Published using Google Docs
შემაჯამებლის ანალიზი.docx

                             შემაჯამებლი დავალებების ანალიზი

კლასი: VII ბ

საგანი: მათემატრიკა

მასწავლებელი: მარინა გაბისონია

შემაჯამებელი დავალებების რაოდენობა: 4

2024-2025  I სემესტრი

                                               

                                          შემაჯამებელი N1

თემა: ,,რიცხვები, რიცხვითი სიმრავლეები’’.

ესგ-ის ინდექსი: : მათ.საბ.4; მათ. საბ.7;

თარიღი: 22.10.2024

შეფასების ზოგადი რუბრიკა

სამიზნე ცნება

სამიზნე ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები

სამიზნე ცნებასთან დაკავშირებული შეფასების კრიტერიუმები

მათემატიკური მოდელი

რაციონალური რიცხვი;

ათწილადი;  

პროცენტი;

  • პროცენტი ნიშნავს მთელის მეასედ  ნაწილს, რომელიც შეიძლება წარმოდგენილი იყოს წილადის, ათწილადის ან პროცენტის ფორმით, რაც რეალურ ცხოვრებაში ჩანაწერების გაკეთების, აღრიცხვის, ანგარიშისა დარაოდენობრივი ანალიზის შესაძლებლობას იძლევა.

  • პროცენტისა და მასთან დაკავშირებული მოქმედებათა ცოდნა გვეხმარება ფინანსური, სამეცნიერო და  ყოველდღიური საკითხების გადაჭრაში.

მოსწავლეები შეუძლებენ:

  • რაოდენობის აღმნიშვნელი რიცხვების წარმოდგენა სხვადასხვა ფორმით, რაც ამარტივებს ჩანაწერებსა და გამოთვლებს;
  • ორ სიდიდეს შორის შესაბამისობის წარმოდგენა ფარდობის სახით;
  • პროცენტის ცნების, პროცენტული ცვლილების  გამოყენება  მოვლენების მოდელირებისას;
  • ამოცანაში ასახული სიტუაციის მათემატიკურ მოდელირებას გამოსახულების ან განტოლების სახით და ამოცანის ამოხსნას

კანონზომიერება

პროცენტული ცვლილება

პროცენტული ცვლილება გვიჩვენებს, თუ როგორ გაიზარდა ან შემცირდა სიდიდე. ის ცვლილება მოცემულია პროცენტებით.

განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა

დავალება

N

შეფასების კრიტერიუმები ქულების მიხედვით

1,2,3,4,5,6

ეს დავალებები დახურული ტიპისაა და თითოეულში მიღებული სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით.

7

  • ამოცანის ამოსახსნელად შემოიტანა სათანადო ცვლადები და შეადგინა განტოლება-1 ქულა ან მიხვდა, ამოცანის ამოსახსნელად მთელი რამდენ ტოლ ნაწილად უნდა იყოს დაყოფილი და აქედან რამდენი ნაწილი იქნება ოქრო.
  • სწაორად ამოხსნა ამოცანა-2 ქულა.
  • ან მიხვდა, ამოცანის ამოსახსნელად მთელი რამდენ ტოლ ნაწილად უნდა იყოს დაყოფილი და აქედან რამდენი ნაწილი იქნება ოქრო, ოქროს წილი წარმოადგინა წილადით 2 ქულა.

8

  • შეადგინა მოდელი ამოცანის ამოსახსნელად -1 ქულა.
  • სწორად ამოხსნა ამოცანა, თან ნათლად ჩანს ამოხსნის გზა - 2 ქულა.

   

მიღებული შედეგის ანალიზი:  მოსწავლეებმა მეტნაკლებად დაძლიეს ესგ-ის სტანდარტი. მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი  სხვადასხვა ფორმით ჩაწერილ რიცხვბზე გამოთვლებს, სიტუაციის მათემატიკური მოდელირებისათვის შეადგინეს რიცხვითი, ცვლადის შემცველი გამოსახულება და განტოლება; გამოთვალეს რიცხვი პროცენტის მიხედვით; გაარკვიეს რამდენი პროცენტით შეიცვლება სიდიდე მისი   ორჯერ ზედიზედ 10% -ით შეცვლის შემთხვევაში. ზოგიერთმა მოსწავლემ ძალიან კარგად გაართვა თავი ამოცანას საათის ისრებს შორის კუთხის გამოთვლაზე, შედგინა ნახაზი  სქემა(ანუ შექმნა მოდელი), რაც დაეხმარა პრობლემის სწორად გადაწყვეტაში.

რეკომენდაცია :

    სასურველია მუშაობიოს გაგრძელება ზემოთ ჩამოთვლ საკითხებზე.

სიდიდის პროცენტულ ცვლილებაზე სავარჯიშოდ მოსწავლეებს შევთავაზე ელექტრონული რესურსი  სიდის პროცენტული ცვლილება (ტრენაჟორი). ამ რესურსით ვარჯიში მოსწავლეებს განუმტკიცებს ცოდნას სიდიდის პროცენტული ცვლილების შესახებ.

      საათის ისრებს შორის კუთხის გამოთვლაზე  სავარჯიშოდ მოსწავლეებს შვთავაზე   ელექტრონული რესურსი საათი. ამ რესურსის მეშვეობით მოსწავლეებს შეუძლიათ ისრებს შორის კუთხის გამოთვლის უფრო რთული შემთხვევებიც განიხილონ. ელექტრონული რესურსს აქვს  ,,დახმარების’’ ფუნქცია, რითაც მოსწავლე შეძლებს საათის ისრებს შორის კუთხის გამოთვლის სხვადასხვა ვარიანტების განხილვას.

                                       შემაჯამებელი წერა N2

თემა: ,,ალბათობა და სტატისტიკა’’

ესგ-ის ინდექსი: მათ.საბ.4; მათ.საბ.5; მათ. საბ.7;

თარიღი: 15.11.2024

შეფასების ზოგადი რუბრიკა:

სამიზნე ცნება

სამიზნე ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები

სამიზნე ცნებასთან დაკავშირებული შეფასების კრიტერიუმები

მათემატიკური მოდელი

მონაცემები,

დიაგრამა, ხდომილობა, ხდომილობის ალბათობა;

  • მონაცემების დამუშავებითა და ანალიზით შესაძლებელია პროგნოზირება და დასკვნის გაკეთება;
  • მოვლენები ზოგჯერ გავლენას ახდენენ ერთმანეთზე, ზოგჯერ არა. რეალური მოვლენის ალბათობა განისაზღვრება  სხვადასხვა სიზუსტით.
  • ყოფითი სიტუაციიდან გამომდინარე არჩევანის გაკეთებასა და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში გვეხმარება შესაბამისი ვარიანტების დათვლა.

           მოსწავლეები შეძლებენ:  

  • სხვადასხვა ფორმით წარმოდგენილი მონაცდემებში ითვლიან მონცემთა რიცხვით მახასიათებლებს.
  • განსაზღვავენ   ხდომილობის ალბათობას;
  •  ადგენენ ხდომილობათა სივრცეს და ითვლიან ვარიანტებს, რაც დაეხმარება მათ არჩევანის გკეთებასა და სწორი გადაწყვეტილების მიღევბბაში.
  • სიტუაციის შესაბამისად დაითვლიან ვარიანტებს,  რაც დაეხმარება მათ არჩევანის გაკეთებასა და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

კანონზომიერება

ელემენტარულ ხდომილობათა სივრცე;

ლოგიკა:

მონაცემთა ანალიზი.

განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა:

დავალება

N

შეფასების კრიტერიუმები ქულების მიხედვით

1,2,3,4,5,6

ეს დავალებები დახურული ტიპისაა და თითოეულში მიღებული სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით.

7

  • იპოვა D მონაცემის ფარდობითი სიხშირე, შემდეგ იპოვა მონაცემთა სრული რაოდენობა ან იპვა B მანაცემთა რაოდენობა, თუმცა არ ჩანს როგორ მიიღო სწორი პასუხი- -1 ქულა  
  • იპოვა D მონაცემის ფარდობითი სიხშირე, შემდეგ იპოვა მონაცემთა სრული რაოდენობა, ბოლოს კი იპვა B მანაცემთა რაოდენობა-2 ქულა  

 

8

  • შეადგინა ხდომილობათა სივრცე-1 ქულა.
  • შეადგინა ხდომილობათა სივრცე და გამოთვალა ალბათობა - 2 ქულა

მიღებული შედეგის ანალიზი: ყველა მოსწავლეებმა  დაძლია ესგ-ის  სტანდარტი. მათ შეძლეს მონაცემთა რიცხვითი მახასიათებლების გამოთვლა; ხდომილობათა სივრცის შედგენა; ფარდობითი სიხსირისა და ალბათობის დაკავშირება; ალბათობის გამოთვლა;

რეკომენდაცია:  

შედარებით გაუჭირდათ მე-7 ამოცანის ამოხსნა, რომელიც მოითხოვს სიდიდეებს შორის კავშირის დამყარებას.  მიზანშეწონილია მაღალი დონის სააზროვნო უნარების (სინთეზი, ანალიზი)  განვითარებაზე მეტი მუშაობა.

   

                                         

                                                  

                                             შემაჯამებელი წერა N3

თემა: ,,ბრტყელი გეომეტრიული ფიგურა“

ესგ-ის ინდექსი: მათ.საბ.4; მათ. საბ.7; მათ.საბ.8.

 შეფასების ზოგადი რუბრიკა:

თარიღი: 29.11.2024

სამიზნე ცნება

სამიზნე ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები

სამიზნე ცნებასთან დაკავშირებული შეფასების კრიტერიუმები

მათემატიკური მოდელი

წრფე,

პარალელური წრფეები,

მართკუთხა სამკუთხედი.

აქსიომებზე, ცნებათა განსაზღვრებებზე და უკვე ცნობილ თეორემებზე დაყრდნობით, მართებული მსჯელობითა და არგუმენტებით გეომეტრიული ფიგურაბისა და მათ ელემენტებს შორის დამყარება, ახალი კანონზომიერების დადგენა.

მოსწავლეები შეძლებენ:

  • წრფეთა პარალელურობის ნისნების გამოყენებას;
  • მოსაზღვრე კუთხეთა თვისებების გამოყენებას;
  •  სამკუთხედის კუთხეების/გარე კუთხეების გამოთვლას სამკუთხედის კუთხეების ჯამის გათვალისწინებით;
  • დადგენენ შესაბამისობას მართკუთხა სამკუთხედის ელემენტებს შორის.

კანონზომიერება

პარალელურ წრფეთა თვისებები;

სამკუთხედის კუთხეების ჯამი.

       

 განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა

დავალება

N

შეფასების კრიტერიუმები ქულების მიხედვით

1,2,3,4,5,6

ეს დავალებები დახურული ტიპისაა და თითოეულში მიღებული სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით.

7

  • შემოიტანა სათანადო აღნიშვნები და იპოვა სამკუთხედის გარე კუთხეები - 1ქულა;
  • იპოვა სამკუთხედის გარე კუთხეები და შიდა კუთხეები - 2 ქულა.

8

  • ააგო ნახაზი, მართკუთხა სამკუთხედში გაავლო მედიანა და სიმაღლე.  იპოვა კუთხე მედიანასა და რომელიმე კათეტს შორის, ან იპოვა კუთხე სიმაღლესა და რომელიმე კათეტს შორის - 1ქულა;
  • ააგო ნახაზი, მართკუთხა სამკუთხედში გაავლო მედიანა და სიმაღლე.  იპოვა კუთხე მედიანასა და რომელიმე კათეტს შორის და იპოვა კუთხე სიმაღლესა და რომელიმე კათეტს შორის;  სიმაღლესა და ერთერთ კათეტს შორის კუთხეს გამოაკლო მედიანასა და იმავე  კათეტს შორის კუთხე(  ან მედიანასა და მეორე კათეტს შორის კუთხეს გამოაკლო სიმაღლესა და იმავე კათეტს შორის კუთხე) და მიიღო  პასუხი - 2ქულა;

მიღებული შედეგის ანალიზი:

ყველა მოსწავლეებმა  დაძლია ესგ-ის  სტანდარტი. მათ შეძლეს აქსიომების, მათთვის ცნობილი თეორემებისა და განსაზღვრებების მეშვეობით დასმული ამოცანების გადაწყვეტა. ამ შემაჯამებელზე გამოიკვეთა ერთი პრობლემა, რამდენიმ ემოსწავლე  სწორად დაიწყო N6 და N7  ამოცანების ამოხსნა და სწორი პასუხი ვერ მიიღეს მხოლოდ იმიტომ, რომ რა კითხვაზე უნდა გაეცათ პასუხი ის ვერ გააცნობიერს.

რეკომენდაცია:

მომავალში მოსწავლეებთან უფრო მეტს ვამუშავებ გეომეტრიული ამოცანის პირობის გაგებაზე.

       

                               

                                   შემაჯამებელი წერა N4

თემა:  ,,წრფივ ორუცნობიან განტოლებათა სისტემა“

ესგ-ის ინდექსი: მათ.საბ.4; მათ. საბ.7;

თარიღი: 20.12. 2024

შეფასების ზოგადი რუბრიკა:

სამიზნე ცნება

სამიზნე ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები

სამიზნე ცნებასთან დაკავშირებული შეფასების კრიტერიუმები

მათემატიკური მოდელი

წრფივი ორუცნობიანი განტოლებათა სისტემა

  • მათემატიკური მოდელი რეალურ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს აღწერს მათემატიკური ცნებების, ობიექტების და ენის გამოყენებით.

 

  • მათემატიკური მოდელი გამოიყენება რეალური პროცესების  აღსაწერად, ასახსნელად,  პროგნოზირებისათვის და პრობლემის გადაჭრისთვის.

  • განტოლებათა/უტოლობათა სისტემით შესაძლებელია ორი ან მეტი ურთიერთდაკავშირებული ცვლადის წარმოდგენა, რაც მათემატიკური პრობლემის გადაჭრისა ან რეალური რთული მოვლენის კვლევის საშუალებას იძლევა.

მოსწავლეები შეძლებენ:

  • წრფივი ორუცნობიანი განტოლებათა სისტემის ამოხსნას გრაფიკულად,

           ჩასმის და შეკრების

           ხერხებით;

  • ამოცანის პირობის მიხედვით შეადგენეენ და ამხსნიან წრფივ ორუცნობიან განტოლებათა სისტემას.

კანონზომიერება

წრფივი ორუცნობიანი განტოლებათა სისტემის ამოხსნა გრაფიკულად, ჩასმისა და შეკრების ხერხებით

  განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა:

დავალება

N

შეფასების კრიტერიუმები ქულების მიხედვით

1

  • სწორად ამოხსნა წრფივი ერთუცნობიანი განტოლებათა სისტემა ან გრაფიკულად, ან ჩასმის ხერხით, ან შეკრების ხერხით-1 ქულა;
  • სისტემა ამოხსნა სწორად ორი ხერხით-2 ქულა;
  • სისტემა სამივე ხერხით სწორად ანოხსნა -3 ქულა

2

  • სწორად ამოხსნა წრფივი ერთუცნობიანი განტოლებათა სისტემა ან გრაფიკულად, ან ჩასმის ხერხით, ან შეკრების ხერხით-1 ქულა;
  • სისტემა ამოხსნა სწორად ორი ხერხით -2 ქულა;
  • სისტემა სამივე ხერხით სწორად ანოხსნა -3 ქულა

3

  • ამოცანის ამოსახსნელად შემოიტანა ცვლადები და შეადგინა ორუცნობიანი წრფივი განტოლებათა სისტემა - 1 ქულა;
  • სწორად შეადგინა სისტემა და ამოხსნა - 2 ქულა.

4

  • ამოცანის ამოსახსნელად შემოიტანა ცვლადები და შეადგინა ორუცნობიანი წრფივი განტოლებათა სისტემა - 1 ქულა;
  • სწორად შეადგინა სისტემა და ამოხსნა - 2 ქულა.

მიღებული შედეგის ანალიზი:

 მოსწავლეებმა  მეტნაკლებად დაძლიეს ესგ-ის  სტანდარტი. ამ შემაჯამებელზე მათ შეძლეს წრფივი ორუცნობიანი განტოლებათა სისტემის ამოხსნა სამი ხერხით; დასმულ ამოცანას შესაბამისად მოარგეს მოდელი ორუცნობიან განტოლებათა სისტემის სახით და ამოხსნეს.

რეკომენდაცია:

იმისთვის რომ უკეთ გაიაზრონ თუ რას ნიშნავს ორუცნობიან განტოლებათა სისტერმა და მისი ამონახსნი, ან რისთვის გვჭირდება მისი ცოდნა, მათ ვურჩევდი ამოცანები ამოხსნან ორუცნობიანი განტილებებათა სისტემის მეშვეობით, ამოხსნან  ისინი  ანალიზურად და გეომეტრიულად და მიღებული პასუხები შეადრონ ერთმანეთს. სისტემის გრაფიკულად ამოსახსნელად შეუძლიათ გამოიყენეონ   https://www.geogebra.org/ და https://www.desmos.com/calculator  საიტები.

I სემესტრში ჩატარებული შემაჯამებელი წერების სტატისტიკური               მონაცემები

მოსწავლე

N

შემაჯამებელი წერები

შედეგი %

N1

N2

N3

N4

1

10

10

8

10

95

2

10

10

8

10

95

3

9

9

8

10

90

4

10

10

8

10

95

5

8

9

7

8

80

6

7

8

7

8

75

7

10

10

9

10

97,5

8

9

9

8

10

90

9

6

6

6

6

60

10

9

9

8

9

87,5

11

6

6

6

6

60

კლასის საშუალო  მაჩვენებელი

84

 

თითოეულ  შემაჯამებელზე მოსწავლეებმა დაძლიეს ესგ დადგენილი სტანდარტები.