Published using Google Docs
ტრადიციები.docx
Updated automatically every 5 minutes

                      ინტეგრირებული   გაკვეთილის   გეგმა

                                                                             გაკვეთილის     თემა

                                                                                                            ტრადიციები

                                                              სწავლების   საფეხური

                                                                                                                              საბაზო  საფეხური,  VII  კლასი                

                                                   ინტეგრირებული  საგნები

 ქართული  ენა  და   ლიტერატურა

  ინგლისური  ენა

  ხელოვნება

მასწავლებლების  სახელი                           და   გვარი

მარინა  ბოჭორიშვილი-კუხიანიძე

ციალა  სანებლიძე

ნატო  დანგაძე

მოსწავლეთა  რაოდენობა

 26

 განსაკუთრებული

მიდგომების

საჭიროების

მქონე

მოსწავლეთა  რაოდენობა

და  პროფილი

                                                                                                                 არ    მყავს

                                                                                          გაკვეთილის  სასწავლო

მიზნები

(საგნების  მიხედვით)

გაკვეთილის  ბოლოს  მისაღწევი

შედეგები

ქართული   ენა   და  ლიტერატურა

მოსწავლეები     გააანალიზებენ   და  პარალელს  გაავლებენ   ორი  ქვეყნის  რწმენა-ტრადიციას    შორის,  მოიძევენ  საჭირო   ინფორმაციას   და   დაახარისხებენ, განუვითარდებათ  გუნდური  მუშაობისა  და  პრეზენტაციის  უნარი

ინგლისური  ენა

მოსწავლეები    გამოიყენებენ   ჰელოუინთან  დაკავშირებულ  ნასწავლ  ლექსიკურ   ერთეულებს,  საკუთარი  მოსაზრების   არგუმენტირებას, განუვითარდებათ  საკომუნიკაციო  და  პრაქტიკული  უნარ-ჩვევები

ხელოვნება

განუვითარდებათ    კონკრეტული     კულტურის  თვითმყოფადობაზე,  ხელოვნების  ტრადიციული  დარგების   თავისებურებებზე   მსჯელობის,  კრიტიკული   აზროვნების, ჩანაფიქრისადმი შემოქმედებითი  მიდგომის,  საკომუნიკაციო  და  პრაქტიკული    უნარ-ჩვევები

მოსწავლეები   აანალიზებენ     ორი  ქვეყნის    რწმენა-  

ტრადიციას,  ავლებენ  პარალელს,  ინტერნეტიდან  კრებენ  საჭირო  ინფორმაციას  და  ახარისხებენ.                              იყენებენ   ჰელოუინთან  დაკავშირებულ   ლექსიკურ  ერთეულებს,  საკუთარ  მოსაზრებას  ამტკიცებენ  არგუმენტირებულად,  უყალიბდებათ   საკომუნიკაციო,  ენობრივი  კონსტრუქციების  პრაქტიკული  გამოყენების უნარ–ჩვევები.                                                                              უვითარდებათ     კონკრეტული       კულტურის  თვითმყოფადობაზე,  ხელოვნების  ტრადიციული დარგების თავისებურებებზე  მსჯელობის,  კრიტიკული  აზროვნების, ჩანაფიქრისადმი  შემოქმედებითი  მიდგომის  უნარ–ჩვევები

                                                                               

                                                                     

ეროვნული  სასწავლო

გეგმით  განსაზღვრული

მისაღწევი  შედეგები,

ინდიკატორები

            ქართული  ლიტერატურა

ქართ. VII.3  მოსწავლეს  შეუძლია  სამეტყველო  ქცევის  შეცვლა  საკომუნიკაციო  ამოცანისა  და  აუდიტორიის  გათვალისწინებით.

 წარმოადგენს   ზეპირ  ინფორმაციას  აუდიტორიის  გათვალისწინებით.

ქართ.VII.10.  მოსწავლეს  შეუძლია  კითხვის  მიზნის შესაბამისი   სტრატეგიების   გამოყენება.

მოიძიებს  საჭირო  ინფორმაციას  მისთვის  საინტერესო  თემებზე.

ქართ.VII. 6. მოსწავლეს  შეუძლია  ზეპირი  კომუნიკაციის  სტრატეგიის  შესაბამისად  გამოყენება.

იყენებს  აუდიტორიაზე  ზემოქმედების  არავერბალურ  ხერხებს,  ზეპირი  გამოსვლების  დროს  მსმენელთა ინტერესის  გასაღვივებლად.

აუდიტორიის  წინაშე  გამოსვლამდე  გადის  რეპეტიციას, აანალიზებს  იმ  ფაქტორებს, რომლებმაც  ხელი  შეუწყო წარმატებას  და  მასწავლებელთან  ერთად  სახავს  ხარვეზების  გამოსწორების  გეგმას.

ინგლისური  ენა

ინგლ. VII. 11.30. მოსწავლეს  შეუძლია უცხოურ  ენაზე  განახორციელოს  სხვადასხვა  ტიპის  პროექტი.

ინგლ. VII.  33. მოსწავლეს  შეუძლია  რესურსების გამოყენება.

ინგლ. VII.  23. მოსწავლეს  შეუძლია  ინტერაქციაში   მონაწილეობა.

ხელოვნება

  ხელ.  VII.2.  ქმნის  კომპოზიციებს  სხვადასხვა  მოძიებული  მასალით,  ირჩევს  შესაბამის  გამომსახველობით  ხერხებს,მასალას,  ტექნიკასა და  თემატიკას  განწყობილების გადმოსაცემად.

ანაწილებს ფუნქციებს  შესრულებული  ამოცანის მიზნებიდან  გამომდინარე.

ხელ.  VII.7.საუბრობს  მსგავსებასა  და  განსხვავებაზე  საკუთარ  და  სხვების  ნამუშევრებში, კორექტულია სხვისი ნამუშევრების  შეფასებისას.

საუბრობს  ჯგუფური  ნამუშევრების  წარდგენისას  იმ  მიზნებსა  და  ამოცანებზე, რომლებიც  ჯგუფს  ჰქონდა  დასახული(რამდენად  მიაღწია  ჯგუფმა  დასახულ  მიზანს,რა  იყო  წარმატებული  და  რას  გაითვალისწინებს

ჯგუფი  სამომავლოდ.)

ხელ.  VII.8. მსჯელობს, რა გაიგო  ამა  თუ  იმ  კულტურის ,ტრადიციის  შესახებ   მისი  ხელოვნების  ნიმუშების  გაცნობით.

                                                                                 გაკვეთილის

მნიშვნლელობა

აქტუალობა

ეს  გაკვეთილი  ხელს  შეუწყობს  თანამშრომლობის,  ურთი-ერთპატივისცემის,  საკუთარი  მოსაზრების  არგუმენ -ტირების ,  შემოქმედებითი  უნარების  განვითარებას.

შეფასების  საგანი  და  პროცედურა

მოსწავლეები  შეფასდებიან  ჯგუფური  სამუშაოს,  პრეზენტაციისა  და  ინფორმაციის  მოძიების  მიხედვით.

                                                                        მუშაობის  ფორმა

წყვილებში/ჯგუფებში/მთელ  კლასთან.ინდივიდუალურად

სასწავლო  მასალა და  

ტექნიკური    რესურსები

კომპიუტერი,  პროექტორი,  კინოფილმი  „ქაჯანა,“  თაბახის  ფურცლები,  გუაში,  აკვარელი, ფუნჯი,  წყლის    ჭურჭელი, გოგრა,  სანთელი,  მრავალმხრივი  მასალა  პრაქტიკული  საქმიანობისათვის.

             

                                                             გაკვეთილის                                                                  მსვლელობა

აქტივობა  1.    შესავალი  საუბარი   (3 წთ) (მთელ კლასთან)

                        გაკვეთილს  იწყებს  ქართული  ენისა  და   ლი-

                        ტერატურის   მასწავლებელი,  რომელიც  მოს-

                        წავლეებს  აცნობს  გაკვეთილის  თემას, მიზანს

                        შეფასების    კრიტერიუმებს.  

                         მოკლედ მიმოიხილავს ორი  სხვადასხვა

                        ქვეყნის  ტრადიციული დღესასწაულის-ჰელო-

                        უინისა  და  ჭიაკოკონობის  მსგავსება-განსხვა-

                       ვებას.                                                                                              ამის   შემდეგ     გაკვეთილში  ერთვება  

 ინგლისური  ენის  მასწავლებელი.

აქტივობა  2.     გონებრივი  იერიში  ( 4წთ. )(მთელ კლასთან)

                        მასწავლებელი  მოსწავლეებს  ახსენებს  ჰელო-

                         უინთან  დაკავშირებულ  ფაქტებს  და  მიმოი-

                          ხილავს ჰელოუინის  ტრადიციებს.

აქტივობა  3.   ვიდეო-პრეზენტაცია   (8 წთ.)

                          (მთელ  კლასთან)

                         მოსწავლეები  იყენებენ  ვიდეომასალას თე-

                          მაზე  „HELIOWEEN“ და ნანახი  მასალის

                          ირგვლივ დასმულ კითხვებს.

აქტივობა  4.   ტექსტის   გააზრება  ( 8 წთ.)    (წყვილებში    

                          მუშაობა)

                         მასწავლებელი მოსწავლეებს  ურიგებს  

                         ტექსტს ჰელოუინთან  დაკავშირებით, და-

                          მატებით  ფურცლებს,  რომელშიც მოცემულია

                          აქტივობა,სადაც  უნდა  გაარკვიონ  მონაცე-

                          მები სწორია თუ  არასწორია   (ტექსტის მი-

                           ხედვით)

აქტივობა  5. ჰელოუინის  ტრადიციები  მთელ  მსოფლიოში

                         (10 წთ)

                        მოსწავლეები  აკეთებენ  ppp-თემაზე- ჰელო-

                        უინის  ტრადიციები  მთელ  მსოფლიოში.

გაკვეთილს  აგრძელებს  ქართულის  მასწავლებელი

                                                                                                                აქტივობა  6.   ფრაგმენტის   ჩვენება    ფილმიდან  

                         „ქაჯანა“ (10 წთ)

                          (მთელ  კლასთან)

აქტივობა   7.  კითვა-პასუხი    (8წთ)(მთელ კლასთან)

  1. ხომ  ვერ  მეტყვით  რომელ  რწმენა-ტრა-დიციაზეა  გამახვილებული  მაყურებლის  ყურადღება  მოცემულ  კინოფილმში?
  2. თქვენ  თუ  მიგიღიათ  მონაწილეობა  ჭიაკოკონობის  დღესასწაულში?
  3. როდის  და  როგორ  აღნიშნავდნენ  ამ  დღეს  საქართველოს  სხვადასხვა  კუთხეში?

აქტივობა        8.  წინასწარ  აღებული   ინტერვიუების  ჩვე-

                               ნება  ( 5წთ)

აქტივობა         9. კითხვა-პასუხი  ( 4წთ)(მთელ კლასთან)

  1. როგორია  სინამდვილეში ჭიაკოკონობის  რიტუალის  არსი?                                                    
  2. საით  მივყავართ  მის  ფესვებს?
  3. რა  დასკვნა  უნდა  გამოვიტანოთ მოძიებული  ინფორმაციებიდან,   უნდა მივიღოთ  თუ  არა  ამ სახალხო  დღესასწაულში  მონაწილეობა?

გაკვეთილს   აგრძელებს  ხელოვნების  მასწავლებელი

აქტივობა   10. ნახატებისა  და ჰელოუინის  კვახების  შექმნა

                           (13წთ)(ჯგუფური  მუშაობა)

                          თეორიული ცოდნის პრაქტიკაში  გამოყენების

                           მიზნით  ნახატებისა  და  ჰელოუინის  კვახე-

                           ბის  ნიმუშების  შექმნა.მრავალმხრივი  მასა-

                           ლის  გამოყენებით  კვახს ჯერ  დაუხატავენ

                           ფლომასტერით  თვალებს,ცხვირს, პირს და

                           შემდეგ    დანის  საშუალებით  ამოჭრიან. გამ-

                           ზადებულ  კვახში  ჩადებენ  სანთელს და აან-

                            თებენ.

აქტივობა    11.პრეზენტაცია (5წთ)

                           დაფაზე  გამოფენენ  სხვადასხვა  ტექნიკასა  

                           და  მასალაში შესრულებულ  ნახატებს,ხოლო

                           სპეციალურად განკუთვნილ მაგიდაზე კვახის

                           ნიმუშებს.

აქტივობა      12. ნამუშევრების შეფასება, შთაბეჭდილებების

                              გაზიარება,  როგორ  გადაიჭრა  დასახული

                              ამოცანა,  საუკეთესო  ნამუშევრების  გამო-

                              ყოფა  (5წთ)

აქტივობა     13.  სამუშაო  მაგიდის  მილაგება  (2 წთ)

აქტივობა     14.   განმავითარებელი  შეფასება (5წთ)

                               პედაგოგები  შეაფასებენ  მოსწავლეებს,

                                გააკეთებენ თვითშეფასებას, თვითშეფასე-

                                ბას გააკეთებს   მოსწავლეებიც.

 

კრიტერიუმები

გაკვეთილის თვითშეფასება

რამდენად მიაღწიეს

მოსწავლეებმა

გეგმით

განსაზღვრულ

შედეგებს

მოსწავლეები  გავიდნენ  გეგმით   განსაზღვრულ  შედეგებზე:  მოსწავლეებმა  მოიძიეს  საჭირო  ინფორმაციები  საქართველოში  გავრცელებული  ერთ–ერთი  უძველესი  ტრადიციის  „ჭიაკოკონობისა“   და  ირლანდიელი  ემიგრანტების  მიერ  ამერიკაში  გავრცელებული  „ Halloween“-ის  შესახებ,  გააანალიზეს   ორივე  ქვეყნის  ტრადიცია,  გაავლეს  პარალელი,  აღმოაჩინეს   მსგავსება–განსხვავება  და  გააკეთეს  პრეზენტაციები,  პრაქტიკულად  გამოიყენეს   ,,Halloween“–თან დაკავშირებული  ნასწავლი  ლექსიკური  ერთეულები,   რითაც  განუვითარდათ  ინფორმაციის  მოძიების,  გუნდური  მუშაობის,    პრეზენტაციის, ჩანაფიქრისადმი  შემოქმედებითი  მიდგომის და   ენის  პრაქტიკული   გამოყენების   უნარი.

რა  დამეხმარა

შედეგზე

გასვლაში

შედეგზე  გასვლაში  დამეხმარა:

  1.  ის,  რომ   ხდებოდა  სამი  საგნის  ინტეგრირება , ამან  გამოიწვია  მოსწავლეთა  დიდი  ინტერესი,  მოტივაცია  და  გაკვეთლში  ჩართულობა  გაიზარდა.
  2. აუდიო და  ვიდეო  მასალის  გამოყენება,  რომლის  საშუალებითაც  მოსწავლეებმა  კარგად  აღიქვეს  მოცემული  მასალა,ეს კი  ხელს  შეუწყობს  ცოდნის  ხანგრძლივი  დროით  შენაერჩუნებას,  გაკვეთილი  უფრო საინტერესო  ხდება  და  მოსწავლეთა  ჩართულობა  იზრდება.
  3. ჯგუფებში  მუშაობა–დავალებები  თანაბარი  სირთულით  იყო  გადანაწილებული  ჯგუფის თითოეულ  წევრზე.
  4. თვითშეფასების  ფურცლები  და  მოსწავლეთა  შეფასების  რუბრიკები

რას  შევცვლიდი

ამავე  გაკვეთილის  ხელახლა  

ჩატარების  შემთხვევაში

უფრო   გავამდიდრებდი  ინტერნეტ    რესურსებით,    ყურადღებას    მივაქცევდი    მეტყველების    დახვეწას   და  ვისურვებდი  პრეზენტაციის  დროს  მეტ  თავდაჯერებულობას.

                               ჯგუფური     მუშაობის      შეფასების  რუბრიკა

               კრიტერიუმები

          ქულა

ჯგუფის  ყველა  წევრი  ჩართულია

         1

ჯგუფის  წევრები  უსმენენ  ერთმანეთს

          2

ჯგუფის  წევრები  თანამშრომლობენ  (აზრის  გამოხატვის  თანაბარი პირობები)

          2

პრეზენტაციისას  წარმოადგენს  მთავარ  იდეას, აკეთებს  დასკვნებს

          2

ჯგუფი  პასუხობს  შეკითხვებს

          2

ჯგუფი  იცავს  დროის  ლიმიტს

          1

                                     პრეზენტაციის   შეფასების  რუბრიკა

                      კრიტერიუმები

          ქულა

პასუხობს  თემას

       1

ფლობს  აუდიტორიას (იყენებს  მიმიკას, ჟესტიკულაციას,  ინტონაციას)

       2

საუბრობს  გამართული  ენით  და  იყენებს შესაბამის  ტექნოლოგიას

       2

ადარებს  მოვლენებს,  ფაქტებს,  საგნებს

       1

იყენებს   თვალსაჩინოებას

        1

იცავს  დროის  ლიმიტს

        1

                              ინფორმაციის  მოძიების  შეფასების   რუბრიკა

   

                                კრიტერიუმები

             ქულა

გამოყენებულია  მრავალფეროვანი  საინფორმაციო  წყარო

                3

მოძიებული   მასალა  შეესაბამება  საკითხს, თემას

                3

მოპოვებული  ინფორმაცია  ორგანიზებულია

                4