საზაფხულო სკოლის სამუშაო გეგმა

     თარიღი

მიზანი

მისაღწევი გზები

რესურსი

შედეგი

2.07.2018

ჩავატაროთ თამაში. რა,სად,როდი?თამაში გარდა გართობისა, მიზნად ისახავს მოსწავლეთა ერუდიციის ამაღლებას.

მოსწავლეები გავყავით ორ ჯგუფად.თითოეულ ჯგუფს მიეცათ 100 კითხვა ,რომლებიც შინაარსობრივად მოიცავს მრავალ სფეროს:რელიგიას,იტორიას,ხელოვნებას,გეოგრაფიას,ლიტერატურას,სპორტს და ა.შ.გარკვეული დროის განმავლობაში მოსწავლეებმა კითხვებს პასუხი  უნდა გასცენ. .ამის შემდეგ მასწავლებლები პროექტორის საშუალებით მოსწავლეეებს ვაჩვენებთ ფოტომასალას და ვსვამთ სააზროვნო კითხვებს.აღნიშნული ჯგუფები მსჯელობენ და ასახელებენ პასუხებს.

დამუშავებული კითხვები სხვადასხვა სფეროდან.ფოტომასალა.

მოსწავლეს შეუძლია ცოდნის მობილიზება,ცოდნის დემონსტრირება.მოსწავლეს შეუძლია ჯგუფში მუშაობა.

3.07.2018

მოთხრობებისა და ნოველების წაკითხვა.დავალების მიზანია მოსწავლეებმა შეძლონ წაკითხული ტექსტის გააზრება,პრობლემებისგამოყოფა.

მოსწავლეებს ურიგდებათ ლიტერატურული ტექსტები.ისინი კითხულობენ ტექსტს,გამოყოფენ პრობლემებს.მსჯელობენ წაკითხულის ირგვლივ.იმართება პრეზენტაცია.

გ.რჩეულიშვილის ნოველა „ერთხელ’’.მ.ჯავახიშვილის’’ ჩანჩურა.’’ჯ.ქარჩხაძის ‘’მარიანა’’.გიდე მოსაპანის ნოველები.

მოსწავლეს შეუცლია გაეცნოს უცნობ ტექსტებს.შეცლოს წაკითხულის გააზრება.გამოუმუშავდეს მსჯელობისა და აღქმის უნარი.

4.07.2018

მოსწავლეებს ვაჩვენებთ მხატვრული ფილმს ‘’ტბა’’.ფილმის ჩვენების მიზანია,მოსწავლეებმა აღიქვან რა მოჰყვება ძალადობას.შეაფასონ ფილმის გმირების ქმედება.ფილმის ნახვის შემდეგ ევალებათ გამოყონ ფილმში ნანახი პრობლემები და შეაფასონ აღქმული და გაგებული.

ფილმის ჩვენება.

პროექტორი.თაბახის ფურცლები,კალამი.

მოსწავლეებმა შეაფასეს ფილმი.დაგმეს ძალადობა.

5.07.2018

მოთხრობებისა და ნოველების წაკითხვა.

მოსწავლეები  ეცნობიან მცირე ზომის ტექსტებს.მსჯელობენ ტექსტების ირგვლივ.იმართება პრეზენტაცია.ამის შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვთ,თვითონ შეეცადონ  და შექმნან ნოველა.

ნ,შატაიძის ნოველა ‘’მგლები“,ვ.გიგაურის ნოველა ‘თხები“,ე,ყიფიანის ნოველა „მუსიკალური მომენტი“

მოსწავლეებმა შეძლეს წაკითხული ტექსტების ანალიზის გაკეთება.იმუშავეს საკუთარ თავთან და სახალისოდ წარმოადგინეს მათ მიერ შექმნილი ნოველები.

6.07.2018  

აფორიზმების ლოტოს თამაში.

ნასწავლის გახსენება,ზეპირი ცოდნის შემოწმება.ლოტოში გამარჯვებულის დავალებაა,განმარტოს თითოეული აფორიზმი ,რომელიც ლოტოს თამაშის დროს შეხვდა.

აფორიზმების ლოტო.

მოსწავლეებმა გაიხსენეს აფორიზმები.