Published using Google Docs
VI(G).docx
Updated automatically every 5 minutes

I სემესტრი

N 1 შემაჯამებელი დავალების ანალიზი

კლასი: VI

საგანი: _ქართული ენა და ლიტერატურა    

პედაგოგი: ლია ლაზიშვილი

შემაჯამებელი სამუშაოების შესრულების ფორმა:  ეპიზოდის შინაარსი;        03.10.2019

შემაჯამებელი დავალების პირობა და ესგ- შედეგები

N

შემაჯამებელი დავალების პირობა

საგნის სტანდარტის შედეგები

რ. ინანიშვილი „ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი;   ვაჟა-ფშაველა“ ქუჩი“.

შესწავლილი მასალის მიხედვით       გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება  ფაქტისადმი, შესაბამისი ლექსიკური და გრამატიკული საშუალებების გამოყენებით. მოსწავლე სწორად აფასებს ფაქტებს, ლექსიკურად გამართულია მისი მსჯელობა, განმარტავს  თავის შეხედულებას.

ქართული სალიტერატურო ენის ნორმების   დაცვა.

ქართ.დაწყ.(II).11. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობი ლექსიკის ,ნასწავლი ენობრივ -სინტაქსური კონსტრუქციებისა და სტრუქტურული ელემენტების მიზნობრივად შერჩევა და სათანადოდ  გამოყენება .ქართული სალიტერატურო ენის ძირითადი ნორმების დაცვა

შემაჯამებელი დავალების კრიტერიუმები

შეფასების კრიტერიუმები

შინაარსი 8ქ

კრიტერიუმი №1

№1

ნაშრომის აგება

ქულა

1

ნაშრომი კარგადაა ორგანიზებული, მონაკვეთები თანამიმდევრულად და ლოგიკურად ენაცვლება ერთმანეთს. აბზაცები სწორადაა გამოყოფილი.

1

2

ნაშრომში დარღვეულია ტექსტის ლოგიკა და/ან  იგი ორგანიზებული არ არის.

0

კრიტერიუმი №2

№2

შინაარსის გადმოცემა

ქულა

1

შინაარსი გადმოცემულია ნათლად, აზრი მკაფიოდ და ნათლად არის ჩამოყალიბებული. მოცემულია ტექსტის მნიშვნელოვანი, ძირითადი ნაწილის სრულყოფილი შინაარსი.

4

2

მოცემულია ტექსტის მნიშვნელოვანი, ძირითადი ნაწილის სრულყოფილი შინაარსი, მაგრამ ზოგ შემთხვევაში აზრი არ არის მკაფიოდ და ნათლად ჩამოყალიბებული.

3

3

არ არის მოცემული ტექსტის მნიშვნელოვანი, ძირითადი ნაწილის სრულყოფილი შინაარსი, ამასთანავე ზოგ შემთხვევაში აზრი არ არის მკაფიოდ და ნათლად ჩამოყალიბებული.

2

4

მოცემულია ტექსტის ზერელე შინაარსი, აზრი არ არის მკაფიოდ და ნათლად ჩამოყალიბებული.

1

5

მოსწავლე ვერ გადმოსცემს ტექსტის შინაარსს, თანმიმდევრობა, ლოგიკური კავშირები დარღვეულია/ ან შინაარსი გადმოცემულია ერთი-ორი წინდადებით.

0

კრიტერიუმი №3

№3

ფაქტობრივი შეცდომა

ქულა

1

არ არის დაშვებული არცერთი ფაქტობრივი შცდომა

1

2

დაშვებულია ერთი ფაქტობრივი შეცდომა

0

კრიტერიუმი №4

№5

მართლწერის ნორმების დაცვა

ქულა

1

არ არის დაშვებული 5-ზე მეტი შეცდომა.

2

2

არ არის დაშვებული  10-ზე მეტი შეცდომა.

1

4

დაშვებულია 15-ზე მეტი  შეცდომა.

0

შეკითხვა-2ქ

№4

დამოუკიდებელი აზროვნება, კომენტირების უნარი

ქულა

1

მოსწავლე სწორად აფასებს ფაქტებს, ლექსიკურად გამართულია მისი მსჯელობა, განმარტავს  თავის შეხედულებას.

1

2

არ არის მოცემული მოსწავლის კომენტარი/ ან მოსწავლის კომენტარი არაადეკვატურია.

0

შემაჯამებელი სამუშაოს შედეგების ანალიზი

მიღებული შედეგების მიხედვით, მოსწავლეთა უმრავლესობამ ტექსტის ცოდნა გამოამაჟღავნა. შეუძლიათ აზრით თანმიმდევრულად  და გასაგებად ჩამოყალიბება. იცავენ ენობრივ ნორმებს, მაგრამ უჭირთ სასვენ ნიშნების სწორად გამოყენება.

ნაწილს გაუჭირდა აზრის თანმიმდევრულად გადმოცემა. გამოტოვა  მნიშვნელოვანი  ეპიზოდი. დაუშვა  გრამატიკული შეცდომა და არასწორად გამოიყენა  სასვენი ნიშნები.

მოსწავლეებს ევალებოდათ შინაარსის გარდა, ერთი სააზროვნო და სამსჯელო შეკითხვისთვის გაეცათ პასუხი მოცემული ტექსტის მიხედვით. მსჯელობა და აზრის დასაბუთება მოსწავლეთა  ნაწილს გაუჭირდა.

დასკვნა

მოსწავლეთა უმრავლესობამ თავი კარგად გაართვა მოცემულ დავალებას,მაგრამ სამსჯელო და სააზროვნო კითხვაზე პასუხის გაცემა და აზრის ჩამოყალიბება დასაბუთებულად გაუჭირდათ.

რეკომენდაცია

ყურადღება უნდა მივაქციო, რომ მოსწავლეებში განვავითარო მსჯელობის, აზრის დასაბუთებულად ჩამოყალიბების  უნარი .ვასწავლო  სასვენი ნიშნების სწორად გამოყენება.

დასკვნა

       მოსწავლეთა ძირითადმა ნაწილმა თავი კარგად გაართვა მოცემულ დავალებას .

რეკომენდაცია

 აუცილებელია მეტი ყურადღება მივაქციო შინაარსის წერას ,აზრის გასაგებად და თ

თანმიმდევრობით ჩამოყალიბებას, ენობრივი ნორმების დაცვას .

        

   

პედაგოგის ხელმოწერა:ლია ლაზიშვილი