სამიზნე ცნება - ნივთიერება |
საკითხი - ფიზიკური და ქიმიური მოვლენები და მათი თანმდევი ცვლილებები |
კომპლექსური დავალების პირობა: მოცემული გაქვთ მოვლენათა ჩამონათვალი: ყინულის ლღობა, შაქრის წვა, შაქრის გაფხვიერება, მაგნიუმის ლენტის წვა. თქვენი მიაზანია შეადგინოთ ცხრილი, სადაც მოახდენთ ჩამოთვლილი მოვლენების კლასიფიკაციას დაკვირვების საფუძველზე. ამისათვის გაიყავით ოთხ ჯგუფად. თითოეული ჯგუფი ჩაატარებთ მცირე ექსპერიმენტულ სამუშაოს. პირველ ჯგუფს გადმოგეცემათ ქიმიურ ჭიქაში მოთავსებული ყინულის ნატეხები, მეორე ჯგუფს -- სინჯარაში მოთავსებული შაქრის ფხვნილი, სპირტქურა და ასანთი. მესამე ჯგუფს -- ფაიფურის როდინში მოთავსებული შაქრის ნატეხი, მეოთხე ჯგუფს -- მაგნიუმის ლენტი და ასანთი. პირველი ჯგუფი დააკვირდებით ყინულის ლღობას ოთახის ტემპერატურაზე, მეორე -- სპირტქურის საშუალებით დაწვავს სინჯარაში მოთავსებულ შაქრის ფხვნილს, მესამე -- გააფხვიერებთ ფაიფურის როდინში მოთავსებულ შაქრის ნატეხს, მეოთხე -- დაწვავთ მაგნიუმის ლენტს. თითოეული ჯგუფი დააკვირდებით თქვენს მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტს და გამოიტანთ დასკვნას. გააკეთეთ პრეზენტაცია, სადაც ხაზგასმით წარმოაჩენთ:
|
პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის: ჰიპერლინკი ( ფიზიკური და ქიმიური მოვლენები) |