Published using Google Docs
ბუნების-თემატური-2
Updated automatically every 5 minutes

თემატური გეგმა ბუნებისმეტყველებაში

I დ კლასი  ნანა ნინიძე 2018-2019 ს.წ

შესასწავლი

თემა

,,ახლობელი გარემოს გაცნობა“

შესასწავლიმასალა 

  • გავიცნოთ ერთმანეთი
  • ჩემი სახელმძღვანელო
  • ჩემი საკლასო ოთახი
  • ჩემი სკოლა
  • სკოლის ეზო და ქუჩა

სასწავლოშედეგი, რომელსაცგვინდარომმივაღწიოთ

  • გაუცხოების გრძნობის დაძლევა.
  • სახელმძღვანელოს და მისი პერსონაჟების გაცნობა
  • ორიენტირება სკოლის ტერიტორიაზე
  • ორიენტირება სკოლის ახლომდებარე გარემოში
  •  გარემოსადმი საკუთარი დამოკიდებულების ჩამოყალიბება

საკვანძოკითხვები

  • როგორ უნდა მოვიქცეთ მეგობრული გარემოს შესაქმნელად?
  • როგორ წარმოადგენთ საკუთარ თავს?
  • რა ჰქვიათ ჩვენი სახელმძღვანელოს გმირებს?
  • რომელი პირობითი ნიშნები დაგვეხმარება სწავლის დროს?
  • რით განსხვავდება საკლასო ოთახი თქვენი ოთახისგან?
  • ჩამოთვალეთ სასწავლო გარემოში არსებული ობიექტები
  • რატომ დგას ქუჩაში შუქნიშანი?

მკვიდრიწარმოდგენები

  • დაძლევენ გაუცხოების გრძნობას გაუზიარებენ ერთმანეთს

თავის დამოკიდებულებას საყვარელი ნივთების მიმართ.

  • შეძლებენ ობიექტების შედარებას და დაჯგუფებას
  • შეძლებენ ორიენტირებას სკოლის შენობაში, ეზოში და მიმდებარე გარემოში.
  • ამოიცნობენ და განმარტავენ ქუჩაში მოძრაობის წესების ამსახველ პირობით ნიშნებს.

შეფასებისკრიტერიუმები

განმავითარებელი შეფასება

შეფასებისკრიტერიუმისმიღწევისინდიკატორი

ბუნება(I)

კომპლექსურიდავალებები

ბურთის საშუალებით გაცნობის გათამაშება, აქტიური კითხვა პასუხი, საგნების  დაჯგუფება, გამოჭრა, დაწებება,

სპორტული წუთშესვენება სამი ფერის მუყაოს ბარათებით.

შესასწავლი

თემ

,,ჰიგიენა „

შესასწავლიმასალა 

  • პირადი ჰიგიენა
  • დავიბანოთ ხელ-პირი, გავიწმინდოთ კბილები.

სასწავლოშედეგი, რომელსაცგვინდარომმივაღწიოთ

  • ასახელებს პირად, სასწავლო და საყოფაცხოვრებო ნივთებს. შეუძლია მათი დანიშნულების განსაზღვრა.
  • ასახელებს პირად არასაზიარო ნივთებს და საუბრობს მათ დანიშნულებაზე.
  • ეუფლება პირადი ჰიგიენის წესებს.

საკვანძოკითხვები

  • რომელი  სასწავლო ნივთები გვჭირდება ყოველდღიურად?
  • რომელ საყოფაცხოვრებო ნივთებს ვიყენებთ ხშირად?
  • დაასახელეთ არასაზიარო ნივთები. რა დანიშნულება აქვთ მათ?
  • ჰიგიენის რომელი წესები უნდა დავიცვათ ოველდღიურად?

მკვიდრიწარმოდგენები

  • მოსწავლეები შეძლებენ სასწავლო, პირად და საყოფაცხოვრებო ნივთების გამიჯვნას.
  • შეძლებენ მათი დანიშნულების განსაზღვრას.
  • დაიცავენ პირადი ჰიგიენის წესებს.

შეფასებისკრიტერიუმები

განმმავითარებელი შეფასება.

შეფასებისკრიტერიუმისმიღწევისინდიკატორი

ბუნება (I)

კომპლექსურიდავალებები

დიდაქტიკური ბარათების დახარისხება (პირადი, საყოფაცხოვრებო და სასწავლო ნივთების ფოტოები), ჩანთაში სასკოლო ნივთების მოძებნა და დასახელება საჭიროების მიხედვით, არასაზიარო ნივთების დაჯგუფება.

შესასწავლითემა

,,ფერი, ფორმა და ცნებები: დიდი, პატარა“

შესასწავლიმასალა 

  • ფერი და ფორმა
  • დიდი და პატარა
  • ამოიცანი ფიგურები

სასწავლოშედეგი, რომელსაცგვინდარომმივაღწიოთ

  • შეუძლია ძირითადი ფერებისა და ფორმების დასახელება-ამოცნობა.
  • შეუძლია მიმართებითი ტერმინების გამოყენება.
  • შეუძლია საგნების შედარება ზომისა და სიმაღლის მიხედვით შესაბამისი ტერმინების გამოყენებით.
  • შეუძლია ფორმებსა და ფერებს შორის მსგავსება განსხვავების დანახვა.

საკვანძოკითხვები

  • რა ფერისაა მოცემული ფიგურები?
  • როგორი ფორმა აქვთ ფიგურებს?
  • რა მსგავსება ან განსხვავებაა მათ შორის?

მკვიდრიწარმოდგენები

  • მოსწავლეები შეძლებენ ძირითადი ფერებისა და ფორმების ამოცნობას და დასახელებას.
  • შეძლებენ მიმართებითი ტერმინების: დიდი, პატარა, მაღალი, დაბალი ს შესაბამისად გამოყენებას.
  • შეძლებენ ფერებსა და ფორმებს შორის მსგავსება -განსხვავების დანახვას და აღწერას.

შეფასებისკრიტერიუმები

განმავითარებელი შეფასება

შეფასებისკრიტერიუმისმიღწევისინდიკატორი

ბუნება(I)

კომპლექსურიდავალებები

სხვადასხვა ფერის ბარათების დაჯგუფება, თოკებით ოთხკუთხედის, სამკუთხედის, წრის შექმნა, გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა.

შესასწავლი

თემა

,,ბუნებრივი ობიექტების შეცნობა“

შესასწავლიმასალა 

  • ფოთლები
  • წიწვები და გირჩები
  • მზე
  • ღრუბლები
  • მთვარე
  • ვარსკვლავები
  • დღე და ღამე
  • ცისარტყელა

სასწავლოშედეგი, რომელსაცგვინდარომმივაღწიოთ

  • აღწერს და ადარებს ცოცხალი ბუნების ობიექტებს
  • ატარებს კვლევას, იყენებს მარტივ ხელსაწყო ლუპას.
  • ბუნებაში და ილუსტრაციებზე ამოიცნობს ციურ სხეულებს
  • აღწერს ლოკალურ გარემოს, ამზადებს მოდელებს.
  • აკვირდება დღის და ღამის ცას, ხატავს მასზე არსებულ ობიექტებს.
  • შეძლოს დღე-ღამის მონაცვლეობის მიზეზის ახსნა.
  • ამოიცნობს  და ასახელებს ცისარტყელას ფერებს.

საკვანძოკითხვები

  • რატომ განსხვავდებიან ფოთლები ერთმანეთისგან?
  • რა განსხვავებაა ფოთლებსა და წიწვებს შორის?
  • როგორია მზე?
  • როგორი ფერის ღრუბლები გვინახავს?
  • როდის ჩანს ვარსკვლავები ცაზე?
  • როგორი ფორმა აქვს მთვარეს?
  • რას შეადარებთ ვარსკვლავებს?
  • დაასახელე დღე-ღამის მონაკვეთები.
  • რამდენი ფერი აქვს ცისარტელას? როდის ჩნდება ცაზე?

მკვიდრიწარმოდგენები

  • მოსწავლეები შეძლებენ ცოცხალი ბუნების ობიექტების აღწერას და შედარებას.
  • ეძლებენ ბუნებაში და ილუსტრაციებზე  ციური სხეულების ამოცნობას.
  • შეძლებენ ლოკალური გარემოს აღწერას და მარტივი მოდელების დამზადებას.
  • შეძლებენ დღის და ღამის ცაზე ბუნებრივი ობიექტების და სახელებას და აღწერას.
  • შეძლებენ დღეღამის მონაცვლეობის მიზეზის ახსნას.
  • შეძლებენ ცისარტყელას  ამოცნობას და ფერების დასახელებას.

შეფასებისკრიტერიუმები

განმავითარებელი შეფასება

შეფასებისკრიტერიუმისმიღწევისინდიკატორი

ბუნება(I)

კომპლექსურიდავალებები

დაკვირვება და ობიექტების აღწერა ილუსტრაციების მიხედვით, მოდელების დამზადება, ხალხური ლექსების განხილვა-დასწავლა, ღამის ცის საილუსტრაციოდ ბუნებრივი მასალების გამოყენება.

შესასწავლი

თემა

,,ნაგავი“

შესასწავლიმასალა 

  • როგორ ჩნდება ნაგავი
  • სად წავიღოთ ნაგავი
  • შესაფუთი მასალის დახარისხება და გამოყენება

სასწავლოშედეგი, რომელსაცგვინდარომმივაღწიოთ

  • უყალიბდება დამოკიდებულება საკუთარი გარემოსადმი
  • აღწერს საკუთარ და სხვის ქმედებას გარემოში სისუფთავის დასაცავად
  • შეუძლია საყოფაცხოვრებო ნარჩენების დახარისხება და მეორადი ნედლეულის გამოყენება.

საკვანძოკითხვები

  • როგორ ზარალდება გარემო დანაგვიანებისას?
  • როგორ იქცევი გარემოში სისუფთავის დასაცავად?
  • როგორ შეიძლება გამოვიყენოთ შესაფუთი მასალა?

მკვიდრიწარმოდგენები

  • შეძლებენ გარემოსადმი საკუთარი დამოკიდებულებების ჩამოყალიბება-დასაბუთებას.
  • შეძლებენ საკუთარი და სხვისი ქმედების აღწერას გარემოსადმი დამოკიდებულებაში.
  • შეძლებენ საყოფაცხოვრებო ნარჩენების მეორედად გამოყენებას საჭიროებისამებრ.

შეფასებისკრიტერიუმები

განმავითარებელი შეფასება

შეფასებისკრიტერიუმისმიღწევისინდიკატორი

ბუნება(I)

კომპლექსურიდავალებები

მოთხრობის განხილვა, მინი ექსკურსია მიმდებარე პარკში, საყოფაცხოვრებო ნარჩენებით ( ქაღალდი, ლითონი, პლასტიკა, მინა) ოთახის ყვავილების და ჩხრიალა სათამაშოების დამზადება.

შესასწავლი

თემა

,,სხეულის ნაწილები“

შესასწავლიმასალა 

  • ხუთი შეგრძნება
  • ვხედავთ თვალებით
  • შოკოლადი
  • გვესმის ყურით
  • ვეხებით კანით

სასწავლოშედეგი, რომელსაცგვინდარომმივაღწიოთ

  • უყალიბდებათ წარმოდგენა სხეულის ნაწილების საჭიროების, აგებულების, გამოყენების შესახებ
  • შეძლონ ჰიგიენის და უსაფრთხოების წესების დაცვა

საკვანძოკითხვები

  • როგორ წარმოგიდგენიათ სხეულის სხვადასხვა ნაწილის გარეშე არსებობა?
  • რატომ არის საჭირო უსაფრთხოების და ჰიგიენის წესების დაცვა?

მკვიდრიწარმოდგენები

  • მოსწავლეები შეძლებენ ხუთი შეგრძნების ორგანოს საჭიროების განსაზღვრას და ჩამოუყალიბდებათ ელემენტარული უსაფრთხოების და ჰიგიენის წესების დაცვის აუცილებლობის გრძნობა.

შეფასებისკრიტერიუმები

განმავითარებელი შეფასება

შეფასებისკრიტერიუმისმიღწევისინდიკატორი

  • ბუნება 1
  • აცნობიერებს შეგრძნების ორგანოების მნიშვნელობას გარემოს აღქმაში.
  • შეგრძნების ორგანოების დახმარებით აღწერს მისთვის ნაცნობ საკვებს.
  • აცნობიერებს რომ გემოს შეგრძნება ენის საშუალებით ხდება
  • აცნობიერებს ყურის, კანის, თვალის მნიშვნელობას გარემოს აღქმაში.

კომპლექსურიდავალებები

ნახატის სახით დავალების წარდგენა, მოთხრობების შესწავლა.

შესასწავლი

თემა

,,ამინდი“

შესასწავლიმასალა 

  • თოვლი და ყინული
  • ფიფქები
  • ამინდი
  • ამინდი და წელიწადის დროები
  • სეზონები და თვეები
  • ჩავაცვათ თოჯინებს
  • სად რა ჩავიცვათ

სასწავლოშედეგი, რომელსაცგვინდარომმივაღწიოთ

  • მოსწავლეებს უყალიბდებათ წარმოდგენა ამინდის ცვლილებების შესახებ როგორც დღე-ღამის, ასევე წლის განმავლობაში.
  • შეძლებენ სხვადასხვა ბუნებრივი მოვლენის აღწერას
  • შეძლებენ ამინდის შესაფერისი სამოსის შერჩევის აუცილებლობის განსაზღვრას.

საკვანძოკითხვები

  • რამდენი დროა წელიწადში?
  • წელიწადის თვეები დროების შესაბამისად.
  • როდის რა სამოსი ჩავიცვათ

მკვიდრიწარმოდგენები

  • მოსწავლეები განსაზღვრავენ წელიწადის დროების შესაბამის ცვლილებებს ბუნებაში,
  • დაასახელებენ დროის შესაბამის თვეებს
  • განსაზღვრავენ სამოსის შესაბამისობას სეზონების მიხედვით.

შეფასებისკრიტერიუმები

განმავითარებელი შეფასება

შეფასებისკრიტერიუმისმიღწევისინდიკატორი

ბუნება1

  • ახდენს ბუნების ობიექტებისა და მოვლენების პრაქტიკულ კვლევას
  • შეუძლიათ ამინდის განმსაზღვრელი კომპონენტების შექმნა და შესაბამისად ჩაწერა.
  • ასახელებს სეზონებს თანმიმდევრულად და უკავშირებს შესაბამის თვეებს.
  • საუბრობს და მსჯელობს თითოეული სეზონის შესაბამისი ამინდის შესახებ.
  • შეუძლია ტანსაცმლის დახარისხება ამინდის მიხედვით.

კომპლექსურიდავალებები

ობიექტებზე, ამინდზე დაკვირვება და ჩანაწერის გაკეთება სიმბოლოებით.

შესასწავლი

თემა

,,მცენარეები“

შესასწავლიმასალა 

  • მცენარის ნაწილები
  • ნაყოფი და თესლი
  • ხე, ბუჩქი და ბალახოვანი მცენარე
  • ხილი და ბოსტნეული
  • რატომ უნდა მივირთვათ ხილი და ბოსტნეული

სასწავლოშედეგი, რომელსაცგვინდარომმივაღწიოთ

  • მოსწავლეები შეძლებენ მცენარის ნაწილების ამოცნობას და დასახელებას.
  • შეძლებენ სხვადასხვა ტიპის მცენარეების გარჩევას და დასახელებას
  • შეძლებენ მცენარეული საკვების სარგებლიანობის განსაზღვრას არგუმენტირებით.

საკვანძოკითხვები

  • მცენარის ძირითადი ნაწილების ამოცნობა და დასახელება
  • თესლის და ნაყოფის ამოცნობა და დასახელება
  • ხილის და ბოსტნეულის სარგებლიანობის განსაზღვრა.
  • სხვადასხვა ტიპის მცენარეთა გარჩევა.

მკვიდრიწარმოდგენები

  • რომელი ნაწილებისგან შედგება მცენარე?
  • რა არის საჭირო მცენარის ზრდისთვის?
  • რატომ არის საჭირო ხილი და ბოსტნეული ჩვენი არსებობისთვის?

შეფასებისკრიტერიუმები

განმავითარებელი შეფასება

შეფასებისკრიტერიუმისმიღწევისინდიკატორი

ბუნება1

  • შეძლოს მცენარის ძირითადი გარეგანი ნაწილების ამოცნობა და დასახელება
  • შეძლოს ნაყოფისა და თესლის გარჩევა, მშრალი და წვნიანი ნაყოფის დასახელება.
  • შეძლოს ხის, ბალახის და ბუჩქის გარჩევა
  • შეძლოს სხვადასხვა ხილის და ბოსტნეულის ამოცნობა დასახელება, სეზონების მიხედვით ჩამოთვლა.
  • ხილის და ბოსტნეულის სარგებლიანობის განსაზღვრა.

კომპლექსურიდავალებები

მცენარის ნაწილების ამოცნობა - დახატვა, ხილი და ბოსტნეულის ხატვა სეზონების შესაბამისად.

შესასწავლი

თემა

,,ცხოველთა სამყარო“

შესასწავლიმასალა 

  • ცხოველთა მრავალფეროვნება
  • ცხოველის სხეულის ნაწილები
  • ცხოველთა მოძრაობა
  • მწერები
  • თევზები
  • ფრინველები
  • ნადირები
  • შინაური და გარეული ცხოველები

სასწავლოშედეგი, რომელსაცგვინდარომმივაღწიოთ

  • მოსწავლეები შეძლებენ ცხოველთა მრავალფეროვნების განსაზღვრას
  • შეძლებენ ცხოველების სხეულის ნაწილების დასახელებას და ამოცნობას.
  • განარჩევენ ერთმანეთისგან ხმელეთის და წყლის ბინადრებს, ფრინველებს და მწერებს.

მკვიდრი წარმოდგენები

  • ცხოველთა ძირითადი ნაწილების ამოცნობა დასახელება
  • ცხოველთა სამყაროს სხვადასხვა ტიპების განსხვავება დასახელება(ცხოველები, ფრინველები, მწერები, წყლის ბინადრები)

საკვანძო კითხვები

  • როგორი ტიპის ცხოველებს ვიცნობთ?
  • რა განსხვავებაა მათ შორის?

შეფასებისკრიტერიუმები

განმავითარებელი შეფასება.

შეფასებისკრიტერიუმისმიღწევისინდიკატორი

ბუნება1.

  • შეუძლია ცხოველის სხეულის ნაწილების ცნობა-დასახელება, მსგავსება -განსხვავების დადგენა.
  • ცხოველთა მოძრაობის სახეების დადგენა.
  • შეუძლია მწერების, ფრინველების, თევზების დამახასიათებელი ნიშან-თვისების დადგენა, აღწერა.
  • ნადირთათვის დამახასიათებელი განმასხვავებელი ნიშნების გამოყოფა.

კომპლექსურიდავალებები

ილუსტრაციების შექმნა, კოლაჟები, ნახატები თემების შესაბამისად.

შესასწავლი

თემა

,,დრო“

შესასწავლიმასალა 

  • კვირის დღეები
  • წელიწადის დროები

სასწავლოშედეგი, რომელსაცგვინდარომმივაღწიოთ

  • მოსწავლეები შეძლებენ წელიწადის დროების, სეზონების, თვეების, კვირის დღეების დასახელებას.

საკვანძოკითხვები

  • აღწერე სეზონები ძირითადი მახასიათებლების მიხედვით(ამინდი, ცვლილება ბუნებაში, სამოსი)

მკვიდრიწარმოდგენები

  • შეძლებენ ორიენტირება დროში: წარსული, აწმყო, მომავალი.
  • ჩამოთვლის კვირის დღეებს მახასიათებლების მიხედვით
  • დაახასიათებს სეზონურ მოვლენებს, შეადარებს სეზონებს ერთმანეთს.

შეფასებისკრიტერიუმები

განმავითარებელი შეფასება

შეფასებისკრიტერიუმისმიღწევისინდიკატორი

ბუნება1.

  • შეუძლია ორიენტირება დროში: წარსული, აწმყო, მომავალი.
  • ჩამოთვლის კვირის დღეებს მახასიათებლების მიხედვით
  • ახასიათებს სეზონურ მოვლენებს, ადარებს სეზონებს ერთმანეთს

კომპლექსურიდავალებები

კოლაჟები და ჩანახატები შესაბამის თემებზე.