სამოდელო     გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა

 ავეჯი „ნინის ბინა“

სწავლების საფეხური და კლასი

 მე-5 ბ კლასი  /I დონე (დI)

 გაკვეთილის ტიპი -სამოდელო

გამჭოლი კომპეტენციების  ( ციფრული  და  მედია  წიგნიერება) განვითარება

გაკვეთილის ჩატარების დრო

  29/03/2018

 საგანი. მასწავლებლის სახელი, გვარი

რუსული ენა .

ლიკა აკობია

 მოსწავლეთა რაოდენობა

13

განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი

  1 სსსმ მოსწავლე

 გაკვეთილის სასწავლო მიზნები (საგნების მიხედვით)

 

მოსწავლეს განუვითრდეს ტექსტის მოსმენის უნარი,გაიმდიდროს ლექსიკური მარაგი და შეძლოს მიღებულის ცოდნის გამოყენებით მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობის მიღება.

 

 მოდიფიცირებული მიზნები

1. მოსწავლემ შეძლოს გაკვეთილის პროცესში ჩართვა;

2. მოსწავლემ შეძლოს მონაწილეობის მიღება ჯგუფურ მუშაობაში.

ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები

მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული აღწერით  ტექსტების გაგება,შეუძლია ლექსიკური მარაგის გამოყენებით ისაუბროს საკუთარ ბინაზე ან მეგობრის საცხოვრებელზე.

უცხ.დ.I.3. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული აღწერითი/ნარატიული ხასიათის ტექსტების გაგება

უცხ.დ.I.10. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობის მიღება

 წინარე  ცოდნა

 

 მოსწავლეებმა იციან ზოგიერთი უცხო სიტყვების მნიშვნელობა  ,იციან აუდიო-მოსასმენ მასალაზე მუშაობის წესი  და ფლობენ  მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობის უნარს.

10. თანმიმდევრობა

(აქტივობა და დრო)

1-აქტივობა-საორგანიზაციო საკითხები-2 წთ

2. აქტივობა-გონებრივი იერიში- (ინტერაქცია-მთელი კლასი) წინარე ცოდნის გასააქტიურებლად მასწავლებელი იყენებს ილუსტრილებულ ბარათებს. -4წთ

ბავშვებს ურიგდებათ  სხვადასხვა საგნების ამსახველი ფოტოსურათები. მეგობრების დახმარებით, გიორგი ცდილობს ამოიცნოს და დიფერენცირება მოახდინოს  სულიერი და უსულო საგნების

3-აქტივობა-კითხვა პასუხის მეთოდის გამოყენებით (ინტერაქცია-საერთო საკლასო) მასწავლებელი  მოსწავლეებს სთხოვს აღწერონ ოთახი და უპასუხონ შემდეგ კითხვებს:

როგორია ჩვენი საკლასო ოთახი?

რა დგას საკლასო ოთახში?

რამდენი მერხია კლასში?

რა დევს თქვენს მერხებზე?

რა დევს კარადაშ? –  7წთ

4-აქტივობა-მოსასმენი მასალის წარდგენა, საპრეზენტაციო პროგრამის (Power Point)-ის საშუალებით მასწავლებელი წარუდგენს მოსწავლეებს ახალ მოსასმენ- ილუსტრირებულ მასალას   მონიტორზე  და სთხოვს მოსწავლეებს დააფიქსირონ რვეულში მათთვის ნაცნობი სიტყვები.  10 წთ

5,აქტივობა- ილუსტრაციის შექმნა(ინტერაქცია- ჯგუფური მუშაობა)-მოსმენილ მასალაზე დაყრდნობით  შექმნან ერთ-ერთი კონკრეტული ოთახის (საძინებელი,სამძარეული სასტუმრო ოთახი და ა>შ) ილუსტრაცია

 აუდიო-ვიდეო მასალის საფუძველზე გიორგი აფერადებს მისთვის სასურველი   სურათებს ოთახების გამოსახულებით ,  ის იყენებს ფერად ფანქრებს და გასაფერადებელ ალბომს. შემდეგ კლასს აჩვენებს გაფერადებულ ნახატებს.

   6 აქტივობა -შექმნილი ილუსტრაციის  აღწერა   (მოსწავლეები ახალი ლექსიკური ერთეულების გამოყენებით აღწერენ მათ მიერ შექმნილ ილუსტრაციას ) 10 წთ

 7)  აქტივობა -   კროსვორდის შევსება

   ახალი ლექსიკური ერთეულების განმტკიცების მიზნით  მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს წინასწარ გამზადებულ კროსვორდს და სთხოვს  მის შევსებას .  8 წუთი

8) აქტივობა -საშინაო დავალება-მოსწავლეები ზეპირად აღწერენ  საკუთარ ოთახს -2 წთ

 

  9) აქტივობა- შეფასება  განმსაზღვრელი. (2წთ)

11. შეფასება

განმსაზღვრელი( წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკის საფუძველზე),განმავითარებელი და ურთიერთშეფასება

11. რესურსები

 კომპიუტერი , მონიტორი,პროექტორი,ბარათები ,ფერადი ფანქრები სახატავი ფურცლები ,გამოსაძახებელი ჩხირები

 

 

შეფასების რუბრიკა

ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია

1

ჯგუფის წევრები უსმენე ერთმანეთს

2

ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ (აზრის გამოხატვის თანაბარი პირობები)

2

ჯგუფი პრეზენტაციისას ადეკვატურად იყენებს ზეპირი მეტყველებისათვის დამახასიათებელ არავერბალურ საშუალებებს (მაგ.ჟესტიკულაციას,ინტერვალს საუბარში,ხმის სხვადასხვა დონეს)

2

ჯგუფი პასუხობს შეკითხვებს

2

ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს

1

                                                                 სამოდელო   გაკვეთილის რეფლექსია 

  2019 წლის 29 მარტს მე-5   კლასში ჩავატარე სამოდელო გაკვეთილი  თემა :    ავეჯი „ნინის ბინა“.

გაკვეთილს ესწრებოდა 14 მოსწავლე,   ერთი -სსსმ საჭიროების მქონე

         .გაკვეთილი დავიწყე მიზნის გაცნობით,რომელიც  ფლიპჩარტის  ქაღალდზე  მქონდა  მითითებული..

გაკვეთილი წარვმართე გეგმით გათვალისწინებული აქტივობების   შსაბამისად.

 პირველი აქტივობა იყო კლასის ორგანიზება. 

მეორე აქტივობა  იყო -გონებრივი იერიში- (ინტერაქცია-მთელი კლასი) წინარე ცოდნის გასააქტიურებლად  გამოვიყენე ილუსტრირებული  ბარათები ,მოსწავლეებმა გაიხსენეს ნასწავლი  ლექსიკური ერთეულები და ჩაერთნენ საგაკვეთილო პროცესში,

        მესამე აქტივობა იყო--კითხვა პასუხის მეთოდის გამოყენება . მოსწავლეებს ვთხოვე , რომ აღეწერათ საკლასო   ოთახი და ეპასუხათ  ჩემს მიერ დასმულ კითხვებზე.

ამ აქტივობის შესრულება მოსწავლეებს არ გაუჭირდათ, მათ შეძლეს  მარტივი წინადადებების გამოყენებით   ინტერაქციაში მონაწილეობა.

     აქტივობისას  გამოვიყენე  გამოსაძახებელი ჩხირები,   რომლის  საშუალებითაც  მინდოდა  მოსწავლეთა  ყურადღების  მობილიზება  და  მაქსიმალური  კონცენტრირება   ეს  მეთოდის იძლევა  საუკეთესო  საშუალებას  სწორად  და  პროდუქტიულად  იქნას გადანაწილებული  და  გამოყენებული  დროის  ლიმიტიც. 

 მე-4- აქტივობა იყო  ახალი  მასალის პრეზენტაცია   შევეცადე .მოსწავლეებისთვის   აუდიო-ვიდეო ჩანაწერის საშუალებით გამეცნო ახალ თემა , ( მოსმენა მიმდინარეობდა ორჯერ),  მოსწავლეებმა შეძლეს მოსმენილი ტექსტის გაგება- გააზრება ,ვფიქრობ, რომ ამ აქტივობით გავედი შედეგზე ,რადგან მოსწავლეებმა მოსმენილი მასალის საფუძველზე მარტივად შეძლეს საკუთარი ილუსტრაციების მომზადება და მათ  პრეზენტაცია. ამასთან  გაიუმჯობესეს  ენობრივი  უნარი.

    აღსანიშნავია ის ,რომ ამ აქტივობაში   მონაწილეობდა   სსსმ მოსწავლეც  ვფიქრობ, რომ  ამით მიღწეულ იქნა  ის მოდიფიცირებული მიზანი რომელსაც ითვალისწინებდა სამოდელო გაკვეთილი.

შემდეგი აქტივობა იყო კროსვორდის შევსება  ეს აქტივობა ითვალისწინებდა  ახალი სიტყვების  განმტკიცებას .-მოსწავლეებმა    ლოგიკურად  მოახერხეს ახალი ლექსიკური ერთეულების გამოყენება კროსვორდში, თუმცა   ამგვარი  აქტივობა  რთული  აღმოჩნდა სსსმ მოსწავლისათვის.  მისი  ინდივიდუალური  შესაძლებლობებიდან  გამომდინარე. ,ვფიქრობ, რომ შემდგომში  ამ აქტივობის დაგეგმვისას გავამზადო კროსვორდის ილუსტრირებული  ვარიანტი, სადაც  მოსწავლეს  არ  დასჭირდება  გრაფიკული  უნარების  გამოყენება  და  შეძლებს  მეტყველების   ჩვევის  გაუმჯობესებას  და  შევეცდები    ფერად  ილუსტრაციებზე  დაყრდნობით  მან  იმუშაოს  და  გაიუმჯობესოს  მოტორული   ცოდნა. რათა მოხდეს სსსმ    მოსწავლის  მაქსიმალური ჩართვა საგაკვეთილო პროცესში.  

  გაკვეთილის დასრულებისას მოსწავლეებს მივეცი საშინაო დავალება  სადაც  მათ უნდა  აღეწერათ  საკუთარი საცხოვრებელი ბინა წინადადებებით, ხოლო სსსმ მოსწავლეს კი გაეფერადებინა  მისაღები ოთახის სურათი.

 მოსწავლეთა შეფასებისას გამოვიყენე წინასწარ გამზადებული შეფასების რუბრიკა ,მივეცი განმავითარებელი შეფასება კომენტარის სახით.

 ვფიქრობ, რომ გაკვეთილმა საინტერესოდ ჩაიარა, გაკვეთილის მსვლელობით კმაყოფილი ვარ,ერთი მხრივ მოსწავლეებმა   ენობრივ  კონსტრუქციებზე  დაყრდნობით  შეძლეს  სწავლა  კეთებით-  სკაფოლდინგის   აგება,მეორე მხრივ დაგეგმილმა აქტივობებმაც სათანადო  შედეგი  გამოიღო  ,იყო მოსწავლეთა   აქტიური ჩართულობა ,აქტივობებიც იყო საინტერესო მოსწავლეებისათვის,

   მოსწავლეთათვის  შექმნილი  ჯანსაღი  ინტელექტუალური  და  ფიზიკური  გარემო    იყო    საუკეთესო  საშუალება  მათ    მაქსიმალურად  შეძლებოდათ  საკუთარი    უნარების  და  ინტერესების  გამოვლენა.