Published using Google Docs
მე-9 კლ. მჟავა წვიმები.docx
Updated automatically every 5 minutes

სამიზნე

ნივთიერება

საკითხი         

„მჟავა წვიმები“ და მისი მოქმედების შედეგები

კომპლექსური დავალების პირობა

ისტორიულმა ძეგლებმა გაუძლეს და იდგნენ ათასწლეულების განმავლობაში, მაგრამ მხოლოდ ბოლო 50 წლის განმავლობაში მათი დაშლის პროცესი ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს...

დაწერე სტატია სკოლის გაზეთისთვის: „მჟავა წვიმები“-ეკოლოგიური, ეკონომიკური და ესთეტიკური ზიანის მომტანი.

ნაშრომში ხაზგასმით წარმოაჩინე:

  • მჟავა წვიმების წარმომქმნელი მიზეზები/წყაროები(ბუნებრივი და ხელოვნური გზები);
  • მჟავა წვიმების წარმოქმნის რეაქციების თანმიმდევრობა სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალებით( რეაქციების სქემები, ნახატები...);
  • მჟავა წვიმების მოქმედების შედეგები ეკოლოგიური თვალსაზრისით;
  • მჟავა წვიმების მოქმედების შედეგები ეკონომიკური თვალსაზრისით;
  • მჟავა წვიმების მოქმედების შედეგები ესთეტიკური თვალსაზრისით;
  • მჟავა წვიმების გამომწვევი ოქსიდების გამოყოფის შემცირების გზები.

 ნაშრომის პრეზენტაციისას წარმოაჩინეთ:

  • რა ნაბიჯები გადადგი დავალებაზე მუშაობის პროცესში?
  • შენი აზრით რამდენად კარგად შეასრულე მოცემული დავალება?
  • რა გაგიმარტივდა ან გაგირთულდა ამ დავალებაზე მუშაობისას?
  • რა მოგეწონა ყველაზე მეტად ამ დავალებაში?
  • რას გააკეთებდი სხვანაირად ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?
  • რას ფიქრობ... არგუმენტებზე? რატომ?
  • რას ურჩევდი მას, ვინც ახლა იწყებს ამ დავალებაზე მუშაობას?

პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

ნახეთ მოცემული ვიდეო ფილმი

https://www.youtube.com/watch?v=21Owx_2iG5Y  -ვიდეოფილმი

შეგიძლიათ გაეცნოთ ამ რესურსებსაც:

https://lib.bsu.ge/e-books/book_277.pdf -ანთროპოეკოლოგია (ნ.ლომთათიძე, ნ.ალასანია)-გვ.21-42, გვ.199-205.

https://ibrain.kz/ekologiya/kislotnye-dozhdi  მჟავა წვიმები

https://elementy.ru/trefil/55/Kislotnyy_dozhd   მჟავა წვიმები

აგრეთვე, შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია გარკვეული არეალის მცენარეებზე და ცხოველებზე მჟავა წვიმების მოქმედების შესახებ, აგრეთვე მჟავა წვიმების გამომწვევი გამონაბოლქვების შემცირების გზების, მაგ. კატალიზური გარდამქმნელების/კონვერტერების/ნეიტრალიზატორების, გოგირდის ფილტრების  შესახებ.