Published using Google Docs
მე-8 კლ. ატომის შედგენილობა და ელექტრონული აღნაგობა (შრეები).docx
Updated automatically every 5 minutes

სამიზნე  ცნება - ელემენტთა პერიოდულობის ცხრილი

 (შედეგი   ქიმ.საბ. 2, 6, 7, 8, 9, 11)  

 

საკითხი  -  ატომის  შედგენილობა  და  ელექტრონული  აღნაგობა (შრეები)

კომპლექსური დავალების პირობა:   

   წარმოიდგინე, რომ ხარ მასწავლებელი. შექმენი მინი-ლექცია  ატომის   შესახებ.  

             ნაშრომში  ხაზგასმით  წარმოაჩინეთ:  

  • როგორ ვითარდებოდა წარმოდგენა ატომის შესახებ
  • ატომის  შედგენილობა  და მის გარშემო შრეებზე  ელექტრონების  კანონზომიერი განთავსება, ელექტრონული აღნაგობა;
  •  ნივთიერებების თვისებების  დამოკიდებულება  ატომის ელექტრონულ აღნაგობაზე 
  • სხვადასხვა ელემენტის ატომების აღნაგობა და დახასიათება, როგორ შეიძლება მათი მოდელების შექმნა სხვადასხვა საშუალების გამოყენებით
  • ერთი და იგივე ელემენტის ატომების აღნაგობა და დახასიათება
  • კავშირი შრეების რაოდენობასა და იმ პერიოდს შორის, რომლშიც განთავსებულია ელემენტი

         ნაშრომის პრეზენტაციისას წარმოაჩინეთ:

  •  როგორ ფიქრობთ, რას  შეიძლება შევადაროთ     ატომბირთვის გარშემო ელექტრონების მოძრაობა?  არსებობს ბუნებაში მისი  ანალოგი?
  • ყველაზე   მეტად  რა  მოგეწონათ   ამ  დავალებაში
  • რა  გაგიმარტივდათ  ან  გაგირთულდათ  დავალებაზე  მუშაობისას

პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის: 

      მინი ლექციის წარმართვისას ყურადღება გაამახვილეთ ატომის შედგენლობა-აგებულებაზე და  ელექტრონების შრეებზე განლაგების კანონზომიერებაზე. პრეზენტაციისას შეგიძლიათ იზოტოპები შეადაროთ ერთმანეთს   ვენის დიაგრამის საშუალებით და  მათ მსგავსება - განსხვავებაზე გააკეთოთ შესაბამისი დასკვნა.    

   მინი ლექციაში მიუთითეთ რატომ არის ატომი ელექტრონეიტრალური, როგორ გარდაიქმნება დამუხტულ ნაწილაკად - იონად, როგორ გამოითვლება  ატომის მასა, როგორ უნდა გავიგოთ ბირთვის გარშემო შრეების რაოდენობა და გარე შრეზე ელექტრონთა რიცხვი.

 ატომის აგებულების შესახებ მინი-ლექციის შექმნაში  შეგიძლიათ გამოიყენოთ  აქ განთავსებული ინფორმაცია.

შეგიძლიათ გამოიყენოთ ვიდეო გაკვეთილი ატომის აღნაგობა