გაკვეთილის რეფლექსია

მასწავლებლის სახელი, გვარი:   მარიამ ქადაგიძე

საგანი : მათემატიკა

სწავლების საფეხური/ კლასი: დაწყებითი საფეხური/ I4 კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა: 28

გაკვეთილის თემა:  გეომეტრიული ფიგურა  ,,ოთხკუთხედი“

2021წლის 11 ნოემბეს ჩავატარე შიდა დაკვირვების გაკვეთილი, რომელსაც ესწრებოდნენ   შეფასების ჯგუფის წევრები.

   გაკვეთილი   დავგეგმე  ე.ს.გ.  მიზნებისა და შედეგების გათვალისწინებით, აქტივობათა შერჩევისას  გავითვალისწინე  მოსწავლეთა  ინტერესები და  ინდივიდუალური შესაძლებლობები, შევარჩიე სათანადო საკლასო ორგანიზების  ფორმები, რესურსები, უზრუნველვყავი კლასში პოზიტიური და კეთილგანწყობილი  გარემოს  ჩამოყალიბება.

კონკრეტული გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს  ყოფით დანიშნულების საგნებში და მათ ილუსტრაციებში ამოეცნოთ ბრტყელი გეომეტრიული      ფიგურები. აღეწერათ მითითებული ფიგურა. გეომეტრიული ფიგურის გამოსახვას და ობიექტთა ურთიერთმდებარეობის ამოცნობა და სხვადასხვა სახის ოთხკუთხედის ამოცნობა.

       გამოწვევის ფაზაზე გავააქტიურე მოსწავლეთა წინარე ცოდნა თემის შესახებ. ვფიქრობ რომ შევძელი მოსწავლეების მაქსიმალური ჩართვა საგაკვეთილო პროცესში. სიღრმისეული წვდომის ფაზაზე გამოვიყენე კითხავ-პასუხი მოსწავლის წიგნიდან და ვაჩვენე სლაიდებია ფიგურების ამოსაცნობად. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ აქტივობაში. გააზრების რეფლექსიის ეტაპზე მოსწავლეებს შევავსებინე თვითშეფასების სქემები ზეპირად. მათ ობიექტურად შეაფასეს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები.

       დრო გავანაწილე მიზნობრივად და სრულად გამოვიყენე გაკვეთილის გეგმაში გათვალისწინებული აქტივობები. ამავე გაკვეთილის ხელმეორედ ჩატარების შემთხვევაში უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევდი ჩემ არავერბალურ კომუნიკაციას (სხეულის ენას). საბოლოო ჯამში შედეგით კმაყოფილი დავრჩი. ამ გაკვეთილით მე და ჩემმა კლასმა შევძელით შედეგზე გასვლა.