Published using Google Docs
Gymnasia delivery policy GE.docx
Updated automatically every 5 minutes

პროდუქციის მიწოდების წესები

წინამდებარე მიწოდების წესები (შემდგომში წესები“) არეგულირებს შპს „ლისი სპორტს“-ის  (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405489118, ელ-ფოსტა: info@gymnasia.com, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი სოფელი ქვემო ლისი, ფაქტობრივი მისამართი: საქართველო, თბილისი, . ამაშუკელის . №14, ტელეფონი: +995 551 53 75 37), შემდგომში წოდებული როგორც „Gymnasia“, მიერ საცალო ვაჭრობით გაყიდული პროდუქციის მიწოდების პირობებს, ასევე Gymnasia-სა და კლიენტის უფლებებს და ვალდებულებებს შეძენილი პროდუქციის მიწოდების პროცესში.

წესებში გამოიყენება შემდეგი ტერმინები:

მომხმარებელი - ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს ქმედუნარიანობა და საჭირო უფლებამოსილება ვებგვერდის ან აპლიკაციის საშუალებით შეიძინოს და გადაიხადოს პროდუქციის ღირებულება.

პროდუქცია - სასურსათო და არასასურსათო პროდუქცია, რომლებიც გასაყიდად არის შეთავაზებული gymnasia.ge ვებგვერდის მეშვეობით.

მიწოდება - gymnasia.ge- ვებგვერდზე შეკვეთის განთავსებისას მომხმარებლის მიერ მითითებულ დანიშნულებამდე პროდუქციის მიტანა,  თუ მომხმარებელმა შეარჩია „მიწოდებისმომსახურება.

მიწოდება

პროდუქციის მიწოდების წესი, ვადები, ღირებულება და ადგილი თანხმდება Gymnasia-სა და მომხმარებელს შორის პროდუქციის შეკვეთისას. შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელი ადასტურებს თავის გადახდისუნარიანობას და პასუხისმგებლობას შეკვეთის გადახდის ვალდებულებების ჯეროვან შესრულებაზე.

მომხმარებელს Gymnasia- თანხმობით, შეუძლია შეცვალოს შეკვეთაში მითითებული პროდუქციის მიწოდების წესი და ამ შემთხვევაში Gymnasia-  უფლება აქვს მოითხოვოს მომხმარებლისგან დამატებითი თანხა პროდუქციის მიწოდების წესის ცვლილების გამო.

პროდუქციის მიწოდება ხორციელდება მიწოდების წესების შესაბამისად. თუ მომხმარებელი აირჩევს „გატანისოფციას, პროდუქციის მიწოდება არ ხორციელდება და მომხმარებელს თავად გააქვს პროდუქცია ადგილიდან, რისთვისაც Gymnasia- წარუდგეს პირადობის და შესყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტაციას. პროდუქციის მიღებისთანავე, მომხმარებელი ვალდებულია შეამოწმოს შენაძენის მთლიანობა და ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს Gymnasia-  .

თუ პროდუქციის მიწოდება განხორციელდა დადგენილ ვადებში, მაგრამ პროდუქცია არ გადაეცა მომხმარებელს მისი ბრალით, შემდგომი მიწოდება ხდება მხარეთა შეთანხმებით დამატებით დადგენილ ვადაში, მომხმარებელის მიერ პროდუქციის მიწოდების მომსახურების ღირებულების ხელახალი გადახდის შემდეგ.

«Gymnasia»-  მიერ შეკვეთაში შეთანხმებული მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიწოდების ღირებულება ექვემდებარება მომხმარებლისათვის უკან დაბრუნებას მიწოდების დღიდან 24 საათის განმავლობაში, მომხმარებლის არჩევანით ერთ-ერთი შემდეგი მეთოდით:

მომხმარებლის მიერ მიწოდებისათვის გადახდილი თანხის დაბრუნება საბანკო ბარათზე ან მომხმარებლის საბანკო ანგარიშზე;ან

მომხმარებლისათვის მიწოდების ღირებულებაზე ფასდაკლების შეთავაზებით .

ამ პუნქტის პირობები არ ვრცელდება შემდეგ შემთხვევებზე:

ვებგვერდის ტექნიკური გაუმართაობაზე, რომელიც «Gymnasia»-   ბრალი არ იყო;

მიწოდება უფასოა.

მიღება

პროდუქციის გადაცემა ხდება მომხმარებლის მიერ შეკვეთაში მითითებულ მისამართზე და შეკვეთაში შეთანხმებულ ვადაში. მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს პროდუქციის მიღება, კერძოდ, მიაწოდოს მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია პროდუქციის გადაცემის ადგილის შესახებ, უზრუნველყოს Gymnasia- თანამშრომლების თავისუფალი და შეუფერხებელი წვდომა მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე, მათ შორის დომოფონის, ზარის, დაშვების სისტემის გამოყენებით, უზრუნველყოს პროდუქციის მიღება გადაცემის ადგილზე, წარუდგინოს Gymnasia- თანამშრომელს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელი მოაწეროს სატრანსპორტო ზედნადებს. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელმა დაადასტურა პროდუქციის მიღება.

პროდუქციაზე საკუთრების უფლება გადადის მომხმარებელზე მომხმარებლის მიერ ვებგვერდის ან აპლიკაციის საშუალებით გადახდის დროს.

მომსახურების გაწევა

ეს წესები შეიძლება გამოყენებულ იქნას Gymnasia- სპორტულ და სხვა  მომსახურებებზე, იმდენად რამდენადაც ისინი არ ეწინააღმდეგებიან სპორტული და სხვა მომსახურების სარგებლობის შესახებ მომსახურების ხელშეკრულების („საჯარო შეთავაზების ხელშეკრულება“) მოთხოვნებს.