ხილის წვენი, წამლები...) მოსწავლემ  შეუძლოს  ჩამოთვლა  წვისა და ჟანგვის მაგალითების ( მარტი)

ძლიერი მხარე:  მოსწავლეს ყოველთვის აქვს წიგნი და რვეული, მოსწავლემ  შეძლო   ყოფა-ცხოვრებაში მჟავების გამოყენების მარტივი მაგალითების დასახელება.

სუსტი მხარე:  მოსწავლეს  უჭირს  წვისა და ჟანგვის მაგალითების ჩამოთვლა დამოუკიდებლად.  არ იჩენს ინიციატივას გაკვეთილზე, არ აქტიურობს.

3

მოსწავლემ უნდა შეძლოს: ორგანიზმების (მცენარეებისა და ცხოველების) ამოცნობა და მათ  გარეგნულ ნიშან-თვისებებზე საუბარი. მოსწავლემ შეძლოს ამოიცნოს ცხოველები და მცენარეები და დაასახელოს მათი სიცოხლის ხანგრძლივობა.        (აპრილი)

ძლიერი მხარე:  მოსწავლემ შეძლო მცენარეების და ცხოველების ამოცნობა

სუსტი მხარე:  მოსწავლეს  უჭირს ცხოველების და მცენარეების გარეგნულ ნიშან-თვისებებზე საუბარი და მათი სიცოცხლის ხანგრძლივობის დასახელება.

4

მოსწავლემ შეძლოს ამოიცნოს ერთწლიანი(ხორბალი,მზესუმზირა, კარტოფილი) და მრავალწლიანი (ბუჩქები, მარწყვი, ჟოლო, მარადმწვანე მცენარეები...)  მცენარეები.  მოსწავლემ შეძლოს ამოიცნოს და ერთმანეთისგან განასხვაოს  ორგანიზმები   (სოკოები, წყალმცენარეები, ხავსები, გვიმრები, ყვავილოვანი მცენარეები)  მოსწავლემ შეძლოს გაიგოს, რომ შესაძლებელია საკვები პროდუქტების  გაფუჭება/ლპობა, წყლის დაბინძურება და გასუფთავება       (მაის-ივნისი)

ძლიერი მხარე:  მოსწავლემ შეძლო ამოიცნობა ერთწლიანი(ხორბალი, მზესუმზირა,  კარტოფილი) და მრავალწლიანი (ბუჩქები, მარწყვი, ჟოლო, მარადმწვანე მცენარეები...)  მცენარეები.    მოსწავლემ შეძლო  გაგება, რომ შესაძლებელია საკვები პროდუქტების  გაფუჭება/ლპობა, წყლის დაბინძურება და გასუფთავება.

სუსტი მხარე:  მოსწავლეს უჭირს    ამოცნობა  და ერთმანეთისგან განსხვავება  ორგანიზმების   (სოკოები, წყალმცენარეები, ხავსები, გვიმრები, ყვავილოვანი მცენარეები)