შემაჯამებელი დავალების ანალიზი
კლასი: VIII-ბ
საგანი: ქიმია
პედაგოგი: თეონა ჩიტაშვილი
შემაჯამებელი დავალების ჩატარების თარიღი: 16.12.19
შემაჯამებელი სამუშაოს შესრულების ფორმა: ტესტი (დახურული კითხვები)
შემაჯამებელი დავალების პირობა და ესგ-ს შედეგები
N | შემაჯამებელი დავალების პირობა | საგნის სტანდარტის შედეგი/შედეგები, რომლის შეფასებასაც ემსახურება კონკრეტული შემაჯამებელი დავალება |
1 | 1-1) რომელი შეიძლება იყოს ელემენტის ატომის თვისება: 1-2) შეადგინეთ ქიმიური ნაერთის ფორმულა, თუ ცნობილია ელემენტთა ვალენტობა 1-4) რეაქციის ტოლობაში 2Ca + O2 → CaO „2“ რიცხვი 1-6) რომელია რკინა (III)- ის ნაერთი: 1-8) Na + O2 → Na2O რეაქციაში Na- ის წინ კოეფიციენტებია: 1-11) შეარჩიეთ კოეფიციენტები და გაათანაბრეთ რეაქციის ტოლობები: 1-12) შეადგინეთ HCI; H2O; NH3 ; CH4 -ის სტრუქტურული ფორმულები:
2-2) რეაქციის ტოლობაში P + O2 → P2O5 ჟანგბადის კოეფიციენტია: 2-4) რეაქციის ტოლობაში 4Al + 3O2 2-6) ქიმიურ ელემენტს ვალენტობა შეიძლება ჰქონდეს: 2-7) ქიმიური რეაქციის გათანაბრება ხდება: 2-8) შეადგინეთ ქიმიური ნაერთის ფორმულა, თუ ცნობილია ელემენტთა ვალენტობა: 2-10) შეადგინეთ AI2S3; P2O5; Fe2O3; FeCl2 -ის სტრუქტურული ფორმულები: 2-11) შეარჩიეთ კოეფიციენტები და გაათანაბრეთ რეაქციის ტოლობები: | ქიმ.VIII.7. მოსწავლეს შეუძლია ვალენტობის მიხედვით მარტივი ფორმულების შედგენა და ნივთიერებათა მასის მუდმივობის კანონის გამოყენება.
|
2 | 1-3) 8 გ. ფოსფორის დაწვის შედეგად წარმოიქმნა 14,2 გ. ფოსფორის ჟანგბადნაერთი, რა მასის ჟანგბადი შესულა რეაქციაში? 1-5) თუ საწყისი ნივთიერებები შედგება წყალბადის, აზოტისა და ჟანგბადისაგან მიღებული ნივთიერების შედგენილობაში იქნება 1-7) მასის მუდმივობის კანონის მიხედვით: 1-9) ყველა ნივთიერებას აქვს: 1-10) მოცემულია ნივთიერებათა ფორმულები SO2 და CaO. ელემენტთა მასური თანაფარდობა ამ ნაერთებში არის 2-1) არასწორია მსჯელობა, რომ ფოთლის წვის დროს: 2-3) ქიმიური რეაქციის ჩანაწერში: 2-5) 18 გ. ფოსფორის დაწვის შედეგად წარმოიქმნა 24,2 გ. ფოსფორის ჟანგბადნაერთი, რა მასის ჟანგბადი შესულა რეაქციაში? 2-12) Ca (OH)2 - ში ელემენტთა მასური თანაფარდობაა: | ქიმ.VIII.7.მოსწავლეს შეუძლია ვალენტობის მიხედვით მარტივი ფორმულების შედგენა და ნივთიერებათა მასის მუდმივობის კანონის გამოყენება.
|
2-9) წვისა და ჟანგვის დროს ნივთიერება ურთიერთქმედებს | ქიმ.VIII.8.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ქიმიური რეაქციების დახასიათება, წვისა და ჟანგვის პროცესების შედარება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
|
შემაჯამებელი დავალების კრიტერიუმები
ქულა | N1 დავალების შეფასების კრიტერიუმები | N2 დავალების შეფასების კრიტერიუმები | N3 დავალების შეფასების კრიტერიუმები | N4 დავალების შეფასების კრიტერიუმები | N5 დავალების შეფასების კრიტერიუმები | N6 დავალების შეფასების კრიტერიუმები | N7 დავალების შეფასების კრიტერიუმები | N8 დავალების შეფასების კრიტერიუმები | N9 დავალების შეფასების კრიტერიუმები |
1 ქულა | პირველ დავალებას აქვს ერთი არჩევითი პასუხი და ფასდება თითო ქულით. | მეორე დავალებას აქვს ერთი არჩევითი პასუხი და ფასდება თითო ქულით. | მესამე დავალებას აქვს ერთი არჩევითი პასუხი და ფასდება თითო ქულით. | მეოთხე დავალებას აქვს ერთი არჩევითი პასუხი და ფასდება თითო ქულით. | მეხუთე დავალებას აქვს ერთი არჩევითი პასუხი და ფასდება თითო ქულით. | მეექვსე დავალებას აქვს ერთი არჩევითი პასუხი და ფასდება თითო ქულით. | მეშვიდე დავალებას აქვს ერთი არჩევითი პასუხი და ფასდება თითო ქულით. | მერვე დავალებას აქვს ერთი არჩევითი პასუხი და ფასდება თითო ქულით. | მეცხრე დავალებას აქვს ერთი არჩევითი პასუხი და ფასდება თითო ქულით. |
ქულა | N10 დავალების შეფასების კრიტერიუმები | N11 დავალების შეფასების კრიტერიუმები | N12 დავალების შეფასების კრიტერიუმები |
2 ქულა | მეათე დავალება ფასდება ორი ქულით სრული სწორი პასუხის შემთხვევაში და ერთი ქულით - არასრული სწორი პასუხის შემთხვევაში. | მეთერთმეტე დავალება ფასდება ორი ქულით სრული სწორი პასუხის შემთხვევაში და ერთი ქულით-არასრული სწორი პასუხის შემთხვევაში. | მეთორმეტე დავალება ფასდება ორი ქულით სრული სწორი პასუხის შემთხვევაში და ერთი ქულით - არასრული სწორი პასუხის შემთხვევაში. |
ქულათა რაოდენობა საკითხების მიხედვით
ქულა | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
საკითხი | 1-2 | 3 | 4-5 | 6 | 7-8 | 9 | 10-11 | 12 | 13-14 | 15 |
შემაჯამებელი სამუშაოს შედეგების ანალიზი
მიღებული შედეგების ანალიზი
მიღებული ქულა | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
მოსწავლეთა რაოდენობა | 5 | 3 | 2 | 8 | 8 | 3 | 1 |
|
|
შემაჯამებლის ანალიზი
მოსწავლეებს შეუძლიათ გაათანაბრონ რეაქციის ტოლობები, გამოიყენონ მასის მუდმივობის კანონი ნივთიერების შედგენილობის მუდმივობის კანონი, რათა აწარმოონ შესაბამისი გამოთვლები. შეუძლიათ ახსნან ქიმიური გარდაქმნების დროს მასის მუდმივობა რეაქციაში მონაწილე ატომების უცვლელობით, ერთმანეთისაგან ანსხვავებენ ჟანგვისა და წვის მაგალითებს. შეუძლიათ დაადგინონ მასური თანაფარდობა.
ძირითადი სირთულე აღმოჩნდა კოეფიციენტების შერჩევა და ფორმულის გათანაბრება; გაუჭირდათ სტრუქტურული ფორმულების შედგენა ; ერთმანეთში აურიეს კოეფიციენტი და ინდექსი, რეაგენტი და პროდუქტი.
დასკვნა: შემაჯამებელი დავალება შეიძლება შეფასდეს დადებითად. მოსწავლეთა უმრავლესობამ შემაჯამებელ სამუშაოს კარგად გაართვა თავი, სამმა მიიღო უარყოფითი შეფასება. დადებითი შეფასება მიიღო 91% - მა.
რეკომენდაციები მიღებული არასასურველი შედეგის დასაძლევად:
1) ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით მომდევნო გაკვეთილებზე გავზრდი ისეთი საკლასო და საშინაო დავალებების სიხშირეს, სადაც იქნება კოეფიციენტების შერჩევა და ფორმულის გათანაბრება; ხშირად შევადგენინებ სტრუქტურულ ფორმულებს ;
2) გავაძლიერებ მუშაობას კოეფიციენტის და ინდექსის ერთმანეთისგან გასარჩევად;
3) შევიმუშავებთ მეთოდს , რომლის მეშვეობით მოსწავლეებს შეეძლებათ ფაქტობრივი ცოდნის უკეთ დამახსოვრება;
შემაჯამებელი სამუშაო # 2 საგანი: ქიმია.
კლასი VIII ჩატარების თარიღი:
შემაჯამებელი დავალების ტიპი: ტესტური სახელი, გვარი: --------------------------
ვარიანტი I
1) რომელი შეიძლება იყოს ელემენტის ატომის თვისება:
ა) სიმკვრივე; ბ) ვალენტობა; გ) ფერი, სუნი; დ) წყალში ხსნადობა;
2) შეადგინეთ ქიმიური ნაერთის ფორმულა, თუ ცნობილია ელემენტთა
ვალენტობა: (Fe (II) ვ. AI ( III) ვ. O(II) ვ. P(V) ვ.)
ა) AI O ; ბ) P O ; გ) Fe O ;
3) 8 გ. ფოსფორის დაწვის შედეგად წარმოიქმნა 14,2 გ. ფოსფორის ჟანგბადნაერთი, რა მასის ჟანგბადი შესულა რეაქციაში?
4) რეაქციის ტოლობაში 2Ca + O2 → CaO „2“ რიცხვი
ა) მხოლოდ კოეფიციენტია ბ) მხოლოდ ინდექსია
გ) ინდექსიცაა და კოეფიციენტიც დ) არც კოეფიციენტია და არც ინდექსი
5) თუ საწყისი ნივთიერებები შედგება წყალბადის, აზოტისა და ჟანგბადისაგან მიღებული ნივთიერების შედგენილობაში იქნება
ა) მხოლოდ წყალბადისა და აზოტის ატომები ბ) მხოლოდ აზოტისა და ჟანგბადის ატომები
გ) მხოლოდ წყალბადისა და ჟანგბადის ატომები დ) წყალბადის, აზოტის და ჟანგბადის ატომები
6) რომელია რკინა (III)- ის ნაერთი:
ა) FeO ბ) FeCl2 გ) Fe(OH)2 დ) Fe2O3
7) მასის მუდმივობის კანონის მიხედვით:
ა) ქიმიურ რეაქციაში ნივთიერებათა კოეფიციენტები ტოლია;
ბ) ქიმიურ რეაქციაში ნივთიერებათა ინდექსები ტოლია;
გ) რეაქციაში შესულ ნივთიერებათა მასა რეაქციის შედეგად მიღებულ ნივთიერებათა მასის ტოლია;
დ) ყველა ნივთიერების მასა ტოლია.
8) Na + O2 → Na2O რეაქციაში Na- ის წინ კოეფიციენტებია:
ა) 1 ბ) 2 გ) 3 დ) 4
9) ყველა ნივთიერებას აქვს:
ა) მუდმივი მოცულობა; ბ) მუდმივი შედგენილობა;
გ) მუდმივი ვალენტობა; დ) ცვალებადი შედგენილობა.
10) მოცემულია ნივთიერებათა ფორმულები SO2 და CaO. ელემენტთა მასური თანაფარდობა ამ ნაერთებში არის, შესაბამისად:
ა) 2 : 1 და 1 : 4; გ) 1 : 1 და 5 : 2; ბ) 1 : 2 და 1 : 1; დ) 3 : 1 და 2 : 1.
11) შეარჩიეთ კოეფიციენტები და გაათანაბრეთ რეაქციის ტოლობები:
ა) Fe + O2 → FeO ბ) AI + S AI2S3
გ) N2 + H2 NH3 დ) Cu + O2
CuO
12) შეადგინეთ HCI; H2O; NH3 ; CH4 -ის სტრუქტურული ფორმულები:
ვარიანტი II
1) არასწორია მსჯელობა, რომ ფოთლის წვის დროს:
ა) ფოთლის მასა მცირდება; ბ) აირადი პროდუქტები გამოიყოფა; გ) ირღვევა მასის მუდმივობის კანონი.
2) რეაქციის ტოლობაში P + O2 → P2O5 ჟანგბადის კოეფიციენტია:
ა) 1 ბ) 2 გ) 5 დ) 6
3) ქიმიური რეაქციის ჩანაწერში:
ა) ჯერ იწერება პროდუქტები და მერე რეაგენტები;
ბ) ჯერ იწერება რეაგენტები და მერე პროდუქტები;
გ) რეაგენტები და პროდუქტები რეაქციის ერთ მხარეს იწერება.
დ) რეაქციის მსვლელობას გვიჩვენებს დეფისი.
4) რეაქციის ტოლობაში 4Al + 3O2 2Al 2O3 ციფრი 4 მხოლოდ
ა)კოეფიციენტია ბ) მხოლოდ ინდექსია
გ) ინდექსიც არის და კოეფიციენტიც დ) არც ინდექსია და არც კოეფიციენტი
5) 18 გ. ფოსფორის დაწვის შედეგად წარმოიქმნა 24,2 გ. ფოსფორის ჟანგბადნაერთი, რა მასის ჟანგბადი შესულა რეაქციაში?
6) ქიმიურ ელემენტს ვალენტობა შეიძლება ჰქონდეს:
ა) მხოლოდ მუდმივი; ბ) მხოლოდ ცვალებადი;
გ) მუდმივი ან ცვალებადი; დ) ქიმიურ ელემენტს არ აქვს ვალენტობა.
7) ქიმიური რეაქციის გათანაბრება ხდება:
ა) ინდექსებით; ბ) კოეფიციენტებით; გ) კოეფიციენტებითა და ინდექსებით;
დ) გათანაბრება არ სჭირდება.
8) შეადგინეთ ქიმიური ნაერთის ფორმულა, თუ ცნობილია ელემენტთა ვალენტობა:
(Fe (III) ვ. Ca ( II) ვ. O(II) ვ. N(V) ვ.)
ა) Ca O ; ბ) N O ; გ) Fe O ;
9) წვისა და ჟანგვის დროს ნივთიერება ურთიერთქმედებს
ა) წყალბადთან; ბ) ნახშირორჟანგთან; გ) ჟანგბადთან; დ) წყალთან.
10) შეადგინეთ AI2S3; P2O5; Fe2O3; FeCl2 -ის სტრუქტურული ფორმულები:
11) შეარჩიეთ კოეფიციენტები და გაათანაბრეთ რეაქციის ტოლობები:
ა) C2H6 + O2→ CO2+ H2O ბ) AI + O2 AI2O3
გ) SO2 + O2→ SO3 დ) KClO3 → KCl + O2
12) Ca (OH)2 - ში ელემენტთა მასური თანაფარდობაა:
ა) 1 : 2 : 2 ბ) 20 : 16 : 1 გ) 40 :16 :2