Published using Google Docs
მე-9 კლ. არამეტალები და მეტალები.docx
Updated automatically every 5 minutes

სამიზნე ცნება   ნივთიერება, ელემენტთა პერიოდულობის ცხრილი                

(შედეგი)  1,2,3,4,9,13

საკითხი     მეტალები და არამეტალები  

კომპლექსური დავალების პირობა

რა განსხვავებაა მეტალებსა და არამეტალებს შორის ელექტრონული აგებულებით. სად მდებარეობენ ისინი პერიოდულ ცხრილში. ( ბმული 1 , ჰიპერლინკი 1)

გაეცანით მეტალებისა და არამეტალების ორ-ორი წარმომადგენელის ფიზიკურ თვისებებს.( იხილეთ ლინკები მეტალები და არალეტალები).წარმოადგინეთ პრეზენტაცია, სადაც მათი ფიზიკური თვისებები  წარმოდგენილი იქნება ცხრილის სახით. შეადარეთ და იმსჯელეთ თითოეული მადგანის დამახასიათებელი თვისებების უპირატესობაზე. რამდენიმე წინადადებით აღწერეთ თქვენ მიერ შერჩეული მეტალებისა და არამეტალების გამოყენების სფერეოები, რომელიც ემყარება მათ ფიზიკურ თვისებებს.

ნაშრომში ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

  • დაწერეთ თქვენს მიერ შერჩეული მეტალებისა და არამეტალების ელექტრონული კონფიგურაციები;
  • რაში მდგომარეობს მეტალებისა და არმეტალების ელექტრონული კონფიგურაციების თავისებურება;
  • როგორია თქვენს მიერ შერჩეული ნივთიერებების ფიზიკური თვისებები        (ფარდობითი ატომური მასა, სიმკვრივე, აგრეგატული მდგომარეობა......)
  • რა გავლენას ახდენს მათი ფიზიკური თვისებები გამოყენების სფეროზე.

ნაშრომში პრეზენტაციისას წარმოაჩინეთ:

  • რატომ აირჩიეთ ეს კონკრეტული ელემენტები, რა იყო ისეთი რამაც თავიდანვე (ან შემდგომ) მიიქცია თქვენი ყურადღება?
  • რა გაგიადვილდათ მუშაობის პროცესში, რა მოგეწონათ?
  • რას შეცვლიდით თავიდან, რომ იწყებდეთ დიაგრამის/პრეზენტაციის  მომზადებას?

პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

დავალების შესრულებაში დაგეხმარებათ:   პერიოდულობის ცხრილი     ბმული1         

  და(ჰიპერლინკი 1).          ლინკები მეტალები და არამეტალები .