სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯალაურთის საჯარო სკოლა
სოციალური პროექტის რეფლექსია
სასწავლო პროქტი „შეაჩერე ძალადობა „განვახორცილე მერვე კლასის მოსწავლეების მონაწილეობით. რომლის მიზანი იყო:
თემის ცნობიერების ამაღლება ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ. თანამშრომლობის გაძლიერება ადგილობრივ თვითმმართველობასთან. , იურისტთან, წარმატებულ ქალბატონთან, მოსწავლეებს განუვითარდებათ სხვდასხვა უნარ-ჩვევა: თანამშრომლბის შეხვედრისას, კომუნიკაციის პრობლემის მოგვარების , პრეზენტაციის, მსჯელობის,
მიმაჩნია რომ, მივაღწიე მიზანს , რადგან პროექტის განმავლობაში მოსწავლეებს : აუმაღლდათ ცოდნა ძალადობასთან დაკავშირებით. გაიაზრეს ძალადობით გამოწვეულ პრობლემები . მომავალში გამოხატავენ სოლიდარობას ასეთი ადმიანების მიმართ ,შეეცდებან დახმარება გაუწიონ ძალადობის მსხვერპლთ.
ყოველივე ამის შედეგად, გავედით ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგებზე:
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება:
ს.გ.VIII.4. მოსწავლე აცნობიერებს სამყაროს, როგორც მრავალფეროვანი გრძნობებისა და იდეების წყაროს და აფართოებს მათი ასახვის გზებს ნამუშევარში.
შგადმოსცემს გრძნობებითა და ემოციებით გამოწვეულ ასოციაციებს, შთაბეჭდილებებს და იდეებს ნამუშევარში;
ს.გ.VIII.6. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის სხვადასხვა სტრატეგიას.
ს.გ.VIII.9. მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
პროექტის ყველა აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად. მიუხედავად იმისა რომ მოსწავლეების ნაწილს ქონდათ გაცდენები, ამან ვერ მოახდინა პროექტის მიმდინარეობაზე გავლენა, რადგან ჯგუფის დანარჩენმა წევრებმა შეძლეს ფუნქციის გადანაწილება და დავალებების შესრულება.
მიმაჩნია რომ, პროექტი საერთოდ წარმატებული იყო, რადგან მოსწავლეები იყვნენ ინტერესით ჩართული ატივობებში, მაგრამ ვფიქრობ ყველაზე წარმატებული იყო ვიდეორგოლზე მუშაობა, ისინი იყვნენ უფრო მეტად დამოუკიდებლები, თვითდაჯერებულები და მოტივირებულები, აღიჭურვენ პასუხისმგებლობის გრძნობით.
მოსწავლეებს აუმაღლდათ მოტივაცია , ისტ-ის გამოყენებით გაიფართოვეს თვალსაწიერი, გაიაზრეს ძალადობით გამოწვეულ პრობლემები .
პროექტის მანძილზე მოსწავლეები მუშაობდნენ ჯგუფებად, მიუხედავად იმისა, რომ გადავანაწილეთ ფუნქციები მაინც გამოიკვეთნენ ლიდერები. ვფიქრობ ამის გადაჭრას შევძლებთ მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების მეტი გათვალისწინებით და დავალებების ისე გადანაწილებით, რომ მოსწავლეების მაქსიმალური ჩართულობა იყოს უზრუნველყოფილი.
პროექტი წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით წარიმართა, არ გამხდარა საჭირო აქტივობების მოდიფიცირება.
მომავალში გავითვალისწინებ მიღებულ გამოცდილებას, მეტ ყურადღებას გავამახვილებთ ჯგუფური მუშაობის დროს მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების მიხედვით ფუნქციების განაწილებით და დავალებების შერჩევით. რითაც ხელს შვუწყობ მოსწავლეთა თანაბარ ჩართულობას.
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი: რევაზ ცარციძე
თარიღი: 7/06/2019 წ