- ჯუნგლებისა და მისი ბინადრების ამსახველი ნამუშევრის შექმნა.
| - სახვითი ხელოვნების მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები (ელემენტები) და ხერხები (პრინციპები)
2. სახვითი ხელოვნების ტექნიკა 3. სახვითი ხელოვნების დარგები და ჟანრები
ხაზი: სხვადასხვა ტიპის, კონტური ფერი: ცივი და თბილი კონტრასტული, ნახევარტონები ფორმა: მარტივი გეომეტრიული და ბუნებაში არსებული პრინციპები: ძირითადის გამოყოფა, კომპოზიციური განაწილება ტექნიკა: ფერწერა, გრაფიკა დარგები: გრაფიკა , ფერწერა
| ჯუნგლებისა და მისი ბინადრების ასახვა ნამუშევარში.
| - როგორ გამოვიყენო სახვითი ხელოვნების მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები და ხერხები ჩანაფიქრის გადმოსაცემად?
- როგორ შემიძლია სხვადასხვა ფორმების, ტექნიკის (ფერწერა,გრაფიკა) გამოყენებით დავხატო ჯუნგლების მრავალფეროვანი სამყარო ცხოველებით და ფრინველებით?
|
გრძელვადიანი მიზანი
სამიზნე ცნება და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები | საკითხი/ქვეცნებები: ხაზი: სხვადასხვა ტიპის, კონტური ფერი: ცივი და თბილი კონტრასტული, ნახევარტონები ფორმა: მარტივი გეომეტრიული და ბუნებაში არსებული პრინციპები: ძირითადის გამოყოფა, კომპოზიციური განაწილება ტექნიკა: ფერწერა, გრაფიკა ჟანრი: ანიმალისტური დარგები: გრაფიკა , ფერწერა
| საკვანძო შეკითხვა / შეკითხვები - როგორ გამოვიყენო სახვითი ხელოვნების მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები და ხერხები ჩანაფიქრის გადმოსაცემად?
- როგორ შემიძლია სხვადასხვა ფორმების, ტექნიკის (ფერწერა, გრაფიკა) გამოყენებით დავხატო ჯუნგლების მრავალფეროვანი სამყარო ცხოველებით და ფრინველებით?
| შუალედური სასწავლო მიზანი
კომპლექსური დავალების პირობა |
1. სახვითი ხელოვნების მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები (ელემენტები) და ხერხები (პრინციპები) (შედეგები:ს.გ.დაწყ.(I).1,4,5)
- სათქმელის (ამბის, გრძნობის, აზრის, შთაბეჭდილების, განწყობილების, ემოციების, დამოკიდებულებების, დაკვირვების შედეგების), მხატვრული ჩანაფიქრის გადმოსაცემად ადამიანი იყენებს ხელოვნების ენას, ანუ სახვითი ხელოვნების ელემენტებს (ფერი, ხაზი, ფორმა) და პრინციპებს (მაგ., რიტმი, ძირითადის გამოყოფა, კონტრასტი და სხვ.)
2. სახვითი ხელოვნების ტექნიკა (შედეგები:ს.გ.დაწყ.(I).2,4) - ადამიანი ხელოვნების ნიმუშის შესაქმნელად იყენებს სხვადასხვა მასალასა და ტექნიკას.
3. სახვითი ხელოვნების დარგები და ჟანრები (შედეგები: ს.გ.დაწყ.(I).1,2,3,4,5,6)
- ხელოვნების სხვადასხვა დარგებად დაყოფას განაპირობებს გამოყენებული მასალა, ტექნიკა, დანიშნულება;
- სახვითი ხელოვნების დარგების ნამუშევრები იქმნება სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების გამოყენებით, თუმცა თითოეული დარგისთვის რომელიმე ელემენტია მეტად დამახასიათებელი.
- ხელოვნება ჟანრებად იყოფა ასახული შინაარსის მიხედვით.
| კომპლექსური დავალების დამუშავების ეტაპები (რესურსები, აქტივობები):
I ეტაპი: კომპლექსური დავალების ფორმა როგორ უნდა წარმოვაჩინო საკუთარი ცოდნა შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით?
აქტივობა 1. მოსწავლეებისთვის კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა.
როგორ შემიძლია სხვადასხვა ფორმების, ტექნიკის (ფერწერა,გრაფიკა) გამოყენებით დავხატო ჯუნგლების მრავალფეროვანი სამყარო ცხოველებით და ფრინველებით?
II ეტაპი: კომპლექსური დავალების შინაარსი
ნაბიჯი 1. როგორ გამოვიყენო მასალა და ტექნიკა გრაფიკული ნამუშევრის შესაქმნელად?
რესურსი/აქტივობა:
ტელესკოლა ანა გოგორიშვილი : გრაფიკა ცნობილი მხატვრების ნამუშევარები https://school.emis.ge/Art-Class/Calm_&_stormy/25.html
მოსწავლეები ეცნობიან გრაფიკის ნიმუშებს და ქმნიან ნამუშევარს გრაფიკის ტექნიკით.
სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები
ქვეცნება: გრაფიკა (შავ-თეთრი /ფერადი, ლაქა ) | - რით განსხვავდება გრაფიკა ფერწერისგან?
- რა მასალისა და ტექნიკის გამოყენებით იქმნება გრაფიკული ნამუშევრები?
- რომელი მხატვრული ხერხები და ელემენტებია წამყვანი გრაფიკის ტექნიკაში?
- როგორ გამოვიყენო სხვადასხვა ტიპის ხაზი, შტრიხი და ლაქა გრაფიკული ნამუშევრის შექმნისას?
- რა არის გრაფიკა?
|
ნაბიჯი 2. როგორ შევარჩიო მასალა და ტექნიკა ფერწერული ნამუშევრის შესაქმნელად?
რესურსი/აქტივობა:
ფერებისა და ხაზების სამყაროში ცნობილი მხატვრების ნამუშევრები ნიკო ფიროსმანის და ანრი რუსოს მიერ ასახული ველური სამყარო
მოსწავლეები ატარებენ ექსპერიმენტს გუაშისა და აკვარელის საღებავის გამოყენებით. პალიტრაზე დებენ რომელიმე ფერს (მაგ. მწვანე) და აზავებენ ცოტა თეთრი საღებავით. დააკვირდებიან, რა მოხდება? როგორ ფერს მიიღებენ?
სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები
ქვეცნება: ფერწერა, ფერი (თბილი, ცივი, კონტრასტული, ნახევარტონები) | - როგორ ნამუშევარს უწოდებენ ფერწერულს?
- რით განსხვავდება ფერწერა გრაფიკისაგან?
- რა ზემოქმედება შეუძლია ფერს ადამიანზე?
- როგორ ფერებს ვუწოდებ კონტრასტულს? ცივს ? თბილს?
- როგორ შემიძლია ერთი ფერის სხვადასხვა ტონალობის მიღება?
- როგორ შემიძლია ფერების საშუალებით ნამუშევარში განწყობისა და ჩანაფიქრის გადმოცემა?
|
ნაბიჯი 3. . როგორ გამოვსახო ცხოველები, ფრინველები და მცენარეები სხვადასხვა ფორმების საშუალებით?
რესურსი/აქტივობა:
https://school.emis.ge/Art-Class/Forest/7.html https://school.emis.ge/Art-Class/Forest/8.html https://school.emis.ge/Art-Class/Forest/9.htmlhttps://school.emis.ge/Art-Class/Forest/10.html
მოსწავლეები ქმნიან ნამუშევარს გეომეტრიული და ბუნებაში არსებული ფორმების გამოყენებით.
სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები
ქვეცნება: ფორმა
|
- როგორ ფორმებს ვხედავთ ჩვენ გარშემო?
- როგორ ამოვიცნო გეომეტრიული ფორმები გარემოში?
- როგორ შეიძლება დავუკავშირო მარტივი გეომეტრიული ფორმა ბუნებაში არსებულს?
- რისი გადმოცემა შეიძლება ფორმების საშუალებით?
- როგორ შემიძლება გამოვსახო ფრინველები ცხოველები და მცენარეები სხვადასხვა გეომეტრიული ფორმების გამოყენებით?
|
ნაბიჯი 4. როგორ გავანაწილო კომპოზიცია და გამოვყო მთავარი ნახატზე ფერით, ზომით, კონტურით? რესურსი/აქტივობა:
კომპოზიცია ცნობილი მხატვრების ნამუშევრები https://emis188-my.sharepoint.com/:p:/g/personal/tipentseva_ida_teachers_g
მოსწავლეები ეცნობიან სხვადასხვა ტიპის კომპოზიციებს, მსჯელობენ ძირითადის გამოყოფაზე ნამხატში ფერით, ფორმით, კონტურით. ქმნიან ნამუშევრებს
სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები
ქვეცნება: ძირითადის გამოყოფა, კომპოზიციური განაწილება
| - კომპოზიციის რა ტიპებს იცნობ?
- რა არის მნიშვნელოვანი ნახატში?
- რა მხატვრული საშუალებებითა და ხერხებით შემიძლება გამოვყო მთავარი ნახატში?
- როგორ გავანაწილო გამოსახულებები ნამუშევარში ჩანაფიქრის შესაბამისად?
|
მოსწავლეების მხრიდან კომპლექსური დავალების პრეზენტაციის პროეცესშიმასწავლებლის მიერ დასმული შეკითხვები:
- აღწერე, როგორ წარიმართა დავალებაზე მუშაობის პროცესი;
- აღწერე რა პროდუქტი შექმენი;
- როგორ შეძელი ნამუშევარში ჯუნგლების ცხოველების, ფრინველების და გარემოს სახასიათო ნიშნების გადმოცემა?
- რა დაბრკოლებებს წააწყდი დავალებაზე მუშაობის პროცესში?
- რას გააკეთებდი სხვაგვარად ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?
- მსგავსი ფორმის, ან შინაარსის დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებია?
- შენი აზრით, რით ჰგავს და რით განსხვავდება შენი დავალება შენი თანაკლასელების ნაშრომებისგან?
|
დახატე წარმოსახვითი ან რეალისტური ნახატი, სადაც ასახავ ჯუნგლების მრავალფეროვან სამყაროს ცხოველებით და ფრინველებით. ნამუშევრის შესასრულებლად შეარჩიე ფერწერის ან გრაფიკის ტექნიკა. გამოიყენე სხვადასხვა ტიპის ხაზი, კონტური. თუ გადაწყვეტ ფერებით გადმოსცე შენი ჩანაფიქრი, მაშინ გამოიყენე ცივი და თბილი, კონტრასტული ფერები, ნახევარტონები. ცხოველების, ფრინველების და მცენარეეების დასახატად შეარჩიე მარტივი გეომეტრიული და ბუნებაში არსებული ფორმები. საგნები ფორმატზე გაანაწილე კომპოზიციურად. მთავარი ნახატში გამოყავი შენთვის ნაცნობი ხერხებით (ფერით , ფორმით, კონტურით).
ნამუშევრის წარდგენისას ისაუბრე, ხაზგასმით წარმოაჩინე: - რომელი დარგი (გრაფიკა, ფერწერა), მასალა და ტექნიკა შეარჩიე ჩანაფიქრის გადმოსაცემად?
(სამ.ცნება 2, 3) - როგორ დაგეხმარა მარტივი გეომეტრიული ფორმები ცხოველებისა და გარემოს დახატვაში (სამ.ცნება 1)
- როგორ გაანაწილე კომპოზიცია და რა ხერხით გამოყავი მთავარი ნახატზე? (სამ. ცნება 1)
| მაკროცნება და მასთან დაკავშირებული კრიტერიუმი:
|
|