Final Narrative Report
Project Title:
SUB-GRANTEE: (Name of the Recipient CSO)
DATES OF PROJECT: Month/Year to Month/Year
AMOUNT REQUESTED:
IV. RESULTS/ACCOMPLISHMENTS
VI. LIST OF ATTACHMENTS
ამ სექციაში მოკლედ შეაჯამეთ პროექტის ძირითადი მიზანი და მიღწეული საბოლოო შედეგები. ამ სექციაშივე შეგიძლიათ მოკლედ ისაუბროთ იმ აქტივობებზე/მიდგომებზე, რაც მიღწეული შედეგების მდგრადობას უზრუნველყოფს პროექტის დასრულების შემდეგ.
პროექტის ძირითადი მიზანია იყო თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მცირე და საშუალო მეწარმე ქალთა მხარდაჭერა, მათი ინიციატივების მობილიზება და ადგილობრივ თვითმმართველობამდე მიტანა და გაცნობა.
პროექტის ფარგლებში, ჩატარდა 3 ფოკუს-ჯგუფი თელავის მუნიციპალიტეტში. კვლევა მიზნად ისახავს თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალ მეწარმეთა საჭიროებების გამოვლენას და მათ პრიორიტეტიზაციას.
კვლევისას გამოვლენილი ძირითადი/ზოგადი საჭიროებები: ფინანსური/კაპიტალზე ხელმისაწვდომობა/გრანტები, რეალიზაცია, ინფრასტრუქტურული, ინფორმაციული / ცნობიერების ამაღლება, ტექნიკური/ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო/ტრენინგები, სერტიფიცირება/სტანდარტები.
ჩავატარეთ საინფორმაციო შეხვედრები სოფლებში. საინფორმაციო შეხვედრებზე მოსახლეობას გავაცანით პროექტის შესახებ ინფორმაცია. გავაცანით მოქალაქეთა ჩართულობის ახალი ვებპლატფორმა - Initiative.ge, რომელიც ყველას აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ინიციატივები მიიტანოს გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე.
პროექტის ფარგლებში, ჩავატარეთ მეწარმე ქალთა სამუშაო შეხვედრები, სადაც განიხილებოდა მათი პრობლემები. იყო დისკუსია თუ როგორ უნდა მოხდეს მათ საჭიროებებზე მორგებული ინიციატივების მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე. რათა სამომავლოდ შეწყობოდათ ხელი საკუთარი პროდუქციის როგორც პოპულარიზაციის, ასევე რეალიზაციის მიმართულებით.
პირველივე სამუშაო შეხვედრაზე ჩამოყალიბდა მეწარმე ქალთა საბჭო, რომელიც შედგება მცირე და საშუალო მეწარმე ქალბატონებისგან.
(ჯგუფის წევრების შერჩევა მოხდა 3 ძირითადი კრიტერიუმით: 1. მოტივირებული ადამიანები. 2. აქტიური მოქალაქე, რომელსაც გააჩნია პასუხისმგებლობა და მისთვის არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა. 3. გამოცდილება მცირე და საშუალო მეწარმეობის მიმართულებით).
მათი აქტიური მუშაობის შედეგად მოხდა რამდენიმე ინიციატივაზე შეჯერება და თელავის საკონსულტაციო საბჭოსთვის წარდგენა.
პროექტის ფარგლებში, განახლდა მეწარმე ქალთა ბაზა. ,,მედია ცენტრი კახეთს“ გააჩნდა გარკვეული კონტაქტები სოფლის მეურნეობის მიმართულებით დასაქმებულების. მოხდა მათი გადამოწმება და სიის განახლება. ბაზას დაემატა იმ ადამიანთა ჩამონათვალი, ვისაც ვხვდებოდით საინფორმაციო შეხვედრების დროს და გამოტქვა სურვილი ყოფილიყო სიაში.
ჩავატარეთ 2 ტრენინგი თემაზე ,,ეფექტური ადვოკატირება“. შეხვედრაზე მოხდა მეწარმე ქალების მიერ სფეროში არსებული პრობლემების ჩამოწერა, თავმოყრა.
ტრენინგის მონაწილე მეწარმე ქალები გამოთქვამდნენ მზაობას, ა ქტიურად მიეღოთ მონაწილეობა ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვის პროცესში. შეიმუშავეს რამდენიმე ინიციატივა, რომლის განხილვისა და დამუშავების შემდეგ მოხდა თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოსთვის წარდგენა.
ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო პროცესებში თელავის საკონსულტაციო საბჭოს აქტიური ჩართულობა. მეწარმე ქალებმა წარუდგინეს 9 ინიციატივა განსახილველად. საბჭოს გამართა 2 შეხვედრა ინიციატივების განხილვისთვის და მიიღო გადაწყვეტილება, რომ იმ დროისთვის თვითმმართველობისთვის წარედგინათ 1 ინიციატივა, რომელიც იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს ინიციატივა გახლდათ მცირე და საშუალო მეწარმე ქალებისთვის მუდმივმოქმედი ადგილის გამოყოფა, სადაც მათ საშუალება მიეცემათ, გაყიდონ საკუთარი პროდუქცია.
სავარაუდო ლოკაციის ადგილების ჩამონათვალი თუ სად შეიძლება აღნიშნული სივრცე განთავსდეს.
საბჭომ მხარი დაუჭირა ინიციატივებს და განახორციელა ადვოკატირების კამპანია. მოამზადეს რეკომენდაციები, რომელიც განსახილველად წარედგინა თელავის მერიასა და საკრებულოს.
აქტიურად ვახდენდით თვითმმართველი მერიისა და საკრებულოს წევრებისთვის მეწარმე ქალთა ინიციატივების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას როგორც პირადი კომუნიკაციის გზით, ასევე საინფორმაციო შეხვედრებში მოწვევით.
მეწარმე ქალთა ინიციატივები ატვირთულია ახალ ვებპლაფტორმაზე: www.initiative.ge ხდება აღნიშნული ინიციაიტივების დაზიარება სოციალურ ქსელშსა და სპეციალურ ჯგუფებში, რათა საზოგადოება გაეცნოს და დაუჭიროს მხარი მეწარმე ქალთა ინიციატივებს.
პროექტის ფარგლებში, ჩავატარეთ მნიშვნელოვანი საინფორმაციო ტიპის შეხვედრები საბჭოს ფორმატში.
მეწარმე ქალბატონების საინიციატივო ჯგუფი შეხვდა DMO VIZIT KAKHETI - ის წარმომადგენლობას რადგან გააჩნია ფინანსური რესურსი მხარი დაუჭიროს ტურისტულ ბიზნესს რეგიონში.
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თინა ხანჯალიაშვილმა, მოუსმინა მეწარმე ქალებს, გაეცნო მათ ინიციატივებს და საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა. დაპირდათ რომ DMO დახმარებას გაგვიწევს ონლაინ გზამკვლევის შექმნა/განთავსებას საიტებზე. ამ დროისთვის, აღნიშნული დასრულებული არ არის, რადგან პანდემიის პერიოდში ორგანიზაცია მუშაობას განაგრძობს ონლაინ რეჟიმში.
ამავე შეხვედრაზე მოვიწვიეთ სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელი ნათია ტატიშვილიც. მათ, მეწარმე ქალებს ესაუბრა იმ ღონისძებების თუ საგრანტო კონკურსების შესახებ რასაც მაგალითად ეკონომიკის სამინისტრო და ტურიზმის დეპარტამენტი კურირებს.
საინფორმაციო შეხვედრებში მერია საკრებულოს წარმომადგენლებთან, საბჭოს წევრებთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ასევე, მოხდა თავად მეწარმე ქალების მიერ საკუთარი ინიციატივების კრიტიკული შეფასება, საკითხის უკეთ გააზრება და ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციებში გარკვევა.
საბოლოოდ საბჭოს მიერ მოხერხდა რეკომენდაციების შემუშავება და წარდგენა.
განხორციელდება წარდგენილი ინიციატივების ადვოკატირების კამპანია თელავის თვითმმართველობასთან. კამპანია მოიცავს:
1) მოქალაქეთა ინფორმირებას
2) საკრებულოს და გამგეობის საჯარო უწყებების წარმომადგენელთათვის ინფორმაციის მიწოდებას
3) სამოქალაქო სექტორის ინფორმირებას და მათი მხრიდან მეწარმე ქალთა საჭიროებებზე რეაგირების ინიცირებას
4) საკონსულტაციო საბჭოს წევრებისათვის საჭირო ინფორმაციის, ფაქტებისა და მონაცემების შეგროვება-მიწოდებას
5) მუნიციპალიტეტის სხვა ქვე უწყებებში მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობათა მოპოვებას (შეხვედრებსა და კონსულტაციებს DMO).
საბჭოს მიერ გაგზავნილი წერილის პასუხად მერიიდან მივიღეთ ოფიციალური დოკუმენტი, რომ ინიციატივა, რომელიც ეხება მუდმივმოქმედი ფუნქციური სავაჭრო/საგამოფენო სივრცის გამოყოფას და მარტივი ინფრასტრუქტურის მოწყობას, მერიამ განიხილა და გამოთქვა მზაობა შესაბამისი ადგილის გამოყოფაზე.
ახლა სწორედ იყოს ის ეტაპი, რომ საკრებულოს უნდა განეხილა აღნიშნული ინიციატივა, თუმცა პანდემიის პირობებში ეს არ მოხერხდა.
ვიმედოვნებთ, რომ მოგვეცემა საშუალება ბოლომდე განვახორციელოთ ეს ინიციატივა და იქცეს რეალობად. თელავის თვითმმართველ ერთეულთან განვაგრძობთ წარდგენილი ინიციატივის ადვოკატირების კამპანიას.
პროექტის ფარგლებში, შემუშავდა მეწარმე ქალთა სამუშაო ჯგუფის დებულება ონლაინ ფორმატში.
პროექტის ფარგლებში, მომზადდა მედია მასალები:
https://knews.ge/?p=45801&fbclid=IwAR3og5NiZTltXyFz0XyCB3VSVJV709G4Kx6dB01zVJuVVVu6MRszLi0_fc
გზამკვლევისთვის, ბაზა გარე მომხმარებლისთვის, მეწარმე ქალთა ბაზაში ჩავამატეთ ფეისბუქის გრაფა, თუმცა ყველა ქალბატონს არ აქვს სოციალური ქსელი.
გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, მომზადდა ფეისბუქ გვერდი - მეწარმე ქალთა კლუბი - Entrepreneur Women’s Club. სადაც უკვე ხელმისაწვდომია 23 მეწარმე ქალის მიერ წარმოებული პროდუქტის შესახებ ინფორმაცია და კონტაქტი. გვერდი აქტიურად ზიარდება სოციალურ ქსელში და სხვასხვა თემატურ ჯგუფებში.
გვერდის ლინქი:
ასევე, მომზადდა პროექტი შესახებ ინფოგრაფიკა NDI-ს დახმარებით.
რაც მიღწეული შედეგების მდგრადობის უზრუნველყოფას, ,,მედია ცენტრი კახეთი“ აგრძელებს მეწარმე ქალებთან მუშაობას, როგორც ერთ-ერთ ძირითად სამიზნე ჯგუფთან. ასევე, თელავის საკონსულტაციო საბჭოსთან ერთად ვაგრძელებთ აღნიშნული ინიციატივის ადვოკატირების კამპანიას თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან და საკრებულოსთან.
II. POLITICAL CONTEXT AND CHALLENGES EMERGED THROUGHOUT THE PROJECT
ამ სექციაში მოკლედ შეაჯამეთ ის გამოწვევები და ბარიერები, რასაც წააწყდით პროექტის განხორციელების ეტაპზე. ასევე, შეგიძლიათ გამოყოთ ის პროცესები, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მიღწეული შედეგების მდგრადობაზე.
ქვეყანაში პანდემიის რისკის შესაძლო გაზრდის გამო, მარტის თვიდან როგორც სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციები, ასევე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები გადავიდნენ ონლაინ პლატფორმით მუშაობაზე. ადგილობრივმა მთავრობამ შეზღუდა/გააუქმა შეხვედრების ჩანიშვნა, გაურკვეველი ვადით გადაიდო ჩანიშნული შეხვედრებიც.
ცვლილებები განხორციელდა პოლიტიკურ დონეზე, გამოცხადდა საყოველთაო კარანტინის რეჟიმი და კომენდანტის საათი 21 აპრილამდე. თუმცა, შემდეგ გადაიდო და დღემდე რჩება გარკვეული შეზღუდვები.
ვერ მოხერხდა საკრებულოს სხდომებზე მეწარმე ქალთა მობილიზაცია და დასწრება. თუმცა, მეწარმე ქალთა ინიციატივების შესახებ არსებულ ვითარებას მუდმივად ვაცნობდით ადგილობრივ თვითმმართველობას.
,,მედია ცენტრი კახეთი“ მაქსიმალურად შეეცადა, მოესწრო დაგეგმილი აქტივობების განხორციელება. აპრილის აქტივობების ნაწილმა გადაინაცვლა მაისის თვეში. თუმცა, კვლავაც არსებული შეზღუდვების გამო, არ მოხერხედა კონფერენციის ჩატარება.
ღონისძიებაზე წარსადგენი საკითხები მოდიფიცირდა, დაიგეგმა და ჩატარდა 4 ონლაინ შეხვედრა-დისკუსია.
,,მეწარმე ქალთა კლუბის" სასწავლო და საინფორმაციო ვებინარების თემები:
ვებინარის ძირითადი თემატიკა: მეწარმე ქალთა მიერ პანდემიის დროს შექმნილი სიტუაციის ზოგადი მიმოხილვა; გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ დისკუსია.
ვებინარის ძირითადი თემატიკა: პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლის მიერ, მიმდინარე პროგრამების შესახებ ძირითადი ინფორმაციის მიწოდება მეწარმე ქალებისთვის.
ვებინარის ძირითადი თემატიკა: როგორ გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ. მოწვეული სტუმრის მიერ შესაძლებლობებისა და გამოცდილების გაზიარება ონლაინ გაყიდვებთან მიმართებაში. როგორ დაიწყო ორგანიზაციამ ონლაინ გაყიდვები, რა მუშაობს და რა არა, რჩევები. (კითხვა-პასუხი)
ვებინარის ძირითადი თემატიკა: შემაჯამებელი ონლაინ დისკუსია. საუბარი შეეხება პროექტის შეჯამებას, რომელიც მოიცავს ისეთ საკვანძო საკითხებს, როგორიცაა - მუნიციპალური გადაწყვეტილებები. შესაბამისი სივრცის გამოყოფა მეწარმეთა პროდუქტის გაყიდვებისათვის, ინფორმაციის მიწოდება მეწარმე ქალთა გზამკვლევის შესახებ, მერიის/საკრებულოს გეგმების შესახებ საუბარი.
აღნიშნული ვებინარების საფუძველზე, მომზადდა პანდემიის დროს მეწარმე ქალთა გამოწვევებისა და საჭიროებების დოკუმენტიც.
პანდემიამ გარკვეული დროით შეაყოვნა მუდმივმოქმედი საგამოფენო სივრცის საბოლოოდ გამოყოფის პროცესი.
III. PROGRAM ACTIVITIES IMPLEMENTED THROUGHOUT THE PROJECT
აქ კიდევ ერთხელ მოკლედ მიმოიხილეთ პროექტის წინა თვეებში განხორციელებული აქტივობები, მათი მნიშვნელობა ადვოკატირების პროცესისთვის და უფრო დეტალურად ისაუბრეთ ბოლო თვეში ჩატარებულ ღონისძიებებზე (რა აქტივობა ჩატარდა და რა მიზნით, რა მიმართულებით იყო საინტერესო და მნიშვნელოვანი მიმდინარე ადვოკატირების კამპანიისთვის?)
საბჭოს მიერ ადვოკატირების კამპანის განხორციელება და თელავის საკონსულტაციო საბჭოს მიერ ერთი ინიციატივის (მცირე და საშუალო მეწარმე ქალებისთვის მუდმივმოქმედი ადგილის გამოყოფა, სადაც მათ საშუალება მიეცემათ, გაყიდონ საკუთარი პროდუქცია.) შესახებ რეკომენდაციის შემუშავება და წარდგენა თელავის თვითმმართველი ერთეულისთვის განსახილველად.
1) მოქალაქეთა ინფორმირებას
2) საკრებულოს და გამგეობის საჯარო უწყებების წარმომადგენელთათვის ინფორმაციის მიწოდებას
3) სამოქალაქო სექტორის ინფორმირებას და მათი მხრიდან მეწარმე ქალთა საჭიროებებზე რეაგირების ინიცირებას
4) საკონსულტაციო საბჭოს წევრებისათვის საჭირო ინფორმაციის, ფაქტებისა და მონაცემების შეგროვება-მიწოდებას
5) მუნიციპალიტეტის სხვა ქვე უწყებებში მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობათა მოპოვებას (შეხვედრებსა და კონსულტაციებს DMO).
https://knews.ge/?p=45801&fbclid=IwAR3og5NiZTltXyFz0XyCB3VSVJV709G4Kx6dB01zVJuVVVu6MRszLi0_fc
გვერდის ლინქი:
პანდემია და მეწარმე ქალთა საჭიროებები;
პროგრამა „აწარმოე საქართველოში“-ახალი საგრანტო პროგრამები და სიახლეები სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით;
ონლაინ გაყიდვები - გამოცდილების გაზიარება;
ადგილობრივი თვითმმართველობა მეწარმე ქალთა საჭიროებების გადასაწყვეტად;
განხორციელებული აქტივობები ძალზე მნიშვნელოვანი იყო ადვოკატირების პროცესისთვის დაწყებული მეწარმე ქალთა პრობლემების დღის წესრიგში დასმიდან, პრობლემაზე საუბრითა და მისი გადაჭირს გზების ძიებით დამთავრებული.
ფაქტობრივად, ეს იყო პირველი წარმატებული ადვოკატირების კამპანია თელავის მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ერთეულთან, რომელიც დასრულდა დადებითი შედეგით რომ უწყება მზად არის გააგრძელოს ამ საკითხზე საუბარი თავად მეწარმე ქალებთან და გამოყოს მუდმივმოქმედი სივრცისთვის გარკვეული ტერიტორია, სადაც ქალები შეძლებენ საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას.
ასევე, პირველი შემთხვევაა, როდესაც ქალტა ინიციატივები აიტვირთა ვებპლატფორმა Initiative.ge-ზე და საზოგადოებას ქონდა საშუალება, მხარი დაეჭირა სასურველი ინიციატივისთვის.
გავწიეთ ფართომასშტაბიანი კამპანია თავად სამოქალაქო სექტორის ინფორმირებისთვის რათა მომხდარიყო აღნიშნული საკითხების სწორად და ეფექტურად მიწოდება.
დავარწმუნეთ თელავის საკონსულტაციოს საბჭოს წევრები, რომ უნდა მომხდარიყო მეწარმე ქალთა ინიციატივების შესახებ რეკომენდაციით მიმართვა და ადვოკატირების კამპანია ადგილობრივ ხლისუფლებასთან.
მოვახდინეთ მოქალაქეთა ინფორმირება სხვადასხვა მიმართულებით:
გავაცანით მეწარმე ქალები, რომლებსაც სურთ შეცვალონ გარემო, სადაც ცხოვრობენ.
შეუძლიათ, ატვირთონ საკუთარი ინიციატივები Initiative.ge_ზე, რომელსაც გაეცნობა ადგილობრივი თვითმმართველობა.
თელავის საკონსულტაციო საბჭოს გააჩნია ბერკეტი, გასწიოს ადვოკატირების კამპანია მოქალაქეთა ინიციატივებზე.
ონლაინ დისკუსიები, რომელიც ჩატარდა კონფერენციის ნაცვლად, იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი. ესწრებოდნენ როგორც მეწარმე ქალები, ასევე სსოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
უშუალოდ, მერიის წარმომადგენლემა ისაუბრა საგამოფენო სივრცის შესახებ და აღნიშნა რომ მსგავსი შეთავაზება, ინიციატივა მერიისთვისაც სიახლეს წარმოადგენს რის განხორციელებესაც მერია დაუჭერს მხარს.
მსგავსი მოსაზრება ქონდა საკრებულოს წარმომადგენელსაც. აღნიშნეს, რომ გამოთქვამენ მზაობას და როდესაც გახდება შესაძლებელი საზოგადოების ფართო შეკრების, მოხდეს შეხვედრა და სამომავალო გეგმების დასახვა ამ მიმართულებით მეწარმე ქალთა და საკრებულოს დეპუტატების აქტიური ჩართულობით.
ასევე, დისკუსიებში ყურადღება გამახვილდა პანდემიის პერიოდში ონლაინ გაყიდვების რეჟიმზე გადასვლაზე. მეწარმე ქალთა გაყიდვები იყოს უკეთესი ვიდრე აქამდე. საუბარი გამახვილდა სხვადასხვა ბაზრობების მოწყობაზე, მაგალითად, საშობაო ბაზრობა, სეზონური და სხვა, რომელიც გამოიწვევს არამხოლოდ ჩამოსული, არამედ ადგილობრივი ტურისტების მოსაზიდად.
IV. RESULTS/ACCOMPLISHMENTS
ამ სექციაში ასახეთ პროექტის ფარგლებში მიღწეული ძირითადი შედეგები: იქნება ეს სამიზნე ჯგუფების გაძლიერება/საინიციატივო ჯგუფების ჩამოყალიბება, მოკვლევის ჩატარება და რეკომენდაციების შემუშავება თუ უშუალოდ მუნიციპალიტეტის დონეზე მიღებული დადგენილება ან/და ბიუჯეტში კონკრეტული ხარჯის ასახვა.
პროექტის ფარგლებში ძირითადი მიღწეული შედეგები:
თელავის მუნიციპალიტეტში, ქალ მეწარმეთა საჭიროებების კვლევის ჩატარების საფუძველზე ვიცით სფეროში არსებული ძირითადი პრობლემები:
კვლევის საფუძველზე, შემუშავდა 3 ძირითადო რეკომენდაცია ადგილობრივი ხელისუფლებისთვის:
სოფლებში საინფორმაციო შეხვედრის გამართვის შემდეგ ვიცით, რომ მეწარმე ქალები მოდიან თანამშრომლობაზე, აქვთ სურვილი, შეცვალონ ის გარემო სადაც უწევთ ცხოვრება.
ჩამოყალიბდა მეწარმე ქალთა საბჭოს ჩამოყალიბება, რომელიც შედგება მცირე და საშუალო მეწარმე ქალბატონებისგან.
მეწარმე ქალებმა შეიმუშავეს აქტუალური ინიციატივები.
შემუშავებული ინიციატივები წარედგინა თელავის საკონსულტაციო საბჭოსთვის განსახილველად.
საბჭომ გამართა რამდენიმე შეხვედრა როგორც მეწარმე ქალებთან, ასევე საკრებულოსა და მერის წარმომადგენლებთან. ადგილობრივ ხელისუფლებასთან განახორციელა ადვოკატირების კამპანია, შეიმუშავა რეკომენდაციები და მეწარმე ქალთა ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული ინიციატივა - მუდმივმოქმედი ადგილის გამოყოფასთან დაკავშირებით, წარუდგინა თელავის თვითმმართველ ერთეულს განსახილველად.
მეწარმე ქალთა ინიციატივები ატვირთულია ახალ ვებპლაფტორმაზე: www.initiative.ge
სამიზნე ჯგუფის გაძლიერების მიზნით, ჩატარდა საინფორმაციო ტიპის შეხვედრა DMO-სთან საბჭოს ფორმატში, როგორც ფინანსური რესურსის მქონე ორგანიზაციასთან, მხარი დაუჭიროს ტურისტულ ბიზნესს რეგიონში. DMO მეწარმე ქალების შესახებ ონლაინ გზამკვლევის შექმნა/განთავსებას უზრუნველყოფს საკუთარ საიტზეც.
წარდგენილი ინიციატივების ადვოკატირების კამპანია თელავის თვითმმართველობასთან. კამპანია მოიცავს:
1) მოქალაქეთა ინფორმირებას
2) საკრებულოს და გამგეობის საჯარო უწყებების წარმომადგენელთათვის ინფორმაციის მიწოდებას
3) სამოქალაქო სექტორის ინფორმირებას და მათი მხრიდან მეწარმე ქალთა საჭიროებებზე რეაგირების ინიცირებას
4) საკონსულტაციო საბჭოს წევრებისათვის საჭირო ინფორმაციის, ფაქტებისა და მონაცემების შეგროვება-მიწოდებას
5) მუნიციპალიტეტის სხვა ქვე უწყებებში მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობათა მოპოვებას (შეხვედრებსა და კონსულტაციებს DMO).
უშუალოდ თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოთქვა მზაობა, დაეხმაროს მეწარმე ქალებს მუდმივმოქმედი საგამოფენო სივრცისთვის ადგილის გამოყოფის კუთხით, რაც დასტურდება ოფიციალური წერილით.
დახმარების სურვილი გამოთქვა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომაც. როგორც კი შესაძლებელი გახდება საზოგადოებრივი შეკრება, განვაგრძობთ საკითხის ადვოკატირებას უშაულოდ ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
მომზადებულია პროექტის შესახებ ინფოგრაფიკა NDI-ს დახმარებით.
მომზადებულია ფეისბუქ გვერდი - მეწარმე ქალთა კლუბი - Entrepreneur Women’s Club. სადაც უკვე ხელმისაწვდომია 23 მეწარმე ქალის მიერ წარმოებული პროდუქტის შესახებ ინფორმაცია და კონტაქტი. გვერდი აქტიურად ზიარდება სოციალურ ქსელში და სხვასხვა თემატურ ჯგუფებში.
გვერდის ლინქი:
ჩატარებულია 4 ონლაინ შეხვედრა-დისკუსია.
პანდემია და მეწარმე ქალთა საჭიროებები;
პროგრამა „აწარმოე საქართველოში“-ახალი საგრანტო პროგრამები და სიახლეები სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით;
ონლაინ გაყიდვები - გამოცდილების გაზიარება;
ადგილობრივი თვითმმართველობა მეწარმე ქალთა საჭიროებების გადასაწყვეტად;
მომზადებულია პანდემიის დროს მეწარმე ქალთა გამოწვევებისა და საჭიროებების დოკუმენტი.
V. SUSTAINABILITY PLAN AND LESSONS LEARNED
ამ სექციაში მოკლედ მიმოიხილეთ, რა ტიპის საქმიანობის გაგრძელებას გეგმავთ პროექტის დასრულების შემდეგ მიღწეული შედეგების მდგრადობის უზრუნველსაყოფად. ამასთანავე, აღწერეთ რა ტიპის გამოცდილება ("ძირითადი გაკვეთილები") მიიღო პროექტის განმახორციელებელმა გუნდმა მიმდინარე ადვოკატირების კამპანიიდან და ეს პოზიტიური და/ან ნეგატიური გამოცდილება რა კუთხით დაგეხმარებათ სამომავლო კამპანიების დაგეგმვა/განხორციელებაში.
,,მედია ცენტრი კახეთი“ აგრძელებს ერთ-ერთ მთავარ სამიზნე ჯგუფთან, მეწარმე ქალებთან მუშაობას.
მეწარმე ქალების ინიციატივების ატვირთვა Initiative.ge-ზე, სადაც საზოგადოება გაეცნობა მათ საჭიროებებს და დაუჭერს მხარს ხმის მიცემის ღილაკის საშუალებით.
თელავის საკონსულტაციო საბჭოსთან ერთად ვაგრძელებთ ადვოკატირების კამპანიას უშუალოდ მეწარმე ქალებისთვის მუდმივმოქმედი საგამოფენო სივრცის გამოყოფის თაობაზე.
ასევე, გავაგრძელებთ მუშაობას DMO-სთან ონლაინ გზამკვლევთან დაკავშირებით, მივაწვდით ჩვენს ხელთ არსებულ მეწარმე ქალთა განახლებულ ბაზას.
მეწარმე ქალთა მიმართულებით გაწეული ადვოკატირების კამპანია იყო და არის საჭირო და მნიშვნელოვანი პროცესი.
თელავის საკონსულტაციო საბჭოს ჩართვა პროცესებში და მათი აქტიური მუშაობა, ყველა მხარისთვის, იყო ძალიან კარგი გამოცდილება და ამავე დროს ეფექტური.
ერთობლივი შეხვედრები, როგორც მეწარმე ქალების, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისა და საბჭოს წარმომადგენლების, იყო შედეგის მომტანი.
პანდემიის პერიოდში, პროექტში ჩართული გუნდი მალევე გადაეწყო ახალ რეალობაზე და ეფფექტურად მოახერხა დაეგეგმა პროექტის ფარგლებში არსებული აქტივობები როგორც ონლაინ რეჟიმში, ისე ღია სივრცეში მუშაობის მიმართულებით (მაგალითად, ვიდეო მასალების მომზადება).
მიღებული გამოცდილება როგორც პანდემიამდე, ასევე პანდემიის პერიოდში, გუნდისთვის იყო ახალი გამოცდილება. ვფიქრობთ, გუნდს აქვს უნარი აწარმოოს ეფექტური ადვოკატირების კამპანია.
VI. LISTS OF ATTACHMENTS
ანგარიშს უმთავრესად ბოლო პერიოდის აქტივობებთან დაკავშირებული დოკუმენტები დაურთეთ თან. სურვილის შემთხვევაში, ასევე, დამატებით შეგიძლიათ დაურთოთ შედეგების სექციაში ჩამოთვლილი საკითხების დამადასტურებელი დოკუმენტები (კვლევის საბოლოო ანგარიში, ოფიციალური წერილი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოებისგან, ბიუჯეტის საჯარო ვერსია, სადაც ასახულია თქვენი ადვოკატირების საკითხი და სხვა.)
ანგარიშს ერთვის ჩვენს ხელთ არსებული აქტივობებთან დაკავშირებული დოკუმენტები.