სამიზნე ცნება - ნივთიერება, კვლევა (შედეგი ქიმ.საბ.1, 4, 6, 7, 8, 9, 11, 12, 13 ) |
საკითხი - ჰაერის შემადგენლობა - ჰაერის მნიშვნელობა |
კომპლექსური დავალების პირობა: დაიყავით სამ ჯგუფად, თითოეულმა ჯგუფმა შეასრულეთ და წარმოადგინეთ მოცემული დავალება: I ჯგუფის დავალება: შექმენით ბუკლეტი „სუფთა ჰაერი ჩემი უფლებაა“. II ჯგუფის დავალება: შექმენით და შეავსეთ კოგნიტური სქემა, სადაც ჩამოთვლით, გაანალიზებთ და ისაუბრებთ ჰაერის დაბუნძურების მიზეზებზე. III ჯგუფის დავალება: შექმენით პოსტერი, რომლის ერთ ნახევარზე ასახული იქნება სუფთა ჰაერის ზემოქმედება გარემოზე, ხოლო მეორე ნახევარზე კი - დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედების შედეგი.
ბუკლეტზე ხაზგასმით წარმოაჩინეთ:
კოგნიტურ სქემაზე ხაზგასმით წარმოაჩინეთ:
პოსტერზე ხაზგასმით წარმოაჩინეთ:
ნაშრომის პრეზენტაციისას წარმოაჩინეთ:
|
პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის: ცნობილია, რომ ჰაერი ქმნის ატმოსფეროს. ჩვენ ჰაერის ოკეანის ფსკერზე ვცხოვრობთ. ვსუნთქავთ ჰაერში არსებული ჟანგბადით, რომლის შემცველობის მუდმივობას უზრუნველყოფს ფოტოსინთეზი. გაეცანით დანართს და გამოიყენეთ დავალების შესრულებისას. იხ. დანართი „ჰაერი“ გამოიყენეთ კითხვებზე პასუხი ბუკლეტის შექმნისას: 1) განმარტეთ, რატომ არ მცირდება ჟანგბადის შემცველობა ჰაერში მიუხედავად მისი განუწყვეტელი ხარჯვისა? 2) როგორ ფიქრობთ ნახშირორჟანგის შემცველობა სად უფრო მეტია: ქალაქის ჰაერში თუ მთიანი სოფლის ტყის ჰაერში? 3) ახსენით რას ნიშნავს სუფთა ჰაერი ადამიანისთვის? |