Publicada con documentos de Google
gakveTilis-refleqsia moia ikola..docx
Actualizado automáticamente cada 5 minutos

                                                                                                     სსიპ-ქალაქ ქუთაისის N24 საჯარო სკოლის

რუსული ენის პედაგოგი :მარინე ცხვედიანი

                                                                              VI კლასში   ჩატარებული

                                                                            სამოდელო  გაკვეთილის

რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა

             2023 წ 22 მაისს   VI კლასში ჩავატარე გაკვეთილი  თემაზე:» Моя школа. Мой класс“            პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ფარგლებში გაკვეთილს ესწრებოდა ხარისხის ჯგუფის წარმომადგენელი და კათედრის გამგე.

          გაკვეთილის მიზნის ფორმულირებისას გავითვალისწინე ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტის მოთხოვნები. შევარჩიე მიზნის შესაბამისი მეთოდები და აქტივობები. შესასწავლი მასალა ავიღე  სასკოლო სახელმძღვანელოდან .  წარმოდგენილი  გაკვეთილის თემა სრულ შესაბამისობაში იყო თემატურ-კალენდარულ გეგმასთან  და  მასზე მუშაობა სწორედ მოცემული პერიოდისთვის უწევდათ მოსწავლეებს.  

გაკვეთილის მიზანი მიღწეულ იქნა, რადგან მოსწავლეებმა შეძლეს:

 ტექსტი(შედეგები: 1, 2, 3, 4)

სამეტყველო ქმედება (შედეგი :  3, 4, 5, )

  ენობრივი საშუალებები (შედეგები:  1, 2, 3, 4,   5)

გაკვეთილის  მიზანი  ეტაპობრივად  და  გააზრებულად  განხორციელდა ინტერაქტიური  მეთოდების  კვალდაკვალ.  ყველა  აქტივობა,  რომელიც  დავგეგმე,  მიმართული იყო მიზნის მიღწევაზე,ხოლო გაკვეთილის მიზანი გამომდინარეობდა ესგ-დან.    შერჩეული  მქონდა  მრავალფეროვანი  მეთოდები, რაც,  ჩემი  აზრით, დამეხმარებოდა გაკვეთილის  მიზნის მიღწევაში.ეს  მეთოდები  იყო:

       ჩემს  მიერ განხორციელებული ყველა აქტივობა ხელს უწყობდა მოსწავლეებში  საბაზისო და შედარებით მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას.  ვფიქრობ  მრავალფეროვანი მეთოდების  გამოყენებამ,  რომლებიც  ზუსტად  გათვალისწინებული  იყო  მოსწავლეთა  ასაკობრივ  და ინდივიდუალურ  თავისებურებებზე,  შექმნა  კლასში  მოსწავლეზე  ორიენტირებული  სასწავლო  გარემო,  რომელსაც  ადასტურებდა  მოსწავლეთა  მხრიდან  მაქსიმალური  ჩართულობა.

      ძალიან დამეხმარა შედეგზე გასვლაში აქტივობა  კუთვნილებითი ნაცვალსახელების МОЙ, МОЯ, МОЁ, МОИ ფუნქციური გამოყენება. აქტივობის  მიზანი იყო მოსწავლეებს  აეხსნათ, რატომ არის  რუსულ ენაში 4 კუთვნილებითი ნაცვალსახელი „ჩემი“ „შენი“ , გაევლოთ პარალელი მშობლიურ ენასთან  და  ინდუქცია დედუქციის მეთოდის გამოყენებით გამოეტანათ დასკვნა, სწორად შეეწყოთ კუთვნილებითი  ნაცვალსახელები არსებით სახელებთან .აქტივობა იყო სახალისო, საინტერესო . აღნიშნული აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნებისა და დასკვნის გამოტანის უნარ-ჩვევების განვითარებას .

          გაკვეთილზე გამოყენებული მქონდა კლასის  ორგანიზების სხვადასხვა  ფორმები : საერთო-საკლასო , ინდივიდუალური და  წყვილებში მუშაობა.განსაკუთრებით კარგად იმუშავა წყვილებში მუშაობის ფორმამ,რომელიც მოსწავლეებში  ავითარებს თანამშრომლობითი მუშაობის უნარებს.

       ყველაზე წარმატებული გაკვეთილი იყო   ძირითადი ნაწილში, როცა მოსწავლეებმა მოახერხეს კუთვნილებითი ნაცვალსახელების ფუნქციური გამოყენება .მოცემული ინფორმაციის გამოყენებით  დაუსვეს მეწყვილეს შეკითხვა, მიიღეს პასუხი  , წყვილებმა  გაითამაშებს დიალოგები.

       სახალისო სავარჯიშო- იპოვე სად არის ნივთი ! ნახატების მიხედვით მოსწავლეებმა უნდა თქვან სად არის ნივთი გამოიყენონ თანდებულიანი ბრუნვა და კუთვნილებითი ნაცვალსახელები .

          აღნიშნული აქტივობები მოსწავლეებს უვითარებენ ცოდნის მობილიზების, დახარისხების და პრაქტიკული გამოყენების უნარებს.

               გეგმით გათვალისწინებული ყველა აქტივობა წარმატებით განხორციელდა, გეგმაში ცვლილების განხორციელება არ დამჭირებია.

გაკვეთილზე გამოიკვეთა საჭიროება :

ჩემს მიერ მიწოდებული უკუკავშირი ნაწილობრივ კონსტრუქციული იყო. აღვწერე მოსწავლეთა ქცევა - რა გააკეთეს კარგად, რა აქვთ გასაუმჯობესებელი, მაგრამ არ მივაწოდე რეკომენდაცია, თუ როგორ შეიძლებოდა მათი გაუმჯობესება.

             აღნიშნულ გაკვეთილს თავიდან რომ ვგეგმავდე, არაფერს შევცვლიდი, რადგან მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები და მიზანს მივაღწიე, რაც შეეხება ჩემს გასაუმჯობესებელ მხარეებს, გავეცნობი შესაბამის საგანმანათლებლო ლიტერატურას, დავესწრები კოლეგებს, მოვისმენ ონლაინ ჩანაწერებს, დავესწრები შესაბამის ტრენინგებს და მიღებულ თეორიულ ცოდნას გამოვიყენებ პრაქტიკაში.