როგორ იწერება რეზიუმე?
(ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის)
ლაშა ჩახვაძე
ინგლისური ლიტერატურის ასოცირებული პროფესორი, სდასუ
How to Write an abstract (with examples)
Lasha Chakvadze
Associate Professor of English Literature, SDASU
The papers explains basic principles of writing a resume in humanities.
შესავალი
რა არის რეზიუმე? ის თქვენი ნაშრომის ძირითადი პუნქტების მოკლე შეჯამებას წარმოადგენს. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს თავად თქვენი ნაშრომია უაღრესად შეკუმშული სახით.
რეზიუმე, როგორც საგზაო რუკა
რეზიუმეს შესავალში დასმულია პრობლემა. კერძოდ, თქვენ საუბრობთ რა პრობლემას უნდა შეეხოთ და რატომ არის ეს პრობლემა მნიშვნელოვანი?
ჩვენ შეგვეძლო გამოგვეყენებინა სიტყვა "საკითხი" ნაცვლად "პრობლემისა".მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამეცნიერო ნაშრომი, როგორც წესი, რაღაც გადაუწყვეტელს, აზროვნებისთვის საინტერესოსა და გამომწვევ საკითხებს უკავშირდება. სამეცნიერო ნაშრომი იწერება იმიტომ, რომ მკვლევარს აინტერესებს როგორმე ამოხსნას, გაიგოს, მიუახლოვდეს თავისი ინტერესის საგანს. სწორედ ამიტომ "პრობლემა", როგორც აზროვნებისთვის საინტერესო და გადაუწყვეტელი საკითხი, მეცნიერული ძიების დასაწყისს წარმოადგენს.
რეზიუმე, მეტაფორულად რომ ვთქვათ,თქვენი მოგზაურობის სავარაუდო მარშრუტია.ეს მოკლე საგზაო რუკაა, რაც როგორც თქვენ, ასევე სხვა მგზავრს დაეხმარება გაერკვეს თქვენი გზისა და ძიების დეტალებში.
სწორედ ამიტომ, შეეცადეთ სანამ პირდაპირ რეზიუმეს წერას დაიწყებთ, საკუთარ თავს ჰკითხოთ, რა არის მნიშვნელოვანი, ამაღელვებელი და საინტერესო ჩემს ნაშრომში? რატომ ვწერ ან რატომ მაინტერესებს ეს საკითხი? რა ძირითადი საკითხებია აქ რასაც უნდა შევეხო?
რაც მთავარია, აუცილებლად ჰკითხეთ საკუთარ თავს, რა არის ის ძირითადი რაზეც მინდა ვილაპარაკო და საინტერესოა თუ არა ეს?
რასაკვირველია, ეს კითხვებზე პასუხები უფრო ნაყოფიერია, როცა თქვენ უკვე წაკითხული და ნაფიქრი გაქვთ გარკვეულ პრობლემებზე. უბრალოდ, უნდა გახსოვდეთ თუ თავად არ გაღელვებთ და გაინტერესებთ თქვენი პრობლემა, ვერც სხვის დაინტერესებას მოახერხებთ. როგორც უნდა მიაღწიოთ ინტერესის ამ დონეს, ეს მეცნიერებაში ყველაზე მეტად ფიქრსა და აზროვნებას უკავშირდება. რაც ხშირად,მეტად და ღრმად იფიქრებთ, მით უფრო მეტი შანსია, რომ საკითხის სიღრმეში შეხვიდეთ.
რა თქმა უნდა, აზროვნება საკმაოდ რთული პროცესია. ერთია თქმა, "ღრმად უნდა იაზროვნოთ" და მეორეა საკითხი, როგორ?
რატომ ვსაუბრობთ ამ საკითხებზე? იმიტომ რომ რეზიუმე, როგორც თქვენი მოგზაურობის რუკა ფიქრსა და აზროვნებას მოითხოვს. თქვენ ხომ ისე არ დაიწყებთ მოგზაურობას თუ წარმატების მიღწევა გსურთ, თუ არ იცით სად, რატომ და როგორ მიდიხართ? რა გსურთ ამ მოგზაურობიდან?
აზროვნების ეტაპები (როგორ იწყება და როგორ მთავრდება რაღაც საკითხზე მსჯელობა) ფსიქოლოგ ბლუმის მიხედვით, მოიცავს:
1) ცოდნას ("რა"),
2) გაგებას ("რას ნიშნავს "რა", რა იგულისხმება "რა"–ში?),
3) გამოყენებას ("რატომ", რატომ არის ეს "რა" ამგვარი?),
4) ანალიზს (რა ნაწილებისგან შედგება "რა"?),
5) შეფასებას ("რა"–ს ნაწილები რა ღირებულებისაა?)
6)სინთეზს (როგორ უკავშირდებიან "რა"–ს ნაწილები ერთმანეთს და მთლიანობაში, ერთად, რა სიახლეს, უჩვეულოს, განსხვავებულ გვთავაზობენ).
ბლუმის ტაქსონომიის ეს გამარტივებული სქემა ნათლად აჩვენებს მოცემულ საკითხზე მსჯელობა სად შეგიძლიათ დაიწყოთ და დაამთავროთ.
როცა რეზიუმეს შესახებ ფიქრს იწყებთ, შეგიძლიათ, ამ ეტაპებს მიჰყვეთ. ზოგჯერ, ადამიანს აზრი უცებ მოსდის,მაგრამ მისი შემდგომი კვლევა აუცილებელია რომ უკეთ გაერკვეთ ამ უცებ გაჩენილ აზრში.
ზოგადად, შეიძლება რაღაც ბუნდოვანი აზრი გაგაჩნდეთ მაგრამ წინ ვერ წახვიდეთ, რადგან არ იცით, რა უყოთ ამ აზრს, როგორ განავითაროთ.
სწორედ ამიტომ, ზემოთ მოცემული კითხვები აუცილებლად დაუსვით საკუთარ თავს.
მე აქ არ ვცდილობ რეცეპტივით მოგცეთ რეზიუმეს წერის დეტალები. მთავარია, თქვენ თავად დაინახოთ რომ რეზიუმე როგორ ასეთი, თქვენი ნაშრომის თვალსაჩინო რუკას წარმოადგენს .
რეზიუმეს ძირითადი პუნქტები შემდგომში პრეზენტაციისას არ შეიძლება შეიცვალოს. რატომ? როგორც წესი, რეზიუმე წარმოადგენს მოხსენებამდე არსებულ რუკას, რომელიც კვლევით დაინტერესებულ სხვა პირებს მიეწოდება. ისინი თქვენს მოსასმენად, შესაძლოა, სწორედ იმიტომ მოდიან რომ აინტერესებთ ეს პრობლემა. თუ თქვენ მოხსენებისას რეზიუმესგან განსხვავებულ ძირითად პუნქტებს შეეხებით, გამოდის რომ თქვენი რუკა ყალბია და თქვენს მოსასმენად მოსული აუდიტორია მოატყუეთ. ეს რასაკვირველია, არ გულისხმობს რომ მოხსენებისას რაღაც მცირედ შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ არა ძირეულად.
უმჯობესია, სანამ რეზიუმეს დაწერთ მანამდე გქონდეთ დაწერილი ნაშრომი და/ან ძირითადი პუნქტები ჩამოყალიბებული.სხვა შემთხვევაში გამოვა, რომ ნაშრომს იმ წამს იგონებთ, თხზავთ, რაც რეზიუმეს, უაღრესად შეკუმშული ტექსტის წერისას ძალიან ძნელია. ამიტომ სჯობს, ძირითადი პუნქტები გაშლილი გქონდეთ და რეზიუმემ მხოლოდ მათი შეჯამება მოახდინოს.
რეზიუმეს სტრუქტურა
რეზიუმე, როგორც წესი 100–150 სიტყვას არ უნდა აღემატებოდეს.
რეზიუმეს, ნაშრომის მსგავსად, აქვს შესავალი, ძირითადი ტექსტი და დასკვნითი ნაწილი.
შესავალში დასმულია პრობლემა, ძირითად ტექსტში საუბარია ძირითად პუნქტებზე, ხოლო დასკვნით ნაწილში შეჯამებულია კვლევა.
შესავალში აჩვენებთ, რა არის პრობლემა? რატომ არის ის ზოგადად და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი?
ძირითად ნაწილში აჩვენებთ, როგორ უყურებთ ამ პრობლემას, როგორია თქვენი პასუხი შესავალში დასმულ კითხვებზე?
დასკვნაში აჯამებთ საკუთარ პასუხს.
სასარგებლო სიტყვები
შესავალი: წარმოადგენს, ჩანს, ცნობილია, მნიშვნელოვანია...
ძირითადი ნაწილი: უკავშირდება, უპირისპირდება, განსხვავდება,ჩანს,მიემართება, მიმართებით...
დასკვნა: გამომდინარეობს, შეიძლება დავასკვნათ, როგორ ვხედავთ, ჩანს...
ფორმა
როგორც წესი რეზიუმე ერთი აბზაცისგან შედგება. ის, როგორც ერთი აბზაცი, ერთი ამოსუნთქვით უნდა იკითხებოდეს.
წინაპირობები:
ა) რეზიუმეს გააჩნია ერთი ძირითადი თეზისი (დასამტკიცებელი აზრი),რომელსაც მიჰყვება შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა.
ბ) რეზიუმე მტკიცებითი წინადადების ფორმითაა დაწერილი. მაგალითად, "ჰამლეტი შურისძიებას ქრისტიანული მრწამსის გამო აყოვნებს".
გ) უნდა გამოიყენოთ მხოლოდ მარტივი და არა რთული წინადადებები. მაგალითად, ნაცვლად წინადადებისა "ჰამლეტის შურისძიება, რაც გულისხმობს მამამისის მკვლელის დასჯასა და განადგურებას,ამ უაღრესად მნიშვნელოვან საკითხს, ყოვნდება ჰამლეტის ქრისტიანული მრწამსის გამო", სჯობს დაწეროთ, "ჰამლეტი შურისძიებას ქრისტიანული მრწამსის გამო აყოვნებს".
დ) რეზიუმე უნდა იყოს მოკლე და სხარტი.წინადადებები ერთმანეთს უნდა უკავშირდებოდნენ. შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა მჭიდრო და ლოგიკურ ურთიერთკავშირში უნდა იყოს.
ე) არსებობს აბსტრაქტული და კონკრეტული წინადადებები. აბსტრაქტული წინადადებაა, მაგალითად,"ჰამლეტი მერყევი არსებაა". აქ მოცემულია ზოგადი აზრი. კონკრეტული წინადადება იქნება "კერძოდ, ის აყოვნებს შურისძიებას". როგორც წესი, ჯერ არის აბსტრაქტული, ხოლო მას მოსდევს კონკრეტული წინადადება, მაგალითად, ""ჰამლეტი მერყევი არსებაა. კერძოდ, ის აყოვნებს შურისძიებას".
ვ) რეზიუმეს ენა მესამე პირშია. შესაბამისად, გამოთქმები "ჩემი აზრით", "ვგულისხმობ" და სხვა.ნაშრომისგან განსხვავებით, აქ არ გამოიყენება.
საკვანძო სიტყვები
გამოიყენეთ "საკვანძო" სიტყვები. ეს ის სიტყვებია, რომლებიც ძირითადია თქვენს ნაშრომში და რომელთაც უკავშირდებიან სხვა საკითხები. მაგალითად, ჰამლეტის შურისძიებასთან დაკავშირებული საკვანძო სიტყვები შეიძლება იყოს: "გაურკვევლობა", "ღალატი", "კრიზისი", "თამაში" და ა.შ.
საკვანძო სიტყვები როგორც თქვენ, ასევე სხვებს დაეხმარება, გაიგოს თქვენი ნაშრომის სტრუქტურა. საკვანძო სიტყვები აბსტრაქტული სიტყვების, ძირითადი აზრების ნაწილია.
რეზიუმეს გასწორება
ჯერ გაასწორეთ აზრობრივად.
შემდეგ გადახედეთ ფორმის თვალსაზრისით (სტილი, პუნქტუაცია.
ნიმუშები
პირველი ნიმუში:
Narrative Representation of Grief
In William Faulkner's As I Lay Dying and Kazuo Ishiguro's Never Let Me Go how can grief, an incomprehensible and incommunicable emotion, be represented in fiction? Is it paradoxical, or futile, to do so? I look at two novels that struggle with representing intense combinations of individual and communal grief: William Faulkner's As I Lay Dying and Kazuo Ishiguro's Never Let Me Go. At first glance, the novels appear to have nothing in common: Faulkner's is a notoriously bleak odyssey told in emotionally heavy stream-of-consciousness narrative, while Ishiguro's is a near-kitschy blend of a coming-of-age tale and a sci-fi dystopia. But they share a rare common thread. They do not try to convey a story, a character, an argument, or a realization, so much as they try to convey an emotion. The novels' common struggle is visible through their formal elements, down to the most basic technical aspects of how the stories are told. Each text, in its own way, enacts the trauma felt by its characters because of their grief, and also the frustration felt by its narrator (or narrators) because of the complex and guilty task of witnessing for grief and loss.
წყარო: http://undergraduateresearch.ucdavis.edu/urcConf/write.html)
მეორე ნიმუში:
The opportunity to design and deliver short programs on referencing and
avoiding plagiarism for transnational UniSA students has confirmed the
necessity of combating both the ‘all-plagiarism-is-cheating’ reaction and the
‘just-give-them-a-referencing-guide’ response. The notion of referencing is but
the tip of a particularly large and intricate iceberg. Consequently, teaching
referencing is not adequate in educating students to avoid plagiarism. In this
presentation, I will use the transnational teaching experience to highlight what
educating to avoid plagiarism entails.
წყარო:http://www.adelaide.edu.au/writingcentre/learning_guides/learningGuide_writingAnAbstract.pdf
მესამე ნიმუში:
Cristina Peri Rossi: The Postmodern Transgressions of Parody and Ambiguity
Eduardo Ruiz
Mentor: Dr. Lucia Guerra-Cunningham
Uruguayan writer Cristina Peri Rossi’s first book, El libro de mis primos (The Book of My Cousins, 1969), is compared with her later novel, La nave de los locos (The Ship of Fools,
1984), to suggest how an authoritarian society can be criticized through parody and then rebuilt on the foundations of a philosophy of ambiguity, similar to Lyotard’s vision of the postmodern.
Dissatisfaction with the power structures of tradition and validation of marginality are characteristics of such vision, which inscribe Peri Rossi in the postmodern current of Latin-American literature. The postmodern condition agrees with the major conclusions drawn from both works. First, tradition is viewed as a decadent state of affairs that needs to be brushed aside, for it does not respond to genuine human concerns and, in fact, has frustrated and destroyed them. Parody is the tool used to dispose of tradition. Secondly, there has to be an acceptance of the margins, of the other. This presupposes a tolerant ambiguity of inclusion that is capable of rebuilding instead of destroying, and does so by using the very materials of the other. What El Libro destroys La nave rebuilds. El Libro’s mission is to do away with the atrophied waste of patriarchal order, while La nave seeks to fill up the resulting void with one possible solution: the conciliation of opposing forces by a tolerant philosophy of inclusion.
წყარო: http://www.sccur.uci.edu/sampleabstracts.html
გამოყენებული მასალები:
http://www.wikihow.com/Write-an-Abstract
http://undergraduateresearch.ucdavis.edu/urcConf/write.html
https://owl.english.purdue.edu/owl/resource/656/01/
http://www.writing.utoronto.ca/advice/specific-types-of-writing/abstract
http://www.adelaide.edu.au/writingcentre/learning_guides/learningGuide_writingAnAbstract.pdf
http://writingcenter.unlv.edu/writing/abstract.html
http://www.ece.cmu.edu/~koopman/essays/abstract.html
http://www.sccur.uci.edu/sampleabstracts.html
http://www.uq.edu.au/student-services/phdwriting/phlink08.html