ინდივიდუალური სასწავლო გეგმა
მოსწავლის სახელი-გვარი: 602
მე-11 სკოლა კლასი: VI- დ
საგანი: საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძველი
მოსწავლის საგნობრივი შეფასება სასწავლო წლის დასაწყისში
მოსწავლემ გასული სასწავლო წლის დასასრულს გამოავლინა შემდეგი სასწავლო შედეგი/ები | შედეგის მიღწევას ადასტურებს შემდეგი ინდიკატორი/ები | შედეგის მიღწევას არ ადასტურებს შემდეგი ინდიკატორი/ები |
ბუნ.V.2.მოსწავლეს შეუძლია ხერხემლიანი ცხოველების ძირითადი ორგანოების მათ ფუნქციებთან დაკავშირება. | მოსწავლემ შეძლო ხერხემლიანი ცხოველების ძირითადი ორგანოების მათ ფუნქციებთან დაკავშირება. | |
ბუნ.V.3.მოსწავლეს შეუძლია სინათლისა და ბგერის გავრცელების ერთმანეთთან შედარება. | მოსწავლემ შეძლო ბგერების და სინათლის გავრცელების სიჩქარის შედარება | |
ბუნ.V.4. მოსწავლეს შეუძლია მასალების განსხვავება, მათი თვისებების შესახებ მსჯელობა. | მოსწავლემ შეძლო მასალის და მათი თვისებების განსხვავება | |
ბუნ.V.5.მოსწავლეს შეუძლია ნივთიერებათა აგრეგატული მდგომარეობების დახასიათება. | მოსწავლემ შეძლო ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობის დახასიათება | |
ბუნ.V.6.მოსწავლეს შეუძლია მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტებისა და მათი ნაწილების აღწერა. | მოსწავლეს გაუჭირდა მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტების და მათი ნაწილების აღწერა. | |
ბუნ.V.7.მოსწავლეს შეუძლია ობიექტების მდებარეობისა და ურთიერთმიმართების განსაზღვრა რუკაზე. | მოსწავლეს გაუჭირდა ობიექტების მდებარეობისა და ურთიერთმიმართების განსაზღვრა რუკაზე. |
მასწავლებლის დასკვნა ინდივიდუალური სასწავლო მიზნების საჭიროების თაობაზე
წინა წლის ბოლოს მიღწეული შედეგების საფუძველზე მოსწავლე საჭიროებს ახალ სასწავლო პროცესში ჩაერთოს გამარტივებული პროგრამით, ე.წ. ინდივიდუალური სასწავლო გეგმით. |
მასწავლებლის ხელმოწერა: / თეონა ჩიტაშვილი /
დირექტორის ხელმოწერა: / ნინო ჯაბანიშვილი /
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა
თარიღი: 20.09.2019
მოსწავლის სახელი, გვარი: 602
საგანი: ბუნებისმეტყველება
მასწავლებლის სახელი, გვარი: თეონა ჩიტაშვილი
მიმართულება : ცოცხალი სამყარო
გრძელვადიანი მიზანი (სემესტრული )
ბუნ.VI.2. ბუნ.VI.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ადამიანის ორგანიზმის და ადამიანის ჯანმრთელობაზე სხვადასხვა ფაქტორის გავლენის შესახებ საუბარი. |
მოკლევადიანი მიზანი
1. |
|
2. |
|
3. |
|
სექტემბერ-ოქტომბერი
1 |
| სახელმძღვანელო, ილუსტრაცია |
2 |
| სახელმძღვანელო, სურათი |
3 | მასწავლებლის დავალებით მოსწავლე ასახელებს სასუნთქი სისტემის და გულსისხლძარღვთა სისტემის შეთანხმებულ მოქმედებას და საუბრობს ორგანოთა შეთანხმებული მუშაობის მნიშვნელობაზე მაგ: ვარჯიშის დროს. | სახელმძღვანელო, ილუსტრაცია |
4 | მასწავლებელი ავალებს მოსწავლეს, იპოვოს შესაბამისობა ორგანოებსა და მათ ფუნქციებს შორის | ილუსტრაცია |
5 |
| ფურცელი, ფანქრები, ცხრილი |
6 | მოსწავლემ მასწავლებლის დახმარებით დაასახლოს გულის და სისხლძარღვების ფუნქცია (ორგანიზმის მომარაგება საკვები ნივთიერებებით და ჟანგბადით) | ტექსტი, კალამი, ფურცელი |
ნოემბერი
1 | მოსწავლემ მასწავლებლის დახმარებით ისაუბროს ჰიგიენის ნორმების დაცვაზე ყოველდღიურ ცხოვრებაში-როგორც დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმებისაგან თავდაცვის ელემენტარულ წესებზე | კომპიუტერი, ფურცელი, კალამი, პლაკატი |
2 | მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით პასუხობს კითხვაზე: რა არის იმუნიტეტი და როგორ უნდა გავიძლიეროთ იმუნიტეტი. | კომპიუტერი, სახელმძღვანელო |
3 | მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით ისაუბრებს ვირუსული გრიპის თავიდან აცილების ზომებზე; | კომპიუტერი,სახელმძღვანელო |
4 |
| სახელმძღვანელო |
დეკემბერი
1 |
| სახელმძღვანელო, რვეული, კალამი |
2 | მოსწავლემ ისტ-ის დახმარებით მოიძიოს ინფორმაცია და ისაუბროს ზოგიერთი საკვები პროდუქტის შენახვის წესებზე, მასწავლებლის დახმარებით შეძლოს წაკითხვა საკვები პროდუქტის ეტიკეტის და დაადგინოს მისი ვარგისიანობა; | რვეული, კალამი |
3 | მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით საუბრობს მზის დაკვრის, სხეულის გადახურების ან გადაციების თავიდან აცილების გზებზე. | კომპიუტერი |
4 | მოსწავლე ისტ-ის დახმარებით მოიძიებს ინფორმაციას ელემენტარული წესების ფლობის შესახებ(მაგ., მსუბუქი ჭრილობების დამუშავება, დაზიანებული კიდურების დაფიქსირება, სისხლდენის შეჩერება) და წარმოადგენს კლასში პრეზენტაციის სახით. | სახელმძღვანელო, რვეული, კალამი |
ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მონიტორინგი
მოკლევადიანი მიზნები | თვე 1 | თვე 2 | თვე 3 | |
1 | მოსწავლემ შეძლოს ადამიანის ზოგიერთ ორგანოს ამოცნობა და მათი დანიშნულების აღწერა. შეძლოს დაასახელოს სხვადასხვა ორგანოს შეთანხმებული მოქმედების მაგალითები და ისაუბროს ორგანოთა შეთანხმებული მუშაობის მნიშვნელობაზე; დააჯგუფოს სხვადასხვა ორგანო ფუნქციის მიხედვით. (სექტემბერ- ოქტომბერი) | ძლიერი მხარე: მოსწავლემ შეძლო ადამიანის გარეგანი ორგანოების და ზოგიერთი შინაგანი ორგანოს ამოცნობა და მათი დანიშნულების აღწერა. სუსტი მხარე: უჭირს დასახელება სხვადასხვა ორგანოს შეთანხმებული მოქმედების მაგალითების და უჭირს საუბარი ორგანოთა შეთანხმებული მუშაობის მნიშვნელობაზე; ვერ აჯგუფებს სხვადასხვა ორგანოს ფუნქციის მიხედვით. | ||
2 | დაასახელოს დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმებისაგან თავდაცვის ელემენტარული წესები; დაასახელოს ადამიანის ჯანრთელობაზე უარყოფითად მოქმედი ფაქტორები (ნოემბერი) | ძლიერი მხარე: მოსწავლემ შეძლო დასახელება თავდაცვის ელემენტარული წესების(მაგ., ხელების დაბანა და ჰიგიენის სხვა ნორმების დაცვა ყოველდღიურ ცხოვრებაში, აცრა); შეძლო დასახელება ადამიანის ჯანრთელობაზე უარყოფითად მოქმედი ფაქტორების. სუსტი მხარე: მოსწავლეს უჭირს საუბარი გადამდები დაავადებების თავიდან აცილების ზომებზე და უჭირს საუბარი მისთვის და მისი თანატოლებისთვის თავდაცვის მნიშვნელობის შესახებ; | ||
3 | გააცნობიეროს ჯანსაღი კვების მნიშვნელობა და შეადგინოს საკუთარ რაციონში შესატანი აუცილებელი პროდუქტების სია; ისაუბროს ზოგიერთი საკვები პროდუქტის შენახვის წესებზე, შეძლოს წაკითხვა საკვები პროდუქტის ეტიკეტის და დაადგინოს მისი ვარგისიანობა; გამოავლინოს პირველადი სამედიცინო დახმარების ელემენტარული წესების ფლობა (დეკემბერი) | ძლიერი მხარე: მოსწავლემ შეძლო პირველადი სამედიცინო დახმარების ელემენტარული წესების სწავლა. მოსწავლემ შეძლო გააცნობიერება ჯანსაღი კვების მნიშვნელობის და შეძლო შედგენა საკუთარ რაციონში შესატანი აუცილებელი პროდუქტების სიის;
სუსტი მხარე: მოსწავლეს უჭირს ისაუბროს ზოგიერთი საკვები პროდუქტის შენახვის წესებზე, არ შეუძლია წაკითხვა საკვები პროდუქტის ეტიკეტის და დაადგენა მისი ვარგისიანობის; | ||
მიმართულება : სხეულები და მოვლენები
გრძელვადიანი მიზანი (სემესტრული )
ბუნ.VI.4. 5. 6 მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ენერგიაზე და მათ ურთიერთგარდაქმნაზე საუბარი. უნდა შეძლოს ნივთიერებათა თვისებების აღწერა და მათი ცვლილებების შესახებ საუბარი. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნივთიერებისა და ნარევის ერთმანეთისგან განსხვავება, ნარევის კომპონენტებად დაყოფის მეთოდების გამოყენება. |
მიმართულება: დედამიწა და გარესამყარო
გრძელვადიანი მიზანი (სემესტრული)
ბუნ.VI.7. ბუნ.VI.8. მოსწავლემ უნდა შეძლოს ინფორმაციის მოძიება და გადმოცემა დედამიწაზე სითბოსა და სინათლის განაწილების შესახებ და ხმელეთის რელიეფის ცვლილებაში ბუნებრივი მოვლენებისა და ადამიანის საქმიანობის როლზე. |
მოკლევადიანი მიზანი
1. | მოსწავლემ აღწეროს და განასხვავოს ერთმანეთისგან სხვადასხვა სახის ენერგია; განმარტოს, რომ ენერგია შეიძლება ერთი სხეულიდან მეორეს გადაეცეს, ერთი სახიდან მეორეში გადავიდეს. მოსწავლემ დაასახელოს ყოფა-ცხოვრებაში გამოყენებული ნივთიერებების მაგალითები და ისაუბროს მათი თვისებების შესახებ; დააკვირდეს და შეადაროს ნივთიერებები თვისებების მიხედვით, განასხვავოს ნივთიერებათა თვისებების ცვლილებები, განასხვავოს ფიზიკური და ქიმიური ცვლილებები. ისაუბროს რა გავლენას ახდენს სხვადასხვა ნივთიერების მიღების ან გადამუშავების პროცესები გარემოზე. (იანვარ-თებერვალი) |
2. | მოსწავლემ ერთმანეთისგან განასხვავოს ნივთიერება და ნარევი. ჩამოთვალოს მისთვის ნაცნობი ბუნებრივი ნარევების მაგალითები. ერთგვაროვანი და არაერთგვაროვანი ნარევები შეადაროს ერთმანეთს და ისაუბროს მათ შორის მსგავსებასა და განსხვავებაზე; მასწავლებლის მითითებით გამოყოს ნარევიდან მისი რომელიმე კომპონენტი შესაბამისი ფიზიკური მეთოდის გამოყენებით; შეარჩიოს და უსაფრთხოების წესების დაცვით გამოიყენოს შესაბამისი მეთოდები ნარევის კომპონენტებად დასაყოფად ცხოვრებისეულ სიტუაციაში; ჩამოთვალოს ნარევების გამოყენების მაგალითები ყოველდღიური ცხოვრებიდან. (მარტი) |
3. | მოსწავლემ ისაუბროს დედამიწაზე სეზონების მონაცვლეობის სავარაუდო მიზეზებზე; მოსწავლემ დაგეგეგმოს და ჩაატაროს ცდა დედამიწის ზედაპირზე სითბოსა და სინათლის არათანაბარი განაწილების სადემონსტრაციოდ; დააკავშიროს ძირითადი კლიმატური სარტყლების არსებობა დედამიწაზე სითბოსა და სინათლის არათანაბარ განაწილებასთან; შეადაროს ორი კლიმატური სარტყელი ძირითადი მახასიათებლების მიხედვით. (აპრილი) |
4. | მოსწავლემ გამოიკვლიოს და აღწეროს ნაცნობი ბუნებრივი გარემოს რელიეფი. წარმოადგინოს ვიზუალური მასალა მისი მრავალფეროვნების შესახებ; მოიპოვოს ინფორმაცია და აღწეროს მისთვის ნაცნობ გარემოში რელიეფის ცვლილების მაგალითები; გამოთქვას ვარაუდი, თუ რა ბუნებრივი ან ხელოვნური პროცესების შედეგი შეიძლება იყოს დედამიწის ზედაპირის ცვლილებები; განიხილოს დედამიწის ზედაპირზე მიმდინარე ცვლილებების მნიშვნელობა ცოცხალი სამყაროსათვის. (მაის-ივნისი) |
იანვარ-თებერვალი
1 | მოსწავლე მასწავლებლის დავალებით მოიძიებს ინფორმაციას კომპიუტერში მზის ენერგიისა (რადგან ყველა ენერგია მზის ენერგიის გარდაქმნის შედეგად მიიღება) და საკვების ენერგიის შესახებ და წარმოადგენს პრეზენტაციას კლასში. მასწავლებელი მოსწავლეს უსახელებს რამდენიმე სახის ენერგიას და სთხოვს, ჩამოთვლილთაგან დაასახელოს ამოუწურავი ენერგიის წყაროები.(მზის, ქარის და წყლის ენერგიები) მასწავლებელი ჩამოწერს დაფაზე ენერგიის სხვადასხვა წყაროს (მაგ., მზე, ბუნებრივი აირი, ქარი, მდინარე, ნავთობი, შეშა), სთხოვს მოსწავლეს, დააჯგუფოს ისინი განახლებად და არაგანახლებად ენერგიის წყაროებად და მასწავლებლის დახმარებით დაასაბუთოს თავისი მოსაზრება. | რვეული, კალამი |
2 | მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეს, ჩამოწეროს სახლში არსებული ნივთების სია, რომელთა ასამუშავებლად ენერგია არის საჭირო. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეს წაიკითხოს სახელმძღვანელოში ტექსტი ატომური ენერგიის შესახებ და უპასუხოს კითხვებს: განახლებადია თუ არა ატომური ენერგია და სად მოიპოვება რადიოაქტიური ნივთიერება ურანი.
| სახელმძღვანელო, ფურცელი, კალამი |
3 | მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეს, ჩამოთვალოს (ან მასწავლებლის დახმარებით დაასახელოს) ელექტროენერგიაზე(ელემენტებზე) მომუშავე ნივთები, რომელთა ასამუშავებლადაც ელ.ენერგიიაა საჭირო; | კალამი, რვეული |
4 | მოსწავლემ შეადაროს ნივთიერებები თვისებების მიხედვით,(ოქრო, ჰაერი, წყალი, სპირტი, მინა, რეზინი, ძმარი, შაქრის ფხვნილი, ცარცი, რკინა, პლასტმასი --- სუნის, ბზინვარების, წვის უნარის, აგრეგატული მდგომარეობის და სხვ.), აღწეროს მათი ფიზიკური თვისებები (სუნი, ფერი, აგრეგატული მდგომარეობა); გამოყოს თვისებები, რომლებიც ამ ნივთიერებების გამოყენებას განაპირობებს; | კალამი, რვეული |
5 | მოსწავლეს სთხოვს დაასახელოს ყოფა-ცხოვრებაში გამოყენებული ნივთიერებების მაგალითები და ჩამოთვალოს მათი თვისებების შესახებ (მაგ: უთო, კოვზი, თეფში, მაკრატელი)ლ დაახასიათოს მისთვის ნაცნობი ნივთიერება (მაგ., ჟანგბადი, წყალი, ნახშირორჟანგი) და გამოთქვას ვარაუდი მათ მნიშვნელობაზე ცოცხალი ორგანიზმებისთვის; | სახელმძღვანელო, ფურცელი, კალამი |
6 | მასწავლებლის დავალებით მოსწავლე ჩამოთვლის ნივთიერებათა თვისებებს: აგრეგატული მდგომარეობა, ლპობა, ფორმა, ფერი, ჟანგვა, სუნი, წვა, ბზინვარება, თბოგამტარობა, ამჟავება. ასახელებს ამ თვისებების ცვლილების მაგალითებს ყოველდღიური ცხოვრებიდან და განასხვავებს ფიზიკურ და ქიმიურ ცვლილებებს. მასწავლებლის დავალებით მოსწავლე ნახატის საშუალებით გამოსახავს ფიზიკურ და ქიმიურ ცვლილებებს. | კომპიუტერი, კალამი, რვეული, ფურცლები, ფანქრები, |
მარტი
1 | მოსწავლე ჩამოთვლის მისთვის ნაცნობი ბუნებრივი ნარევების მაგალითებს (მაგ, ჰაერი, სასმელი წყალი, ზღვის წყალი, მინერალური წყალი, ნებისმიერი კერძი და სხვ.) და მასწავლებლის დახმარებით ჩამოთვლის ნარევის შემადგენელ ნივთიერებებს. მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით ერთმანეთისგან განასხვავებს ნივთიერებას და ნარევს და ჩამოთვლის მაგალითებს, მაგ, წყალი ნივთიერებაა, წყალი და მასში გახსნილი მარილი კი -- ნარევი. | სახელმძღვანელო. რვეული, კალამი |
2 | მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით ასახელებს ერთგვაროვან და არაერთგვაროვან ნარევებს (მაგ., სუფრის მარილის წყალხსნარი, ცარცის ფხვნილისა და წყლის ნარევი), ადარებს მათ და საუბრობს მათ შორის მსგავსებასა და განსხვავებაზე; მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეს ისაუბროს ზეთისა და წყლის, რკინის ბუბუშელასა და ნახერხის, ქვიშისა და წყლის ნარევის კომპონენტებად დაყოფის წესებზე | სახელმძღვანელო, კალამი, რვეული. |
3 | რადგან ჩვეულებრივი წყალი არის ნარევი, მასწავლებელი ავალებს მოსწავლეს ისტ-ის დახმარებით მოიძიოს ინფორმაცია წყლის მინარევებისგან გაწმენდის შესახებ და წარმოადგინოს კლასში პრეზენტაციის სახით. მასწავლებელი მოსწავლეს სთხოვს ჩამოთვალოს უსაფრთხოების წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიცვას სხვადასხვა ნარევის კომპონენტებად დაყოფის დროს; მაგ: გამოხდის-დისტილაციის დროს, გამყოფი ძაბრით ზეთის და წყლის განცალკევების დროს. | სახელმძღვანელო, კალამი, რვეული. |
4 | მასწავლებლის დავალებით მოსწავლე კითხულობს ტექსტს სახელმძღვანელოდან უსაფრთხოების წესების შესახებ და რვეულში ჩამოწერს ლაბორატორიაში ქცევის წესებსა და ცდების ჩატარებისას გასათვალისწინებელ უსაფრთხოების წესებს. მასწავლებელი ავალებს მოსწავლეს მოიფიქროს ნარევების გამოყენების მაგალითები ყოველდღიური ცხოვრებიდან და ჩაწეროს რვეულში. მოსწავლე ნახატის საშუალებით გამოხატავს უსაფრთხოების ნიშნებს და წესებს. | სახელმძღვანელო, რვეული, კალამი, ფანქრები, ფურცლები |
აპრილი
1 | მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეს ისტ-ის საშუალებით მოიძიოს ინფორმაცია, ქვეყნებში სეზონების შესახებ, სად ზამთარია, სად ზაფხული. მასწავლებელი მოსწავლეს აკითხებს ტექსტს სახელმძღვანელოდან დედამიწის ზედაპირზე სითბოსა და სინათლის განაწილების შესახებ და სთხოვს ვერბალურად გადმოსცეს სითბოსა და სინათლის არათანაბარი განაწილება დედამიწაზე. | სახელმძღვანელო |
2 | მასწავლებელი მოსწავლეს აკითხებს ინფორმაციას დედამიწაზე სეზონების მონაცვლეობის სავარაუდო მიზეზებზე სთხოვს მიღებული ინფორმაცია გადმოსცეს წერილობით. მასწავლებელი მოსწავლეს უსვამს კითხვებს: ჩ. ნახევარსფეროში, მაგ:კანადაში, სადაც -30C-ია, წელიწადის რომელი დროა? ხოლო ს. .ნახევარსფეროში, მაგ: არგენტინაში, სადაც +240 С-ის, წელიწადის რომელი დროა? მასწავლებელი მოსწავლესან ერთად ატარებს ცდას გლობუსის/ბურთის და ნათურის გამოყენებით დედამიწაზე მზის სხივების არათანაბარი განაწილების სადემონსტრაციოდ; | სახელმძღვანელო, კომპიუტერი, ფურცელი, კალამი |
3 | მასწავლებლის დახმარებით მოსწავლე პასუხობს კითხვებს: რომელ ნახევარსფეროში და რომელ სარტყელში მდებარეობს საქართველო? მასწავლებელი მოსწავლეს აკითხებს ტექსტს და სთხოვს შეადაროს კლიმატური სარტყელები (ზომიერი, ტროპიკული, ცივი და ცხელი) ძირითადი მახასიათებლების მიხედვით. | სახელმძღვანელო, რვეული, კალამი. |
4 | მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით პასუხობს კითხვაზე რომელი ქვეყნებია ცივ, ცხელ და ზომიერ კლიმატურ სარტყელებში? მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეს სახელმძღვანელოში მოიძიოს ცივი ქვეყნებისთვის დამახასიათებელი თავისებურებების (მაგ., სასოფლო-სამეურნეო კულტურები, სპორტის ტიპური სახეობები) შესახებ და დაუკავშირონ ბუნებრივ პირობებს და წარმოადგინოს წერილობით. | სახელმძღვანელო, რვეული, კალამი |
მაის - ივნისი
1 | მასწავლებელი მოსწავლეს აკითხებს ტექსტს რელიეფის ფორმების შესახებ და სთხოვს უპასუხოს კითხვას: ადამიანის რომელი საქმიანობა იწვევს რელიეფის ცვლილებებს. მასწავლებელი მოსწავლეს ავალებს წერილობით წარმოადგინოს რა არის და როგორ წარმოიქმნება: მთები, ქედი, ვაკე, ხევი, ხეობა და სხვა. | სახელმძღვანელო, კალამი, რვეული |
2 | მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეს ადამიანის საქმიანობის (მაგ. ქარსაცავი ზოლებისა და სარწყავი სისტემის შექმნა, სამშენებლო სამუშაოები) შედეგების ამსახველ ილუსტრაციებს/ფოტოებს, სთხოვს, ისაუბროს დედამიწის რელიეფზე მათი გავლენისა და ადამიანისა და გარემოსთვის მათი დადებითი/უარყოფითი მნიშვნელობის შესახებ; | სახელმძღვანელო |
3 | მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეს გამოთქვას ვარაუდი, თუ რა ბუნებრივი (მაგ., წვიმები, ღვარცოფის მოვარდნა) ან ხელოვნური (მაგ., სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, გზების გაყვანა) პროცესების შედეგი შეიძლება იყოს დედამიწის ზედაპირის ცვლილებები; | სახელმძღვანელო, კალამი, რვეული |
4 | სთხოვს მოსწავლეს, მოიძიოს ინფორმაცია ადგილობრივ გარემოში მომხდარი რელიეფის ცვლილებების შესახებ (მაგ., მდინარის მიერ კალაპოტის შეცვლა, სანაპირო ზოლის სიგანის ცვლილება, ტყის გაშენება), განასხვავოს მათში ბუნებრივი მოვლენებით და ადამიანის საქმიანობით გამოწვეული ცვლილებები. | სახელმძღვანელო, კომპიუტერი, კალამი, რვეული |
5 | მასწავლებელი მოსწავლეს აძლევს ფურცელზე დაწერილ კითხვებს, რომლებიც ეხება გზების გაყვანას, მაღაროების და კარიერების გათხრას, მოსწავლემ უნდა ჩამოწეროს უარყოფითი შედეგები. მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით პასუხობს კითხვას: რა როლი აქვს გამწვანებას დასახლებულ პუნქტში? | სახელმძღვანელო, რვეული, კალამი |
6 | მასწავლებელი მოსწავლეს აძლევს დავალებას ისტ-ის დახმარებით მოიძიოს ინფორმაცია როგორ იცვლება გარემო მწვანე საფარის განადგურებით და ისაუბროს კლასის წინაშე მოძიებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. მოსწავლემ მასწავლებლის დახმარებით უნდა ისაუბროს რა მნიშვნელობა აქვს ტყეების შენარჩუნებას ცოცხალი ორგანიზმისთვის? | სახელმძღვანელო, კომპიუტერი, კალამი, რვეული |
ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მონიტორინგი
მოკლევადიანი მიზნები | თვე 1 | თვე 2 | თვე 3 | თვე 4 | |
1 | ოსწავლემ აღწეროს და განასხვავოს ერთმანეთისგან სხვადასხვა სახის ენერგია; განმარტოს, რომ ენერგია შეიძლება ერთი სხეულიდან მეორეს გადაეცეს, ერთი სახიდან მეორეში გადავიდეს. მოსწავლემ დაასახელოს ყოფა-ცხოვრებაში გამოყენებული ნივთიერებების მაგალითები და ისაუბროს მათი თვისებების შესახებ; დააკვირდეს და შეადაროს ნივთიერებები თვისებების მიხედვით, განასხვავოს ნივთიერებათა თვისებების ცვლილებები, განასხვავოს ფიზიკური და ქიმიური ცვლილებები. ისაუბროს რა გავლენას ახდენს სხვადასხვა ნივთიერების მიღების ან გადამუშავების პროცესები გარემოზე. (იანვარ-თებერვალი) | ძლიერი მხარე: მოსწავლემ შეძლო აღწერა და განსხვავება ერთმანეთისგან სხვადასხვა სახის ენერგიის; შეძლო განსხვავება ამოუწურავია თუ ამოწურვადი. შეძლო განმარტება, რომ ენერგია შეიძლება ერთი სხეულიდან მეორეს გადაეცეს, ერთი სახიდან მეორეში გადავიდეს.
სუსტი მხარე: მოსწავლეს უჭირს ენერგიის სხვადასხვა წყარო (მაგ., მზე, ბუნებრივი აირი, ქარი, მდინარე, ნავთობი, შეშა), დააჯგუფოს განახლებად და არაგანახლებად ენერგიის წყაროებად
| |||
2 | მოსწავლემ ერთმანეთისგან განასხვავოს ნივთიერება და ნარევი. ჩამოთვალოს მისთვის ნაცნობი ბუნებრივი ნარევების მაგალითები. ერთგვაროვანი და არაერთგვაროვანი ნარევები შეადაროს ერთმანეთს და ისაუბროს მათ შორის მსგავსებასა და განსხვავებაზე; მასწავლებლის მითითებით გამოყოს ნარევიდან მისი რომელიმე კომპონენტი შესაბამისი ფიზიკური მეთოდის გამოყენებით; შეარჩიოს და უსაფრთხოების წესების დაცვით გამოიყენოს შესაბამისი მეთოდები ნარევის კომპონენტებად დასაყოფად ცხოვრებისეულ სიტუაციაში; ჩამოთვალოს ნარევების გამოყენების მაგალითები ყოველდღიური ცხოვრებიდან. (მარტი) | ძლიერი მხარე: მოსწავლემ შეძლო განსხვავება ნივთიერების და ნარევის,შეძლო ერთგვაროვანი და არაერთგვაროვანი ნარევების შედარება და მათ სორის განსხვავების პოვნა. შეძლო ნარევების დაყოფის სხვადასხვა ხერხის ჩამოთვლა.
სუსტი მხარე: მოსწავლეს უჭირს შეარჩიოს და უსაფრთხოების წესების დაცვით გამოიყენოს შესაბამისი მეთოდები ნარევის კომპონენტებად დასაყოფად ცხოვრებისეულ სიტუაციაში და ჩამოთვალოს ნარევების გამოყენების მაგალითები ყოველდღიური ცხოვრებიდან. | |||
3 | მოსწავლემ ისაუბროს დედამიწაზე სეზონების მონაცვლეობის სავარაუდო მიზეზებზე; მოსწავლემ დაგეგეგმოს და ჩაატაროს ცდა დედამიწის ზედაპირზე სითბოსა და სინათლის არათანაბარი განაწილების სადემონსტრაციოდ; დააკავშიროს ძირითადი კლიმატური სარტყლების არსებობა დედამიწაზე სითბოსა და სინათლის არათანაბარ განაწილებასთან; შეადაროს ორი კლიმატური სარტყელი ძირითადი მახასიათებლების მიხედვით. (აპრილი) | ძლიერი მხარე: მოსწავლემ შეძლო საუბარი დედამიწაზე სეზონების მონაცვლეობის სავარაუდო მიზეზებზე; შეძლო შეადაროს ორი კლიმატური სარტყელი ძირითადი მახასიათებლების მიხედვით. სუსტი მხარე: მოსწავლეს უჭირს დაგეგეგმოს და ჩაატაროს ცდა დედამიწის ზედაპირზე სითბოსა და სინათლის არათანაბარი განაწილების სადემონსტრაციოდ; აგრეთვე უჭირს დააკავშიროს ძირითადი კლიმატური სარტყლების არსებობა დედამიწაზე სითბოსა და სინათლის არათანაბარ განაწილებასთან; | |||
4 | მოსწავლემ გამოიკვლიოს და აღწეროს ნაცნობი ბუნებრივი გარემოს რელიეფი. წარმოადგინოს ვიზუალური მასალა მისი მრავალფეროვნების შესახებ; მოიპოვოს ინფორმაცია და აღწეროს მისთვის ნაცნობ გარემოში რელიეფის ცვლილების მაგალითები; გამოთქვას ვარაუდი, თუ რა ბუნებრივი ან ხელოვნური პროცესების შედეგი შეიძლება იყოს დედამიწის ზედაპირის ცვლილებები; განიხილოს დედამიწის ზედაპირზე მიმდინარე ცვლილებების მნიშვნელობა ცოცხალი სამყაროსათვის. (მაის-ივნისი) |
| ძლიერი მხარე: მოსწავლემ შეძლო ნაცნობი ბუნებრივი გარემოს რელიეფის ღწერა და გამოკვლევა. შეძლო გამოთქვას ვარაუდი, თუ რა ბუნებრივი ან ხელოვნური პროცესების შედეგი შეიძლება იყოს დედამიწის ზედაპირის ცვლილებები; სუსტი მხარე: მოსწავლეს უჭირს წარმოადგინოს ვიზუალური მასალა მისი მრავალფეროვნების შესახებ; დამოუკიდებლად ვერ შეძლებს ინფორმაციის მოპოვებას და აღწერას მისთვის ნაცნობ გარემოში რელიეფის ცვლილებზე; მასწავლებლის დახმარებით განიხილავს დედამიწის ზედაპირზე მიმდინარე ცვლილებების მნიშვნელობას ცოცხალი სამყაროსათვის. | ||