ზრუნვა შედეგი: 1,2,3,4,5,6,10,17
- ზრუნვა ნიშნავს თანაგრძნობას (ემპათიას), წუხილს, ფიქრს ვინმეზე ან რამეზე;
- ზრუნვა ნიშნავს მოვლას (საკუთარი ქმედებებით ვინმეს ან რაიმეს მიმართ ყურადღების გამოხატვა პირადი სარგებლის მოლოდინის გარეშე);
- ურთიერთმზრუნველობის გარეშე ადამიანები ვერ შეძლებენ საკუთარი მოთხოვნილებებისა და საჭიროებების დაკმაყოფილებას.
| კომპლექსური დავალების დამუშავების ეტაპზები (რესურსები, აქტივობები):
I ეტაპი: კომპლექსური დავალების ფორმა როგორ უნდა წარმოვაჩინო საკუთარი ცოდნა შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით? რესურსი/აქტივობა:
რესურსი 1. https://www.youtube.com/watch?v=ysS3Cq9AseI (ბუკლეტის შექმნა პროგრამაში canva) რესურსი 2.
რესურსი 3. http://dgtools.org/interneti/chapter/როგორ-მოვიძიოთ-ინფორმაცი/ (ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების გზები)
სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები
ქვეცნება: გარემოს დაცვა | - რა არის სურათებზე გამოსახული?
( რესურსი 2.) - რომელი სურათი ჩაითვლება ბუკლეტის ნიმუშად? რატომ თვლით ასე?
- რით განსხვავდება პოსტერი და ბუკლეტი?
- რა საერთო მახასიათებლები აქვთ ბუკლეტებს?
- არ ხერხებით მოვიძიოთ ბუკლეტისთვის საჭირო ინფორმაცია ინტერნეტში?
- რატომ არის მნიშვნელოვანი ინფორმაციის დახარისხება, სანამ ბუკლეტზე გადავიტან?
- როგორ შევარჩიო შესაბამისი ინფორმაცია ბუკლეტისთვის?
- როგორ შევქმნა ისეთი ბუკლეტი, რომელიც დააინტერესებს მკითხველს?
|
II ეტაპი: კომპლექსური დავალების შინაარსი ნაბიჯი 1. რატომ უნდა ვიზრუნოთ წყლის / ხის დაზოგვაზე? (მ.წ. 1,2) რესურსი/აქტივობა: რესურსი 1. https://youtu.be/70b5Q-jXt-I (როგორ გარდაიქმნება ხე ქაღალდად) რესურსი 2. https://www.youtube.com/watch?v=KMP9-49I1U4 (წყლის გზა ონკანამდე) რესურსი 3. https://www.gwp.ge/ka/water ან https://www.gwp.ge/ka/watersources
აქტივობა1. პატარა ნიშნულების გამოყენებით ასახე წყლის გზა. აქტივობა: 2. დაზიანებული წიგნების შეკეთება. აქტივობა 3. მინიპროექტი: ახალი ქაღალდის წარმოება. (მაკულატურის შეგროვება, ჩაბარება ან ახალ წიგნებში გაცვლა. 1 კგ მაკულატურა = 1 ვირტუალურ ნერგს) სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები
ქვეცნება: გარემოს დაცვა | - რა გზას გადის ხე, სანამ ქაღალდად გარდაიქმნება? (რესურსი 1.)
- რა გზას გადის წყალი, სანამ ონკანში მოხვდება? (რესურსი 2. 3 )
- როგორ ხდება წყალმომარაგება ჩვენს ქვეყანაში?
- რამდენად რთულია წყლის გზა, სანამ ადამიანამდე სუფთა სახით მოაღწევს?
- რა რესურსი იხარჯება სუფთა წყლის მისაღებად?
- რატომ არის მნიშვნელოვანი წყლის რესურსზე ზრუნვა?
- რატომ არის მნიშვნელოვანი ხეებზე ზრუნვა?
- რას გულისხმობს დაზოგვა?
- რატომ უნდა დავზოგოთ ბუნებრივი რესურსი?
- რუნებრივ რესურსებზე ზრუნვა სახელმწიფოს მეთაურების თუ თითოეული ადამიანის მოვალეობაა? რატომ ფიქრობთ ასე?
- რისი/რის კეთილდღეობას შეუწყობს ხელს ბუნებრივი რესურსის მიზნობრივი გამოყენება?
- როგორ ფიქრობ, ვის ან რას არგებ თუნდაც ერთი ფურცლის დაზოგვით, ან ონკანის დროულად გადაკეტვით?
- როგორ ასახავ ბუკლეტში იმას, რომ რესურსის დაზოგვა თითოეული ადამიანის მოვალეობაა?
|
ნაბიჯი 2. როგორ უნდა იზრუნონ ადამიანებმა წყლის / ხის რესურსის დაზოგვაზე; (მ.წ.2) რესურსი/აქტივობა:
რესურსი 1. https://www.youtube.com/watch?v=pPCPRX6p9L4 რესურსი 2. მე-4 კლასი, სახელმძღვანელო „მე და საზოგადოება“; ( II ნაწილი) გვ. 10 „ვუფრთხილდები რესურსს“ აქტივობა 1. დისკუსია თემაზე: რატომ არის აუცილებელი, გავუფრთხილდეთ რესურსებს. სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები
ქვეცნება: გარემოს დაცვა | - რით განსხვავდება ერთმანეთისგან ბუნებრივი, ადამიანური და მატერიალური რესურსი? კიდევ რა რესურსი იცი?
- რამდენადაა შესაძლებელი რესურსის ყოველდღიურად დაზოგვა?
- რა მოხდება, თუ ადამიანები არ იზრუნებენ რესურსის დაზოგვაზე? ( რესურსი 2.)
- ვინ არის პასუხისმგებელი ბუნებრივი რესურსების დაზოგვაზე? რატომ ფიქრობთ ასე?
- შენი აზრით, როგორ უნდა ვიზრუნოთ რესურსის დაზოგვაზე?
- რომელი რესურსები სჭირდება წიგნის გამოცემას?
- როგორ შეიძლება დაიზოგოს სახელმძღვანელოზე დახარჯული რესურსი?
- შენ როგორ მიიღებ დაზოგვის პროცესში მონაწილეობას?
- როგორ შეიძლება დაიზოგოს სასმელი წყალი ყოველდღიურად?
- რას ურჩევ თანატოლებს რესურსების დაზოგვის შესახებ?
- როგორ ჩამოაყალიბებ თანატოლებისთვის გასაგებ ენაზე ბუნებრივი რესურსების დაზოგვისთვის საჭირო რჩევებს?
|
ნაბიჯი 3. რატომ არის საზოგადოების თითოეული წევრის საზრუნავი ბუნებრივი რესურსის გონივრული გამოყენება? (მ.წ.3) რესურსი/აქტივობა:
რესურსი 1. https://www.youtube.com/watch?v=pPCPRX6p9L4 რესურსი 2. 
სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები
ქვეცნება: გარემოს დაცვა | - რაში სჭირდება ადამიანს წყალი და ხე-ტყე?
- რა მოხდება, თუ არ დავზოგავთ რესურსს?
- რა საფრთხე შეექმნება ადამიანს, დედამიწას, სხვა ცოცხალ არსებებს, თუ გონივრულად არ გამოიყენებს ადამიანი რესურსს? ( რესურსი 1.)
- რა არის გამოსახული პოსტერებზე? (რესურსი 2.)
- რის თქმა სურს პოსტერის ავტორს ადამიანებითვის?
- რამდენად ესადაგება ფრაზა “ადამიანი იმ ტოტს ჭრის, რომელზეც ზის” ამ პოსტერებს?
- უფროსების გარდა, ნებისმიერ ბავშვს შეუძლია წყალზე ზრუნვა. ეთანხმები თუ არა ამ აზრს? თუ ეთანხმები - როგორ შეუძლია? თუ არ ეთანხმები - ახსენი შენი მოსაზრება.
- რა დადებითი შედეგი ექნება ქვეყანას/დედამიწას წყლის/ხის დაზოგვით?
- როგორ დააფიქრებ ადამიანებს, რომ დაზოგვით მეტად დაიკმაყოფილებენ საჭიროებებს?
|
მოსწავლეების მხრიდან კომპლექსური დავალების პრეზენტაციის პროეცესში მასწავლებლის მიერ დასმული შეკითხვები:
- აღწერე, როგორ წარიმართა დავალებაზე მუშაობის პროცესი;
- აღწერე რა პროდუქტი შექმენი;
- რა საკითხს შეეხება შენს მიერ მომზადებული დავალება?
- ახსენი, რატომ შექმენი ბუკლეტი? რისი თქმა გინდოდა მისი საშუალებით?
- რატომ ფიქრობ, რომ შენ მიერ შექმნილი პროდუქტი ნამდვილად ბუკლეტია?
- შენი აზრით, ვინ უნდა დაინტერესდეს შენ მიერ შექმნილი კომპლექსური დავალებით და რატომ?
- რა დაბრკოლებებს წაააწყდი დავალებაზე მუშაობის პროცესში?
- რას გააკეთებდი სხვაგვარად ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?
- მსგავსი ფორმის, ან შინაარსის დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებია?
- შენი აზრით, რით ჰგავს და რით განსხვავდება შენი დავალება შენი თანაკლასელების ნაშრომებისგან?
|
კომპლექსური დავალება 3.
ბუკლეტის დამზადება - ბუნებრივი რესურსის დაზოგვაზე ა) შენ იცი, რომ წყალი უმნიშვნელოვანესი რესურსია ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის. იცი, რომ ზოგიერთ ქვეყანაში სასმელი წყლის პრობლემაა და წყლის მარაგი ამოუწურავი არაა. მოიძიე ინფორმაცია, რა გზას გადის წყალი, სანამ ონკანით ჩვენს სახლამდე მოაღწევს, რა რესურსი (ბუნებრივი, ადამიანური, მატერიალური) იხარჯება ამისთვის. მოიფიქრე, როგორ დაზოგოს თითოეულმა ადამიანმა სასმელი წყალი ყოველდღიურად. ბ) ხის რესურსის მოფრთხილება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც წყლის. მოიძიე ინფორმაცია, რა გზას გადის ხე, სანამ ფურცლად გადაიქცევა, მოიფიქრე, როგორ დაზოგოს თითოეულმა ადამიანმა ხე.
აირჩიე ერთ-ერთი პირობა და მოამზადე ბუკლეტი, რომელშიც თანატოლებს მიაწვდი ინფორმაციას წყლის ან ხის ხარჯვასა და მისი დაზოგვის გზებზე.
ნაშრომში/ნაშრომის პრეზენტაციისას წარმოაჩინე: - რატომ უნდა ვიზრუნოთ წყლის / ხის დაზოგვაზე? (მ.წ. 1,2)
- როგორ უნდა იზრუნონ ადამიანებმა წყლის / ხის რესურსის დაზოგვაზე; (მ.წ.2)
- რატომ არის საზოგადოების თითოეული წევრის საზრუნავი ბუნებრივი რესურსის გონივრული გამოყენება? (მ.წ.3)
| მაკროცნება და მასთან დაკავშირებული კრიტერიუმი:
|
|