Published using Google Docs
ვაჟკაცის შესაფერია2.docx

მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი:

მარინა ბოჭორიშვილი-კუხიანიძე,  60002019350

საგანი: ქართული  ენა  და  ლიტერატურა

სწავლების საფეხური/კლასი:  დაწყებითი  6

მოსწავლეთა რაოდენობა: 33

გაკვეთილის თემა:     ვაჟკაცის  შესაფერია     (ხალხური)

გაკვეთილის მიზანი: 

მოსწავლე  შეძლებსძლებს: შეძლებს

N

აქტივობის აღწერა

გამოყენებული მეთოდი/მეთოდები

კლასის ორგანიზების ფორმა/ ფორმები

სასწავლო რესურსები

დრო წთ)

1

მასწავლებელი  ამოწმებს  მოსწავლეთა  დასწრებას და  კლასს აცნობს გაკვეთილის თემას, მიზანსა და შეფასების რუბრიკებს.

ვერბალური ახსნა

საერთო საკლასო

ჟურნალი, ფლიპჩარტი შეფასების რუბრიკა

2წთ

2

მოსწავლეთა  პროვოცირების  მიზნითა  და წინარე  ცოდნის  გასააქტიურებლად  მასწავლებელი დაფაზე ხაზავს ასოციაციურ  რუკას - „ვაჟკაცი“  და ავსებს მოსწავლეთა საერთო მონაწილეობით.

ასოციაციური  რუკის  შევსება

საერთო საკლასო

დაფა, ცარცი

4წთ

3

 მასწავლებელი  მოსწავლეებს ასმენინებს ლექსის  აუდიოჩანაწერს, მოსწავლეები  უსმენენ, შემდგომ გამომეტყველებით კითხულობენ ლექსს და გადმოცემენ მასში გამოხატულ  ემოციებს.

 ისტ-ის მეთოდი.

საერთო  საკლასო

სახელმძღვანელო, ტექსტის აუდიოჩანაწერი,კომპიუტერი, ხმის გამაძლიერებელი

4წთ

4

მასწავლებელი  მოსწავლეებს სთხოვს გადაავლონ  თვალი ტექსტს და  უპასუხონ კითხვებს:

  1. ვინ  არის  ლექსის  ავტორი?
  2. რა  ვიცით  ხალხური  პოეზიის,  იგივე  ზეპირსიტყვიერების  შესახებ?
  3. დაასახელეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი (ემოციური თუ აზრობრივი) ეპიზოდები  და  გაუკეთეთ  ინტერპეტირება.
  4. ხალხს გარკვეული წარმოდგენა  ჰქონდა გმირის შესახებ, ჩამოთვალეთ ის ძირითადი ნიშნები,  რომლებიც ამ ლექსის მიხედვით უნდა  ახასიათებდეს ვაჟკაცს.
  5. ამ ჩამონათვალს თქვენ  რა  ნიშნებს  დაუმატებდით?
  6. აღწერეთ  გმირის სიტყვიერი პორტრეტი.
  7. დღეს  ვის  შეიძლება  ეწოდოს  გმირი?

კითხვა-პასუხი

საერთო საკლასო

სახელმძღვანელო

გამოსაძახებელი ჩხირები

10 წთ

5

 მასწავლებელი  მოსწავლეებს  ურიგებს  სქემებს და  სთხოვს  მათ  შევსებას. მოსწავლეები  ავლებენ პარალელს მსგავსი  ჟანრისა  და თემის ნაწარმოებებთან და თავიანთი მოსაზრების  განსამტკიცებლად  მოჰყავთ  მაგალითები პირადი

  ცხოვრებიდან, ლიტერატურული ტექსტებიდან

(დანართი  N1)

კოგნიტური მაორგანიზებელის შევსება - (პარალელები კავშირების დამყარება)

წყვილებში  მუშაობა

სქემები, კალამი, სახელმძღვანელო

8წთ

6

მასწავლებელი მოსწავლეებს  სთხოვს, მოიფიქრონ, ვის  როლში ისურვებდნენ ყოფნას  ძველ  საქართველოში (მეფის, მთავარსარდლის, დედოფლის,სახალხო  გმირის, ლაჩრის) შეარჩიონ  აუდიტორია ვისთვისაც შექმნიდნენ ტექსტს(უფლისწული, ჯარი, ხალხი, დედა) და რა სახისას (წერილი,  მიმართვა, განცხადება) მოსწავლეები საკუთარი  შეხედულებით  ირჩევენ როლს,  აუდიტორიას,  ტექსტის ფორმატს და  იწყებენ  მუშაობას. მოსწავლეები თავიანთ ნაშრომს ალაგებენ წინასწარ გამზადებულ სათვალსაჩინო მასალაში.

(დანართი  N2)

წერის  სტრატეგია - როლი,აუდიტორია, ფორმატი, თემა (RAFT)

ინდივიდუალური

სამუშაო  ფურცელი, კალამი, რაფთის  ცხრილი

9 წთ

7

 იმის  გასარკვევად თუ  როგორ  აითვისა  კლასმა ახალი მასალა,მასწავლებელი სვამს შემაჯამებელ კითხვებს:

  1. თქვენი  აზრით, რა  არის ვაჟკაცობა?
  2. სახალხო მთქმელმა ლექსს „ვაჟკაცის  შესაფერი  უწოდა, რამდენად  შეეფერება სათაური ტექსტს? თქვენ სხვა  სათაურს ხომ  არ  შეურჩევდით?
  3. ლექსის  მთავარი  აზრი,  რას  გვასწავლის  დღევანდელი  გაკვეთილი?

მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს

შეჯამება

საერთო  საკლასო

გამოსაძახებელი ჩხირები

4 წთ

7

მასწავლებელი აძლევს  მოსწავლეებს დამაზუსტებელ ინფორმაციას გაკვეთილის შემდგომ შესასრულებელ დავალებაზე:   შექმნან  პერსონაჟის  წარმოსახვითი პორტრეტი,  ლექსი  ისწავლონ ზეპირად სურვილისამებრ

ინსტრუქტაჟი

ინდივიდუალური

2 წთ

8

მასწავლებელი  ურიგებს  მოსწავლეებს თვითშეფსების გასასვლელ  ბარათებს

(დანართი  N 3)

 ახსენებს  შეფასების რუბრიკას,  აფასებს რამდენიმე მოსწავლეს  განმსაზღვრელი შეფასებით და აძლევს მათ განმავითარებელ  შეფასებას

შეფასება

მთელი კლასი, ინდივიდუალური

შეფასების რუბრიკა

2 წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები

ქართ. VI.2. მოსწავლეს  აქვს  მხატვრული  ტექსტის  გააზრებისთვის  არსებითი  მნიშვნელობის  მქონე  დეტალების  შეფსების  უნარი.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

ქართ .VI.6.  მოსწავლეს  შეუძლია  წაუკითხოს  მსმენელს  ტექსტი/ნაწყვეტი

შედეგი  თვალსაჩინოა,  თუ  მოსწავლე:

ქართ. VI.9.  მოსწავლეს  შეუძლია  პირად  გამოცდილებაზე  დაყრდნობით იმსჯელოს  ნაწარმოებში  ასახული  მისთვის  გასაგები  და  მნიშვნელოვანი პრობლემების  შესახებ.

შედეგი  თვალსაჩინოა,  თუ  მოსწავლე:

ქართ. VI. 15. მოსწავლეს  შეუძლია  სხვადასხვა  სახის  მიზნობრივი  ტექსტის  დამოუკიდებლად  შექმნა.

შედეგი თვალსაჩინოა,  თუ  მოსწავლე:

შეფასება:

შეფასების  კრიტერიუმი

          1

            2

      3

         4

დამოუკიდებელი  აზროვნება,შემოქმედებითობა და ინტერპრეტაცია

უჭირს დამოუკიდებელი აზროვნება და ვერ ახერხებს ინტერპრეტაციას

ცდილობს იაზროვნოს დამოუკიდებლად,  უჭირს ინტერპრეტაცია

ხშირად ტექსტის  გააზრებისას ავლენს დამოუკიდებელი  აზროვნების    უნარს, ცდილობს საკითხს მიუდგეს შემოქმედებითად და მოახერხოს ინტერპრეტაცია

ტექსტის გააზრებისას ყოველთვის  ავლენს დამოუკიდებელი  და შემოქმედებითი აზროვნების   უნარს  აქვს  ორიგინალური  ინტერპრეტაცია

მსჯელობა და დასკვნების გამოტანა

ავლებს პარალელს თემატურად  მსგავს ნაწარმოებებთან, მსჯელობს,ვერ გამოაქვს დასკვნები

 მოჰყავს მაგალითები, ავლებს პარალლელს თემატურად მსგაგვს ნაწარმოებთან, მაგრამ უჭირს დასკვნების გამოტანა

ყოველთვის შეუძლია მაგალითებისა და ლიტერატურული პარალელების შესახებ მსჯელობა და შესაბამისი დასკვნების გამოტანა

მიძღვნითი ხასიათის ტექსტის შექმნა

ცდილობს სხვადასხვა ტიპის მიძღვნითი ხასიათის ტექსტის შექმნას, ვერ ირჩევს შესაფერის ლექსიკასა და სტილს

ირგებს როლს და ქმნის სხვადასხვა ტიპის მიძღვნითი ხასიათის ტექსტებს, მაგრამ ხანდახან ვერ ირჩევს შესატყვის ლექსიკასა და სტილს

მიზნისა  და  ადრესატის  გათვალისწინებით ყოველთვის  თხზავს  სხვადასხვა ტიპის  მიძღვნითი ხასიათის ტექსტებს,  ირჩევს  შესაფერის  ლექსიკასა  და  სტილს

ხელმოწერა:

თარიღი:

                                                                                                                                  დანართი   N1

პარალელების გავლება/კავშირების დამყარება

პარალელები  ჩემს  ცხოვრებასთან.

რა  საერთო  მაქვს წარმოსახვით პერსონაჟთან?  რა  მახსენდება  ჩემი ცხოვრებიდან?

პარალელები  სხვა  ტექსტებთან

რა  მახსენდება სხვა  ტექსტებიდან? რით  ჰგავს ეს  ტექსტი სხვა  წიგნებში წაკითხულს? რით განსხვავდება?

პარალელები  გარე  სამყაროსთან

რა  მახსენდება  გარე  სამყაროდან/რეალური  მოვლენებიდან?  რით  ჰგავს  ან  განსხვავდება ტექსტში  აღწერილი მოვლენები გარესამყაროს  მოვლენებისგან?

                                                                                                                              დანართი   N2

   

     როლი,  აუდიტორია,  ფორმა,  თემა   (RAFT)

        

როლი            (რ)

მეფე,   რიგითი  მებრძოლი- სახალხო გმირი,  მთავარსარდალი,  დედოფალი,  ლაჩარი.

აუდიტორია  (ა )

უფლისწული,   ხალხი,   ჯარი

დედა

ფორმატი     (ფ)

წერილი,  მიმართვა,  განცხადება

თემა             (თ)

            ვაჟკაცობა

დანართი  N3                       

                          თვითშეფასების  გასვლითი  ბარათი

        

შეფასების

კრიტერიუმები

   არასოდეს

იშვიათად

ყოველთვის

ვასახელებ საინტერესო და მნიშვნელოვან ეპიზოდებს  და  ვაკეთებ  ინტერპრეტაციას

ვავლებ  პარალელს  თემატიკით  მსგავს  

ნაწარმოებებთან

ვთხზავ  მიძღვნითი  ტიპის  ტექსტს