პროექტის გეგმა მათემატიკაში
პროექტის ჩატარების დღე : 31/10/2017
სკოლა : მუხურის თემის საჯარო სკოლა
მასწავლებელი : მანანა ცირდავა
საგანი : მათემატიკა
სწავლების საფეხური : საშუალო, მე-11 კლასი
მოსწავლეთა პროფილი : 28
კლასში მყავს ერთი სსსმ მოსწავლე .
განხორციელების ვადა: სამი კვირა
თემა: „პერიოდული პროცესები მათემატიკასა და ბუნებაში“
თემის შინაარსი: მოსწავლეები სწავლობენ და იკვლევენ პერიოდულ პროცესებს სხვადასხვა სფეროში: მათემატიკაში, ხელოვნებაში, ასტრონომიაში, ქიმიაში და ბიოლოგიაში.
მიზანი/შედეგი : მოსწავლეს განუვითარდეს კვლევის, ინფორმაციის მოძიების, ანალიზის, ურთიერთთანამშრომლობის, საგნებს შორის კავშირის დამყარების, ტრანსფერის და კრიტიკული აზროვნების უნარი.
ეროვნული სასწავლო გეგმიდან:
XI. 5. მოსწავლეს შეუძლია ფუნქციებისა და მათი თვისებების გამოყენება რეალური ვითარების მოდელირებისას.
XI. 6. მოსწავლეს შეუძლია გრაფიკული, ალგებრული მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენება ფუნქციის / ფუნქციათა ოჯახის თვისებების შესასწავლად.
მოსწავლეების ამოცანები :
მოსწავლეები მათემატიკიდან თეორიულად სწავლობენ ფუნქციათა პერიოდულობას და მის თვისებებს. ამის შემდეგ მოსწავლეთა ამოცანაა მოიძიონ და გამოიკვლიონ სად გვხვდება პერიოდული პროცესები ამისთვის გამოიყენებენ ნასწავლ საკითხებს სხვადასხვა საგნებიდან: მათემატიკიდან, ასტრონომიიდან, ქიმიიდან, ბიოლოგიიდან და ხელოვნებიდან. ტექნოლოგიების გამოყენებით შეძლებენ „Powerpoint’ -ში პრეზენტაციის გაკეთებას.
პროექტის მსვლელობა: კლასი დაიყო ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფს მიეცა დავალება. მოეძიათ პერიოდული პროცესები სხვადასხვა სფეროში, ამისათვის მათ ჰქონდათ სამი კვირა, პერიოდულად ვუწევდი მონიტორინგს მათ მუშაობას.
სსმ მოსწავლე დავაკავშირე ერთ-ერთ ჯგუფთან, სადაც მას მიეცა შესაფერისი დავალება
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეძლებენ ისტ. ტექნოლოგიების გამოყენებით პრეზენტაციების გაკეთებას. მათ ირგვლივ მდებარე შენობა-ნაგებობებიდან, ქსოვილებიდან სხვადასხვა სამშენებლო მასალებიდან პერიოდულობის ამოცნობას.ასევე სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებში შეძლებენ პერიოდული შუალედების დადგენას.
გაკვეთილზე გამოყენებული მეთოდები / სტრადეგიები:
შესავალი, მინი პრეზენტაცია, კითხვა-პასუხი, Slideshow , შეფასება.
ორგანიზაციული ფორმა : ჯგუფური
შეფასება: განმავითარებელი
სასწავლო რესურსები: Google -დან მოძიებული ლიტერატურა, მათემატიკის, ასტრონომიის, ქიმიის , ბიოლოგიის სახელმძგვანელოები , ფლიფჩარტის ქაღალდი,შენობა-ნაგებობები, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები,კომპიუტერი, პროექტორი, ფოტო და ვიდეოკამერა.
სხვა რესურსები: მოწვეული სტუმრები, პედაგოგები
პროექტის ხელმძღვანელი: მანანა ცირდავა