ინტელის ® სასწავლო პროგრამა
ეფექტური პროექტების დაგეგმვა
ნაწარმოების მიხედვით შედგნილი ბლოგის რუბრიკა
ინსტრუქციები: მოცემული რუბრიკა გამოიყენეთ თქვენი ბლოგის თვითშეფასებისთვის.
4 | 3 | 2 | 1 | |
თემა | ბლოგში წარმოდგენილი მოსაზრებები დელიკატურად მიუთითებს ადამიანური ბუნების მნიშვნელოვან შტრიხებზე. | ბლოგში წარმოდგენილი ჩანაწერები ზოგად თემას ან იდეას უკავშირდება. | ბლოგში ვცდილობ თემატური აზრის გადმოცემას, მაშინ როცა თემა გასაგებია და მკაფიოდ ახსნილი. | ჩემი ბლოგი სერიული ჩანაწერების კოლექციაა და ერთი ძირითადი იდეა არ იკვეთება. |
კავშირები პიესასთან | ჩემს ბლოგში სიზუსტის მაქსიმალური დაცვით მოხსენიებულია ყველა მნიშვნელოვანი პერსონაჟი და კრიტიკული მოვლენა პიესიდან. | ჩემს ბლოგში სიზუსტის დაცვით მოხსენიებულია ბევრი მნიშვნელოვანი პერსონაჟი და მოვლენა პიესიდან. | ჩემს ბლოგში მოხსენიებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი პერსონაჟი პიესიდან, თუმცა ზოგიერთი კავშირი არაზუსტია. | ჩემს ბლოგში მოხსენიებულია მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვანი პერსონაჟი პიესიდან, თუმცა კავშირების უმრავლესობა არაზუსტია. |
ძირითადი აზრი | პერსონაჟი, რომელიც ჩემს ბლოგს წერს, აღწერს მნიშვნელოვან გრძნობებს, მოვლენებს და ადამიანებს მისი თვალთახედვით. აღწერა მოიცავს ისეთ მოვლენებსაც, რომლებიც რთულად აღსაქმელი და ნაგულისხმევია პიესაში. | პერსონაჟი, რომელიც ჩემს ბლოგს წერს, აღწერს სხვადასხვა გრძნობებს, მოვლენებს და ადამიანებს თავისი თვალთახედვით. | პერსონაჟი, რომელიც ჩემს ბლოგს წერს, ცდილობს აღწეროს თავისი ძირითადი აზრი, თუმცა უმეტესწილად აღწერა პიესის გამეორებას უფრო ჰგავს. | პერსონაჟი, რომელიც ჩემს ბლოგს წერს, უბრალოდ, ყვება ნაცნობ ამბავს. |
ენა | ჩემი ბლოგი სპეციფიკური, საინტერესო ენით არის დაწერილი, რომელიც ავტორის პიროვნული ხასიათების წარმოჩენას უწყობს ხელს. | ჩემი ბლოგი სპეციფიკური, საინტერესო ენით არის დაწერილი. | ჩემი ბლოგი ზოგჯერ სპეციფიკური და საინტერესო ენით არის დაწერილი. | ჩემი ბლოგი ჩვეულებრივი და პროგნოზირებადი ენით არის დაწერილი. |
წესები | ჩემს ბლოგი ყველა წესების დაცვით არის დაწერილი, რაც მის მნიშვნელობას ამყარებს. | ჩემს ბლოგში ძალიან ცოტა მართლწერის, ბეჭდვითი, პუნქტუაციის ან სხვა ენობრივი შეცდომებია. მცირედი შეცდომები ტექსტის გაგებას არ ართულებს. ვცდილობ წესები მიზანდასახულად გამოვიყენო ისე, რომ ჩემი ნაწერის აზრი გავაძლიერო. | ჩემს ბლოგში ცოტა მართლწერის, ბეჭდვითი, პუნქტუაციის ან სხვა ენობრივი შეცდომებია, რომლებიც ტექსტის გაგებას ართულებს. წესების მიზანდასახულად გამოყენების მცდელობა, ჩემს ნაწერს დამაბნეველს ხდის. | ჩემს ბლოგში ბევრი შეცდომებია და მისი აზრის გაგება რთულია. |
ყველა უფლება დაცულია © ინტელის კორპორაცია, 2010 წელი. საავტორო უფლებები ვრცელდება ინტელზე, ინტელის ლოგოზე, ინტელის საგანმანათლებლო ინიციატივაზე, ინტელის სასწავლო პროგრამაზე ა.შ.შ.-ში და სხვა ქვეყნებში. *სხვა სახელსა და სავაჭრო ნიშანზე სხვა კომპანიის საკუთრების უფლება შეიძლება გავრცელდეს