Published using Google Docs
Gymnasia terms of service GE
Updated automatically every 5 minutes

დამტკიცებულია დირექტორის მიერ

GYMNASIA-ს მომსახურების ხელშეკრულება (საჯარო შეთავაზების ხელშეკრულება)

1. ზოგადი დებულებები

1.1 წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს შპს „ლისი სპორტს“-ის  (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405489118, ელ-ფოსტა: info@gymnasia.com, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი სოფელი ქვემო ლისი, ფაქტობრივი მისამართი: საქართველო, თბილისი, ე. ამაშუკელის ქ. №14ა, ტელეფონი: +995 551 53 75 37), შემდგომში წოდებული როგორც „Gymnasia“, საჯარო შეთავაზებას (შემდგომში „საჯარო შეთავაზების ხელშეკრულება“ ან „საჯარო შეთავაზება“ ან „ხელშეკრულება“) და შეიცავს gymnasia.ge-ს ვებ-გვერდზე მომსახურების ჩამონათვალში მითითებული სპორტული და სხვა მომსახურების გაწევის ყველა აუცილებელ პირობას მოქმედი განრიგის შესაბამისად ნებისმიერ პირისთვის, შემდგომში წოდებული როგორც „კლიენტი“, აგრეთვე მითითებული მომსახურების მიღების პროცესში Gymnasia-ს და კლიენტის უფლება-მოვალეობებს. მომსახურების ჩამონათვალი და განრიგი წარმოადგენს ხელშეკრულების დანართებს.

1.2 ხელშეკრულება წარმოადგენს საჯარო შეთავაზება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 329-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან დაკავშირებით, Gymnasia გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ წინამდებარე საჯარო შეთავაზების ტექსტი და მის პირობებთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში, თავი შეიკავოთ წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებისგან.

1.3 წინამდებარე  საჯარო შეთავაზების მიღებით, ფიზიკური პირი ხდება კლიენტი, ხოლო Gymnasia და კლიენტი ერთად ხდებიან წინამდებარე საჯარო შეთავაზების ხელშეკრულების მხარეები. წინამდებარე   შეთავაზების აქცეპტად ითვლება კლიენტის მიერ პირველი სერვისის გადახდა.  

2. მომსახურების გაწევის წესი

2.1 მომსახურების ჩამონათვალი, მათი აღწერა, მიწოდების პირობები, მომსახურების შეთავაზების მოქმედების ვადა და მომსახურების ღირებულება მტკიცდება Gymnasia-ს მიერ მომსახურების ჩამონათვალში. მომსახურების ჩამონათვალი განთავსებულია Gymnasia-ის საინფორმაციო დაფაზე, gymnasia.ge -ს ვებ-გვერდზე და აპლიკაციაში Gymnasia. კლიენტს უფლება აქვს გამოიყენოს Gymnasia-ს მომსახურების ჩამონათვალში მითითებული ნებისმიერი მომსახურება წინამდებარე საჯარო შეთავაზების ხელშეკრულებაში მითითებული პირობებით.

2.2 კლიენტი ვალდებულია ისარგებლოს მომსახურებით გადახდის დღიდან ერთი თვის განმავლობაში. ეს ვადა არ ექვემდებარება გაგრძელებას, ხოლო გამოუყენებელი მომსახურების ღირებულება არ უბრუნდება კლიენტს, თუ მხარეებს შორის სხვა რამ არ არის შეთანხმებული.

2.3 მომსახურება ხორციელდება ინდივიდუალური და ჯგუფური გაკვეთილების განრიგის (შემდგომში „განრიგი“) შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს Gymnasia. განრიგი საჯაროა და განთავსებულია Gymnasia-ის საინფორმაციო დაგაზე, Gymnasia-ის ვებ-გვერდზე: gymnasia.ge ან აპლიკაციაში Gymnasia.

2.4 მომსახურების გაწევის დრო და ადგილი განისაზღვრება განრიგში.

2.5 Gymnasia-ს სამუშაო საათები: სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან 22:00 საათამდე, შაბათ-კვირას და სადღესასწაულო დღეებში 09:00 საათიდან 22:00 საათამდე. Gymnasia-ში შესვლა წყდება Gymnasia დახურვამდე 1 საათით ადრე.    

2.6 Gymnasia უფლება აქვს შეცვალოს სამუშაო საათები. Gymnasia-ს მუშაობის საათებში ცვლილებების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია Gymnasia-ს საინფორმაციო დაფაზე, Gymnasia-ის ვებ-გვერდზე: gymnasia.ge ან აპლიკაციაში Gymnasia.

3. მხარეთა უფლებება-მოვალეობები:

3.1 Gymnasia იღებს ვალდებულებას:

3.1.1 აცნობოს კლიენტებს Gymnasia-ს აქტუალური მომსახურების ჩამონათვალისა და ვარჯიშების განრიგის შესახებ ხელშეკრულების 2.1 პუნქტში განსაზღვრული წესით.

3.1.2 მოახდინოს მომსახურების გაწევა იმ მოცულობით და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია მომსახურების ჩამონათვალში, ვარჯიშების განრიგის შესაბამისად.

3.1.3 უზრუნველყოს სპორტული აღჭურვილობისა და ინვენტარის, ასევე დამხმარე აღჭურვილობის გამართული ფუნქციონირება Gymnasia-ს შენობაში Gymnasia-ს კლიენტებისთვის.

3.1.4 მომსახურების გაწევისას კლიენტს მისცეს შესაძლებლობა გამოიყენოს გასახდელები, საშხაპეები, ინდივიდუალური კარადები გასახდელებში ნივთების შესანახად.

3.1.5 უზრუნველყოს წინამდებარე ხელშეკრულების სხვა პირობების სათანადო შესრულება;

3.2 Gymnasia-ს უფლება აქვს:

3.2.1 განსაზღვროს მომსახურების ჩამონათვალი და დაადგინოს მომსახურებების ღირებულება.

3.2.2 ჩართოს მესამე მხარეები მომსახურებების გასაწევად, კლიენტის წინაშე ვალდებულების დაცვით.

3.2.3 საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში, რომელიც მოხდა არა Gymnasia-ს ბრალით და/ან ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, ცალმხრივად შეზღუდოს Gymnasia-ს კლიენტებისთვის მომსახურების მიწოდების მოცულობა და წესი ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.  

3.2.4 კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე გადასცეს თავისი უფლებები და მოვალეობები მესამე პირებს, იმ პირობით, რომ უფლებებისა და მოვალეობების ამგვარი გადაცემა არ გამოიწვევს წინამდებარე საჯარო შეთავაზების ხელშეკრულების შესრულების გაუარესებას.

3.2.5 Gymnasia-ს, თანამშრომლებისა და მისი კლიენტების ქონების დასაცავად, სამართალდარღვევების თავიდან ასაცილებლად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გაწეული მომსახურების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და Gymnasia-ს ტერიტორიაზე კლიენტების კანონიერი შესვლის კონტროლის მიზნით, Gymnasia-ს ტერიტორიაზე განათავსოს ფოტო, აუდიო და ვიდეო თვალთვალის ტექნიკური საშუალებები. Gymnasia აკონტროლებს შენობის გარე პერიმეტრს და შესასვლელებს, სამუშაო ადგილებს ფოტო, ვიდეო თვალთვალის და აუდიო ჩაწერის სისტემების გამოყენებით.

3.2.5.1 კლიენტების საყურადღებოდ, Gymnasia თვალსაჩინო ადგილას განათავსებს გამაფრთხილებელ ნიშნებს ფოტო, აუდიო და ვიდეო გადაღების შესახებ.

3.2.5.2 ამ უფლების გამოყენება არ არის დაკავშირებული კონკრეტული პირის შესახებ ინფორმაციის შეგროვებასთან. ფოტოებზე, აუდიო, ვიდეო მასალებში ასახული ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას უკანონო ქმედებების მტკიცებულებად.

3.2.5.3 აუცილებლობის შემთხვევაში, Gymnasia შეუძლია ასევე განახორციელოს ფოტო, აუდიო და ვიდეო გადაღება კლიენტების მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, რის შესახებაც კლიენტი წინასწარ იქნება ინფორმირებული.

3.2.6 განაცხადოს უარი მომსახურებაზე, თუ კლიენტს არ აქვს საშვი (წინამდებარე ხელშეკრულების პუნქტი 3.3.9), იმ პირობით, რომ სხვაგვარად შეუძლებელია კლიენტის ვინაობის იდენტიფიცირება.

3.2.7 კლიენტის მიერ საჯარო შეთავაზების ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოითხოვოს დარღვევების აღმოფხვრა.

3.2.8 ისარგებლოს საჯარო შეთავაზების ხელშეკრულებით, მისი დანართებითა და დამატებითი შეთანხმებებით, აგრეთვე Gymnasia-ს წესებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

3.3 Gymnasia-ს კლიენტი იღებს ვალდებულებას:

3.3.1 გადაიხადოს მომსახურების ღირებულება საჯარო შეთავაზების ხელშეკრულების წესით და პირობებით.

3.3.2 დაიცვან წინამდებარე ხელშეკრულების მე-4 პუნქტით და მისი ქვეპუნქტებით გათვალისწინებული Gymnasia-ს ზოგადი წესები;

3.3.3 ვარჯიშების დროს მკაცრად დაიცვას მწვრთნელის ან ინსტრუქტორის მითითებები, დაიცვას მწვრთნელის ან ინსტრუქტორის რეკომენდაციები ვარჯიშების ინტენსივობის ხანგრძლივობის შესახებ.

3.3.4 18 წლამდე ასაკის კლიენტებისთვის მომსახურების მიწოდება ხორციელდება მხოლოდ მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და მხოლოდ მწვრთნელის ან ინსტრუქტორის მონაწილეობით.

3.3.5 დაესწროს ჯგუფურ/ინდივიდუალურ გაკვეთილებს განრიგის მიხედვით. 10 წუთზე მეტი ხნით დაგვიანების შემთხვევაში ინსტრუქტორს ან მწვრთნელს უფლება აქვს არ დაუშვას კლიენტი გაკვეთილზე.

3.3.6 არ გადასცეს ინდივიდუალური კარადების გასაღებები, Gymnasia-ს საშვი და Gymnasia სხვა ქონება მესამე პირებს.

3.3.7 დროულად წერილობითი ფორმით აცნობოს Gymnasia-ს თავისი დაავადებების (მათ შორის ფარული დაავადებების შესახებ) ან ნებისმიერი სამედიცინო უკუჩვენებების შესახებ, რომლებიც ხელს უშლის მომსახურების მიღებაში, ასევე შეატყობინოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ნებისმიერი ცვლილების შესახებ (ორსულობის ჩათვლით), გართულებების, გვერდითი მოვლენების შესახებ და ა.შ. მომსახურების მიღების დროს ან მის შემდეგ.

3.3.8 Gymnasia-ში ყოფნისას შეინახოს საკუთარი ნივთები (სამკაულები, ძვირფასეულობები, გასაღებები, საათები, ტელეფონები, კომპიუტერები, ფული, ძვირადღირებული ნივთები, მნიშვნელოვანი დოკუმენტები და ა.შ.) ინდივიდუალურ კარადებში, ხოლო Gymnasia-დან გასვლისას გაათავისუფლოს ინდივიდუალური კარადები შენახული ნივთებისგან და ჩააბაროს გასაღები.

3.3.9 Gymnasia-ს საშვის მისაღებად და მომსახურების მისაღებად კლიენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი აუცილებელი პერსონალური მონაცემები: სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, კლიენტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები, ბიომეტრიული მონაცემები (ფოტო).

3.3.10 დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს Gymnasia-ს პერსონალურ მონაცემებში ცვლილების შესახებ ან ნებისმიერი ისეთი გარემოების შესახებ, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, მათ შორის, და არა მხოლოდ, იდენტიფიკაციის საშუალებების ცვლილებება/დაკარგვა, ინდივიდუალური კარადების გასაღებების დაკარგვა ან Gymnasia-ს მიერ დროებით მფლობელობაში/სარგებლობაში გადაცემული ნივთის დაკარგვა და დაზიანება.

3.3.11 გააუქმოს ან გადაიტანოს ანაზღაურებული მომსახურება, მისი გაწევის დრომდე არაუგვიანეს 24 (ოცდაოთხი) საათით ადრე Gymnasia-სთვის ამის შესახებ შეტყობინებით. ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მომსახურების გაწევის დროის ცვლილება ან მომსახურებისთვის გადახდილი თანხის დაბრუნება არ განხორციელდება.

3.4 კლიენტს ეკრძალება:

3.4.1 შეაწუხოს Gymnasia-ს სხვა ვიზიტორები, დაარღვიოს სისუფთავე და წესრიგი.

3.4.2 Gymnasia-ს ტერიტორიაზე ყოფნა გარე ტანსაცმლით და ქუჩის ფეხსაცმლით.  

3.4.3. Gymnasia-ში მოსვლა, თუ კლიენტს აქვს დაავადების ნიშნები. წინააღმდეგ შემთხვევაში Gymnasia-ს უფლება აქვს დროებით შეაჩეროს კლიენტის Gymnasia-ში ვიზიტი სრულ გამოჯანმრთელებამდე.

3.4.4 ჩაატაროს ინსტრუქტაჟი, მისცეს რეკომენდაციები ვარჯიშების შესახებ სხვა კლიენტებს და Gymnasia-ს სხვა ვიზიტორებს.

3.4.5 სამსახურეობრივ და სხვა ტექნიკურ სათავსებში შესვლა, დამოუკიდებლად დაარეგულიროს ნებისმიერი საინჟინრო და ტექნიკური აღჭურვილობა Gymnasia-ს პერსონალის სპეციალური ნებართვის გარეშე.

3.4.6 აწარმოოს Gymnasia-ს ტერიტორიაზე სამეწარმეო ან სხვა საქმიანობა, რომელიც არ არის დაკავშირებული Gymnasia-ს სერვისების მიღებასთან, Gymnasia-ს წერილობითი თანხმობის გარეშე.  

3.4.7 Gymnasia-ს დამატებითი წერილობითი თანხმობის გარეშე გადასცეს წინამდებარე საჯარო შეთავაზების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები მესამე პირებს.

3.5 Gymnasia-ს კლიენტს უფლება აქვს:

3.5.1 ისარგებლოს Gymnasia-ს მომსახურებით, მიიღოს მონაწილეობა Gymnasia-ს ღონისძიებებში სურვილისამებრ.

3.5.2 მომსახურების მისაღებად მიიღოს Gymnasia-ის აპლიკაციაზე წვდომა ან დარეგისტრირდეს საკუთარი საიდენტიფიკაციო მონაცემებით Gymnasia-ში ან ვებ-გვერდზე gymnasia.ge.

3.5.3 მიიღოს დახმარება, კონსულტაციები, ინსტრუქტაჟ ინსტრუქტორებისგან წარმოდგენილი მომსახურების საკითხებზე.

4. GYMNASIA-ს ზოგადი წესები:

4.1 ვარჯიშისთვის (მეცადინეობისთვის) უნდა გამოიცვალოთ ტანსაცმელი და ჩაიცვათ არჩეული ვარჯიშის შესაბამისი სამოსი (სპორტდარბაზში, ჯგუფური პროგრამის დარბაზში და ა.შ.), ჩაიცვათ დახურული სპორტული ფეხსაცმელი მაქმანებით. ზედა ტანი უნდა იყოს დახურული. ფიტნეს ზონებსა და დარბაზებში აკრძალულია შიპებიანი ფეხსაცმლით და ქუსლიანი ფეხსაცმლით ყოფნა. აკრძალულია ფეხშიშველი ვარჯიში, ვარჯიში ფლოსტებით, ჩუსტებით და სხვა მსგავსი ფეხსაცმელით, გარდა სპეციალური გაკვეთილებისა (მაგალითად, იოგა, ქორეოგრაფიული ვარჯიში). აკრძალულია Gymnasia-ს გარეთ გასვლა გამოცვლილი სპორტული ფეხსაცმლით;

4.2 Gymnasia-ს ტერიტორიაზე დაცული უნდა იყოს სიწყნარე და ქცევის ელემენტარული წესები. აკრძალულია ნებისმიერი საჯარო აქციები, რომელიც არ არის შეთანხმებული Gymnasia-ს ადმინისტრაციასთან. საჯარო აქციების ქვეშ იგულისხმება სხვადასხვა ფლაერების გავრცელება, სარეკლამო აქციების ჩატარება პოლიტიკური ან სხვა კომერციული მიზნებისთვის;

4.3 Gymnasia-ში გათვალისწინებულია თანამედროვე მუსიკალური აღჭურვილობის არსებობა, რომელიც უზრუნველყოფს მუსიკალურ აკომპანიმენტს სავარჯიშო ზონებში. Gymnasia-ში მუსიკალური ნაწარმოებების არჩევას ახორციელებს ადმინისტრაცია.

4.4 Gymnasia-ში ვიზიტისას კლიენტმა არ უნდა დატოვოს პირადი ნივთები და ტანსაცმელი უყურადღებოდ. მათ შესანახად უნდა გამოიყენოს კარადები გასახდელში.

4.5 Gymnasia-ს ტერიტორიაზე აკრძალულია:

4.5.1 სავარჯიშო დარბაზებში ჩანთების შეტანა;

4.5.2 მოწევა Gymnasia-ში შენობაში და ტერიტორიაზე;

4.5.3 ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან სხვა ტოქსიკური ინტოქსიკაციის მდგომარეობაში ყოფნა, აგრეთვე უშუალოდ Gymnasia-ის ტერიტორიაზე ალკოჰოლური სასმელების, ნარკოტიკების და არასანქცირებული მედიკამენტების მიღება; ნებისმიერი ტიპის იარაღის შეტანა და შენახვა; Gymnasia-ს უფლება აქვს ამ პირების მიმართ გამოიყენოს ზომები ვარჯიშებიდან დათხოვნის და Gymnasia-ს ფარგლებს გარეთ გაყვანის სახით.

4.5.4 Gymnasia-ს ალკოჰოლური თრობის შემდგომ მდგომარეობაში ვიზიტი.

4.5.5 Gymnasia-ში ალკოჰოლური სასმელების და ნარკოტიკული ნივთიერებების გავრცელება (გაყიდვის ჩათვლით).

4.5.6 ხმამაღალი და აგრესიული საუბარი, უხამსი სიტყვების გამოყენება, გარშემომყოფებისთვის ხელის შეშლა;

4.5.7 სპორტულ დარბაზში ნებისმიერი საკვების შეტანა;

4.5.8 Gymnasia-ს მუსიკალური და სხვა აღჭურვილობის დამოუკიდებლად გამოყენება;

4.5.9 ვარჯიშის დროს საღეჭის რეზინის ღეჭვა სიცოცხლისთვის საშიშია;

4.5.10 გაკვეთილების შემდეგ სასწავლო დარბაზებში პირადი ნივთების და სასმელის კონტეინერების დატოვება;

4.5.11 აღჭურვილობის დაჯავშნა და მონოპოლიზება;

4.5.12 მხოლოდ ოფიციალური სარგებლობისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე შესვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს სპეციალური მოწვევა;

4.6 გასახდელებისა და საშხაპეების გამოყენების წესები:

4.6.1 ტანსაცმლის გამოცვლა დასაშვებია მხოლოდ გასახდელებში;

4.6.2 გასახდელში ინდივიდუალური კარადები გამოიყენება ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და სხვა პირადი ნივთების შესანახად;

4.6.3 ინდივიდუალური კარადების გასაღები გაიცემა რეცეფციაზე და ექვემდებარება სავალდებულო დაბრუნებას ვარჯიშების დასრულებისა და გასახდელით სარგებლობის შემდეგ;

4.6.4 ინდივიდუალური კარადის გასაღების დაკარგვის შემთხვევაში დაკარგული გასაღების ღირებულება უნდა ანაზღაურდეს.

4.6.5 გასახდელში დაუშვებელია: საკუთარი ნივთების დატოვება ინდივიდუალური კარადების გარეთ; ვარჯიშებზე დასწრებისას ინდივიდუალური კარადების საკეტებში გასაღების დატოვება; საკუთარი ნივთების დატოვება ინდივიდუალურ კარადებში გაკვეთილების დასრულების შემდეგ.

4.6.6 სამუშაო საათების ბოლოს Gymnasia-ს სამუშაო რეჟიმის მიხედვით გასახდელებში ყველა ინდივიდუალური კარადა იქნება გაღებული.

4.6.7 გასახდელებში დავიწყებული და ინდივიდუალურ კარადებში დატოვებული ნივთები გადაეცემა Gymnasia-ს ადმინისტრაციას საპასუხისმგებლო შენახვაზე. Gymnasia-ს ტერიტორიაზე ნაპოვნი ყველა ნივთი ინახება Gymnasia-ში 1 თვის განმავლობაში. თუ ნივთები არ იქნება მოთხოვნილი მფლობელის მიერ, ნივთები ექვემდებარება უტილიზაციას.  

4.6.8 გასახდელებში ტუალეტების გამოყენებისას დაცული უნდა იყოს ზოგადი სანიტარიული და ჰიგიენური მოთხოვნები.

4.6.9 Gymnasia-ს გასახდელებში საშხაპეები განკუთვნილია მხოლოდ მსუბუქი ესთეტიკური დაბანისთვის ვარჯიშის შემდეგ;

4.6.10 საშხაპეების  ყველაზე დატვირთულ საათებში აუცილებელია მათი გამოყენების რიგითობის დაცვა და იყოთ ურთიერთ თავაზიანი;

4.6.11 აკრძალულია შამპუნებისა და სარეცხი საშუალებების შუშის ჭურჭელში შეტანა;

4.6.12 საშხაპეებში დაუშვებელია: თმის შეღებვა; საპარსი აქსესუარების გამოყენება; კანის მოვლის პროცედურების ჩატარება (სკრაბი, ზეთები, ნიღბები და ა.შ.); ფეხსაცმლისა და ნივთების რეცხვა.

5. მომსახურების ღირებულება, ანგარიშსწორების წესი

5.1 მომსახურების ღირებულება მითითებულია მომსახურების ჩამონათვალში.

5.2 სასურველი მომსახურების ღირებულების გადახდით კლიენტი ადასტურებს, რომ იგი ეთანხმება Gymnasia-ს წესებს, საჯარო შეთავაზების ხელშეკრულების პირობებს და ხელშეკრულება ძალაში შედის.

5.3 18 წლამდე ასაკის კლიენტებისთვის მომსახურების გადახდა ხდება მხოლოდ მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ. 18 წლამდე არასრულწლოვანი პირებისაგან თანხებს Gymnasia-ს ადმინისტრაცია არ მიიღებს.

5.4 კლიენტს უფლება აქვს გადაიხადოს ან ნაღდი ანგარიშსწორებით Gymnasia-ს სალაროში ან საბანკო გადარიცხვით Gymnasia-ს  ანგარიშსწორების ანგარიშზე.

5.5 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ანგარიშსწორება ხდება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

6. მხარეთა პასუხისმგებლობა.

6.1 Gymnasia-ს კლიენტს ეკისრება მატერიალური პასუხისმგებლობა Gymnasia-სთვის მიყენებულ ქონებრივ ზიანზე სრული მოცულობით.  

6.2 კლიენტის მიერ Gymnasia-სთვის ქონებრივი ზიანის მიყენების შემთხვევაში Gymnasia-ს ადმინისტრაცია ადგენს აქტს, რომელსაც ხელს აწერენ მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლები. თუ კლიენტი უარს იტყვის აქტის ხელმოწერაზე, Gymnasia ხელს აწერს მას ცალმხრივად ორი არადაინტერესირებული პირის თანდასწრებით და უგზავნის აქტის ერთ ასლს კლიენტს.  კლიენტი, აქტის მიღებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი სრულად. Gymnasia-ს უფლება აქვს მთლიანად ან ნაწილობრივ მოახდინოს მიყენებული ზიანის ღირებულების გამოქვითვა კლიენტისგან მომსახურების ასანაზღაურებლად გადახდილი თანხიდან.  

6.3 კლიენტის მიერ Gymnasia-ს წესების სისტემატური (ორჯერ ან მეტჯერ) დარღვევის შემთხვევაში, საჯარო შეთავაზების ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს Gymnasia-ს მიერ ცალმხრივად.

6.4 კლიენტის მიერ წინამდებარე საჯარო შეთავაზების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, რამაც გამოიწვია მომხმარებლის, სხვა კლიენტის ან სხვა მესამე მხარის პრეტენზიები, კლიენტი იღებს ვალდებულებას დამოუკიდებლად განიხილოს ასეთი პრეტენზიები და აუნაზღაუროს დაზარალებულს მიყენებული ზიანი.

6.5 საჯარო შეთავაზების ხელშეკრულებაზე დათანხმებით Gymnasia-ს კლიენტი აცხადებს, რომ მას არ აქვს სამედიცინო უკუჩვენებები Gymnasia-ში ვიზიტისა და მომსახურების მისაღებად. Gymnasia არ არის პასუხისმგებელი Gymnasia-ს კლიენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე მიყენებულ რაიმე ზიანზე, თუ კლიენტმა არ შეატყობინა Gymnasia-ს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ვარჯიშთან შეუთავსებელი დაავადებების შესახებ.

6.6 მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან წინამდებარე საჯარო შეთავაზების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ნაწილობრივი ან სრული შეუსრულებლობისთვის, თუ ეს შეუსრულებლობა იყო ფორს-მაჟორული გარემოებების შედეგი, რომლის განჭვრეტა ან თავიდან აცილება მხარეებს არ შეეძლოთ. ფორს-მაჟორულ გარემოებებს განეკუთვნება: წყალდიდობა, ხანძარი, მიწისძვრა და სხვა ბუნებრივი მოვლენები, ასევე ომი, საომარი მოქმედებებს, ბლოკადა, ხელისუფლებისა და სახელმწიფო ორგანოების ამკრძალავი ქმედებები, კავშირგაბმულობისა და ელექტრომომარაგების განადგურება, აფეთქებები, გზის და Gymnasia-სკენ მისასვლელი გზების გადაკეტვა, ავარიები კომუნალური მომსახურების ქსელებზე, ცხელი და ცივი წყლის მიწოდების გათიშვა, გათბობის გათიშვა.

7. GYMNASIA არ არის პასუხისმგებელი:

7.1 კლიენტის ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანისთვის, კლიენტის მიერ Gymnasia-ში ვიზიტის წესების და/ან მომსახურებით სარგებლობისას უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში, კლიენტის გაუფრთხილებლობით ან/და ბრალეული ქმედებებით მიყენებული ზიანისთვის.

7.2 მესამე მხარის ქმედებებით კლიენტის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობასა ან/და საკუთრებისთვის მიყენებული ზიანისთვის.

7.3 Gymnasia-ს კლიენტის მიერ გასახდელებში ან Gymnasia-ს სხვა სატავსებში დატოვებული პირადი ნივთების დაკარგვის ან დაზიანებისათვის.

7.4 მომსახურებით სარგებლობის პერიოდში ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებული ზიანისთვის, თუ კლიენტის ჯანმრთელობა გაუარესდა მწვავე ავადმყოფობის, ტრავმის გამწვავების ან ქრონიკული დაავადების შედეგად.

7.5 18 წლამდე კლიენტის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს.

8. თანხმობა პერსონალური მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებაზე

8.1 Gymnasia-ს კლიენტი, „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აძლევს Gymnasia-ს თანხმობას პერსონალური მონაცემების ავტომატურ, ნახევრად ავტომატურ და არაავტომატურ დამუშავებაზე, რომელთა ჩამონათვალი მითითებულია წინამდებარე ხელშეკრულების 7.2 - 7.3 პუნქტებში და სხვა ქვეპუნქტებში, კერძოდ: შეგროვება, ფოტო, აუდიოჩანაწერი, ვიდეო ჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, ჩანაცვლება, აღდგენა, გამოთხოვნა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან მათზე სხვაგვარად წვდომის მიზნით, მონაცემთა დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება.

8.2 მონაცემთა დამუშავების ფორმები, რომლებზეც თანხმობაა გაცემული:

8.2.1 პერსონალური მონაცემების ჩამონათვალი, რომელთა დამუშავებაზე თანხმობაა გაცემული:

ა) სახელი, გვარი;

ბ) სქესი, ასაკი;

გ) დაბადების თარიღი;

დ) პირადი ნომერი;

ე) პასპორტის მონაცემები;

ვ) რეგისტრაციის მისამართი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი;

ზ) ტელეფონის ნომერი (მობილური);

თ) ელექტრონული ფოსტის მისამართი;

ი) სპეციალური კატეგორიის მონაცემები (ბიომეტრიის ჩათვლით)

8.2.2 კლიენტი უსასყიდლოდ აძლევს თანხმობას Gymnasia-ს:

ა) განახორციელოს Gymnasia-ს მიერ ორგანიზებული ღონისძიებების ფოტო, აუდიო და ვიდეო გადაღება კლიენტის მონაწილეობით;  

ბ) გამოიყენოს და გამოაქვეყნოს ფოტო, აუდიო და ვიდეო მასალა, სარეკლამო, საინფორმაციო და სხვა მიზნებისთვის სრულად ან ნაწილობრივ,  აგრეთვე სხვა საინფორმაციო მასალა კლიენტის მონაწილეობით, მათ შორის ნებისმიერი მედია საშუალებით და ნებისმიერი გზით, სარეკლამო ბუკლეტებში და ყველა მედიაში, ტელევიზიაში, ფილმებში, ვიდეოებში, ინტერნეტში, ფლაერებში, საფოსტო გზავნილებში, კატალოგებში, პლაკატებში, პრომო სტატიებში, სარეკლამო კამპანიებში, შეფუთვაზე და ა.შ., განათავსოს  ეს მასალები გარე და შიდა სტენდებზე, ბეჭდურ მედიაში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ;

გ) განახორციელოს ნებისმიერი ქმედება კლიენტის მონაწილეობით ფოტო, აუდიო და ვიდეო გადაღებებთან დაკავშირებით, მათ შორის, და არა მხოლოდ, შეგროვება, ორგანიზება, შენახვა, ჩანაცვლება, აღდგენა, გამოთხოვნა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემების გადაცემის,  გავრცელების მიზნით, ან მათზე სხვა სახით წვდომის მიზნით, მონაცემთა დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება;

დ) მისი მონაწილეობით ფოტო, აუდიო და ვიდეო მასალებზე, აგრეთვე სხვა საინფორმაციო მასალებზე უფლებები გადასცეს მესამე პირებს.

8.3 კლიენტი აცხადებს თანახმობას, რომ მისი მონაწილეობით ფოტო, აუდიო და ვიდეო მასალების, ასევე სხვა საინფორმაციო მასალების მიმართ შეიძლება განხორციელდეს შემდეგი ქმედებები:  

ა) ფოტოები, გამოსახულებები და ვიდეო შეიძლება იყოს კოპირებული, წარმოდგენილი და გასაჯაროებული ან/და ადაპტირებული იქნას გამოსაყენებლად;

ბ) ფოტო, აუდიო და ვიდეო მასალების დამუშავება ავტორიზებული დამუშავების მეთოდით.

8.4 Gymnasia გარანტიას იძლევა, რომ არ გამოიყენებს ფოტო, აუდიო და ვიდეო მასალებს, ისევე როგორც სხვა საინფორმაციო მასალებს კლიენტის მონაწილეობით, ისეთი გზით, რაც გამოიწვევს კლიენტის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დისკრედიტაციას.

8.5 კლიენტი უფლებამოსილებას ანიჭებს Gymnasia-ს გააკეთოს სხვადასხვა მარკეტინგული შეთავაზება, რათა შესთავაზოს მომსახურება, პროდუქტები ან მოითხოვოს კლიენტისგან რაიმე ქმედება ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით, სხვა სატელეკომუნიკაციო საშუალებებით ან კლიენტებთან პირდაპირი კომუნიკაციით.  

8.6 წინამდებარე ხელშეკრულებაზე დათანხმებით, კლიენტი ადასტურებს, რომ ის მოქმედებს საკუთარი ნებით საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე და სრულად გაცნობილია წინამდებარე ხელშეკრულების ტექსტს.

8.7 კლიენტს, როგორც პერსონალური მონაცემების სუბიექტს, განემარტება, რომ კლიენტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გააუქმოს მის მიერ გაცემული თანხმობა, მიზეზების დასახელების გარეშე, წინამდებარე ხელშეკრულების 7.2- 7.3  პუნქტის შესაბამისად და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებული მონაცემების განადგურება.

9. ხელშეკრულების ვადა და მისი შეწყვეტის საფუძველი:

9.1 წინამდებარე საჯარო შეთავაზების ხელშეკრულება ძალაშია პირველი მომსახურების გადახდის მომენტიდან ვებ-გვერდზე gymnasia.ge ან Gymnasia-ს აპლიკაციის მეშვეობით ან Gymnasia რეცეფციის ხელშეკრულების გაფორმებისა და სასურველი მომსახურების გადახდის მომენტიდან. საჯარო შეთავაზების ხელშეკრულება იდება განუსაზღვრელი ვადით.  

9.2 საჯარო შეთავაზების ხელშეკრულება შეიძლება ცალმხრივად შეწყდეს კლიენტის მიერ სასამართლოს გარეშე, ნებისმიერ დროს შესაბამისი განაცხადის გაგზავნით. ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღი იქნება თარიღი, როდესაც Gymnasia მიიღებს კლიენტისგან წერილობით ან ელექტრონულ განცხადებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განაცხადში არ იქნება მითითებული უფრო გვიანი თარიღი. ამ შემთხვევაში კლიენტს უფლება აქვს, დადგენილი წესით მიიღოს ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისთვის გადახდილი მომსახურებები, თუ ხელშეკრულების შეწყვეტისას მხარეები არ შეთანხმდენენ სხვა რამდეზე.

9.3 საჯარო შეთავაზების ხელშეკრულება შეიძლება ცალმხრივად გაუქმებული იქნას  Gymnasia-ს მიერ სასამართლოს გარეშე, იმ შემტხვევაში, თუ კლიენტი დაარღვევს წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს და/ან გიმნაზიის წესებს. ამ შემთხვევაში კლიენტს არ აქვს უფლება მიიღოს ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისთვის გადახდილი მომსახურება, ამ მომსახურებისთვის გადახდილი თანხები არ ექვემდებარება ანაზღაურებას.

10. დასკვნითი დებულებები და მხარეთა ხელმოწერები:

10.1 Gymnasia-ს უფლება აქვს ცვლილებების შეიტანოს ხელშეკრულებაში, ასევე ხელშეკრულების მომსახურების ამონათვალში, განრიგში და ხელშეკრულების სხვა დანართებში. ეს ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს ვებგვერდზე gymnasia.ge, აპლიკაციაში Gymnasia და ასევე განთავსდეს Gymnasia-ში არსებულ საინფორმაციო დაფაზე.  ითვლება, რომ კლიენტმა მიიღო ეს ცვლილებები ამ ცვლილებების გამოქვეყნების შემდეგ გადახდის ან შემდეგი მომსახურების მიღების დროს.

10.2 პერსონალური ინფორმაციის, მათ შორის განცხადებების, პრეტენზიების, შეტყობინებების გაცვლა შესაძლებელია კლიენტის პირადი ანგარიშის მეშვეობით ვებ-გვერდზე gymnasia.ge ან აპლიკაციაში Gymnasia ან ინფორმაციის გაგზავნით რეგისტრაციისას კლიენტის მიერ Gymnasia-ის ვებგვერდზე მითითებული ელექტრონული ფოსტაზე (წინამდებარე ხელშეკრულების 3.3.9 პუნქტი). ინფორმაცია/დოკუმენტი მეორე მხარის მიერ მიღებულად ითვლება მისი გაგზავნის მომდევნო დღეს.

10.3 კლიენტს უფლება აქვს მიიღოს წინამდებარე საჯარო შეთავაზების ხელშეკრულების ეგზემპლარი ბეჭდური სახით ერთხელ Gymnasia-ში წერილობითი ან ელექტრონული განაცხადის წარდგენით.

10.4 მხარეებს შორის ხელშეკრულებაზე, ხელშეკრულებასთან და/ან მის შესრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ყველა დავის და უთანხმოების გადაჭრას მხარეები შეეცდებიან მოლაპარაკებების გზით. თუ მოლაპარაკების შედეგად მხარეებმა ვერ მიაღწიეს ორმხრივ მისაღებ გადაწყვეტილებას, დავა განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

10.5 კლიენტისთვის გასაგებია საჯარო შეთავაზების ხელშეკრულების შინაარსი, სრულად და უპირობოდ იღებს მის ყველა პირობას ყოველგვარი გამონაკლისის ან/და შეზღუდვის გარეშე.

10.6 ზოგადი ინფორმაცია ითვლება კლიენტისთვის მიწოდებულად, თუ ის განთავსებულია Gymnasia-ს საინფორმაციო სტენდებზე და (ან) ვებგვერდზე gymnasia.ge ან Gymnasia-ს აპლიკაციაში.

10.7 ყველა სხვა საკითხზე, რომელიც არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით, მხარეები იხელმძღვანელებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

10.8 მხარეები ადასტურებენ, რომ ისინი სრულად და ცალსახად აცნობიერებენ და მათვის გასაგებია წინამდებარე საჯარო შეთავაზების ხელშეკრულების საგანი და შინაარსი, თითოეული მხარის უფლებები და მოვალეობები, რომლებიც გამომდინარეობს ან დაკავშირებულია ხელშეკრულების განხორციელებასთან, ხელშეკრულებაში მიღებული ტერმინების არსი, აგრეთვე საჯარო შეთავაზების ხელშეკრულების ტექსტის მხარეთა განზრახვებთან და ნებასთან შესაბამისობა. ხელშეკრულება გაფორმებულია მხარეთათვის ხელსაყრელი პირობებით და არ წარმოადგენს მათზე მძიმე გარემოებების ზემოქმედების შედეგი.