Published using Google Docs
თემატური გრგმა მე-11 კლასი (ბიოლოგია II სემესტრი)
Updated automatically every 5 minutes

თემატური გეგმა მე-11 კლაის (ბიოლოგია II სემესტრი)

პედაგოგი : ქეთევან ტალახაძ

შესასწავლი თემა

IV თავი ევოლუცია

შესასწავლი მასალა

შეხედულებები ცოცხალი სამყაროს ევოლუციის შესახებ: დარვინის ევოლუციური თეორია. დარვინის მოძღვრება ხელოვნურ და ბუნებრივ გადარჩევაზე.  

ევოლუციის სინთეზური თეორია. პოპულაცია. სახეობა. მიკროევოლუციის მამოძრავებელი ფაქტორები: მუტაციური პროცესი, გენთა დრეიფი, გენთა ნაკადი, იზოლაცია, ბუნებრივი გადარჩევა. ბუნებრივი გადარჩევის ფორმები (მასტაბილიზებელი, მამოძრავებელი). მიკროევოლუციის საბოლოო შედეგი: შეგუებულობა, ახალ სახეობათა წარმოქმნა. მაკროევოლუცია და მისი დამამტკიცებელი საბუთები (ემბრიოლოგიური, პალეონტოლოგიური). ჰეკელ-მიულერის ბიოგენეტიკური კანონი.

ევოლუციის მიმართულებები: აროგენეზი, ალოგენეზი და კატაგენეზი (ანუ ზოგადი დეგენერაცია). ევოლუციის კანონზომიერებები (დივერგენცია, კონვერგენცია).

სასწავლო შედეგი რომელსაც გვინდა რომ მივაღწიოთ

ბიოლ.XI.7. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს ევოლუციის კონცეფცია ორგანული

სამყაროს მრავალფეროვნების  და მასში მიმდინარე ცვლილებების ასახსნელად.

საკვანძო კითხვები

  • რა განსხვავებაა ლამარკიდა და დარვინის ევოლუციურ მოძღვრებებს შორის?
  • რა განსხვავებაა სახეობასა და პოპულაციას შორის?
  • რა როლს ასრულებს კონბინაციური ცვალებადება ევოლუციურ პროცესში?
  • რა  სახის გადარჩევა უდევს საფუძვლად ხელოვნურ გადარჩევას, რომელსაც ადამიანი იყენებს ცხოველების და მცენარეების მოშენებისას?
  • რა უპირატესობა გააჩნია ტანდაყოლილ ქცევას შეძენილთან შედარებით?
  • რა განსხვავებაა მაკრო და მიკრო ევოლუციას შორის?
  • დაახასიათეთ ევოლუციის თითოეული მიმართულება?

მკვიდრი წარმოდგენები

მოსწავლეს შეუძლია ჩამოთვალოს კონკურენციის მაგალითები და იმსჯელოს ევოლუციის შედეგების შესახებ. ასახელებს ევოლუციის თეორიის ძირითად არგუმენტებს და კონტრარგუმენტებს. მოიპოვებს ინფორმაციას და წარმოადგენს კულტურულ მცენარეთა და შინაურ ცხოველთა ადგილობრივი ჯიშების შესახებ.

შეფასების კრიტერიუმები

 მოსწავლე ჩამოთვლის კონკურენციის მაგალითებს  ყოფა-ცხოვრებაში. მსჯელობს ბუნებრივ და ხელოვნურ გადარჩევაზე და მათ როლზე ევოლუცირ პროცესში. მსჯელომს ადაპტაციის ფორმებზე და ორგანიზმის შეგუებულობებზე გარემო პირობებთან. მოჰყავს აროგენეზის, ალოგენეზის და კატაგენეზის მაგალითები.

შეფასების კრიტერიუმების მიღწევის ინდიკატორები

მოზნობრივად შერჩეული დავალებების შესრულება. პარაგრაფის ბოლოს მოცებული დავალებების შესრულება. კითხვებზე პასუხი.

კომპლექსური დავალებები

მოიპოვებს მასალას კულტურული მცენარეებისა და შინაური ცხოველების წარმოშობის კერების და მათი გავრცელების ისტორიის შესახებ, ამზადებს რეფერატს;

შესასწავლი თემა

V თავი ეკოლოგია

შესასწავლი მასალა

ეკოლოგია. ეკოლოგია და ეკოსისტემები, კვებითი ურთიერთობები: კვებითი ჯაჭვები და კვებითი ქსელები, კვებითი ურთიერთობები: მასის და რიცხობრიობის პირამიდები.

პოპულაციის რიცხობრიობაზე მოქმედი ფაქტორები, გახრწნა - ბუნებრივი პროცესი. ნახშირბადის მიმოცვლა, აზოტის მიმოცვლა, ადამიანის პოპულაციის ზრდა. ადამიანი და გარემო: ატმოსფეროს, წყლის და ნიადაგის დაბინძურება,  ადამიანის  დადებითი მოქმედება  გარემოზე: ბუნების დაცვა, ადამიანის მიერ ეკოსისტემების მართვა: მეთევზეობის მეურნეობა, მებაღეობა, პარაზიტების კონტროლი.

სასწავლო შედეგი რომელსაც გვიმდა რომ მივაღწიოთ

ბიოლ.XI.9.მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს ეკოლოგიური ფაქტორების მნიშვნელობა ეკოსისტემების ფორმირებისათვის და იმსჯელოს გარემოსდაცვით პრობლემებზე.

ბიოლ.XI.8.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ეკოსისტემაში მიმდინარე ნივთიერებათა მიმოქცევის და ენერგიის ცვლის პროცესები.

 

საკვანძო კითხვები

  • რომელ ნივთიერებას გადაეცება  მცენარეულ უჯრედში ფიტოქრომის სიგნალი სიბნელისა და სინათლის მონაცვლეობის შესახებ?
  • დაასახელე ბიოტური ურთიერთობების ფორმები და მოიყვანე კონკრეტული მაგალითები
  • შექმენი მარტივი კვებითი ჯაჭვი.
  • დაასახელე ორგანიზმში ქიმიური ორგანიზმში ენერგიის ელექტრონულ ენერგიად გარდაქმნის მაგალითი
  • დაასახელე ნახშირბადის ნაერთები, რომლებსაც ბიოტური და აბიოტური ნაწილი შეიცავს.
  • რა სახით აღწევს  აწოტი მცენარის ორგანიზმში
  • როგორ იცვლება წყალსატევებში ჟანგბადის რაოდენობა მასში ცხელი ჩამდინარე წყლის გავნენით.

 

მკვიდრი წარმოდგენები

მოსწავლე ასახელებს მაგალითებს ეკოსისტემაში ორგანიზმების თანაარსებობის ფორმებს (მაგ., სიმბიოზი, შეჯიბრი, პარაზიტიზმი) და მსჯელობს მათ შორის განსხვავებაზე. მოსწავლეს შეუძლია შეადგინოს მარტივი კვებითი ჯაჭვი და დაასახელოს თითოეული რგოლი. განასხვავებს ერთმანეთისგან ბიომასის და რიცხვით პირამიდას.

შეფასების კრიტერიუმები

მოიძიებს და აანალიზებს მონაცემებს ბუნებრივი პირობების მრავალფეროვნების შესახებ და ვარაუდობს თუ როგორი სასიცოცხლო ფორმები შეიძლება არსებობდეს კონკრეტულ ეკოსისტემაში;

აგროვებს ინფორმაციას ლოკალურ ეკოსისტემაზე ანთროპოგენური ფაქტორების ზემოქმედების შესახებ, მასალას წარმოადგენს რეფერატის, ფოტომასალის ან ჩანახატების სახით, გამოთქვამს მოსაზრებას ამ პრობლემის თავიდან აცილების გზების შესახებ;

აანალიზებს გარემოს დაბინძურების შედეგად წარმოქმნილ რისკებს, ასახელებს მაგალითებს. დიაგრამებისა და/ან ცხრილების დახმარებით ასაბუთებს დაბინძურების უარყოფით ზეგავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე, ველური სახეობების გავრცელებაზე და სხვა;

შეფასების კრიტერიუმის მიღწევის ინდიკატორი

წერს რეფერატს, წარმოადგენს ფოტომასალას ან  ჩანახატებს. წერს კითხვებზე პასუხს. ინფორმაციის მოძიება. ფოტომასალების და რეფერატის განხილვა.

კომპლექსური დავალებებლ

რეფერატის დამუშავება. მრავალფეროვანი ცხრილების შევსება.

შესასწავლი თემა

VI თავი ადამიანი და მიკროორგანიზმები

შესასწავლი მასალა

ჯანმრთელობა და დაავადება. პათოგენები -   დაავადებების გამომწვევები. ბაქტერიები. სოკოები, ჭიები - დაავადების გამომწვევები. დაავადებების პრევენცია:  უსაფრთხო წყალი და საკვები. ინდივიდუალური და საერთო დაცვა დაავადებებისგან.  ბრძოლა ინფექციებთან. ანტისხეულები და იმუნური პასუხი. იმუნოლოგიის გამოყენება. მძიმე ინფექციური დაავადებები (შიდსი, ტუბერკულოზი) და მათი პრევენცია. შიდსის გავრცელება მსოფლიოსა და საქართველოში.  

სასწავლო შედეგი რომელსაც გვიმდა რომ მივაღწიოთ

ბიოლ.XI.10.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს ადამიანის ყოფისათვის მიკროორგანიზმების

სასარგებლო და საზიანო თვისებების მნიშვნელობაზე.

საკვანძო კითხვები

  • როგორ ბაქტერიას უწოდებენ ვიბრიონს?
  • რას წარმოადგენს პასტერიზაციზ და სტერილიზაცია?
  • რატომ არ იწვევს ჰაპატიტის ვაქცინა ჰეპატიტს?
  • რა ინფორმაციია ჩაწერილი აივ-ის რნმ-ის მოლეკულაში?
  • რა მნიშვნელობა აქვს სოკოსათვის სპირტულ დუღილს?

მკვიდრი წარმოდგენები

მოსწავლეს შეუძლია გაარკვიოს ინფექციური და არაინფექციური დაავადებები. მსჯელობს ანტისხეულებზე და მის მნიშვნელობაზე, ადამიანის იმუნურ სისტემაზე და იმუნოლოგიის გამოყენებაზე. ასახელებს სასარგებლო მიკროორგანიზმებს.

შეფასების კრიტერიუმები

ახდენს ბაქტერიების, სოკოების, ვირუსებისა და სხვა მიკროორგანიზმების კლასიფიცირებას, ასახელებს მათ მიერ გამოწვეულ ზოგიერთ დაავადებას და მსჯელობს ამ დაავადებების გავრცელების გზებზე;

მოიპოვებს ინფორმაციას ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) დაინფიცირებულ პირებში სხვადასხვა დაავადების მიმდინარეობის შესახებ;

მსჯელობს ანტიბიოტიკების მნიშვნელობასა და ეფექტიანობაზე, გამოყენების სპეციფიკაზე;

ასახელებს   სასარგებლო პროდუქტების (მაგ., მაწონი, პური, ღვინო)  წარმოების საქმეში მიკროორგანიზმების გამოყენების მაგალითებს;

აცნობიერებს საკვების,წყლის დაბინძურების რისკებს და საუბრობს ამ რისკების შემცირების გზებზე,

შეფასების კრიტერიუმის მიღწევის ინდიკატორი

მიზნობრივად შერჩეული დავალებების შესრულება. კითხვებზე პასუხი. შესაბამისობების დადგენა. ვენის დიაგრამა.

კომპლექსური დავალებები

ადგენს კითხვარს და ატარებს სოციალურ კვლევას შიდსის და მისი გავრცელების შესახებ

სქემის ან პრეზენტაციის საშუალებით აღწერს თუ როგორ “მუშაობს” ვაქცინა, საუბრობს უსაფრთხო ვაქცინის გენური ინჟინერიის გზით დამზადების პროცესზე.

აღწერს წყლის ბიოლოგიური გაწმენდის მეთოდს.