Published using Google Docs
თემატ. გეგმა-ბუნებაში - Copy
Updated automatically every 5 minutes

თემატური გეგმა  ბუნებისმეტყველებაში მე-4 /ბ  კლასი

შესასწავლი

თემა

დედამიწა

შესასწავლი   მასალა 

„წყალი  და  ხმელეთი  რუკაზე“,“  რუკა და ფერები“,  რა არის ჰორიზონტი“,   „ ჰორიზონტის მხარეები“,  „რუკა“,  „  პოლუსები და ეკვატორი“, „კონტინენტები და ოკეანეები“,  „კუნძულები,  ნახევარკუნძულები,  სრუტეები,“  „ საქართველო“,  „საქართველოს ბუნების მრავალფეროვნება“,    „საქართველოს  მდინარეები , ტბები და  წყალსაცავები“

სასწავლო  შედეგი, რომელსაც გვინდა რომ მივაღწიოთ

ბუნ.IV.6.  მოსწავლემ უნდა შეძლოს  მნიშვნელოვანი  გეოგრაფიული ობიექტების აღწერა,  მათი მდებარეობისა და ურთიერთ მიმართების  განსაზღვრა რუკაზე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • კიხულობსგეოგრაფიულ რუკას, ლეგენდის გამოყენებით;
  • ასახელებს  და განარჩევს  ძირითად საკოორდინაციო ელემენტებს ( მაგ:  პოლუსები, ეკვატორი,  ჰორიზონტის ძირითადი  მხარეები);
  • რუკაზე ამოიცნობს წყლისა და ხმელეთის მსხვილ გეოგრაფიულ ობიექტებს( მაგ: კონტინენტები ,ოკეანეები, კუნძულები, ნახევარკუნძულები);
  • რუკაზე დატანილი მსხვილი გეოგრაფიული ობიექტების ურთიერთ განლაგების  აღსაწერად  იყენებს  ჰორიზონტის მხარეებს ( მაგ: აფრიკის აღმოსავლეთით სამხრეთ პოლუსთან ახლოს);
  • პოულობს რუკაზე საქართველოს
  • აღწერს  მის მდებარეობას, გეოგრაფიულ ობიექტებთან მიმართებაში (მაგ: დასავლეთიდან ესაზღვრება შავი ზღვა);
  • აღწარს  გეოგრაფიულ ობიექტებს მათი შემადგენელი  ნაწილებისა და მახასიათებლების მიხედვით.

საკვანძო კითხვები

  • როგორ გაჩნდა რუკა ?
  • რა არის  ჰორიზონტი?

 

  • რამდენი ოკეანისგან შედგება მსოფლიო ოკეანე?                                                  
  • რა  დანიშნულება აქვს ფერებს რუკაზე?
  • სად და რომელ ნახევარსფეროში მდებარეობს თითოეული კონტინენტი და ოკეანე?
  •  რა არის  ჰორიზონტი?
  • იცვლება თუ  არა  ბუნება წყალსაცავების შექმნით?
  • რისთვის იყენებენ  წყალსაცავებს?
  • არის თუ არა შენს მხარეში ტბა ან წყალსაცავი?
  • როგორ ფიქრობთ, მცენარე უფრო  ადვილად დაიცავს თავს მტრისაგან   თუ  მწერი?
  • რა სჭირდება ცოცხალ ორგანიზმს  სიცოცხლისათვის?

 

მკვიდრი   წარმოდგენები

მოსწავლე შეძლებს რუკაზე კონტინენტების, ოკეანეების, კუნძულების, ნახევარკუნძულებისა და სრუტეების ჩვენებას.

შეფასების  კრიტერიუმები

კითხვებისდასმა,, წერითი დავალებების შესრულება, ინფორმაციის მოძიება, პრეზენტაცია.  

შეფასების კრიტერიუმის მიღწევის ინდიკატორი

დამოუკიდებელი პრაქტიკული დავალების შესრულება,  გაკვეთილზე ჩართულობა,  თანამშრომლობა , კითხვა- პასუხი,  ტესტირება.

კომპლექსური  დავალებები

კითხვებზე პასუხების გაცემა,  დავალებები მოსწავლის წიგნიდან.  

შესასწავლი

თემ

ცოცხალი სამყარო

შესასწავლი    მასალა 

„ცოცხალი სამყარო“,  „ხუთი სამეფო“, „ სოკოების სამეფო“, „ მცენარეთა  სამეფო“, „ როგორ  მრავლდებიან  მცენარეები“,  „ცხოველთა  სამყარო“,  „როგორ   მრავლდებიან  მწერები“, „ როგორ მრავლდებიან  თევზები  და  ბაყაყები“,   „როგორ  მრავლდებიან  ფრინველები“,  „ მცენარეთა  საარსებო  გარემო“,  „ ხმელეთის  მცენარეები“,  „წყლის  მცენარები“,  „ დავიცვათ საქართველოს ბუნება“

სასწავლო     შედეგი, რომელსაც  გვინდა  რომ  მივაღწიოთ

ბუნ.IV.2.  მოსწავლემ უნდა შეძლოს  ორგანიზმთა ცალკეული ჯგუფების დახასიათება.

შედეგი თვალსაჩინოა , თუ მოსწავლე:

  • ამოიცნობს ორგანიზმების ცალკეული ჯგუფების  ტიპურ წარმომადგენლებს. ზოგიერთი თვალსაჩინო  ნიშნის მიხედვით;
  • განასხვავებს ორგანიზმების ცალკეული ჯგუფების  ( მაგ: ბაქტერიები, სოკოები, ჭიები, ფეხსასრიანები, თევზები ,ამფიბიები, ქვეწარმავლები, ფრინველები, ძუძუმწოვრები,  წიწვოვანი და ყვავილოვანი მცენარეები) აგებულების( მაგ: სხეულის გარეგანი ნიშან -თვისებები ჩონჩხი)   და გამრავლების თავისებურებების მიხედვით.
  • ადარებს და აჯგუფებს მცენარეებს( წიწოვანი -ყვავილოვანი) აგებულების მიხედვით

ბუნ.IV.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა ორგანიზმის  სასიცოცხლო ციკლების შედარება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

ამოიცნობს ცხოველების და მცენარეების სასიცოცხლო ციკლის ძირითად ეტაპებს  ( ცხოველების დაბადება,  ზრდა - განვითარება, გამრავლება, მცენარეების გაღვივება, აღმოცენება, ზრდა-განვითარება , გამრავლება)

აღწერს მასთან დაკავშირებულ ცვლილებებს.

აკვირდება ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლებს სხვადასხვა სტადიაზე, შედეგებს  წარმოადგენს  ნახატების ან ჩანაწერების სახით

საკვანძო  კითხვები

  • -როგორ ფიქრობთ, მცენარე უფრო  ადვილად დაიცავს თავს მტრისაგან   თუ  მწერი?
  • რა სჭირდება ცოცხალ ორგანიზმს  სიცოცხლისათვის?
  • როგორ ფიქრობთ, ცოცხალ ორგანიზმს რომ გამრავლების უნარი არ ჰქონოდა, დედამიწაზე სიცოცხლე იქნებოდა?(დაასაბუთე შენი აზრი)
  • როგორ ფიქრობთ ,რატომ  ვერ ხარობენ ხავსები მშრალ გარემოში?
  • რა პირობებია საჭირო თესლიდან მცენარის აღმოსაცენებლად?
  • რა პირობებია საჭირო მცენარის ზრდა განვითარებისათვის?
  • რა სჭირდება წყლის მცენარეებს სიცოცხლისათვის?
  • რით განსხვავდებიან წყალმცენარეები  სხვა მცენარეებისაგან?
  • შენი აზრით, რატომ არ აქვთ წყალმცენარეებს ფესვები?
  • მოიფიქრეთ, რომელი ცხოველები იკვებებიან წყალმცენარეებით ?

მკვიდრი   წარმოდგენები

მოსწავლე შეძლებს მცენარეთა, ცხოველთა და ფრინველთა საარსებო გარემოსა და გამრავლების სტადიების აღწერას.

შეფასების  კრიტერიუმები

კითხვების დასმა, ინფორმაციის მოძიება და პრეზენტაცია, წერითი დავალებების შესრულება,  ვიდეო რგოლების  ჩვენება, ხატვა, ძერწვა.

შეფასების კრიტერიუმის მიღწევის ინდიკატორი

განმავითარებელი შეფასება, შეფასებისრუბრიკა

კომპლექსური   დავალებები

ინფორმაციის მოძიება, კითხვებზე პასუხების გაცემა,  დავალებები მოსწავლის წიგნიდან.

შესასწავლი  თემა

სხეულთა ურთიერთქმედება

შესასწავლი  მასალა 

სახელმძღვანელოელ.რესურსი, მოსწავლის რვეული

სასწავლო  შედეგი, რომელსაც  გვინდა რომ მივაღწიოთ

მოსწავლემ შეძლოს მოძრავი და უძრავისხეულების შედარება, სხეულთა ურთიერთქმედების შედეგის აღწერა.

საკვანძო  კითხვები

-

მკვიდრი  წარმოდგენები

მოსწავლე შეძლებს მოძრავი და უძრავი სხეულების შედარებას, სხეულთა ურთიერთქმედების შედეგის აღწერას.

შეფასების  კრიტერიუმები

კითხვების დასმა, ინფორმაციის მოძიება და პრეზენტაცია, წერითი დავალებების შესრულება.

შეფასების კრიტერიუმის მიღწევის ინდიკატორი

განმავითარებელი შეფასება, შეფასებისრუბრიკა.

კომპლექსური  დავალებები

კითხვებზე პასუხების გაცემა, დავალებები მოსწავლის წიგნიდან.

შესასწავლი

თემა

ეს საოცარი წყალი

შესასწავლი  მასალა 

სახელმძღვანელო, ელ. რესურსი, მოსწ. რვეული.

სასწავლო  შედეგი, რომელსაც  გვინდა რომ მივაღწიოთ

მოსწ. შეძლოს წყლის სხვადასხვა აგრეგატული მდგომარეობის დასახელება და აღწეროს მისი ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა.

საკვანძო  კითხვები

-

მკვიდრი  წარმოდგენები

მოსწავლე შეძლებს წყლის სხვადასხვა აგრეგატული მდგომარეობის დასახელებას და აღწერს მის ერთი მდგომარეობიდან მეორეში  გადასვლას.

შეფასების  კრიტერიუმები

კითხვების დასმა, ინფორმაციის მოძიება და პრეზენტაცია, წერითი დავალებების შესრულება

შეფასების  კრიტერიუმის მიღწევის ინდიკატორი

განმავითარებელი შეფასება, შეფასების რუბრიკა.

კომპლექსური დავალებები

კითხვებზე პასუხების გაცემა,  დავალებები მოსწავლის წიგნიდან.