Published using Google Docs
მე-6კლ.თემატური.docx
Updated automatically every 5 minutes

თემატური გეგმა;      ბუნებისმეტყველება.   მე- 6-   კლასი.       2019-2020/.    რუსუდან შაუთიძე

შესასწავლი

თემა

 მიმართულება: ცოცხალი სამყარო 

   თავი 1. ადამიანი --11 საათი   

შესასწავლი მასალა 

 ადამიანის სხეულის შედგენილობა. ორგანოების შეთანხმებული მოქმედება, უზრუნველყოფა ორგანიზმის, როგორც ერთიანი სისტემის და  ფუნქციონირება.

ძვლების და კუნთების, კუჭისა და ნაწლავების დანიშნულება. მიღებული საკვების გადამუშავება და შეთვისებაჩასუნთქული ჰაერიდან ჟანგბადის გადასვლა სისხლში. სისხლის საშუალებით  ორგანიზმის ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით  მომარაგება. სისხლის მამოძრავებელი ორგანო -- გული.

სასწავლო შედეგი, რომელსაც გვინდა რომ მივაღწიოთ

ბუნ.VI.2. მოსწავლეს შეუძლია ადამიანის ორგანიზმის, როგორც ერთი მთლიანის განხილვა

საკვანძო კითხვები

რომელი ორგანოებისგან შედგება ადამიანის სხეული

რას უზრუნველყოფს  მათი შეთანხმებული მოქმედება.

რას ემსახურებიან ძვლები და კუნთები და რას  ქმნიან მთლიანი ორგანიზმისათვის

რა არის კუჭისა და ნაწლავების დანიშნულება

რისი  საშუალებით  ხორციელდება  ჩასუნთქული ჰაერიდან ჟანგბადის გადასვლა სისხლში.

 რა ამარაგებს ორგანიზმს ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით

რა განაპირობებს სისხლის მოძრაობას სისხლძარღვებში.

მკვიდრი წარმოდგენები

 მოსწავლეები აზრობრივად და თანმიმდევრულად ალაგებენ სუნთქვის ორგანოებს

ამოიცნობენ ადამიანის ზოგიერთ ორგანოს (მაგ., ძვალი, კუნთი, კუჭი, ფილტვი, გული, სისხლძარღვი) და აღწერენ მათ დანიშნულებას

ასახელებენ სხვადასხვა ორგანოს შეთანხმებული მოქმედების მაგალითებს და მსჯელობს ორგანოთა შეთანხმებული მუშაობის მნიშვნელობაზე

აჯგუფებენ სხვადასხვა ორგანოს ფუნქციის მიხედვით (მაგ., კუჭი, ნაწლავი - საკვების დაშლა და მონელება, გული და სისხლძარღვები - ორგანიზმის მომარაგება საკვები ნივთიერებებით და ჟანგბადით, კუნთები და ძვლები - სხეულის მოძრაობა და დაცვა).

შეფასების კრიტერიუმები

   განმავითარებელი შეფასება - რეკომენდაციების მიცემა, ურთიერთშეფასება(ჯგუფური მუშაობა

განმსაზღვრელი შეფასება განხორციელდება   სხვადასხვა   ტიპის  აქტივობისთვის(დისკუსია, საშინაო დავალება, ექსპერიმენტული დავალება, ინფორმაციის მოძიებატესტირება,ზეპირი  გამოკითხვა,  ექსპერიმენტი,წერილობითი  სამუშაო,   პრეზენტაცია, შემაჯამებელი დავალება)

შეფასების კრიტერიუმის მიღწევის ინდიკატორი

1) მოსწავლე ამოიცნობს ადამიანის ზოგიერთ ორგანოს (მაგ., ძვალი, კუნთი, კუჭი, ფილტვი, გული, სისხლძარღვი) და აღწერს მათ დანიშნულებას

 2) ადამიანის სხეულის მოდელზე განსაზღვრავს ორგანოების ურთიერთგანლაგებას

 3) ასახელებს სხვადასხვა ორგანოს შეთანხმებული მოქმედების მაგალითებს და მსჯელობს ორგანოთა შეთანხმებული მუშაობის მნიშვნელობაზე

 4) აჯგუფებს სხვადასხვა ორგანოს ფუნქციის მიხედვით.

კომპლექსური დავალებები

  •   ცალკეული ორგანოს ამოცნობა  თვალსაჩინოებაზე (მაკეტზე/ილუსტრაციებზე);
  •  შესაბამისობის პოვნა ორგანოებსა და მათ ფუნქციებს შორის, ცალკეული ორგანოს ადგილმდებარეობის და მნიშვნელობის აღწერა  ორგანიზმისათვის
  •  სხვადასხვა ორგანოს შედარება  ყოფა-ცხოვრებიდან მათთვის ნაცნობ  ხელოვნურ სისტემებს (მაგალითად: გული – ძრავა, ტუმბო; თირკმელი –  ფილტრი; ჩონჩხი – სამშენებლო კარკასი; სისხლძარღვები – სარწყავი სისტემა, მდინარეთა ქსელი და სხვ). 
  •   საკუთარი გულისცემის მოსმენა  (სტეტოსკოპის დახმარებით) და პულსი, თითოეული მათგანის დათვლა ერთი წუთის განმავლობაში და  ერთმანეთთან შედარება;

  სიტუაციური მაგალითების მოფიქრებარომლებშიც ჩართულია ორზე მეტი ორგანო;         

  

შესასწავლი

თემა

თავი 2. ადამიანი და ჯანმრთელობა --24 საათი

შესასწავლი მასალა  

     ჯანმრთელობაზე მოქმედი მავნე ფაქტორები. დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმებისაგან თავდასაცავად აუცილებელი ყოველდღიური ჰიგიენის ნორმების დაცვა და სათანადო აცრების ჩატარება. ჯანსაღი კვება, დაბალანსებული რაციონი და ვარგისიანი პროდუქტების გამოყენება საკვებად. ტრავმული დაზიანებების დროს პირველადი სამედიცინო დახმარების ელემენტარული წესები.

          

სასწავლო შედეგი, რომელსაც გვინდა რომ მივაღწიოთ

ბუნ.VI.3. მოსწავლეს შეუძლია  ადამიანის ჯანმრთელობაზე სხვადასხვა ფაქტორის გავლენის შესახებ მსჯელობა.

საკვანძო კითხვები

ჩამოთვალეთ ჯანმრთელობაზე მოქმედი მავნე ფაქტორები

   რა არის დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმებისაგან თავდასაცავად აუცილებელი

   რას გულისხმობს ჯანსაღი კვება

ჩამოაყალიბეთ ტრავმული დაზიანებების დროს პირველადი სამედიცინო დახმარების ელემენტარული წესები.

მკვიდრი წარმოდგენები

მოსწავლეები ასახელებენ დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმებისაგან თავდაცვის ელემენტარულ წესებს (მაგ., ხელების დაბანა და ჰიგიენის სხვა ნორმების დაცვა ყოველდღიურ ცხოვრებაში, აცრა);

  • ასახელებენ ადამიანის ჯანრთელობაზე უარყოფითად მოქმედ ფაქტორებს (მაგ., მომატებული რადიაცია, დაბინძურებული გარემო, არაჯანსაღი კვება, ხმაური, ნიკოტინი, ნარკოტიკები);
  • აცნობიერებენ ჯანსაღი კვების მნიშვნელობას და ადგენენ საკუთარ რაციონში შესატანი აუცილებელი პროდუქტების სიას (მაგ., ბოსტნეული, მარცვლეული, რძის პროდუქტები);
  • საუბრობენ ზოგიერთი საკვები პროდუქტის შენახვის წესებზე, კითხულობენ საკვები პროდუქტის ეტიკეტს და ადგენენ მის ვარგისიანობას;
  • ავლენენ პირველადი სამედიცინო დახმარების ელემენტარული წესების ფლობას (მაგ., მსუბუქი ჭრილობების დამუშავება,  დაზიანებული კიდურების დაფიქსირება,  სისხლდენის შეჩერება).

შეფასების კრიტერიუმები

     განმავითარებელი შეფასება - რეკომენდაციების მიცემა, ურთიერთშეფასება(ჯგუფური მუშაობა

განმსაზღვრელი შეფასება განხორციელდება   სხვადასხვა   ტიპის  აქტივობისთვის(დისკუსია, საშინაო დავალება, ინფორმაციის მოძიება, ექსპერიმენტული დავალება, ტესტირება,ზეპირი  გამოკითხვა,  ექსპერიმენტი,წერილობითი  სამუშაო,   პრეზენტაცია, შემაჯამებელი დავალება)

შეფასების კრიტერიუმის მიღწევის ინდიკატორ

  • მოსწავლე ასახელებს დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმებისაგან თავდაცვის ელემენტარულ წესებს
  • ასახელებს ადამიანის ჯანრთელობაზე უარყოფითად მოქმედ ფაქტორებს 
  • აცნობიერებს ჯანსაღი კვების მნიშვნელობას და ადგენს საკუთარ რაციონში შესატანი აუცილებელი პროდუქტების სიას.
  • საუბრობს ზოგიერთი საკვები პროდუქტის შენახვის წესებზე, კითხულობს საკვები პროდუქტის ეტიკეტს და ადგენს მის ვარგისიანობას;
  • ავლენს პირველადი სამედიცინო დახმარების ელემენტარული წესების ფლობას.

კომპლექსური დავალებები

  •   ინფორმაციის მოძიება ადამიანის მავნე ჩვევების შესახებ და  მათ საწინააღმდეგოდ სააგიტაციო მასალის მომზადება (მაგ., პლაკატები);
  •   კვების დაბალანსებული რაციონის შედგენა განსაზღვრული პერიოდისათვის (1 დღე/1 კვირა) და  მისი თითოეული კომპონენტის მნიშვნელობის დასაბუთება;

 მოსწავლეებისთვის სიმულაციური  თამაშის „ექიმი-პაციენტი“- შეთავაზება, რომელშიც „ექიმიავლენს პირველადი სამედიცინო დახმარების ელემენტარული წესების ფლობას და  სიმულაციური თამაშის დროს გადამდები დაავადებების თავიდან აცილების ზომების განსახიერებას, აგრეთვე მათთვის და მათი თანატოლებისთვის პრევენციის მნიშვნელობის შესახებ მსჯელობა;

  •   მათთვის ცნობილი ზოგიერთი დაავადების დასახელება (მაგ. გრიპი, ყბაყურა, წითელა) და მათი სიმპტომები (სურდო, ხველება, გამონაყარი);  

შესასწავლი თემა

   მიმართულება: სხეულები და მოვლენები

   თავი  3 . ენერგია - 10 საათი

შესასწავლი  მასალა.

სხვადასხვა სახის  ენერგიის(მოძრაობის, სითბური, ელექტრული, საკვების) არსებობით განპირობებული სხეულის მოძრაობა, გათბობა, განათება და ..   ენერგიის ბუნებრივი და ხელოვნური, განახლებადი და არაგანახლებადი წყაროები. ენერგიის გარდაქმნა ერთი სახიდან მეორეში  ან ერთი სხეულიდან მეორე სხეულისთვის გადაეცემა. ენერგიის და მის წყაროების განსაკუთრებული მნიშვნელობა თანამედროვე ადამიანის არსებობისათვის. არაგანახლებადი ენერგიის წყაროების დაზოგვა, მათი ჯეროვნად გამოყენება ან/და ჩანაცვლება

სასწავლო შედეგი, რომელსაც გვინდა რომ მივაღწიოთ

ბუნ.VI.4. მოსწავლეს  შეუძლია ენერგიის სხვადასხვა სახეზე და მათ ურთიერთგარდაქმნაზე მსჯელობა

 

  •  

საკვანძო კითხვები

როგორი სახის ენერგიითაა  განპირობებული სხეულის მოძრაობა, გათბობა, განათება და .

ჩამოთვალეთ რა სახის ენერგიები იცით

 ენერგიის როგორი წყაროები არსებობს.

 შესაძლებელია თუ არა ენერგიის გარდაქმნა ერთი სახიდან მეორეში  ან ერთი სხეულიდან მეორე სხეულში გადაცემა

რა მნიშვნელობა აქვს ენერგიას და მის წყაროებს  თანამედროვე ადამიანის არსებობისათვის

მკვიდრი წარმოდგენები

მოსწავლეები აღწერენ და განასხვავებენ ერთმანეთისგან სხვადასხვა სახის (მაგ. მოძრაობის, სითბურ, ელექტრულ, საკვებისა და საწვავის) ენერგიას;

  • მაგალითებით ან მარტივი ცდებით აჩვენებენ, რომ ენერგია შეიძლება ერთი სახიდან მეორეში გადავიდეს (მაგ., მოძრაობის ენერგია გადავიდეს სითბურ ენერგიაში, ელექტრული ენერგია - სინათლის, სითბურ ან მოძრაობის ენერგიებში); 
  • განასხვავებენ ენერგიის განახლებად და არაგანახლებად წყაროებს და მსჯელობენ ადამიანისათვის მათ მნიშვნელობაზე.

შეფასების კრიტერიუმები

განმავითარებელი შეფასება - რეკომენდაციების მიცემა, ურთიერთშეფასება(ჯგუფური მუშაობა

განმსაზღვრელი შეფასება განხორციელდება   სხვადასხვა   ტიპის  აქტივობისთვის(დისკუსია, საშინაო დავალება, ინფორმაციის მოძიება, ექსპერიმენტული დავალება, ტესტირება,ზეპირი  გამოკითხვა,  ექსპერიმენტი,წერილობითი  სამუშაო,   პრეზენტაცია, შემაჯამებელი დავალება)

შეფასების კრიტერიუმის მიღწევის ინდიკატორი

 მოსწავლე აღწერს და განასხვავებს ერთმანეთისგან სხვადასხვა სახის (მაგ. მოძრაობის, სითბურ, ელექტრულ, საკვებისა და საწვავის) ენერგიას;

  მაგალითებით ან მარტივი ცდებით აჩვენებს, რომ ენერგია შეიძლება ერთი სხეულიდან მეორეს გადაეცეს;

 მაგალითებით ან მარტივი ცდებით აჩვენებს, რომ ენერგია შეიძლება ერთი სახიდან მეორეში გადავიდეს (მაგ.,   მოძრაობის ენერგია გადავიდეს სითბურ ენერგიაში, ელექტრული ენერგია - სინათლის, სითბურ ან მოძრაობის ენერგიებში); 

  განასხვავებს ენერგიის განახლებად და არაგანახლებად წყაროებს და მსჯელობს ადამიანისათვის მათ მნიშვნელობაზე.

კომპლექსური დავალებები

   მოსწავლეებმა ჩამოწერონ სახლში არსებული ნივთების სია, რომელთა ფუნქციონირებისათვის ენერგია არის საჭირო და დაასახელონ ამ ენერგიის სახე (მაგ., სითბური, ელექტრული);

  იმსჯელონ, თუ რა სახის ენერგიის წყაროა   ელემენტი (სათამაშოს) და დაასახელონ სხვა ნივთები, რომელთა ასამუშავებლადაც იმავე  სახის ენერგიაა  საჭირო;

  კლასის დაყოფა რამდენიმე ჯგუფად და  თითოეულისთვის ენერგიის სხვადასხვა ფორმის დასახელება.    ენერგიის ამ სახის სხვა სახეში გარდაქმნის მაგალითების ჩამოთვლა. აქტივობის ბოლოს შემუშავება  საერთო სქემის, რომელშიც მოცემული იქნება ენერგიის თითოეული სახის გარდაქმნის მაგალითები

   დაფაზე ჩამოწერილი ენერგიის სხვადასხვა წყაროს (მაგ., მზე, ბუნებრივი აირი, ქარი, მდინარე, ნავთობი, შეშა),  დააჯგუფება  განახლებად და   არაგანახლებად  ენერგიის წყაროებად და დაასაბუთება საკუთარი მოსაზრების.  

შესასწავლი

თემა

თავი  4. ნივთიერებები  - 17 საათი

შესასწავლი მასალა 

ნივთიერებების  თვისებები(დანახვადი, შეგრძნებადი, გაზომვადი). ნივთიერებების გამოყენებაფიზიკური და ქიმიური გარდაქმნები. ნივთიერებების თვისებების და მათი გარდაქმნების გამოყენება ადამიანის   სასარგებლოდ.  გარემოს დაცვის კუთხით მნიშვნელოვანია საყოფაცხოვრებო და საწარმოო ნარჩენების ხელახალი გადამუშავება

სასწავლო შედეგი, რომელსაც გვინდა რომ მივაღწიოთ

ბუნ.VI.5 მოსწავლემ უნდა შეძლოს ნივთიერებათა თვისებების აღწერა და  მათი ცვლილებების შესახებ მსჯელობა.

საკვანძო კითხვები

   ჩამოთვალეთ ნივთიერებების  თვისებები

რას განაპირობებს ნივთიერებების თვისებები

რომელი გარდაქმნებით შეიძლება შეიცვალოს ნივთიერებათა თვისებები

რა იცვლება ფიზიკური გარდაქმნების დროს.

 რა ხდება ქიმიური გარდაქმნებისას

შეიძლება თუ არა ნივთიერებების თვისებები და მათი გარდაქმნები ადამიანმა  თავის სასარგებლოდ  გამოიყენოს. რა უნდა მოვიმოქმედოთ გარემოს დაცვის კუთხით

მკვიდრი წარმოდგენები

 მოსწავლეები ასახელებენ ყოფა-ცხოვრებაში გამოყენებული ნივთიერებების მაგალითებს და მსჯელობენ მათი თვისებების შესახებ, აკვირდებიან და ადარებენ  ნივთიერებებს თვისებების მიხედვით

   ახასიათებებენ  მათთვის ნაცნობ ზოგიერთ ნივთიერებას და მსჯელობენ მათ მნიშვნელობაზე ცოცხალი ორგანიზმებისთვის;

  განასხვავებენ ნივთიერებათა თვისებების ცვლილებებს და მსჯელობენ ამ ცვლილებების გამომწვევ მიზეზებზე 

   უსაფრთხოების წესების დაცვით ატარებენ ცდებს ნივთიერებათა  თვისებების ცვლილებების შესასწავლად, შედეგების ანალიზის საფუძველზე განასხვავებენ  ფიზიკურ და ქიმიურ ცვლილებებს.    

   მოიძიებენ სათანადო ინფორმაციას სხვადასხვა ნივთიერების მიღების ან გადამუშავების შესახებ.  

შეფასების კრიტერიუმები

განმავითარებელი შეფასება - რეკომენდაციების მიცემა, ურთიერთშეფასება(ჯგუფური მუშაობა

განმსაზღვრელი შეფასება განხორციელდება   სხვადასხვა   ტიპის  აქტივობისთვის(დისკუსია, საშინაო დავალება, ინფორმაციის მოძიება, ექსპერიმენტული დავალება, ტესტირება,ზეპირი  გამოკითხვა,  ექსპერიმენტი,წერილობითი  სამუშაო,   პრეზენტაცია, შემაჯამებელი დავალება)

შეფასების კრიტერიუმის მიღწევის ინდიკატორი

ასახელებს ყოფა-ცხოვრებაში გამოყენებული ნივთიერებების მაგალითებს და მსჯელობს მათი თვისებების შესახებ;

 აკვირდება და ადარებს ნივთიერებებს თვისებების მიხედვით 

   ახასიათებს მისთვის ნაცნობ ზოგიერთ ნივთიერებას (მაგ., ჟანგბადი, წყალი, ნახშირორჟანგი) და მსჯელობს მათ მნიშვნელობაზე ცოცხალი ორგანიზმებისთვის;

  განასხვავებს ნივთიერებათა თვისებების ცვლილებებს (მაგ., ფორმის, ფერისა და აგრეგატული მდგომარეობის შეცვლა) და მსჯელობს ამ ცვლილებების გამომწვევ მიზეზებზე (მაგ., გაცხელება, შერევა, დაწვა, მექანიკური ზემოქმედება);

   უსაფრთხოების წესების დაცვით ატარებს ცდებს ნივთიერებათა  თვისებების ცვლილებების (მაგ., აგრეგატული მდგომარეობის შეცვლა, წვა,  ფორმის, ფერისა და სუნის შეცვლა) შესასწავლად, შედეგების ანალიზის საფუძველზე განასხვავებს ფიზიკურ და ქიმიურ ცვლილებებს.    

   მოიძიებს სათანადო ინფორმაციას სხვადასხვა ნივთიერების მიღების ან გადამუშავების შესახებ,  მსჯელობს, რა გავლენას ახდენს ეს პროცესები გარემოზე.   

კომპლექსური დავალებები

    ივარაუდონ მათთვის დარიგებული სხვადასხვა ნივთიერებისგან/მასალისგან დამზადებულ საგნებიდან (პლასტმასის ჭიქა, ალუმინის ჭურჭელი, კერამიკის ტიგელირომელი მათგანის გამოყენებაა უფრო გამართლებული სპირტქურის ალზე ნივთიერების გასაცხელებლად?   

    აღწერონ ყოფაში გამოყენებული სხვადასხვა ნივთიერების (წყალი, ძმარი, შაქრის ფხვნილი, ცარცი, რომელიმე მეტალი)   ფიზიკური თვისებები (სუნი, ფერი, აგრეგატული მდგომარეობა);

  წყლის მაგალითზე  (ნივთიერების გადასვლა ერთი აგრეგატული მდგომარეობიდან მეორეში, აორთქლება და კონდენსაცია, დნობა და აორთქლება, დნობა და გამყარება).  გააანალიზონ, იცვლება თუ არა ამ გარდაქმნების დროს ნივთიერება.  შეადარონ ერთმანეთს ეს პროცესები   სითბოს გაცემა-შთანთქმის თვალსაზრისით;

შესასწავლი

თემა

თავი  5.  ნარევი - 10 საათი

შესასწავლი მასალა 

ნივთიერება და ნარევი. ერთგვაროვანი და არაერთგვაროვანი ნარევები. ნარევის ცალკეულ კომპონენტებად დაყოფანარევების  მრავალფეროვანი  გამოყენება.  

სასწავლო შედეგი, რომელსაც გვინდა რომ მივაღწიოთ

ბუნ.VI.6.  მოსწავლეს  შეუძლია  ნივთიერებისა და ნარევის ერთმანეთისგან განსხვავება, ნარევის კომპონენტებად დაყოფის მეთოდების გამოყენება.

საკვანძო კითხვები

რით განსხვავდება ნივთიერება და ნარევი ერთმანეთისგან

რისგან შედგება ნარევი

რამდენი სახისაა ნარევები

ჩამოთვალეთ  ნარევის ცალკეულ კომპონენტებად დაყოფის სხვადასხვა მეთოდი.

 სად გამოიყენება და რა განაპირობებს ნარევების ფართოდ გამოიყენებას როგორც მრეწველობაში, ისე ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობაში.

მკვიდრი წარმოდგენები

   ერთმანეთისგან ანსხვავებენ ნივთიერებას და ნარევს. ჩამოთვლიან მათთვის ნაცნობ  ბუნებრივი ნარევების მაგალითებს (მაგ.,  ჰაერი, სასმელი წყალი, ზღვის წყალი, მინერალური წყალი, ნებისმიერი კერძი და სხვ.); 

  ამზადებენ ერთგვაროვან და არაერთგვაროვან ნარევებს (მაგ., სუფრის მარილის წყალხსნარი, ცარცის ფხვნილისა და წყლის ნარევი), ადარებენ მათ და მსჯელობენ მათ შორის მსგავსებასა და განსხვავებაზე;

მასწავლებლის მითითებით გამოყოფენ ნარევიდან მის რომელიმე  კომპონენტს შესაბამისი ფიზიკური მეთოდის (მაგ., გაფილტვრა, დაწდომა, ამოშრობა, გაცრა) გამოყენებით;

ჩამოთვლიან  ნარევების გამოყენების მაგალითებს ყოველდღიური ცხოვრებიდან

შეფასების კრიტერიუმები

   განმავითარებელი შეფასება - რეკომენდაციების მიცემა, ურთიერთშეფასება(ჯგუფური მუშაობა

განმსაზღვრელი შეფასება განხორციელდება   სხვადასხვა   ტიპის  აქტივობისთვის(დისკუსია, საშინაო დავალება, ინფორმაციის მოძიება, ექსპერიმენტული დავალება, ტესტირება,ზეპირი  გამოკითხვა,  ექსპერიმენტი,წერილობითი  სამუშაო,   პრეზენტაცია, შემაჯამებელი დავალება)

შეფასების კრიტერიუმის მიღწევის ინდიკატორი

  ერთმანეთისგან განასხვავებს ნივთიერებას და ნარევს. ჩამოთვლის მისთვის ნაცნობი  ბუნებრივი ნარევების მაგალითებს (მაგ.,  ჰაერი, სასმელი წყალი, ზღვის წყალი, მინერალური წყალი, ნებისმიერი კერძი და სხვ.); 

  ამზადებს ერთგვაროვან და არაერთგვაროვან ნარევებს (მაგ., სუფრის მარილის წყალხსნარი, ცარცის ფხვნილისა და წყლის ნარევი), ადარებს მათ და მსჯელობს მათ შორის მსგავსებასა და განსხვავებაზე;

 მასწავლებლის მითითებით გამოყოფს ნარევიდან მის რომელიმე  კომპონენტს შესაბამისი ფიზიკური მეთოდის (მაგ., გაფილტვრა, დაწდომა, ამოშრობა, გაცრა) გამოყენებით;

ჩამოთვლის  ნარევების გამოყენების მაგალითებს ყოველდღიური ცხოვრებიდან

კომპლექსური დავალებები

  სხვადასხვა ნივთიერების/მასალის (მაგ., წყალი, ქვიშა,  მარილი, ზეთი, ძმარი, ცარცის ფხვნილი, ნახერხი და სხვ.)  გამოყენებით დაამზადონ ერთგვაროვანი და არაერთგვაროვანი ნარევები;

  მასწავლებელი 4 - 5 მოსწავლისგან შემდგარ ჯგუფებს ურიგებს სხვადასხვა ნარევის (მაგ., ცარციანი წყალი,  ქვიშისა და წვრილი კენჭების ნარევი, ნახერხისა და ქვიშის ნარევი, მარილიანი წყალი, მინერალური წყალი, ჩაის ნაყენი, ყავა და სხვ.) ნიმუშებს და ავალებს, არგუმენტირებულად დააჯგუფონ ისინი ერთგვაროვან და არაერთგვაროვან ნარევებად;

 ჩამოთვლილი  სხვადასხვა  ნარევის  კომპონენტებად დაყოფა მათთვის ნაცნობი ხერხებიდან   და უსაფრთხოების წესების დაცვით  ერთ-ერთის გამოყენება.  თავიანთი არჩევანის დასაბუთება

   უსაფრთხოების წესების შემუშავება, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიცვან სხვადასხვა ნარევის კომპონენტებად დაყოფის დროს

შესასწავლი თემა

მიმართულება: დედამიწა და გარესამყარო

   თავი  6. სითბოს და სინათლის განაწილება დედამიწაზე  - 15 სთ

შესასწავლი მასალა 

დედამიწის ბრუნვის ღერძი  მზის ირგვლივ.  ღერძის დახრილობის გამო სითბოს და სინათლეს განაწილება ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებში.   სეზონები. ძირითადი კლიმატური სარტყლები: ეკვატორული, ტროპიკური, ზომიერი და პოლარული

სასწავლო შედეგი, რომელსაც გვინდა რომ მივაღწიოთ

ბუნ.VI.7. მოსწავლეს შეუძლია დედამიწაზე სითბოსა და სინათლის განაწილების შესახებ მსჯელობა.

საკვანძო კითხვები

 როგორაა დახრილი დედამიწის ბრუნვის ღერძი  მზის ირგვლივ

 როგორ ნაწილდება ღერძის დახრილობის გამო სითბო და სინათლე ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებში.   რითია გამოწვეული სეზონების არსებობა.

  რის მიხედვით განარჩევენ დედამიწაზე ძირითად კლიმატურ სარტყლებს.

 რომელია ძირითადი კლიმატური სარტყელები.

მკვიდრი წარმოდგენები

 მოსწავლეები მსჯელობენ დედამიწაზე სეზონების მონაცვლეობის სავარაუდო მიზეზებზე;

 აკავშირებენ ძირითადი კლიმატური სარტყლების არსებობას დედამიწაზე სითბოსა და სინათლის არათანაბარ განაწილებასთან;

  ადარებენ ორ კლიმატურ  სარტყელს ძირითადი მახასიათებლების მიხედვით.  

შეფასების კრიტერიუმები

განმავითარებელი შეფასება - რეკომენდაციების მიცემა, ურთიერთშეფასება(ჯგუფური მუშაობა

განმსაზღვრელი შეფასება განხორციელდება   სხვადასხვა   ტიპის  აქტივობისთვის(დისკუსია, საშინაო დავალება, ინფორმაციის მოძიება, ექსპერიმენტული დავალება, ტესტირება,ზეპირი  გამოკითხვა,  ექსპერიმენტი,წერილობითი  სამუშაო,   პრეზენტაცია, შემაჯამებელი დავალება)

შეფასების კრიტერიუმის მიღწევის ინდიკატორი

  მსჯელობს დედამიწაზე სეზონების მონაცვლეობის სავარაუდო მიზეზებზე;

 გეგმავს და ატარებს ცდას (მაგ., გლობუსით და ფანრით) დედამიწის ზედაპირზე სითბოსა და სინათლის არათანაბარი განაწილების სადემონსტრაციოდ

 აკავშირებს ძირითადი კლიმატური სარტყლების არსებობას დედამიწაზე სითბოსა და სინათლის არათანაბარ განაწილებასთან;

 ადარებს ორ კლიმატურ  სარტყელს ძირითადი მახასიათებლების მიხედვით.  

კომპლექსური დავალებები

  •   მოიძიონ ინფორმაცია და გააკეთონ ცივი და ცხელი სითბური სარტყლების შედარებითი ანალიზი (შესაძლებელია ვენის დიაგრამის ფორმატში);
  •   რუკის დახმარებით განსაზღვრონ, რომელი ქვეყნები მიეკუთვნებიან ცხელ და ცივ კლიმატურ სარტყლებს. მოიძიონ ინფორმაცია ამ ქვეყნებისთვის დამახასიათებელი  თავისებურებების (მაგ., სასოფლო-სამეურნეო კულტურები,  სპორტის ტიპური სახეობები) შესახებ და დაუკავშირონ  ბუნებრივ პირობებს.

შესასწავლი თემა

თავი  7. ხმელეთის რელიეფის ცვლილებები  -- 14 სთ

შესასწავლი მასალა 

ხმელეთის რელიეფის ფორმები. მათი   წარმოქმნა დედამიწის ქერქზე. ქანების გამოფიტვა ქარისა და წვიმის მოქმედებით, მიწისზედა წყლებით ნიადაგის გადარეცხვა ან მდინარის მიერ კალაპოტის გაჭრა, ზღვის ნაპირის გამორეცხვაადამიანის საქმიანობა - ხმელეთის რელიეფის  ცვლილების  ფაქტორი, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო, გზების და სხვა კომუნიკაციების გაყვანა

სასწავლო შედეგი, რომელსაც გვინდა რომ მივაღწიოთ

ბუნ.VI.8. მოსწავლეს შეუძლია ხმელეთის რელიეფის ცვლილებაში ბუნებრივი მოვლენებისა და ადამიანის საქმიანობის როლზე მსჯელობა

საკვანძო კითხვები

რა არის ხმელეთის რელიეფის ფორმები

როგორ წარმოიქმნებიან ისინი

ჩამოთვალეთ რელიეფზე მოქმედი პროცესები

 არის თუ არა  ადამიანის საქმიანობა ხმელეთის რელიეფის  ცვლილების  ფაქტორი.

მკვიდრი წარმოდგენები

  მოსწავლეები აღწერენ ნაცნობი ბუნებრივი გარემოს რელიეფს. წარმოადგენენ ვიზუალურ მასალას მისი მრავალფეროვნების შესახებ;

 მოიპოვებენ  ინფორმაციას და აღწერენ მისთვის ნაცნობ გარემოში რელიეფის  ცვლილების მაგალითებს;

 გამოთქვამენ  ვარაუდს, თუ რა ბუნებრივი  ან ხელოვნური  პროცესების შედეგი შეიძლება იყოს  დედამიწის ზედაპირის ცვლილებები;

განიხილავენ დედამიწის ზედაპირზე მიმდინარე ცვლილებების  მნიშვნელობას ცოცხალი სამყაროსათვის.

შეფასების კრიტერიუმები

განმავითარებელი შეფასება - რეკომენდაციების მიცემა, ურთიერთშეფასება(ჯგუფური მუშაობა

განმსაზღვრელი შეფასება განხორციელდება   სხვადასხვა   ტიპის  აქტივობისთვის(დისკუსია, საშინაო დავალება, ინფორმაციის მოძიება, ექსპერიმენტული დავალება, ტესტირება,ზეპირი  გამოკითხვა,  ექსპერიმენტი,წერილობითი  სამუშაო,   პრეზენტაცია, შემაჯამებელი დავალება)

შეფასების კრიტერიუმის მიღწევის ინდიკატორი

 მოსწავლე იკვლევს და აღწერს ნაცნობი ბუნებრივი გარემოს რელიეფს. წარმოადგენს ვიზუალურ მასალას (მაგ., ფოტოებს) მისი მრავალფეროვნების შესახებ;

მოიპოვებს ინფორმაციას და აღწერს მისთვის ნაცნობ გარემოში რელიეფის  ცვლილების მაგალითებს;

 გამოთქვამს ვარაუდს, თუ რა ბუნებრივი (მაგ., წვიმები, ღვარცოფის მოვარდნა) ან ხელოვნური (მაგ., სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, გზების გაყვანა)  პროცესების შედეგი შეიძლება იყოს  დედამიწის ზედაპირის ცვლილებები;

 განიხილავს დედამიწის ზედაპირზე მიმდინარე ცვლილებების (მაგ., ეროზია, აბრაზია) მნიშვნელობას ცოცხალი სამყაროსათვის.

კომპლექსური დავალებები

 მოსწავლეებმა შეადარონ  ერთი და იმავე ადგილის სხვადასხვა  დროს გადაღებული ფოტოები და  იპოვონ განსხვავება;

 მოიძიონ ადამიანის საქმიანობის (მაგ., წიაღისეულის მოპოვება, ნიადაგის ტერასებად დამუშავება, ქარსაცავი ზოლებისა და სარწყავი სისტემის შექმნა, სამშენებლო სამუშაოები) შედეგების ამსახველი  ილუსტრაციები/ფოტოები და იმსჯელონ დედამიწის რელიეფზე მათი გავლენისა და ადამიანისა და გარემოსთვის მათი დადებითი/უარყოფითი მნიშვნელობის შესახებ;

  გამოთქვან ვარაუდი სხვადასხვა ბუნებრივი მოვლენის (მაგ., მიწისძვრა, მეწყერი, ქარიშხალი, წყალდიდობა, გვალვა, ვულკანი, მოქცევის ტალღა, ხანძარი) გამომწვევი მიზეზების, აგრეთვე, ახლო და შორეული შედეგების შესახებ;

   მოიძიონ ინფორმაცია ლოკალურ გარემოში  მომხდარი რელიეფის ცვლილებების შესახებ (მაგ., მდინარის მიერ კალაპოტის შეცვლა, სანაპირო ზოლის სიგანის ცვლილება, ტყის გაშენება), განასხვავონ მათში ბუნებრივი მოვლენებით და ადამიანის საქმიანობით გამოწვეული ცვლილებები