Published using Google Docs
თემატური გეგმა მე-9-დ კლასი-ქიმია.docx
Updated automatically every 5 minutes

           თემატური გეგმაქიმია  მე-9ა  და  9გ  კლ       

            კლასი      2020-2021 სასწავლო/წელი          ლორენა  კვარაცხელია

შესასწავლი

თემა

რაოდენობრივი გაანგარიშებები ქიმიაში

შესასწავლი მასალა 

ნივთიერების რაოდენობის ერთეული - მოლი; ავოგადროს კანონი; აირების მოლური მოცულობა. აირების ფარდობითი სიმკვრივე.იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას, SI სისტემის ერთეულებს ქიმიური მოვლენების აღწერისას;

ბურთულებისა და ღეროების გამოყენებით ქმნის მისთვის ნაცნობი რეაქციების რეაგენტებისა და პროდუქტების მოდელებს და იყენებს მათ რეაქციების დროს მასის უცვლელობის ასახსნელად;იყენებს ავოგადროს კანონს და გამოთვლის რეაქციაში მონაწილე აირების მოლურ მოცულობას.

სასწავლო შედეგი

რომელსაც  გვინდა რომ მივაღწიოთ

ქიმია.IX.9.მოსწავლეს შეუძლია აწარმოოს რაოდენობრივი გამოთვლები, ქიმიური ამოცანების გადასაჭრელად

საკვანძო კითხვები

რატომაა ავოგადროს კანონი სამართლიანი მხოლოდ აირებისათვის?    ნივთიერების რა რაოდენობაა 1მოლი? რას გვიჩვენებს ავოგადროს მუდმივა? რას ეწოდება მოლური მასა?როგორ გამოისახება?რა აქვთ საერთო და განმასხვავებელი ფარდობით მოლეკულურ(ატომურ) და მოლურ მასებს?რატომ არის მოლური მოცულობის მნიშვნელობა  დამოკიდებული პირობებზე?

მკვიდრი  წარმოდგენები

მოსწავლე  აწარმოეს რაოდენობრივი გამოთვლებს ქიმიური ამოცანების გადასაჭრელად.მოსწავლე მონაცემების საფუძველზე  ადგენს ქიმიური რეაქციის ტოლობას,ატარებს რაოდენობრივ გამოთვლებს.ადეკვატურად იყენებს ნივთიერების რაოდენობის ერთეულს -მოლს,მოლურ მასას რექციების რაოდენობრივი დახასიათებისათვის და აწარმოებს შესაბამის გამოთვლებს.იყენებს ავოგადროს კანონს და გამოთვლის რეაქციაში მონაწილე  აირის  მოლურ მოცულობას.

შეფასების კრიტერიუმები

განმავითარებელი შეფასება - რეკომენდაციების მიცემა, ურთიერთშეფასება(ჯგუფური მუშაობა

განმსაზღვრელი შეფასება განხორციელდება   სხვადასხვა   ტიპის  აქტივობისთვის( საშინაო დავალება,   ტესტირება,ზეპირი  გამოკითხვა,  წერილობითი  სამუშაო,   პრეზენტაცია, შემაჯამებელი დავალება.რუბრიკები და სქემები შემუშავდება დავალების ტიპიდან გამომდინარე.  

შეფასების კრიტერიუმის  მიღწევის ინდიკატორი

მოსწავლე აწარმოებს რაოდენობრივ გამოთვლებს სხვადასხვა ტიპის პრობლემის გადასაჭრელად (მაგ., უცნობი ნივთიერების გამოკვლევა, მისი რაოდენობის დადგენა);

ადეკვატურად იყენებს ნივთიერების რაოდენობის ერთეულს _ მოლს, მოლურ მასას,მოლურ მოცულობას, რეაქციების რაოდენობრივი დახასიათებისათვის და აწარმოებს შესაბამის გამოთვლებს;

კომპლექსური   დავალებები

კონკრეტული აირადი ნივთიერების (ცნობილია -მასა)მოლის,მოლეკულათა რიცხვის, მოცულობის  გამოთვლა და ჩანაწერის წარმოდგენა.

შეფასების კრიტერიუმები

მეტალები და არამეტალები

შეფასების კრიტერიუმის მიღწევის ინდიკატორი

ქიმიური ელემენტები: მეტალები და არამეტალები; წარმოდგენა შენადნობზე; მეტალთა და არამეტალთა ოქსიდები.

სასწავლოშედეგი, რომელსაც გვინდა რომ მივაღწიოთ

ქიმ.IX.5.მოსწავლეს შეუძლია  მეტალთა და არამეტალთა თვისებების კვლევა.    

ქიმ.IX.6. მოსწავლეს შეუძლია მეტალთა აქტიურობის მწკრივის გამოყენება.       

საკვანძო კითხვები

როგორი ოქსიდებია მეტალთა ოქსიდები? მჟავა ოქსიდებს?

 რატომ იყენებენ პრაქტიკაში შენადნობს უფრო ხშირად და არა ცალკეულ მეტალებს.?რა დამოკიდებულება არსებობს  მეტალთა აქტიურობის მწკრივში მეტალის  მდებარეობასა და წყალთან ამ მეტალის ურთიერთქმებების რეაქციას შორის?რას ეწოდება კოროზია?რატომ ანელებს კოროზიის პროცესს უფრო აქტიურ  მეტალთან კონტაქტი?რატომ აჩქარებს  კოროზიის პროცესს უფრო პასიურ მეტალთან კონტაქტი?როგორ გამოითვლება ნივთიერების რაოდენობა?

მკვიდრი წარმოდგენები

 აკვირდება  მეტალთა ფიზიკურ თვისებებს (მაგ.,  თბოგამტარობა, ელექტროგამტარობა); მსჯელობს მეტალთა სხვა თვისებებზე (მაგ.,  მაღალი ლღობის ტემპერატურა, ბზინვარება, ჭედადობა, შენადნობთა წარმოქმნა, მაგნიტურობა).

აღწერს მეტალების ზოგიერთ საერთო ნიშანს(მაგ., სიმტკიცე, დრეკადობა, თბო- და ელექტროგამტარობა), რომლებიც განაპირობებს მათ გამოყენებას; მოიპოვებს ინფორმაციას მეტალთა შენადნობების  გამოყენების შესახებ;

მოიპოვებს ინფორმაციას საქართველოში  გავრცელებული მეტალებისა და არამეტალების და მათი გამოყენების შესახებ.

შეფასების კრიტერიუმები

განმავითარებელი შეფასება - რეკომენდაციების მიცემა, ურთიერთშეფასება(ჯგუფური მუშაობა

განმსაზღვრელი შეფასება განხორციელდება   სხვადასხვა   ტიპის  აქტივობისთვის( საშინაო დავალება,   ტესტირება,ექსპერიმენტი,ზეპირი  გამოკითხვა,  წერილობითი  სამუშაო,   პრეზენტაცია, შემაჯამებელი დავალება

შეფასების კრიტერიუმის მიღწევის ინდიკატორი

ატარებს სათანადო ცდებს და იკვლევს სხვადასხვა მეტალის წყალთან მოქმედებას, გამოაქვს  დასკვნა

აკვირდება სხვადასხვა მეტალის გამოყენებით ჩატარებული ცდების თანმდევ მოვლენებს (მაგ., ალის წარმოქმნა/არწარმოქმნა წყალთან რეაქციის დროს, გაზის ბუშტუკების წარმოქმნა, სითბოს გამოყოფა ) და მსჯელობს მათ შორის მსგავსება - განსხვავებაზე, გამოავლენს ზოგად კანონზომიერებებს;

აკვირდება და აღწერს მეტალთა ცვლილებას ჰაერის ზემოქმედების შედეგად (მაგ., რკინა იჟანგება, ვერცხლი მქრქალდება, სპილენძი მუქდება).  განსაზღვრავს, რომელი მეტალი განიცდის კოროზიას ადვილად, რომელი - არა;

იყენებს მეტალთა აქტიურობის რიგს სათანადო ვარაუდის გამოსათქმელად (მაგ., ნატრიუმი უფრო იოლად ურთიერთქმედებს ჟანგბადთან, ვიდრე სპილენძი); წერს და განაზოგადებს ქიმიური რეაქციების ტოლობებს სიტყვიერად (მეტალი + მჟავაhttps://lh6.googleusercontent.com/bNK_1e-F-uHmB0v54TaMYmrFAeutvGDn2DDNz-6AiF20WBht9pPgSKxgmyhSA_o9dESn_shBeenvZBFT_Htrdy_tkODYzmqciEeiK0pnTP652Jxb3cQYKj8N0ZcJH-3RyYA10WXgN3BBS9YujQhttps://lh6.googleusercontent.com/bNK_1e-F-uHmB0v54TaMYmrFAeutvGDn2DDNz-6AiF20WBht9pPgSKxgmyhSA_o9dESn_shBeenvZBFT_Htrdy_tkODYzmqciEeiK0pnTP652Jxb3cQYKj8N0ZcJH-3RyYA10WXgN3BBS9YujQდა/ან  სიმბოლოებით,ადგენს შესაბამის ქიმიურ განტოლებებს.

კომპლექსური დავალებები

მოიპოვეთ ინფორმაცია საქრთველოში მადნეული წიაღისეულის გავრცელების შესახებ,მოპოვებული მონაცემებით შეადგინეთ საქართველოს სასარგებლო წიაღისეულის რუკა.

შესასწავლი თემა

                                ნაერთთა კლასები

შესასწავლი მასალა 

 არაორგანულ ნივთიერებათა ძირითადი კლასები:ოქსიდი,ფუძე,მჟავა,მარილი.

სასწავლო შედეგი, რომელსაც გვინდა რომმ ივაღწიოთ

ქიმ.IX.5.მოსწავლეს შეუძლია  მეტალთა და არამეტალთა თვისებების კვლევა.

ქიმ.IX.9.მოსწავლეს შეუძლია  აწარმოოს რაოდენობრივი გამოთვლები ქიმიური ამოცანისგადასაჭრელად.

კვლ. IX.1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.

კვლ. IX.2.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი   პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.

კვლ.IX.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო  საშუალების გამოყენებით .

კვლ.IX.4.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.

საკვანძო კითხვები

  რა მსგავსებადაგანსხვავებააფუძედამჟავა ოქსიდებისმიღებისხერხებსშორის?.

რა მსგავსება და განსხვავებაა ფუძისა და ტუტის ქიმიურ თვისებებს შორის?რას ეწოდება მჟავა?ტუტე?ჩამოთვალე მარილის მიღების ხერხები?რა ნიშნითაა შესაძლებელი  რეაქციათა კლასიფიკაცია?

მკვიდრი წარმოდგენები

 მოსწავლე ასხვავებს ერთმანეთისაგან ოქსიდებს,მჟავებს,ფუძეებს(ტუტეებს) და მარილებს,ადგენს მათ ფორმულებს.მსჯელობს მეტალთა შედარებით აქტიურობაზე, ნაერთთა კლასებს შორის ურთიერთკავშირსა და ურთიერთ გარდაქმნაზე,ადგენს ზოგად მარტივ სქემებს,განახორციელებს გარდაქმნებს,გამოაქვს სათანადო დასკვნა.

შეფასების კრიტერიუმები

ექსპერიმენტის   შეფასების   კრიტერიუმები:1.კვლევის მიზნის განსაზღვრა (0-2), 2)საჭირო  ინვენტარის განსაზღვრა(0-1),3) კვლევის  შედეგის ვარაუდი(0-1),4.კვლევის   მიმდინარეობის  აღწერა(0-2),5.მონაცემების აღრიცხვა(0-1),6.მონაცემთა  ანალიზი(0-2) 7.დასკვნის გამოტანა. ქულათა მაქსიმალური  რაოდენობა-10.

შეფასების კრიტერიუმის მიღწევის ინდიკატორი

   ასხვავებს ერთმანეთისაგან  ოქსიდებს, მჟავებს, ფუძეებს(ტუტეებსდა მარილებს,ადგენს  მათ  ფორმულებს;   მსჯელობს  და ასკვნის, რომ  ფუძე  ოქსიდს  შეესაბამება ფუძე,მჟავა ოქსიდს -მჟავა;   მისთვის   ცნობილ   მჟავებსა   და  მეტალებს შორის   ურთიერთქმედების  საფუძველზე მსჯელობს მეტალთა  შედარებით   აქტიურობაზე;     აკვირდება მეტალთა   ჟანგვის პროცესებს  ყოფა-ცხოვრებაში,მოიპოვებს  სათანადო ინფორმაციას     და  მსჯელობს  მეტალთა   თვისებებზე;   მსჯელობს  ნაერთთა   კლასებს შორის  ურთიერთკავ-შირსა და ურთიერთგარდაქმნაზე , ადგენს ზოგად მარტივ სქემებს(მაგ.,M-MO-(MOH)n…).

ასახელებს ზოგიერთ მარილს, მათი გამოყენების სფეროს ყოფა-ცხოვრებაში (მაგ., ნატრიუმის ქლორიდი - სუფრის მარილიკალიუმის ნიტრატი -შეიცავს შავი დენთი, სპილენძ(II)-ის სულფატის კრისტალჰიდრატი - შაბიამანი, მაგნიუმის სულფატის კრისტალჰიდრატი - ინგლისური მარილი, ვერცხლის ბრომიდი - შეიცავს ფოტოფირი);

მოიპოვებს ინფორმაციას საქართველოში  გავრცელებული მეტალებისა და არამეტალების და მათი გამოყენების შესახებ.

კომპლექსური დავალებები

მოიპვეთ ინფორმაცია სპილენძის სულფატის შესახებ

)ბუნებში თუ არის გავრცელებული  თავისუფალი სახით?დაასაბუთეთ თქვენი ვარაუდი.

)რა გზითაა შესაძლებელი მისი მიღება ლაბორატორიაში? შეადგინეთ საჭირო რეაქციათა ტოლობები.

)მიზანშეწონილად მიგაჩნიათ თუ არა  ამ ხერხის გამოყენება სპილენძის სულფატის მისაღებად მრეწველობაში? რატომ ფიქრობთ ასე?

შესასწავლი

თემა

ქიმიური რეაქცია და ენერგია

შესასწავლი მასალა 

ქიმიური რეაქცია _ ენერგიის წყარო: ეგზოთერმული და ენდოთერმული რეაქციები;

ქიმიური ბმის ენერგიაქიმიური რეაქცია _ ახალი ნივთიერებების მიღების საშუალება.

სასწავლო შედეგი, რომელსაც გვინდა რომ მივაღწიოთ

ქიმ.IX.8.მოსწავლეს შეუძლია  აღწეროს ქიმიური რეაქციების როლი   ახალი  მასალების წარმოებასა და ენერგიის მიღებაში.                 

საკვანძო კითხვები

რატომ გამოირჩევა ნავთობი და ბუნებრივი აირი დიდი თბოუნარიანობით?

რა შედგენილობა აქვს ბუნებრივ აირს?ნავთობს?ქვანახშირს?რა განსხვავებაა ალკანს,ალკენს და ალკინს შორის შედგენილობის თვალსაზრისითრატომ არის მნიშვნელოვანი ნახშირწყალბადების წვის რეაქცია?რას ეწოდება ეგზოთერმული რეაქცია? ენდოთერმული?

მკვიდრი წარმოდგენები

აღწერს და აფასებს სხვადასხვა ტიპის საწვავს  თბოუნარიანობის მიხედვით

ასახელებს ქიმიური რეაქციების ენერგიის წყაროდ გამოყენების მაგალითებს (მაგ., ასანთი, ქიმიური ელემენტი, ბატარეა);

განასხვავებს ერთმანეთისგან ეგზოთერმულ და ენდოთერმულ რეაქციებს;

აღწერს არატრადიციული საწვავის (მაგ., წყალბადი) გამოყენების დადებით და უარყოფით მხარეებს (მაგ., დადებითი – არ გამოჰყოფს ნახშირორჟანგს, სინათლეს, უარყოფითი – ფეთქებადსაშიშია, შენახვისთვის საჭიროებს შეკუმშვას); 

შეფასების კრიტერიუმები

განმავითარებელი შეფასება - რეკომენდაციების მიცემა, ურთიერთშეფასება(ჯგუფური მუშაობა) განმსაზღვრელი შეფასება განხორციელდება   სხვადასხვა   ტიპის  აქტივობისთვის( საშინაო დავალება,   ტესტირება,ექსპერიმენტი,ზეპირი  გამოკითხვა,  წერილობითი  სამუშაო,   პრეზენტაცია, შემაჯამებელი დავალება

შეფასების კრიტერიუმის მიღწევის ინდიკატორი

აკავშირებს ნავთობის ენერგიის წყაროდ გამოყენებას ნავთობის შედგენილობაში  ნახშირწყალბადების არსებობასთან;აღწერს საწვავის მოპოვების გზებს (მაგ., ბუნებრივი გაზის მოპოვება, ნავთობის მოპოვება);ინმოიპოვებს და წარმოადგენს ფორმაციას ნავთობის როლზე ფართო მოხმარების საგნების წარმოებაში; მსჯელობს პოლიმერების როლზე თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში, მათი გამოყენების დადებით და უარყოფით მხარეებზე;

მსჯელობს ქიმიური რეაქციების როლზე სხვადასხვა  პროდუქტის (მაგ., წამლების, პლასტმასების, ქსოვილების, საკვების) წარმოებაში.

კომპლექსური დავალებები

  მოიძიეთ ინფორმაცია სხვადასხვა სათბობის თბოუნარიანობის შესახებ,შეადგინეთ ცხრილი და 

)ამ მონაცემებით ააგეთ სვეტოვანი დიაგრამა.

)ივარაუდეთ რა ფაქტორები განაპირობებს ნაკლებად თბოუნარიანი სათბობის  გამოყენებას  კონკრეტულ შემთხვევაში,ამა თუ იმ რეგიონში.

შესასწავლი

თემა

გარემო ქიმიის   თვალსაზრისით 

შესასწავლი მასალა 

მჟავა წვიმები,ოზონის ხვრელი,   ,,სათბურის,,   ეფექტი

ასწავლო შედეგი, რომელსაც გვინდა რომ მივაღწიოთ

ქიმ.IX.7.მოსწავლეს შეუძლია გარემოზე დაკვირვება და მოპოვებული

მონაცემების  ქიმიისთვალსაზრისით  შეფასება.

კვლ. IX.1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.

კვლ. IX.2.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი   პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.

კვლ.IX.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო  საშუალების გამოყენებით .

კვლ.IX.4.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება

საკვანძო კითხვები

რა იწვევს მჟავა წვიმებს?,რა არის ოზონის ხვრელი და რა საფრთხეს  უქმნის ის გარემოს?რას ნიშნავს ,,სათბურის,, ეფექტი?რაფაქტორები იწვევს ჰაერის დაბინძურებას?რა არის ჰაერის დაბინძურების ანთროპოგენური წყარო?რა გზითააშესაძლებელი მჟვა წვიმების თავიდან აცილება?

მკვიდრი წარმოდგენები

    მსჯელობს  მჟავა წვიმების წარმოქმნის პროცესზე, სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალებებით (ნახატი, დიაგრამა, რეაქციის სქემები);

აღწერს მჟავა წვიმების მოქმედების უარყოფით შედეგებს ორგანიზმებსა და მასალებზე და სახავს მჟავა წვიმების გამომწვევი ოქსიდების გამოყოფის შემცირების გზებს;აღწერს ჰაერისა და წყლის დაბინძურების შესწავლის და კონტროლის მეთოდებს, გამოთქვამს მოსაზრებებს წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრის გზებზე.მოსწავლე დასახავს ნიადაგის მჟავიანობის შემცირების  ღონისძიებებს, ჰაერისა და წყლის  დაბინძურების  შესწავლის და კონტროლის მეთოდებს,მოიპოვებს ინფორმაციას  გლობალური დათბობის,სათბურის ეფექტის,ოზონის ხვრელის შესახებ და გამოიკვლევს მათი წარმოქმნის მიზეზებს

შეფასების კრიტერიუმები

განმავითარებელი შეფასება - რეკომენდაციების მიცემა, ურთიერთშეფასება(ჯგუფური მუშაობა

განმსაზღვრელი შეფასება განხორციელდება   სხვადასხვა   ტიპის  აქტივობისთვის( საშინაო დავალება,   ტესტირება,ექსპერიმენტი,ზეპირი  გამოკითხვა,  წერილობითი  სამუშაო,   პრეზენტაცია, შემაჯამებელი დავალება

შეფასების კრიტერიუმის

მიღწევის ინდიკატორი

ახდენს გარემოზე დაკვირვებას,მსჯელობს ჰაერის და წყლის დაბინძურებზე,კონტროლის მეთოდებზე,მჟავა წვიმების წარმოქმნაზე,მათი თავიდან აცილების გზებზე.გამოთქვამს მოსაზრებებს გლობალური დათბობის,სათბურის  ეფექტის,ოზონის ხვრელის შესახებ.

კომპლექსური დავალებები

გაშიფრე აბრევიატურა,,ჰეს,,-.მოიძიე ინფორმაცია რა პრინციპით მუშაობს ელექტროსადგური?დაასახელეთ ჩვენი ქვეყნის ყველაზე  მძლავრი ჰესი.წარმოადგნე ინფორმაცია მისი ადგილმდებარების მიხედვით.