Published using Google Docs
სოციალური პროექტის გეგმა.docx
Updated automatically every 5 minutes

სოციალური პროექტი  „ გადავარჩინოთ კოლხური მზა“

პროექტის აქტუალობა

ჩვენი ქვეყნის ისედაც დაზიანებული ეკოსისტემის რეაბილიტაციაზე ზრუნვა ყველა ადამიანის მოვალეობად მიმაჩნია. ბუნებაში ადამიანის უხეშმა ჩარევამ გამოიწვია ეკოლოგიური კატასტროფები, რასაც ბევრი უნიკალური მცენარეების გადაშენება მოჰყვა, მათ შორის აღმოჩნდა კოლხური ბზაც.დღეს ეს უნიკალური ჯიშის ენდემური მცენარე გადაშენების გზაზეა. ამის ბევრი მიზეზი არსებობს: უკონტროლო ჭრა, პირადი მიზნებისთვის გამოყენება, ბოლო დროს გავრცელებული დაავადებები (განსაკუთრებით აღსანიშნავია ბზის ალურა), მოსახლეობის გულგრილი დამოკიდებულება ამ პრობლემის მიმართ. საჭიროდ მიგვაჩნია ამ უნიკალური ჯიშის გადარჩენა და გამრავლება. ეს სამომავლო საქმეა, რომელიც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს აქტიურად ჩაერთონ გარემოს დაცვის პროცესებში, აიმაღლონ ცნობიერება და ისწავლონ არა მარტო კოლხური ბზის მოვლა, არამედ გახდნენ ბუნების ქომაგები.

პროექტის ხანგრძლივობა 1 კვირა

მიზანი

1.მოსწავლეს განუვითარდეს მშობლიური ბუნების სიყვარული. მისი დაცვისა და მოვლის უნარ-ჩვევები.

2.კოლხური ბზის გადარჩენა-გამრავლების საშუალების პოვნა და პაქტიკაში განხორციელება.

პროექტის მონაწილეები

IX- X კლასის მოსწავლეები

პედაგოგი: მარიამ გობრონიძე

პროექტის მეთოდები და ამოცანები:

  • ჯგუფის შექმნა;
  • ჯგუფური მუშაობა;
  • თანამშრომლობა (მასწავლებელი-მოსწავლე; მოსწავლე-მოსწავლე)
  • ვერბალური მეთოდი, პრეზენტაცია, კომუნიკაცია;
  • ინტერნეტთან მუშაობა, საპრეზენტაციო მასალის მოძიება, დამუშავება, გაანალიზება;
  • ბზის ნერგების მოპოვება და დარგვა;
  • ბუკლეტის დამზადება

პროექტის განხორციელების გზები (აქტივობები, რესურსები)

I დღე- სემინარი- შევადრა სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგებისათვის.სოფ. ლიხაურის ტყეში არსებული იშვიათ მცენარეთა სხვადასხვა სახეობებისა და  კოლხური ბზის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მათი მახასიათებლების გაცნობა. გეოგრაფიის პედაგოგის ნაზი მშვიდობაძის რაკურსი კოლხური ბზის შესახებ.

II დღე-მოსწავლეების მიერ ჩატარებული გამოკითხვა: სოფლად რამდენ მოსახლეს აქვს ბზა ეზოში. ფოტოს გადაღება და აღრიცხვა.

III-დღე -სოფლის თემის წარმომადგენლებთან და მოსწავლეებთან ერთად შეხვედრა-სემინარი. თემა: როგორ გავამრავლოთ სოფელში ბზის ხეები და როგორ დავიცვათ ის ადამიანთა უდიერი მოპყრობისაგან.

IV დღე-შეხვედრა სოფლის მეურნეობის სპეციალისტთან- სოფ. ლიხაურის მცხოვრებ ბიოფერმერთან , ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან -ბესო მღავანაძესთან.საუბარი და რეკომენდაციები კოლხური ბზის  მოვლა-პატრონობისა და აგროტექნიკური ღონისძიებების განხორციელების შესახებ.

V დღე-ბზის ნერგების მოპოვება და დარგვა სკოლის ეზოში.(მოსწავლეებმა ბზობის დღესასწაულისთვის შეძენილი ნერგები დარგეს სკოლის ეზოში)

VI დღე-ბუკლეტის შექმნა -წითელი წიგნი გვაფრთხილებს-,, ენდემურ ჯიშებს დაცვა სჭირდებათ’’.

VII დღე-პროექტის დასკვნითი პრეზენტაცია-ძვ.წ.აღმ-დე 480 წელს სალამინის ყურეში ბერძენ-სპარსელთა საზღვაო ბრძოლაში მონაწილეობდნენ კოლხური ბზით აგებული ხომალდები. დაუმარცხებელი კოლხური ბზა მარცხდება.

პროექტის მოსალოდნელი შედეგეგები:

  • მოსწავლეები გაუფრთხილდებიან და გააუმჯობესებენ საკუთარ ეკოლოგიურ გარემოს;
  • იზრუნებენ ბუნებაზე
  • ეცდებიან გადაარჩინონ გადაშენებას უნიკალური კოლხური ბზის ჯიში;
  • ამაღლდება მათი მოქალაქეობრივი ცნობიერება.

პროექტის შეფასების კრიტერიუმები

1.მოხდა თუ არა დასახული მიზნის მიღწევა?

2. რომელი აქტივობები ვერ განხორციელდა და რატომ?

3. რომელ კომპონენტში იყო პროექტი წარმატებული?

4. რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?

5. განხორციელდა თუ არა პროექტით გათვალისწინებული აქტივობები, ხომ არ მომხდარა რაიმეს დამატება ან მოდიფიცირება?

6. მომავალში მეტი ყურადღება რას მივაქციო?

სოციალური პროექტის გეგმა შეადგინა ლიხაურის საჯარო სკოლის მასწავლებელმა მარიამ გობრონიძემ.