ბუნება
დაწყებითი საფეხური-(IIIკლასი)
თემა:სინათლე, სითბო
სამიზნე ცნებები:სინათლის და სითბოს წყაროები |
|
კომპლექსური დავალების პირობა: გაიხსენე: საიდან ჩნდება სითბო და სინათლე? შექმენი კომიქსის ტიპის ილუსტრაციები, სადაც სითბოსა და სინათლის წყაროების დისკუსია იქნება ასახული, იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი მათგანი უფრო ეფექტურად ათბობს და ანათებს. |
პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის ნიუანსები: გაითვალისწინე, რომ ბუნებაში არსებობს სინათლის და სითბოს როგორც ბუნებრივი, ასევე ხელოვნური წყაროები. (მაგალითად: მზე, სანთელი, ნათურა, ციცინათელა და ა.შ.) ინსტრუქციები: შეადარე ერთმანეთს სითბოსა და სინათლის წყაროები; გაიხსენე ისიც, რომ სინათლის წყაროები განსხვავდებიან ერთმანეთისგან ნათების სიძლიერით, ხოლო სითბოს წყაროები – გამოყოფილი სითბოს რაოდენობით; შეკითხვები: 1. ახსენი, რატომ შექმენი ეს კომიქსი? 2. ისაუბრე, რა მსგავსება და რა განსხვავებაა სინათლის და სითბოს ბუნებრივ და.ხელოვნურ წყაროებს შორის? 3 .შეაფასე საკუთარი ნამუშევარი; 4. შენი აზრით რამდენად კარგად გაართვი თავი დასახულ ამოცანას? 5. რას გააკეთებდი სხვაგვარად ამ დავალებაზე ახლა რომ იწყებდე მუშაობას? 6.საიდან მოიძიე ინფორმაცია? |