გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა | „საყვარელი დედიკო” |
სწავლების საფეხური | I კლასი |
მოსწავლეთა რაოდენობა | 14 |
TariRi | 04.03.2014 |
საგანი | ინტეგრირებული: ქართული ენა - ნესტან ბერიძე ბუნება - ნესტან ბერიძე ხელოვნება - ნესტან ბერიძე მუსიკა-ნანა ბრუნჯაძე |
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა | უკვე შევისწავლეთ ქართული ანბანის ყველა ასო და გვსურს მშობლების წინაშე მოვახდინოთ დემონსტრირება თუ როგორ შეგვიძლია უცხო ტექსტის კითხვა, ასევე გვსურს დედის დღე მივულოცოთ მშობლებს, მოვეფეროთ და გავახაროთ ჩვენი უნარების დემონსტრირებით. |
გაკვეთილის მიზნები და შედეგები | ქართ. I. 3. მოსწავლეს შეუძლია მართლმეტყველების ელემენტარული წესების დაცვა. ქართ. I. 8. მოსწავლეს შეუძლია პრაგმატული ხასიათის მარტივი ტექსტის (მაგ., ინსტრუქციის, მენიუს, საყიდლების სიის, აბრისა და ა.შ.) წაკითხვა და გაგება. ბუნ.I.2.მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ორგანიზმები გარეგნული ნიშნების მიხედვით. ს.გ.I.1. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ერთი ან რამდენიმე ძირითადი ელემენტი და პრინციპი ნამუშევრის შექმნისას. ს.გ.I.2. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას ნამუშევრის შექმნისას. ს.გ.I.5. მოსწავლეს შეუძლია მარტივი შრომითი საქმიანობის ელემენტარული უნარ- ჩვევების გამომჟღავნება. ს.გ.I.6.მოსწავლეს შეუძლია მუშაობა ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად. ს.გ.I.9. მოსწავლე მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში. მუს.I.2. მოსწავლეს შეუძლია სიმღერა მარტო და სხვებთან ერთად. |
წინასწარი ცოდნა | ვისწავლეთ: ქართული ანბანი; მცენარის აგებულება; დროები; სიმღერა წვიმაზე; ლექსები დედაზე. |
შეფასების საგანი და პროცედურები | მოსწავლეები ფაასდებიან კომენტარებით: ფასდება საშინაო დავალების შესრულება, ლექსის გამომეტყველებით კითხვა, კითხვის დროს აქტიური ჩართულობა; სიმღერის შსრულება; პროექტში აქტიური ჩართულობა; |
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები | გასაფორმებელი მასალა, ერთჯერადი ხელთათმანები, გადაჭრილი ბოთლები, მიწა, ქვიშა, ფერადი ქაღალდები, ფანქრები, წებო, მაკრატელი. ბუკები, ლეპტოპები, ნიჩბები, სველი სალფეთქები, ყვავილის ნერგები |
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი | საორგანიზაციო საკითხები:
|
588000669 ნესტან ბერიძე
გაკვეთილის შეფასება მასწავლებლის მიერ
კრიტერიუმები | დაბალი | საშუალო | მაღალი | |||
მოსწავლეთა ჩართულობა პროექტში | ზოგიერთი მოსწავლე არ ჩაერთო პროექტში | მოსწავლეები მონაწილეობენ პროექტში მაგრამ ზოგიერთმა მოსწავლემ არ შეასრულა დავალება | მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული პროექტში | V | ||
მოსწავლეთა ჩართულობა გუნდური კითხვის დროს | მოსწავლეები არ ერთვებიან გუნდური კითხვის დროს | ზოგიერთი მოსწავლე არ ერთვება გუნდური კითხვის დროს | მოსწავლეები აქტიურად და ხალისით ერთვებიან გუნდურ კითხვაში | V | ||
მოსწავლეთა მიერ საშინაო დავალების შესრულება | მოსწავლეებმა არ მოიტანეს საჭირო მასალა და არ გადაუღეს დედებს სურათი | ყველა მოსწავლეს არ აქვს სრულად სამუშაო მასალა, ზოგიერთი მოსწავლის დედის სურათი არ არის ხარისხიანი | V | ყველამ მოიტანა სამუშაო მასალა და დედების სურათები | ||
ლექსის კითხვა | მოსწავლეებმა არ იციან ლექსები | ზოგიერთმა მოსწავლემ ვერ წაიკითხა ლექსი. | ყველა მოსწავლემ ლექსი წაიკითხა, გამომეტყველებით | V | ||
მოსწავლეთა ადაპტაცია სასკოლო გარემოში | მოსწავლეები შიშით შეჰყურებენ საგაკვეთილო პროცესს. | ზოგიერთი მოსწავლე არ ცდილობს ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში | მოსწავლეები ინტერესით და ხალისით ერთვება საგაკვეთილო პროცესში | V | ||
მოსწავლეთა შეფასება მასწავლებლის მიერ
კრიტერიუმები | დაბალი | საშუალო | კარგი | ძალიან კარგი |
საჭირო მასალის მომზადება | არ მოამზადა მასალა | მოამზადა ნაწიოლობრივ | ყველაფერი მოამზადა მაგრამ ზოგიერთი ნივთი არ არის შესაბამისი ხარისხის | ყველაფერი მოამზადა ხარისხიანად |
პრეზენტაციისთვის ფოტოსურათების გადაღება | არ გადაიღო ფოტოები | გადაიღო მაგრამ ცუდად ჩანს | გადაიღო საშუალო ხარისხის ფოტოსურათი | გადაიღო ნათელი და საინტერესო ფოტოსურათები |
ლექსის გამომეტყველებით კითხვა | არ დაისწავლა ლექსი | ისწავლა ლექსი ნაწილობრივ | კითხულობს ლექსს გამომეტყველების გარეშე | კითხულობს ლექსს გამომეტყველებით |
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა | არ მონაწილეობს ელექტრონული წიგნის კითხვაში და არ ცდილობს დასმულ კითხვებზე გასცეს პასუხი | მონაწილეობს ნაწილობრივ ელექტრონული წიგნის კითხვაში და დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემაში | მონაწილეობს ელექტრონული წიგნის კითხვაში და ცდილობს დასმულ კითხვებზე გასცეს პასუხი | აქტიურად მონაწილეობს ელექტრონული წიგნის კითხვაში და დასმულ კითხვებზე იძლევა ამომწურავ პასუს. |
სიმღერის შესრულება | არ ისწავლა სიმღერა | ნაწილობრივ ისწავლა სიმღერა | მღერის, მაგრამ ემოციის გარეშე | მღერის სწორად ემოციურად |
უცხო ტექსტის კითხვა | არ ერთვება კითხვის პროცესში | ზოგიერთ სიტყვას ამოიკითხავს | კითხულობს მაგრამ უჭირს გაბმულად კითხვა | კითხულობს გაბმულად ინტონაციით. |
გაკვეთილის შეფასება მოსწავლეთა მიერ
კრიტერიუმები | დაბალი | საშუალო | მაღალი |
გაკვეთილით გამოწვეული ემოციები | არ მომეწონა გაკვეთილი | ნაწილობრივ მომეწონა | ძალიან მომეწონა |
გაკვეთილის მსვლელობაში ჩართულობა | ვერ ჩავერთე გაკვეთილის მსვლელობაში | ზოგიერთი ნაწილი ჩემთვის რთული იყო | აქტიურად ვერთვებოდი საგაკვეთილო პროცესში |
ლექსის კითხვა | ვერ წავიკითხე | ცოტა შემეშალა | კარგად წავიკითხე |
სიმღერის შესრულება | ვერ ვიმღერე | ცოტა გამიჭირდა | კარგად ვიმღერე |
პროექტის შეფასება | არ მომწონს პროექტი | კარგი იყო პროექტ | ძალიან მომეწონა პროექტი |
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი