Published using Google Docs
სასწავლო პროექტის გეგმა.doc
Updated automatically every 5 minutes

 სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი

სასწავლო თემის ავტორი

სახელი და გვარი

მარიამ გობრონიძე

რაიონი

ოზურგეთი

სკოლა

ლიხაური

ქალაქი

ოზურგეთი

თემის  მონახაზი

თემის  დასახელება

სწორი კვება- ჯანმრთელობის საწინდარი!

თემის შინაარსი

მოსწავლეები გაეცნობიან ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობას, სწორი კვების აუცილებლიბას. გაეცნობიან სამეცნიერო ლიტერატურას ,ექსპერიმენტებზე დაკვირვებით გაარკვევენ საკვებ პროდუქტებში სასარგებლო და საზიანო თვისებებს.

საგანი

ბიოლოგია

დონე/კლასი  

საშუალო  საფეხური  მე-10 კლასი

განხორციელების დროის ჩარჩო

        10  დღე

თემის საფუძვლები

შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები

ბიოლ.X.7. მოსწავლეს შეუძლიადაასაბუთოს კვების და მონელების მნიშვნელობა ორგანიზმის ზრდა -განვითარებისათვის და ენერგიის უზრუნველსაყოფად.

  • ატარებს ცდებს საკვებში დაგროვილი ენერგიის რაოდენობის გამოსათვლელად, ადარებს საკვებ პროდუქტებს ენერგეტიკული ღირებულებების მიხედვით;
  • ასაბუთებს საკვების მნიშვნელობას ორგანიზმის ზრდისათვის და ენერგიით მომარაგებისათვის.
  • მოიპოვებს ინფორმაციას სხვადასხვა საკვები პროდუქტების კვებით ღირებულებაზე და ენერგიის შემცველობაზე და მსჯელობს დაბალანსებული რაციონის მნიშვნელობაზე სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისათვის.

კვლX.1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.

  • გამოთქვამს არგუმენტირებულ მოსაზრებას/ ვარაუდს;
  • განსაზღვრავს მონაცემების მოპოვების გზებს(მაგ, ცდით, გამოკითხვით, საკითხის ირგვლივ ლიტერატურის მოძიებით);
  • განსაზღვრავს კვლევის პირობებს და ჩატარების ეტაპებს.

პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები

  • მოსწავლეებმა შეძლოს დაასაბუთონ სწორი კვების მნიშვნელობა ორგანიზმის ზრდა-განვითარებისა და ენერგიის უზრუნველსაყოფად.
  • მოსწავლეებმა გაარკვიონ საკვებ პროდუქტებში სასარგებლო და საზიანო თვისებები;
  • გამოიმუშაონ   უნარები, რათა დამოუკიდებლად ამოხსნან და გადაწყვიტონ დასახული ამოცანები;
  • სხვადასხვა სასწავლო დისციპლინების- ფიზიკის,ქიმიის და ბიოლოგიის ცოდნა გამოიყენონ იმ პროცესების ასახსნელად, რომელიც მიმდინარეობს ადამიანის ორგანიზმში;
  • გამართონ პრეზენტაცია ჯანსაღი კვების აუცილებლობის შესახებ.

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები

ზოგადი კითხვა

არის თუ არა 21-ე საუკუნეში  ჯანსაღი კვების დეფიციტი?

თემატური კითხვები

რა იცით  საკვები პროდუქტების დანამატებისა და კონსერვანტების შესახებ?

შინაარსობრივი კითხვები

რამდენად საზიანოა ჯანმრთელობისთვის ის პროდუქტები, რომელსაც მივირთმევთ?

რამდენად გაამარტივებს მოცემული საკითხის ცოდნა არსებულ პრობლემას?

რა უნდა ვიცოდეთ იმისთვის, რომ ჩვებს ჯანმრთელობას ზიანი არ შეექმნას.

შეფასების გეგმა

შეფასების დროის ჩარჩო

პროექტზე მუშაობის დაწყებამდე

მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს

პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ

  • ვ-მ-ვ სქემა
  • მოსწავლეთა ორგანიზება(ჯგუფებად და წყვილებად დაყოფა)
  • დისკუსია
  • საჭიროებების შეფასება
  • ჯგუფის სამოქმედო გეგმა
  • პროექტის გეგმა
  • საპროექტო რუბრიკა
  • საგაზეთო საკითხების ჩამონათვალი
  • მუშაობის პროცესის მონიტორინგი
  • პრეზენტაციები
  • საჭირო ინფორმაციის მოძიება და დამზადება
  • დამოუკიდებელი და თანამშრომლობითი მუშაობა
  • რეფლექსია
  • მუშაობის შედეგების განზოგადება
  • მოსწავლეთა შეფასება
  • მოსწავლეთა თვითშეფასება
  • მასწავლებლის დაკვირვება
  • მასწავლებლის განმავითარებელი შეფასება

შეფასების/თვითშეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი

მოსწავლეები იმუშავებენ დღიურებში და რეგულარულად განაახლებენ ,,ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე“ სქემას. მოცემული დოკუმენტები დამეხმარება  მოსწავლეების ცოდნის პროგრესის შეფასებაში. პროექტის დაწყებამდე მოსწავლეები შეიმუშავებენ პროექტის გეგმას, რომელიც სწავლის პროცესში დაეხმარებათ.  პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეები აგრეთვე გამოიყენებენ პროექტის რუბრიკას. პროცესის ჩანიშვნების დასრულების შემდეგ, შევამოწმებ შევსებულ ფორმას და განვსაზღვრავ მოსწავლეების საჭიროებებს მონაცემთა შეგროვების და ჩაწერის საკითხებში. საინფორმაციო ბიულეტენზე ჯგუფური მუშაობისას, მოსწავლეები გამოიყენებენ კრიტერიუმების ჩამონათვალს. პროექტის ჯგუფური სპეციფიკიდან გამომდინარე, მოსწავლეები მიმართავენ თანამშრომლობით შეფასებას საკუთარი სამუშაოს ერთობლივად  შეფასებისთვის. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსწავლეები განიხილავენ მიღებულ ცოდნას და შემდგომ ნაბიჯებს. მათი საბოლოო პროდუქტი პროექტის რუბრიკის გამოყენებით შეფასდება.

სხვა საკითხები

საბაზისო უნარ-ჩვევები

მოსწავლეები დაუფლებულნი არიან  ექსპერიმენტულ სამუშაობს. იციან  ლაბორატორიაში ქცევის წესები, შეუძლიათ ინტერნეთით სარგებლობა, power point -ში მუშაობა. ფლობენ პრეზენტაციის უნარებს.

სასწავლო პროცედურები

                       

აქტივობა  1.  კლასის  ორგანიზებისა და იდეების გაცნობის შემდეგ მოსწავლეებს ვაძლევ საშუალებას თვითონ შეარჩიონ მათთვის საინტერესო თემა.  გონებრივუ იერიშის მეთოდით ვსვამ  შეკითხვას:  ,, არის თუ არა ჯანსაღი კვება 21-ე საუკუნის პრობლემა და რატომ?

ყველას პასუხი  მისაღებია.

 აქტივობამე- 2.  ვახდენ  იდეების  გენერირებას. ყველას პასუხს  ჩამოვწერ  დაფაზე. ჩამოვაყალიბებთ ამ თემასთან დაკავშირებულ მათთვის საინტერესო აქტუალურ კითხვებს და პრობლემებს.

აქტივობა მე-3. მოსწავლეებს  ვყოფ  ჯგუფებად. იქმნება 4  ჯგუფი. ოთხივეს ვურიგებ ფორმატზე  გაკეთებულ სქემას:  ,ვიცი,  მინდა  ვიცოდე, ვისწავლე“. ვთხოვ  შეავსონ სქემის  პირველი გრაფა. შეკითხვის შესაბამისად -რა იცით  საკვები დანამატებისა და კონსერვანტების შესახებ?

აქტივობა მე-4.ვავალებ თითოეულმა ჯგუფმა აწარმოოს პორტფოლიო, სადაც პერიოდულად ჩაიწერენ შეკითხვებზე პასუხს და სხვადასხვა აქტივობების შედეგებს.

 

აქტივობა მე-5მოსწავლეებს ვაცნობ შეფასების მონიტორინგის სტრატეგიებს (შეფასების რუბრიკებს), განუმარტავ თუ როგორ შეფასდებიან, საჭიროების შემთხვევაში ვუწევ დახმარებას.

 აქტივობა მე-6. ვაძლევ  საშინაო  დავალებას, ყველამ  დაწეროს  თუ  რისი გაგება აინტერესებთ  ამ თემასთან  დაკავშირებით, დაამუშაონ ლიტერატურა და მოიძიონ ინფორმაცია იმტერნეტში და წარადგინონ ჯგუფში  განსახილველად.

                                 

აქტივობა მე-7 მოსწავლეები ჯგუფში წარადგენენ თავიანთ   ნამუშევრებს.  

აქტივობა -8. პრაქტიკულ-ლაბორატორიული ქმედებები- კვლევითი პროცედურების განხორციელება ანასეულის ჩაის სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტში ახალი სახის პროდუქტებისა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების  ლაბორატორიაში.(2 დღე)

 

             

                             

 

აქტივობა მე-9. მოსწავლეების მიერ მასწავლებელთან ერთად საგაზეთო სტატიების საბოლოო ვარიანტის შეჯერება.

აქტივობა მე-10.გაკვეთილის ჩატარება და ჯგუფებში ურთიერთშეფესება და თვითშეფასება.

                                                    

                                                      

     

 

დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები

განვსაზღვრავ  მოსწავლეების  ძლიერ  მხარეებს და  ჯგუფური  მუშაობისას  ვაძლევ წარმოჩენის საშუალებას ;

ვითვალისწინებ მოსწავლეთა ინტერესის სფეროს;

მოსწავლეებს შეუძლიათ თვითონ აირჩიონ თემატიკა;

მოსწავლეებს შეუძლიათ შემომთავაზონ თავიანთი ალტერნატივა საკითხთან დაკავშირებით:

სპეციალური საწიროებების მქონე მოსწავლეს  დავავალებ  კედელზე  გააკრას  ჯგუფის  ნამუშევრები. ჯგუფთან  მუშაობისას მივცემ  საშუალებას კარნახის გზით  უპასუხოს შეკითხვას

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები

 დაინტერესებულ მოსწავლეებს ვთავაზობ დამატებითი სამეცნიერო ლიტერატურის დამუშავებას;

ვამზადებ მასალებს სირთულის დონის მიხედვით. ვეხმარები თვითონ აირჩიონ ის ხერხები და საშუალებები, რომლებიც უკეთ წარმოაჩენს მათ ცოდნას;

მოსწავლეს, რომელსაც  განსაკუთრებული ტექნიკური  უნარი  გააჩნია,მივცემ  შესაძლებლობას შექმნას ჯგუფის  პრეზენტაცია  power point- ში.

სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები

ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა 

 კომპიუტერი (ები)

 ციფრული კამერა

 DVD ფლეიერი

 ინტერნეტკავშირი 

 ლაზერული დისკი

 საბეჭდი მანქანა/პრინტერი

 პროექტორი

 სკანერი

 ტელევიზორი

 VCR, ვიდეო

 ვიდეოკამერა

 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.

 სხვ     

ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )

 მონაცემთა ბაზა/ცხრილები

 საგამომცემლო პროგრამები

 ელფოსტის პროგრამა

 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე

 ფოტო/სურათების დამუშავება

 ინტერნეტძიება 

 მულტიმედია

 ვებგვერდის შექმნა

 ვორდის პროგრამა

 სხვა      

ბეჭდვითი მასალები

სახელმძღვანელო, ენციკლოპედია

ინვენტარი/მასალები

ფორმატის  ფურცლები .მარკერები, ლაბორატორიული ჭურჭელი

ინტერნეტრესურსები

ვებმისამართებიwww.google.ge.  www Wikipedia. Org.  wwwlenagold.ru.  

სხვა რესურსები

        Page  of