Published using Google Docs
მე-9 კლ. ნიადაგში მჟავიანობის დადგენა---PH.docx
Updated automatically every 5 minutes

სამიზნე ცნება - კვლევა ( X კლასი)--პროექტი

საკითხი - ნიადაგში მჟავიანობის დადგენა---PH

კომპლექსური დავალების პირობა:

* პროექტზე მუშაობს 5 ბავშვიანი ჯგუფი ( სკოლის ნორჩ ქიმიკოსთა კლუბის

„Helios-151” -ის წევრები)

* პროექტი არის გრძელვადიანი. შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან:

1. სკოლის ეზოს ნიადაგის გამოკვლევა ჩვენსავე ქიმიის ლაბორატორიაში.

2. ნიადაგის ტიპების გაცნობა და გამოკვლევა მეცნიერულ ლაბორატორიაში.

3. სკოლის ნიადაგის დამუშავება.

4. შერჩეული მცენარეების დარგვა.

* თქვენი ძირითადი მიზანია სკოლის ეზოს გამწვანება--განაშენიანება, რისთვისაც უნდა ისწავლოთ ნიადაგის მჟავიანობის გამოკვლევა, რათა სწორად მოახდინოთ  დასარგავი კულტურების შერჩევა.

       იხილეთ ვიდეო: PH - ნიადაგის მჟავიანობისა და ტუტიანობის ინდიკატორი,

სადაც განხილულია ბოსტნეულ კულტურებში  PH-ის შემცველობა. ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ წარმოდგენა შეგექმნებათ PH-ის ქიმიურ არსზე.

* იმისათვის რომ გამოიკვლიოთ ეზოს ნიადაგი, მოისმინეთ მინი ლექცია და იხილეთ ვიდეო, სადაც განხილულია ნიადაგის გამოკვლევა სკოლის ტიპის ლაბორატორიაში:

ნიადაგის ანალიზის ტესტირების გამოყენების ვიდეო ინსტრუქცია.

* გამოიკვლიეთ სკოლის ეზოს ნიადაგი ინდიკატორით ქიმიის ლაბორატორიაში.

     კვლევის შედეგები ჩაწერეთ დაკვირვების დღიურში.

*ჩვენ ერთად მოვაწყოთ სასწავლო--თემატური ექსკურსია. ვესტუმროთ სტუ-ს აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ქიმიის ლაბორატორიას, სადაც გაეცნობით ნიადაგის სხვადასხვა ტიპებს, ლაბორატორიულად გამოიკვლევთ თითოეულ მათგანს, მათ შორის სკოლის ეზოს ნიადაგსაც.

       კვლევის შედეგები ჩაწერეთ დაკვირვების დღიურში.

*საბოლოო კვლევის შედეგები წარმოადგინეთ პოსტერის სახით. მოაწყეთ ნიადაგის სახეობების მინი გამოფენა.

*სამეცნიერო ლაბორატორიის სპეციალისტების რჩევის გათვალისწინებით შეარჩიეთ მცენარეების ჯიშები.

*გაკვეთილზე წარმოადგინეთ პრეზენტაცია Power point-ში.

*პროექტის მომდევნო ნაწილში მონაწილეობას ღებულობს კლასის ყველა მოსწავლე.

მომდევნო სამუშაოს ჩატარებისთვის მოახდინეთ:

ა) ადგილების გამოყოფა მცენარის სავარაუდო ზომის მიხედვით.

ბ) ნიადაგის დამუშავება--განაყოფიერება.

გ) სეზონზე მცენარეების დარგვა, მოვლა-პატრონობა.

პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

1.იმსჯელეთ მოსალოდნელ შედეგებზე და შესაძლო სირთულეებზე.

2. დასახეთ სამოქმედო გზები.

3. ეცადეთ, პროექტის განორციელებაში მონაწილეობა მიიღოს ყველა დაინტერესებულმა მოსწავლემ.